გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
130210118002595538
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2-930-18

130210118002595538

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.01.2019 წ. ქ.ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლი"

წარმოამდგენელი - გ--–----------ძე

მოპასუხეები: - ი-–-----------–--ლი, გ---------------–--ლი, გ----------------–--ლი, გ--------------–-ძე.

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს: ი-–-----------–--ლს, გ---------------–--ლს, გ----------------–--ლს და გ--------------–-ძეს მოსარჩელე - სს ,,მისო კ-------ლის”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 888. 37 ლარის გადახდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხის, 770.13 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი 92 (50+42) ლარის გადახდა. ი-–-----------–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს თავდებობის მაქსიმალურ ზღვარს ზემოთ დარჩენილი თანხის 7 11-- 98 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2017 წლის 11 აპრილს ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალსა და ი-–-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის N8------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 13320 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით. წლიური სარგებლთ 34%. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 აპრილს ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალის მიერ გ----------------–--ლთან, გ---------------–--ლთან და და გ--------------–-ძესთან გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები: N 1-------1------; N 1-------------- და N 1------------7, რომელთა საფუძველზეც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგონ პასუხი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მიერ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. სადავოდ გახადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 11 აპრილს ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალსა და ი-–-----------–--ლს შორის გაფორმდა სესხის N8------------- ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 13320 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით. წლიური სარგებლთ 34%. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 11 აპრილს ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალის მიერ გ----------------–--ლთან, გ---------------–--ლთან და და გ--------------–-ძესთან გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები: N 1-------1------; N 1-------------- და N 1------------7, რომელთა საფუძველზეც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგონ პასუხი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

3.1.2 2017 წლის 11 აპრილის N8------------- ხელშეკრულება ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალსა და ი-–-----------–--ლს შორის, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 13320 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით. წლიური სარგებლთ 34%. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ, გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ.17-20)

 

3.1.3. 2017 წლის 11 აპრილის N 1-------1------; N 1-------------- და N 1------------7, თავდებობის ხელშეკრულებები ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალისა მოპასუხეებთნ: გ----------------–--ლთან, გ---------------–--ლთან და და გ--------------–-ძესთან (ს.ფ.21-23).

 

3.1.4. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 24004,35 ( საიდანაც ძირი თანხაა 13320 ლარი, % 4742,66 ლარი, ჯარიმა 5941,69 ლარი).

 

3.1.5. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, შეამცირა სარჩელი და იმის მხედველობაში მიღებით რომ საქმის განხილვის სტადიაზე მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე შეტანილი იქნა 1000 ლარი, შესაბამისად შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც დაეთანხმა მოპასუხის მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 33.)

- მხარეთა ახსნა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოპასუხის მხარემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რამაც შეადგინა 5941,69 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 891-895-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3,მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე, 131-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის თანახმად, კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოპასუხეებზე მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, იმის მხედველლობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან (სესხის ოდენობა და სხვ.) გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მისი ოდენობის შემცირებას.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ 2017 წლის 11 აპრილს ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" გ----ის ფილიალის მიერ გ----------------–--ლთან, გ---------------–--ლთან და და გ--------------–-ძესთან გაფორმდა თავდებობის შესახე ხელშეკრულებები: N 1-------1------; N 1-------------- და N 1------------7, რომელთა საფუძველზეც თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგონ პასუხი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით თავდები პირები ბანკის წინაშე სრულად აგებდნენ პასუხს ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებისათვის და კისრულობდნენ ვალდებულებას ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სრულად დაეფარათ მოსარჩელის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა თავდებობის ფარგლებში, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. თავდებების პასუხისმგებლობა საქმის განხილვის დროისათვის (მოპასუხის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდის შემდეგ) განისაზღვრა 15 888. 37 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის გადახდევინება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით . ამავე კოდექსის 301 -ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფადაც დაიტვირთა მოპასუხის ნივთი, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთის რეალიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ს.ს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" შუამდგომლობა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე ი-–-----------–--ლის, ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 6--1--4-.1--) და მოპასუხე გ--------------–-ძის ქ-----–ის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი 68.0-.4-.1--), შესაბამისად მოპასუხეებს აეკრძალათ აღნიშნული ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველსაყოფად შეტანილი ბაჟის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინაში ზედმეტად შეტანილი თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 24--ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს: ი-–-----------–--ლს (პ/ნ 4----------), გ---------------–--ლს (პ/ნ 4----------), გ----------------–--ლს (პ/ნ 4--------0-) და გ--------------–-ძეს (პ/ნ 43001004558), ს.ს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 888 (თხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდარვა) ლარის და 37 თეთრის გადხდა.

 

3. მოპასუხე ი-–-----------–--ლს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე ს.ს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 7 115 (შვიდიათას ას თხუთმეტი) ლარის და 98 თეთრის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს: ი-–-----------–--ლს (პ/ნ 4----------), გ---------------–--ლს (პ/ნ 4----------), გ----------------–--ლს (პ/ნ 4--------0-) და გ--------------–-ძეს (პ/ნ 43001004558), ს.ს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლის" (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ბაჟის სახით გადახდილი 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის და 13 თეთრის გადახდა. ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ხარჯების სახით 92 ლარის (42+50) გადახდა.

 

5. მოსარჩელე ს.ს.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ-------ლი"-ს დაუბრუნდეს 2018 წლის 16 აგვისტოს სს"თიბისი ბანკი"-ში, საგადასახადო დავალება 1534422580, სახაზინო კოდი 300463150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი თანხიდან ( 870.13 ლარიდან) ზედმეტად გადახდილი 100(ასი) ლარი.

 

6 .საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძლება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი