განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2019
საქმის ნომერი
330100118002644998
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - თ------- ს---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ------ ო-----ის ძე კ--------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–--------------------------------------ში

 

ადვოკატი - ი------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი და 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია (ბრალდებულის დაუსწრებლად)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით, თ------ კ--------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 2 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 4 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2016 წლის 2 აგვისტოს თ------ კ--------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, თ------ კ--------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით ნასამართლევმა თ------ კ--------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებას - გამომშრალ მარიხუანას 9.30 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 23 აგვისტოს 03:12 საათიდან 03:26 საათამდე შუალედში, ქ.თბილისი, გ-–---------------------------ე კორპუსის მიმდებარედ ამოღებული იქნა თ------ კ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით, თ------ კ--------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით, 2 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და 4 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2016 წლის 2 აგვისტოს თ------ კ--------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, თ------ კ--------ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 თვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით, ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ნასამართლევ თ------ კ--------ს, 2018 წლის 23 აგვისტოს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები; პირადი ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №----------------- დასკვნა; 2014 წლის 10 აპრილის განაჩენი; 2015 წლის 21 მაისის განაჩენი; 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენი; 2018 წლის 12 ივნისის განჩინება და სხვ.) ერთობლიობა თ------ კ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ კ--------მა ჩაიდინა:

1) მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით;

2) ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-e მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------ კ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულების ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ კ--------ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ხოლო სსკ-ის 273 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; დანაშაულთა ერთობლიობით კი, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ------ კ--------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, თ------ კ--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით, ზ/აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 3 თვით.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 აგვისტოს წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით არაა გადახდილი და მოვალე თ------ კ--------ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ კ--------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------ კ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ------ კ--------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ კ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ თ------ კ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

თ------ კ--------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

თ------ კ--------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ (ინახება ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ თ------ კ--------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია