განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
080100118002252040
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/25-18წ. (N04101121-003)

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04.01.2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე

სხდომის ტიპი: ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ------- ხ----ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ-------- ბ--–-------ე

მამის სახელი: ი-–---

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–--ი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ------–---–ის ქ. N1-

ადვოკატი: ი--- კ---------ნ-----–--ე

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ნ-------- ბ--–-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11--ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს 1--–--–-------- N-------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ--------ი ბ--–-------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ჭ--–---–ს, რომელთანაც წარსულში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. კერძოდ: სახისა და გულ-მკერდი არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ჭ--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, დადასტურებულად ცნო, რომ 201- წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ნ--------ი ბ--–-------ემ ხელის დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ჭ--–---–ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქუთაისში, ზ----- გ-------------ს 1--–--–-------- N-------–-, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამით ბრალდებულმა ნ-------- ბ--–-------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

დაზარალებულ მ------ ჭ--–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს 1--–--–-------- N-------–-, 38 წელია, რაც იცნობს ნ-------- ბ--–-------ეს, ხოლო ახალგაზრდობაში 10 წელი ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, როგორც მეგობრები. დაახლოებით 20-25 წელია, რაც ეს ურთიერთობა დასრულდა და მას შემდეგ ნაცნობები არიან ერთმანეთის. შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ნ--------მა მას დაურეკა ტელეფონით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა დედის მისამართით იმ მოტივით, რომ „რატომ უთხარი იმ ქალს, მე რაც საიდუმლოდ გითხარი მასზეო“. სატელეფონო ზარის შემდეგ მოკლე პერიოდში გაჩერდა მანქანა მის სახლთან, საიდანაც გადმოვიდა ნ--------ი ისე სწრაფად, რომ ვერ მოასწრო კარების ჩაკეტვა და მის სახლში შესულმა შეშლილი სახით კატეგორიული ტონით მიმართა სიტყვებით - ,,რატომ თქვი?“, რაზედაც მან უპასუხა, რომ არაფერი ისეთი არ უთქვამს, რაც საიდუმლო იყო და მანამდე არ თქმულა, რის შემდეგაც ნ--------მა ხელი გაარტყა ლოყაში. მან მოკიდა მკლავში ხელი ნ--------ს და მიუთითა კარისაკენ. შემდეგ დედამისიც შემოვიდა, რომელიც ასევე ეუბნებოდა ნ--------ს წასულიყო სახლიდან. ამის შემდეგ ნ--------მა ისევ დაარტყა, თუმცა, ისეთი ძლიერი არ ყოფილა ეს დარტყმები, მაგრამ ორივე დარტყმისას ჰქონდა ტკივილის შეგრძნება და სახე დაწითლებულიც ჰქონდა. შემდეგ ნ--------მა დედამისსაც უბიძგა, რომელიც 90 წლისაა. ყოველივე ამის გამო ძლიერ აღელვებულმა, აიღო იქვე არსებული ქუსლიანი ფეხსაცმელი და ნ--------ს თავში მოარტყა, რა დროსაც მას სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ პატრულს გამოუძახა. დასმულ შეკითხვებზე მოწმე პასუხობს, რომ ნ--------ისათვის მას არ დაურეკავს, ის თვითონ მოვიდა თავისი ინიციატივით, რომელიც იმ მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ვიღაც ახლდა, თუმცა, ის სახლში არ შემოსულა. ის ნ--------თან ქორწინებაში არასოდეს ყოფილა და მასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონია. პატრულის გამოძახებისას მას არ უხსენებია ყოფილი მეუღლე, რადგან ისინი ცოლ-ქმარი არასოდეს ყოფილან, თუმცა ნ--------ის სახლშიც უცხოვრია მას და ნ--------საც უცხოვრია მის სახლში პერიოდულად, რა დროსაც სხვა ქალებიც ცხოვრობდნენ მის სახლში, რომლებთანაც ნ--------ს ჰქონდა ანალოგიური ურთიერთობა. დასმულ შეკითხვაზე მოწმე განმარტავს, რომ ამ პერიოდში მასაც უყიდია ნ--------ისთვის და ნ--------ის მისთვის გარკვეული ნივთები. მაგალითად, ნ--------ის კი მისთვის უყიდია ტელევიზორი (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ა-–---------- ა----–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ი------------გ---------ლად. 201- წლის 01 დეკემბერს შემოვიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ის და მისი კოლეგა ლ-–- ზ--------ე გამოცხადდნენ ქ. ქუთაისში ზ- გ-------------ს 1-ლი შეს. N--------–ი იმავე დღეს დაახლოებით 1-:00 საათზე, სადაც მ------ ჭ--–---–მა განუცხადათ მათ, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ-------- ბ--–-------ემ იძალადა მასზე და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გულმკერდისა და თავის არეში. დაზარალებულმა მათ ასევე განუცხადათ, რომ ნ-------- ბ--–-------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მან ასევე უთხრა ნ-------- ბ--–-------ის საცხოვრებელი მისამართი, სადაც გამოცხადდნენ და ოჯახურის ძალადობის ფაქტზე დააკავეს იგი ბრალდებული სახით. დაკავებისას მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავებამდე მას თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრი სისხლჩაქცევის სახით, ასევე მარცხენა ყურის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები, მისი განმარტებით მიაყენა მ------მ 201- წლის 01 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკებისას. დაკავების შემდეგ მას ასევე გაეწია სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მ------ ჭ--–---–ის დაზიანებებს, მას არ ახსოვს გარეგნულად ეტყობოდა თუ არა, თუმცა ახსოვს, რომ დაზარალებული იტკივებდა გულმკერდისა და სახის არეს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ა-–---------- ა----–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია ასევე დასტურდება მოწმე ლ-–- ზ--------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით. (სასამართლო სხდომის ოქმი).

მოწმე ნ----–--- დ---------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად მ------ ჭ--–---–ი არის მისი შვილი. ნ-------- ბ--–-------ეს იცნობს, თუმცა, მან არ იცის რა სახელი დაარქვას მისი შვილის და ნ--------ის ურთიერთობას, რომელთაც 15 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან ასე და ხან ისე. ისინი ერთად იწვნენ, მაგრამ ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა იყო თუ რა ურთიერთობა, მან არ იცის. მან იცოდა, რომ მისი გოგო როდესაც სახლში არ მოდიოდა, იყო ამ ბატონთან, ხოლო ზუსტად თუ სად იყვნენ, ეს მან არ იცის. მის გოგოს უყვარდა ნ--------ი. მათ ოჯახური თანაცხოვრება არ ჰქონიათ. იმ პერიოდში, როცა მ------ ამ ბატონთან არ რჩებოდა, ცხოვრობდა მასთან და სხვა საცხოვრებელი მას იმ პერიოდში არ ჰქონია. ეს 15 წლიანი ურთიერთობა დასრულდა 20-25 წლის უკან. ნ--------ი მათთანაც ხშირად იყო და მის გაკეთებულ საჭმელს ჭამდა. მოწმე განმარტავს, რომ ამ 15 წლის მანძილზე მათ ურთიერთობას არ განიხილავდა ცოლქმრულ ურთიერთობად. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, იგი მივიდა თავის შვილთან სახლში. კარები მიხურული იყო, თუმცა ჩაკეტილი არ ყოფილა, როდესაც შევიდა სახლში, გაიგონა ხმაური და დაინახა, რომ ნ--------ი ურტყამდა მ------ს ხელს სახის არეში. მან მოკიდა ხელი ნ--------ს და შეეცადა გაეყვანა და გაეშვებინებინა ხელი მ------ზე, რა დროსაც ნ--------მა მას ხელი უბიძგა და იგი დაეცა მაცივართან, რის შედეგადაც მას გაუშავდა დაცემის ადგილი. ამის შემდეგ მისმა გოგომ აიღო რაღაც ნივთი და თავდაცვის მიზნით დაარტყა ნ--------ს. (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- 01/12/201- 16:08 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, მოქალაქე მ------ ჭ--–---–მა აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების მორიგეს, რომ ყოფილი მეუღლე ნ-------- ბ--–-------ე შეეჭრა სახლში და მიაყენა შეურაცხყოფა. (ს.ფ.3).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N------- 01/12/201- 16:39 საათის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ,,112’’ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ი-----------მა ბ. ხ----–--ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ზ- გ-------------ს ქ. N-------–- დახმარება ითხოვა 1--- წელს დაბადებულმა მ------ ჭ--–---–მა, რომლის განმარტებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------- ბ--–-------ემ (ს.ფ.2).

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 201- წლის 01 დეკემბერს შემთხვევის ადგილი დაათვალიერა უბნის ი------------გ-----------–მა გ------- გ--------–---–მა, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ზ----- გ-------------ს პირველი შესახვევის N--------–ი მეორე სართულზე, სადაც ასასვლელია ბეტონის მოპირკეთებული კიბით, სახლში შესასვლელია მეტალის კარების გავლით... საცხოვრებელი სახლში შესვლისას მარჯვენა მხარეს კედელთან დგას თეთრი ფერის მაცივარი, რომლის წინ იატაკის ზედაპირზე აგდია დეკორატიული ორნამენტებით მოხატული მეტალის საყვავილე, რომელშიც მოთავსებულია ორი ცალი დეკორატიული ყვავილი, აღნიშნულ მხარეს განთავსებულია მცირე ზომის ოთახი, სადაც იატაკის ზედაპირზე აგდია ამავე ოთახის ფარდის ნაჭერი, რომლის გვერდით ასევე იატაკის ზედაპირზე აგდია შავი ფერის კორპუსის მქონე ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე მ------ ჭ--–---–ის განმარტებით ჯიბიდან ამოუვარდა ნ-------- ბ--–-------ეს, როდესაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ,,სამსუნგის’’ ფირმის მობილური ტელეფონი ამოიღეს, შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ, პაკეტზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები, სხვა რაიმე ნივთი ან კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა. (ს.ფ. 40-45.).

ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N---------- დასკვნის თანახმად ნ--------ი ბ--–-------ეს 01/12/201- 23:09 საათზე შემოწმების შემდეგ დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (ინტოქსიმეტრ EC/IR/II 0.67 პრომილე). (ს.ფ. 29).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 201- წლის 01 დეკემბრის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ი------------გ---------ლის ა-–---------- ა----–--ის მიერ მოხდა ნ-------- ბ--–-------ის ბრალდებულის სახით დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში ქ. ქუთაისში, ქ. N1--ში. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 19:20 საათი. დაკავებისას ნ-------- ბ--–-------ეს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. დაკავებამდე მას თავის არეში, თხემის მარცხენა სფეროში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრი სისხლჩაქცევის სახით, ასევე მარცხენა ყურის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები, მისი განმარტებით მიაყენა მ------ დ---------ემ 201- წლის 01 დეკემბრის ურთიერთშელაპარაკებისას. ოქმი ხელმოწერილია უბნის ი------------გ---------ლის ა-–---------- ა----–--ის და ლ-–- ზ--------ის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად ნ-------- ბ--–-------ე და გადაეცა ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით. (ტომი 1. ს.ფ. 75-79).

დაკავების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ი------------გ---------ლებმა ა-–---------- ა----–--ემ და ლ-–- ზ--------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად - 01.12.201-წ. 23:25-23:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ნ--------ი ბ--–-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო დაზიანება ნაჭდევის სახით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ. 11-13. სასამართლო სხდომის ოქმი).

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად - 01.12.201-წ. 18:30-18:42 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მ------ ჭ--–---–ს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ტანსაცმლის გახდაზე უარი განაცხადა. შესამოწმებლის გადმოცემით იმავე დღეს მის საცხოვრებელ სახლში ნ-------- ბ--–-------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა(ს.ფ. 11-13. სასამართლო სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოწმე მ------ ფ-–-----ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად ნ-------- ბ--–-------ე არის მისი ძმადნაფიცი და სკოლაში ერთ კლასში სწავლობდნენ. მას ახლო და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ნ--------ის ოჯახთან. ის პოპულარული ბიჭი იყო თავისი გარეგნობით და ბევრ გოგოს მოსწონდა. მასაც ბევრი გოგო მოსწონდა. მ------ დ---------ეს(იგივე ჭ--–---–ი) იცნობდა, როგორც ნ--------ის მორიგ მეგობარი ქალს, რამოდენიმეჯერ შეხვედრია სუფრაზე ნ--------თან და არ გაჰკვირვებია, რადგან მაგის გარდა ძალიან ბევრი ქალი უნახავს მასთან. მ------ არასოდეს უნახავს დიასახლისის როლში, არამედ იმყოფებოდა როგორც სტუმარი. ხშირად და სისტემატიურად რომ დაენახა ნ--------ის ოჯახში ეს ქალბატონი, აუცილებლად ჰკითხავდა ამის შესახებ. შესაბამისად, მათ ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ, საყვარლები იყვნენ თუ არა ესეც არ იცის. მან იცოდა, რომ ნ--------ის მეუღლე იყო მ----- ი-----–---ი. მოწმის განმარტებით, როგორც ახლო მეგობარს, ნ--------ის და მ------ს ცოლ-ქმრული ურთიერთობა რომ ჰქონოდათ, აუცილებლად ეცოდინებოდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).

დაცვის მხარის მოწმე ე----- ი------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების თანახმად ნ--------ს იცნობს ბავშვობიდან, ვინაიდან მეზობლები არიან და საერთო ღობე აქვთ. მ------ ჭ--–---–ს იცნობს იქიდან, რომ ნ--------თან დადიოდა პერიოდულად. 201- წლის დეკემბრის დასაწყისი იქნებოდა, ნ--------მა დაუძახა და როგორც ექიმს სთხოვა დახმარება, ვინაიდან მას თავი ჰქონდა დასისხლიანებული და ყური გაგლეჯილი. როდესაც ჰკითხა თუ რაში იყო საქმე, ნ--------მა მიუგო, რომ მ------მ დაურეკა და სთხოვა მასთან სახლში მისვლა რაღაც საკითხზე, მისვლისთანავე რაღაც დაარტყა თავში უმიზეზოდ, რის შემდეგაც მაშინვე გამობრუნდა და მოვიდა სახლში. სანამ იგი ნახავდა ნ--------ს, მას უკვე დამუშავებული ჰქონდა ჭრილობა, ნაკერი ედო და შეხვეული ჰქონდა თავი. ერთადერთი მეუღლე, რომელიც ნ--------ს ჰყავდა, იყო მ----- ი-----–---ი. ასევე ნ--------ს ჰყავდა მეგობარი ქალი თ-- ლ------, რომელიც მასთან 1998-2005 წლებში ცხოვრობდა, რაც შეეხება მ------ დ---------ეს, იგი პერიოდულად მოდიოდა ხოლმე. მას ყოველდღიური მეზობლური ურთიერთობა აქვს ნ--------ის ოჯახთან და მის მეხსიერებაში არ ახსოვს, რომ მ------ ღამე დარჩენილიყო ნ--------თან. სხვაგან ჰქონდათ თუ არა ურთიერთობა, არ იცის და ნ--------ის ოჯახში მარტო არასოდეს არ უნახავს მ------. იგი მოდიოდა ნ--------ის სხვა მეგობრებთან ერთად და შემდეგ ისევ იშლებოდნენ და მიდიოდნენ თავიანთ სახლებში. თითონ ნ--------ი მეგობრული ადამიანია, ბევრი მეგობარი ჰყავს. მეზობლობაში კარგი ადამიანია. ნამდვილად იცის, რომ მ------ დ---------ესთან ნ--------ს თანაცხოვრება არ ჰქონია და ისინი ერთობლივ საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთად ცხოვრობენ, ერთად ჭამენ, ერთად განკარგავენ ფინანსებს. მან იცის, რომ მ------ იყო ნ--------ის ჩვეულებრივი მეგობარი, მათი ინტიმური ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის. (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებულ ნ-------- ბ--–-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად მ------ ჭ--–---–ი არის მისი მეგობარი. 30 წელზე მეტია რაც მას იცნობს. მათ შორის ცოლქმრული ურთიერთობა არ ყოფილა არასდროს და არც საერთო მეურნეობას ეწეოდნენ. ადრე ხვდებოდნენ ერთმანეთს როგორც ქალი და მამაკაცი. ასეთი ურთიერთობა მათ შორის წლები გრძელდებოდა, მაგრამ ბოლო 15 წელია, რაც მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. მ------ მასთან სახლში არასოდეს რჩებოდა, ხოლო თავად დარჩენილა ხოლმე მასთან. შემთხვევის დღეს, 201- წლის 01 დეკემბერს იგი მივიდა მ------სთან იმ მიზნით, რომ გაერკვია რაღაც საკითხი, კერძოდ, მ------ს ერთ გოგოზე არასწორი რაღაცეები ჰქონდა ნალაპარაკები და სურდა ამის გარკვევა. მ------ წინასწარ არ გაუფრთხილებია მისვლის შესახებ, თუმცა, როდესაც მივიდა მ------ს ბინასთან, მან იგი დაინახა მანქანიდან გადმოსვლისას და შეეძლო კარების ჩაკეტვა მოესწრო და იგი არ შეეშვა სახლში, რადგან მეორე სართულზე ცხოვრობს. ვინაიდან ასე არ მოიქცა, მ------ს სურდა, რომ ის სახლში შესულიყო. იგი მარტო ავიდა მ------სთან, ხოლო მეგობარი მანქანაში დატოვა. სახლში შესვლისთანავე მ------მ მას რაღაც ჩაარტყა თავში, რის შემდეგაც იგი შეეცადა ბინიდან წამოსვლას, მაგრამ კარები დაკეტილი იყო. მერე დედამისმა სისხლი რომ დაინახა მის თავზე, ალბათ მაშინ გააღო კარები და ასე გაექცა ამ ამბავს. მოწმე ადასტურებს, რომ მისი მხრიდან იყო დედის შეგინება ტელეფონზე საუბრის დროს მ------ს მიმართ და ალბათ ეს იყო მიზეზი მ------ს ასეთი საქციელის, რადგან განაწყენების სხვა მიზეზი მათ შორის არ ყოფილა. ინციდენტის დროს მას მ------სათვის ხელი არ დაურტყამს. მისგან მოქნეული ჩექმა კი მოხვდა თავში, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა, რადგან ნასვამი იყო. ის ვერ გაერკვია რა ხდებოდა და გავიდა გარეთ(სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გაანალიზებით და ურთიერთშეჯერებით სასამართლოს უდავოდ დადგენილ ფაქტად მიაჩნია, რომ ნ-------- ბ--–-------ემ ჩაიდინა - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებული მ------ ჭ--–---–ი თავის ჩვენებაში დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს ნ-------- ბ--–-------ის მიერ 201- წლის 1 დეკემბერს მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხელის დარტყმებში, რამაც მასში ფიზიკური ტკივილის განცდა გამოიწვია. მოცემულ ძალადობის ფაქტს ადასტურებს შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მეორე პირდაპირი მოწმეც - დაზარალებულის ხანდაზმული დედა ნ----–--- დ---------ე. სასამართლოს არ აქვს რაიმე საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოცემული ჩვენებების სანდოობაში, ვინაიდან უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ინტერესთა რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო ძალადობის მოტივი ბრალდებულის მხრიდან გახდა სიმთვრალეში გახსენებული ენის მიტანის ფაქტი - „რატომ უთხარი იმ ქალს, მე რაც საიდუმლოდ გითხარი მასზეო“. ამ გარემოების გამო სატელეფონო საუბრისას დაზარალებულზე შეგინებისა და შემდეგ თავისი ინიციატივით მ------ ჭ--–---–ის სახლში მისვლის ფაქტს არ უარყოფს ბრალდებულიც, თუმცა, ის განმარტავს, რომ სახლში მისვლისთანავე, მ------ ჭ--–---–მა თავად იძალადა მასზე, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არადამაჯერებელია და მოკლებულია არგუმენტაციას. მართალია, ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებები, ხოლო დაზარალებულს - არა, მაგრამ ექსპერტის მიერ ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში დაზიანების კვალის აღმოუჩენლობა ლოყაში ხელის დარტყმისას სრულებით არ გამორიცხავს ფიზიკური ტკივილის მომგვრელი ძალადობის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დაზარალებულის შემოწმებამდე რამდენიმე საათით ადრე. ამასთან, კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მოვლენათა განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დაზარალებულის მიერ განხორციელებული ძალადობა იყო თავდაცვითი ხასიათის საპასუხო რეაქცია ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ობიექტურად არ არსებობდა რაიმე საფუძველი, მ------ ჭ--–---–ს ყოველგვარი კონფლიქტური წინაპირობის გარეშე განეხორციელებინა ძალადობა მასთან თავისივე ინიციატივით სტუმრად მისულ მთვრალ მეგობარზე, გაეგდო სახლიდან და შემდეგ თავად დაერეკა პოლიციაში დახმარების აღმოსაჩენად.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ძალადობის ინიციატორი იყო თავად ბრალდებული და სწორედ მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღკვეთის მიზნით მ------ ჭ--–---–მა გამოიყენა ძალა ნ-------- ბ--–-------ის წინააღმდეგ. თუკი ძალადობის წამომწყებ პირზე, მიყენებული დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, გავამართლებთ მის მიერ განხორციელებულ წინმსწრებ ძალადობრივ ქმედებას, ამით ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთ წავართმევთ თავდაცვის ანუ აუცილებელი მოგერიების კანონით მინიჭებულ უფლებას.

ბრალდების მოწმეთა: მ------ ჭ--–---–ის და ნ----–--- დ---------ის ჩვენებების სანდოობას ამყარებს და ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენ მოწმეთა ჩვენებები და უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც შეესაბამებიან ერთმანეთს და სრულად ადასტურებენ 201- წლის 1 დეკემბერს ნ-------- ბ--–-------ის მიერ მ------ ჭ--–---–ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს წარდგენილ ბრალდებას იმ ნაწილში, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ-------- ბ--–-------ეს ბრალად ედება, რომ იძალადა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე მ------ ჭ--–---–ზე.

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური ძალადობის ფაქტის დასადგენად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდეს, დანაშაულის შემადგენლობის ართ-ერთი ელემენტი - ძალადობა ოჯახის წევრებს შორის.

ოჯახის წევრის დეფინიცია მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნაში, რომლის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა, რომ ნ-------- ბ--–-------ე და მ------ ჭ--–---–ი ოდესმე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. უდავოდ დადგენილი და ორივე პირის მიერ დადასტურებულია, რომ წარსულში, 20-25 წლის წინ მათ როგორც ქალსა და მამაკაცს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, თუმცა, ქორწინების ან ოჯახური თანაცხოვრების ფაქტი, რომ ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვერ დადგინდა. ასეთ ფაქტს არ ადასტურებს არცერთი მოწმე, ასევე, მათ არ ჰყოლიათ საერთო შვილი. თვით დაზარალებული და მისი დედაც კი კატეგორიულად გამორიცხავენ მათ შორის ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებზე. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ეპიზოდური შემთხვევები და ნივთის ერთმანეთისთვის ჩუქება არ წარმოადგენს არც ფაქტობრივ ქორწინებას და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას, მით უფრო იმ ფონზე, როცა ასეთ ურთიერთობას ქორწინებად არ ცნობს არცერთი მხარე.

დაზარალებული ასევე მიუთითებს, რომ მას არასოდეს მოუხსენიებია ყოფილ მეუღლედ ნ--------ი და მისთვის უცნობია საიდან დაფიქსირდა დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში, თითქოს ყოფილმა მეუღლემ სცემა მას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-------- ბ--–-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

ნ-------- ბ--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ნ-------- ბ--–-------ე პირველადაა სამართალში, მის ასაკს (68 წლისაა), ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ქმედების ჩადენის დროს მას მიადგა უფრო მეტი ზიანი ვიდრე დაზარალებულს - მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

ნ-------- ბ--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა და ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით(რომლის ოდენობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის და ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 1000 ლარით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 191-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ-------- ბ--–-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს 126-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

2. ნ-------- ბ--–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის(201- წლის 01 დეკემბრიდან 201- წლის 04 დეკემბრის ჩათვლით - სულ 4 დღე) გათვალისწინებით, ნ-------- ბ--–-------ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და გადასახდელად განესაზღვროს ჯარიმა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ ნ-------- ბ--–-------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

5. ნ-------- ბ--–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ს--–---- ს-----------ე პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარი.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტელეფონი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე