გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/32312-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ო“
წარმომადგენლები მ----------–-–---–ი, თა------------ლი
მოპასუხე სს „ბ-------------“
წარმომადგენლები გვ--–------–------–--ლი, ნი--------ა
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ბა-- ქა------ს“ ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 1026 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის #139 გა--არგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“. პროექტის ფარგლებში მოპასუხესთან 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. შეთანხმების 11.3 პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბა--მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისათვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისათვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერი მიზეზით არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი #7-ის შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა) ბა--ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი კომერციული ბა--ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
მოსარჩელემ 2016 წლის 17 ივნისს შპს-------------- გააფორმა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი. აღნიშნულ სესხზე სააგენტოს თანადაფინანსების თანხა 188.04 აშშ დოლარი მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან ჩამოჭრა 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო სესხის რეგისტრაცია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში განხორციელდა 2017 წლის 20 აპრილს.
ვინაიდან, სს „ბა--მა ქა------მ“ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციამდე ჩამოჭრა სააგენტოს ანგარიშიდან თანადაფინანსების თანხა 188.04 აშშ დოლარი, მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების 11.3 პრიმა პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო მოპასუხის მიერ სააგენტოს ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობა. მოსარჩელემ არაერთხელ აცნობა მოპასუხეს აღნიშნული დარღვევის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, ვინაიდან თანხის ჩამოჭრა განხორციელდა მიზნობრივად და თანადაფინანსების შესაბამისი ოდენობით, მსესხებლის მიერ მინიმალური შენატანის გადახდის შემდეგ.
სესხის შესახებ შეთანხმება გაგზავნილი იყო სააგენტოსთვის და ჩაბარდა მას. თანხის ჩამოჭრამდე სესხის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესით გაიგზავნა დამტკიცებისთანავე, ხოლო ის ფაქტი, რომ სააგენტოს ბაზამ ვერ აღიქვა სესხის გადახდის გრაფიკი, არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო, ვერ ჩაითვლება მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევად და იგი ვერ გახდება პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანადაფინანსების წესში პირდაპირაა მითითებული, რომ მსესხებლის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის გადახდის შემთხვევაში, ბა--ი უფლებამოსილია სააგენტოს შემდგომი თანხმობის თუ ნებართვის გარეშე, უაქცეპტო წესით ჩამოჭრას თანადაფინანსების თანხა და ჩარიცხოს მსესხებლის ანგარიშზე. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლო არაგონივრული და მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის #139 გა--არგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომლის ფარგლებშიც, მოპასუხესთან 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება.
შეთანხმების მიხედვით, სს „ბ-------------“ გასცემს შეღავათიან აგროკრედიტს, წინამდებარე გარიგებით განსაზღვრული პირობებითა და ვადით.
3.1.2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, ბა--ის მიერ აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3.1.3. პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მსესხებლის მონიტორინგი ბა--თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. სააგენტოს მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მსესხებელს შეუწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი თანადაფინანსება, რაზეც წერილობით აცნობებს ბა--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 16-56);
3.1.4. 2015 წლის 8 ივნისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში და დაემატა 11.31 პუნქტი რომელის მიხედვით, თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბა--მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისათვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისათვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერი მიზეზით არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი #7-ის შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა) ბა--ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ცვლილება-დამატება #2 (ს.ფ 57-58)
3.1.5. 2016 წლის 17 ივნისს ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს და პროექტის ბენეფიციარს შპს „--------“ შორის გაფორმდა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ (ს.ფ 59)
3.1.6. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს 2017 წლის 21 აპრილის წერილიდან ირკვევა, რომ სააგენტომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში განახორციელა მონიტორინგი და დაადგინა, რომ შპს------------ კრედიტთან დაკავშირებით, 2017 წლის 18 აპრილს, სესხის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციამდე, სააგენტოს ჩამოეჭრა 188.04 აშშ დოლარი.
ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს და სს „ბ-------------ს“ შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს წერილი (ს.ფ 60)
3.1.7. სს „ ბ-------------ს“ 2017 წლის 22 მაისის წერილიდან ირკვევა, შპს------------ სესხთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ტექნიკურ პრობლემას, რომელზეც ერთობლივად მუშაობდენ საააგენტოს და ბა--ის თანამშრომლები და აღნიშნულ საკითხზე მხარეთა შორის მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია.
პრობლემის მოგვარების პარალელურად, გამომდინარე იქიდან, რომ დადგა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღე, 2017 წლის 18 აპრილს შპს------------ სესხზე სააგენტოს თანადაფინანსების თანხა ჩამოიჭრა ავტომატურად, ბა--სა და სააგენტოს შორის არსებული ტექნიკური ხასიათის პრობლემა (სააგენტოს ბაზა ვერ აღიქვამდა სესხის გადახდის გრაფიკს) კი მოგვარდა 2017 წლის 20 აპრილს.
შესაბამისად, აღნიშნულ სესხზე სააგენტოს თანადაფინანსების თანხის ჩამოჭრა არ შეიძლება განხილულ იქნეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ქა------ ბა--ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ 70)
3.1.8. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს 2018 წლის 21 სექტემბრის წერილის მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების 11.31 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულების დარღვევის გამო, სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით. კონკრეტულად 376,08 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს წერილი (ს.ფ 62)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელისთვის სათანადო ხასიათის შეტყობინების გარეშე მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2015 წლის 8 ივნისის შეთანხმების 11.31 პუნქტის ჩანაწერსა და სს „ ბ-------------ს“ 2017 წლის 22 მაისის წერილის შინაარსზე, სადაც მოპასუხე უთითებს, რომ შპს------------ სესხთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ტექნიკურ პრობლემას. ამასთან, ვინაიდან დადგა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღე, 2017 წლის 18 აპრილს შპს------------ სესხზე სააგენტოს თანადაფინანსების თანხა ჩამოიჭრა ავტომატურად, ხოლო შეტყობინება დაფიქსირდა 2017 წლის 20 აპრილს, როდესაც მოგვარდა პრობლემა.
წერილის შინაარსის გაანალიზების შედეგად დგინდება, რომ მასში საუბარია მხოლოდ სესხის გრაფიკზე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების დანართი #7-ის („პროტოკოლის აღწერა“) მიხედვით, სხვადასხვა დადგენილი მოთხოვნებიდან მხოლოდ ერთ ერთი ელემენტია, რომლის შესახებაც, თანხის ჩამოჭრამდე სათანადო სახით უნდა ეცნობოს მოსარჩელე მხარეს.
საყურადღებოა, რომ მხარეებმა 2015 წლის 8 ივნისის შეთანხმებით დეტალურად განსაზღვრეს, რომ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციამდე თანადაფინანსების თანხის ჩამოჭრა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი #7-ის შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა), რაც მოპასუხის მიერ არ გახლავთ დაცული. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით ასევე არ დგინდება ის ფაქტი, რომ სააგენტოს სესხის გრაფიკთან დაკავშირებული ინფორმაცია გაეგზავნა „პროტოკოლის აღწერით“ დადგენილი წესით.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია და სახეზეა სს „ბ-------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება ცვლილება-დამატება #2 (ს.ფ 57-58)
- სს „ქა------ ბა--ის“ 2017 წლის 22 მაისის წერილი (ს.ფ 70)
- 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება და დანართები (ს.ფ. 16-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ, სახეზეა ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 გა--არგულება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბა--ში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
დადგენილია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2014 წლის 31 დეკემბერს, მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 2015 წლის 8 ივნისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში და დაემატა 11.31 პუნქტი რომლის მიხედვით, თუ სააგენტო დაადგენს, რომ ბა--მა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისათვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისათვის, სააგენტოს მიერ, ნებისმიერი მიზეზით არ იყო მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი #7-ის შესაბამისად (პროტოკოლის აღწერა) ბა--ს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო ჩამოჭრილი თანხის ორმაგი ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სახეზეა სს „ბ-------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელისთვის 1026 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და სს „ბა-- ქა------ს“ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს მხოლოდ 10 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს ააიპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული მოცულობით რაც შეადგენს 0.48 ლარს ოდენობით, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან მოსარჩელეს დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (100 ლარი) 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა :
1. ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა სს „ბ-------------ს“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. სს „ბ-------------ს“ ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 ლარის გადახდა.
1.2. ააიპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 1016 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. სს „ბ-------------ს“ ააიპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 0.48 ლარის გადახდა.
3. ააიპ ს-----–-------------------------------------------------ოს დაუბრუნდეს 05/11/2018 წელს #----- საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი) ნაწილი - 50 ლარი.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე