განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
330100118002482993
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: თ----- კ-------–--ე

ადვოკატი: მ---- ფ------–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ნ------- მ-----–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (გაქარწყლებული)

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–-------------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2----------–--–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 25.04.2018 წ. 06:11 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ნ------- მ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი: ნ------- მ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ------- მ-----–---–ი და დაზარალებული პ----- ხ------–---–ი არიან ნათესავები, ნ------- მ-----–---–ი იმავდროულად არის მ---- მ-----–---–ის ბიძა, ხოლო პ----- ხ------–---–ი მ---- მ-----–---–ის მეუღლე. პ----- ხ------–---–ი და მ---- მ-----–---–ი მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. პ----- ხ------–---–სა და მ---- მ-----–---–ს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ ინფორმირებული იყო ნ------- მ-----–---–ი, რის გამოც არაერთხელ უსაუბრია პ----- ხ------–---–თან. 2018 წლის 24 აპრილს დაახლოებით 1900 საათისათვის ნ------- მ-----–---–ი და პ----- ხ------–---–ი ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში, ვ---------–------------------–-------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პ----- ხ------–---–ი და ნ------- მ-----–---–ი შელაპარაკდნენ, ნ------- მ-----–---–მა განიზრახა პ----- ხ------–---–ის მოკვლა, ამოიღო დანა და ზურგის მხრიდან დაზარალებული პ----- ხ------–---–ს გულმკერდის ღრუში ჩაარტყა, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო შემავალი ჭრილობა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- ხ------–---–მა განმარტა, რომ მ---- მ-----–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო ნ------- მ-----–---–ი მ---- მ-----–---–ის ბიძა. 2018 წლის 9 აპრილს მეუღლესთან ქონდა კონფლიქტი, რის შედეგადაც წავიდა სახლიდან და ცხოვრობდა ძმასთან. მეუღლესთან არსებული კონფლიქტის შესახებ ცნობილი იყო ნ------- მ-----–---–ისათვის, მეუღლის ნათესავებმა - ნ------- მ-----–---–მა და გ------- წ---–-----მა ოჯახში მომხდარი კონფლიქტის გამო ცემეს. 24 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 1500-1600 საათზე, სახლიდან გამოსულს შავი ფერის ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტით“ დახვდა 2 პიროვნება, რომლებმაც უთხრეს ჩამჯდარიყო ავტომანქანაში და ჩაჯდა, რადგან ეგონა პოლიციელები, გავიდნენ კორპუსის უკან, სადაც დაინახა მ---- და რ--------- ბ---–---–ი, წინა დღეს მ----სთან მომხდარი შელაპარაკების გამო სცადა ავტომანქანიდან გადასვლა, მაგრამ უკან ჩასვეს და წაიყვანეს მისთვის უცნობ ადგილას. ავტომანქანაში წინ ისხდნენ ორნი, უკან კი სამნი, შუაში თავად იჯდა, გაჩერებული იყვნენ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, რა დროსაც ურტყამდნენ მუშტებს. თავის მხრივ სთხოვდა, არ ეცემათ და ხელებს იფარებდა. აღნიშნულის შემდეგ აიყვანეს ვ---------–---------------–- და გაჩერდნენ მე-3 და მე-4 ქუჩის შუაში, დაურეკეს ნ------- მ-----–---–ს და უთხრეს, თითქოსდა მან აგინა ნ------- მ-----–---–ს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მან მართალია შეიგინა, მაგრამ არა ნ------- მ-----–---–ის მისამართით. მათთან მივიდა ნ------- მ-----–---–ი. მანქანაში ჩაჯდომისას ნ------- მ-----–---–ს ქონდა დანა, თუმცა ბიჭებმა ჩაადებინეს ჯიბეში. მე-2 ქუჩიდან ავიდნენ მე-3 ქუჩაზე და გაჩერდნენ წ-------–-- ქუჩის თავში, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც კვლავ დაუნახა ნ------- მ-----–---–ს დანა, რის გამოც გაიქცა, მაგრამ რ----------მა და მ----მ დაახლოებით 30 მეტრში დაიჭირეს, თუმცა გაექცა, რა დროსაც ნ------- მ-----–---–მა ზურგში დაარტყა დანა. როცა შეტრიალდა, დაინახა, რომ ნ------- მ-----–---–ს ხელში ეჭირა პატარა, მოყავისფრო ფერის დანა და მიდიოდა. დანის ქნევა არ ახსოვს. დარტყმის შემდეგ ფეხზე იდგა, თუმცა მალევე წაიქცა, გონება არ დაუკარგავს, მაგრამ ვეღარ სუნთქავდა. ნ-------ს შეეძლო კიდევ ჩაერტყა დანა, ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა აღარ დაარტყა, ისე წავიდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- თ------მა განმარტა, რომ მ---- და ნ------- მ-----–---–ებს და პ----- ხ------–---–ს იცნობს. 23-ში მასთან მივიდა პ----- ხ------–---–ის ცოლის მ---- მ-----–---–ის ძმა - ა-–---- მ-----–---–ი და თხოვა, დალაპარაკებოდა პ----- ხ------–---–ს. ასევე მ----სგან გაიგო, რომ ნ------- მ-----–---–მა და პ----- ხ------–---–მა იჩხუბეს მ----ს და პ-----ს ოჯახური კონფლიქტის გამო. 23 ივლისს, 1700-1730 საათზე, რ--------- ბ---–---–თან ერთად შეხვდა პ----- ხ------–---–ს. მოწმისთვის ცნობილი იყო, რომ ნ------- მ-----–---–სა და პ----- ხ------–---–ს შორის მოხდა ჩხუბი, შესაბამისად ისაუბრეს, რომ კონფლიქტი აღარ უნდა ყოფილიყო და უნდა შერიგებულიყვნენ. მას სურდა, პ----- ხ------–---–ი აეყვანა ნ------- და მ---- მ-----–---–ებთან და შეერიგებინა, თუმცა ნ------- მ-----–---–ის დანახვაზე პ----- გადახტა ავტომანქანიდან და გაიქცა, სავარაუდოდ შეეშინდა ნ------- მ-----–---–ის, ეს უკანასკნელი გაეკიდა, თავის მხრივ მოწმე და რ---------ი დაედევნენ, რათა შეეკავებინათ ნ-------ი, თუმცა ნ-------მა პ----- ხ------–---–ს ზურგში ჩაარტყა დანა და გაიქცა. პ----- დაჭრილი იყო და ძირს ეგდო. მოწმემ საავადმყოფოში მიიყვანა პ----- ხ------–---–ი.

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------- ბ---–---–მა განმარტა, რომ არის ნ------- მ-----–---–ის მეჯვარე, პ----- ხ------–---–ს და მ---- მ-----–---–ს იცნობს. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე პ-----სა და მ----ს ოჯახში ქონდათ კონფლიქტი, რასაც მოყვა კონფლიქტი მეუღლის ნათესავებთან, მათ შორის წინა დღეს ნ-------თან. ზ---- თ------ს თავის კორპუსთან უნდა ენახა პ----- ხ------–---–ი, რადგან წინა დღეებში პ-----მ ტელეფონით საუბრისას ზ----საც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ზ----ს პ-----სთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. ზ---- და მოწმე ჩასხდნენ ტაქსში და მივიდნენ პ-----ს კორპუსთან - ვ---------–------------------––ი, მათი მითითებით პ----- ჩაჯდა ავტომანქანაში. მშვიდად საუბრობენ, შელაპარაკების გარეშე, საუბარი შეეხებოდა მის ოჯახურ კონფლიქტს და წინა დღეებში ზ----სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საკითხს. ზ---- და რ---------ი პ-----ს ოჯახში მიყვანას და მ----სთან შერიგებას აპირებდნენ. საუბრის შემდეგ წავიდნენ წ-------–-- ქუჩაზე, დაინახეს ნ-------ი, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. პ-----მ, როგორც კი გადმოვიდა და დაინახა ნ------- მ-----–---–ი, გაიქცა, ნ-------ი გაეკიდა, თავის მხრივ თავადაც დაედევნნენ და როდესაც ზ---- და მოწმე მივიდნენ, პ----- ხ------–---–თან უკვე ძირს ეგდო, თუმცა გათიშული არ იყო და კონტაქტური იყო - საუბრობდა. მოწმემ ნ-------ს, რომელიც ჯერ კიდევ იქ იყო, ხელი კრა და უთხრა - ,,რას აკეთებ“, რის შემდეგაც ნ-------ი გატრიალდა და წავიდა. მან პ-----ს ბეჭები აუწია და დაინახა, რომ ქონდა ჭრილობა. იქვე დაინახა უბნელი ლ-–-, დაუძახა და მისი ავტომანქანით ლ-–-მ, რ---------მა და ზ----მ პ----- ხ------–---–ი წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ პ-----ს დანას ნ-------ი დაარტყამდა, რადგან ნ-------ი მისდევდა პ-----ს და მის გარდა იქ არავინ იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–- ბ-----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 1930 საათზე ავტომანქანიდან დაინახა, რომ მოქალაქე იწვა ძირს და უბნელი ბიჭები რ---------ი და ზ---- ითხოვდნენ შველას. სწრაფად ჩასვეს ავტომანქანაში დაჭრილი და წაიყვანეს საავადმყოფოში. რ---------ი და ზ---- წაყვნენ საავადმყოფოში. დაჭრილის საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ წამოვიდა, მაქსიმუმ 3 წუთი გაჩერდა. პ----- ხ------–---–ი პირველად ნახა, ის გონებაზე იყო, რამდენჯერმე ცუდად გახდა, თუმცა არაფერს ამბობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს 1930 საათზე კლინიკაში შეიყვანეს დაჭრილი პ----- ხ------–---–ი, პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა გულ-მკერდის მიდამოში უკანა ზედაპირზე გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, ქონდა სისხლდენა. ადგილობრივი ანესთეზიით ჩაუტარდა მარცხენა გულ-მკერდის ღრუს მანიპულაცია, ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია, შესაბამისად პაციენტი 30 აპრილს გაეწერა კლინიკიდან. პ----- ხ------–---–ი იყო გონებაზე და კონტაქტური. დაჭრილის ტანისამოსი ამოიღო გამომძიებელმა. მოწმემ განმარტა, რომ გულ-მკერდის ღრუში შემავალი ყველა ჭრილობა სახიფათოა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- გ-------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს გამოძიება დაიწყო პ----- ხ------–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. გამოკითხა პ----- ხ------–---–ი, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნა ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების დახმარებით ასფალტიდან აიღო პატარა ფრაგმენტი და კენჭები, მოწითალო ფერის ლაქებით, ასევე ამოღებული იქნა გასაშლელი დანა, რაც დაილუქა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------- ჯ----მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პ----- ხ------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები - გამოიკითხნენ მოწმეები, აიღეს სისხლის ნიმუში, ამოიღეს ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და სხვა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ: ლ---- ა-----–---–ი, ე---------- გ-----–--ე. ბრალდებული ბრალის გამოცხადებით გამოცხადდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ა-----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ ს/ს საქმეზე მან ჩაატარა სუნის ნიმუშის და ნერწყვის ნიმუშის აღება, ასევე შეადგინა ბრალდებულის დაკავების ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- შ--–----–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: პ----- ხ------–---–ის ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ,,ბოტასი“), საერთო ექსპულატაციური ცვეთის ფონზე, მხოლოდ ჟაკეტზე და მაისურზე, ზურგის მიდამოში, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხირვლესილი პირის მქონე ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით, მათი განვითარების შესაძლებლობას.

ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელზე ჟილეტზე, შიგნიდან სარჩულის გვერდით ვერტიკალურ ნაკერებზე და სპორტული სტილის ქურთუკზე მარცხენა იღლიის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით და ხევით. დაზიანებათა ადგილმდებარეობა და მორფოლოგიური ნიშან-თვისებები არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას.

გამოსაკვლევი დანა (F---------) წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთნება მჩხვლეტავი-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------- ბ--–----ამ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 6 სექტემბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: შპს ,,თ---–-----------------------–--“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N0---------ის ჩანაწერების მიხედვით, პ----- ხ------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2------- წლიდან 3------- წლამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით.

დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (შესაძლებელია დანის) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების - 2018 წლის 24 აპრილის თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ნ------–---–მა დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული არხის მიმდებარედ ნიადაგიდან“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14; პაკეტი წარწერით: ,,ხ------–---–ი პ-----ს სისხლის ნიმუში“). იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N2) ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13; პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ნ-------ი გ-------ს ძე მ-----–---–ის (დაბ. 0---------) პირის ღრუდან“).

პაკეტში წარწერით: ,,ასფალტის და ნიადაგის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით“, მოთავსებულ ქვაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ოს გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

პაკეტში წარწერით: ,,ნ-------ი მ-----–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ. N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

იმავე პაკეტში მოთავსებული ჟაკეტზე არსებული ბიომასალები (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13).

პაკეტში წარწერით: ,,პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვალზე (ობ. N9 და ობ. N10) და სპორტულ ფეხსაცმელზე (ობ. N11,12) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). პაკეტში მოთავსებულ წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 25 აპრილს ი--------------- განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება მოწმე ნ------- მ-----–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქმე ეხებოდა მკვლელობის მცდელობის ფაქტს. ვ---------–---------------ს დასახლებაში, წ-------–-- ქუჩა N-- მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ცივი იარაღით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება პ----- ხ------–---–ს, რის შემდეგაც მიუთითა ადგილზე - წყლის არხზე, სადაც გადააგდო ცივი იარაღი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით. საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელი მოაწერა მოწმემ და მისმა მეწყვილე მ------ ქ----–---–მა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დანა ვერ ამოიღეს, რადგან საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ღამე 0230-0400 საათების შუალედში და ბნელოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------- რ-----–---–მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მეწყვილე შ--–-- გ-------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასფალტზე იყო წითელი ფერის ლაქები, რაც მათ მიერ იქნა ამოღებული და დაილუქა შესაბამის პაკეტში. შედგა ოქმი, რომელსაც გაეცნენ და შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მოაწერეს ხელი. ასევე მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით და აღმოჩენილი იქნა დანა. დანა სისხლიანი იყო თუ არა არ ახსოვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ---–---მა განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 25 აპრილს დაახლოებით 0600 საათზე მეწყვილე გ---–- გ--------ესთან ერთად ნ------- მ-----–---–ისგან სპეციალურ ბიოლოგიურ ჩხირზე აიღო ნერწყვის ნიმუში ს----------------------–---------- სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში,სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ------- მ-----–---–მა განაცხადა, რომ ქუჩაში მიმავალს შემთხვევით შეხვდა პ----- ხ------–---–ი, რომელმაც შეაგინა, მან ყურადღება არ მიაქცია, თუმცა პ-----მ კვლავ შეაგინა, რის შემდეგაც შეტრიალდა და კითხა რა უნდოდა, ასევე უთხრა აღარ შეეგინებინა. პ----- ხ------–---–ი ნასვამი იყო, მის ნათქვამზე აღარ შეეგინებინა, გაარტყა ხელი, დუტის ქურთუკზე ხელი წაავლო და აჯანჯღარებდა, თავის მხრივ მას არ დაურტყამს, თუმცა შეშინების მიზნით ამოიღო დანა და გახსნა, იფიქრა პ-----ს შეეშინდებოდა და წავიდოდა. მათთან ერთად არავინ იყო, არ იცის. პ-----მ დაინახა თუ არა დანა. ძიძგილაობაში როგორ და რანაირად მოხვდა დანა პ-----ს, არ იცის. მას ხელს არავინ უშლიდა, შეეძლო მოეკლა, მაგრამ დანა აღარ დაარტყა. მომხდარის შემდეგ დანა 3-4 კილომეტრში გადააგდო. რაც შეეხება 11 აპრილს, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას პ----- არ უცემია, მხოლოდ სილა გაარტყა, რადგან პ-----მ მის ძმისშვილს სიგარეტი დააწვა შუბლზე, ასევე ხელები გადაიჭრა და ბავშვს წაუსვა შუბლზე.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

- 2018 წლის 24 აპრილის შეტყობინების თანახმად პ----- ხ------–---–მა მიმართა ,,თ---–-----------------------–-“, მისივე განცხადებით ვ---------–---------------–-, მე-3 ქუჩაზე ნაცნობმა ზურგის არეში დანით მიაყენა ღია ჭრილობა.

- 2018 წლის 25 აპრილის ნ------- მ-----–---–ის განცხადების თანახმად, გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან 2018 წლის 24 აპრილს ვ---------–---------------–- პ----- ხ------–---–ს ზურგის მიდამოში დანით მიაყენა ჭრილობა.

- 2018 წლის 25 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ------- მ-----–---–მა გამოძიებას ვ---------–---------------–- წ-------–-- ქუჩაზე N-- კერძო საცხოვრებელი სახლის ღობის მიმდებარედ მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 1700 საათზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში დანით მიაყენა დაზიანება პ----- ხ------–---–ს, რის შემდეგაც წავიდა არხის მიმართულებით. დაახლოებით 100 მეტრში ქუჩის ბოლოში, სარწყავ არხთან განმარტა, რომ დანა, რომელიც ჩაარტყა პ----- ხ------–---–ს, მოისროლა არხის ტერიტორიაზე.

- 2018 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ---------–---------------, ა---–-------–-- ქუჩაზე, კერძოდ N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. N-- სახლის წინ ასფალტის ზედაპირზე ქუჩის შუა ნაწილში არის მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული იქნა ასფალტის ნაჭერი და კენჭები, მოწითალო ფერის ლაქებით.

- 2018 წლის 24 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელი ადგილი მდებარეობს თბილისში, ვ---------–---------------, რ---- ქუჩაზე, აღნიშნულ ქუჩასა და ა---–-------–-- ქუჩის კვეთაზე. რ---- ქუჩის მარცხენა მხარეს განლაგებულია სარწყავი არხი, ხოლო მარჯვენა მხარეს მიწის ნაკვეთები. ქუჩების კვეთასთან არხის ნაპირთან, დაახლოებით 30-40 სმ-ში მიწის ნიადაგზე გდია მოყავისფრო ტარის მქონე გასაშლელი დანა, მოწითალო ფერის ლაქებით.

- 2018 წლის 26 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი პ----- ხ------–---–ი, რომელსაც მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

- 2018 წლის 19 დეკემბრის ს-----–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------------–----------------------–-----------------------------------------–--- დასკვნის თანახმად:

1. ლუქებზე და ფუთებზე არსებული წარწერის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: პ----- ხ------–---–ის ტანსაცმლიდან (ჟაკეტი, მაისური, სპორტული შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი - ,,ბოტასი“), საერთო ექსპლოატაციური ცვეთის ფონზე, მხოლოდ ჟაკეტზე და მაისურზე, ზურგის მიდამოში, არსებული დაზიანება მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხირვლესილი პირის მქონე ზემოქმედების შედეგად, რომლის კონსტრუქციული მონაცემები გარკვეულად შეესაბამება გამოსაკვლევი დანის პირის მონაცემებს, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს წარმოდგენილი დანის პირით, მათი განვითარების შესაძლებლობას. საკითხის კატეგორიული განსაზღვრა შეუძლებელია, დაზიანებებში დამაზიანებელი ობიექტის კერძო (ინდივიდუალური) ნიშანთა არ არსებობის გამო.

2. ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელზე ჟილეტზე, შიგნიდან სარჩულის გვერდით ვერტიკალურ ნაკერებზე და სპორტული სტილის ქურთუკზე მარცხენა იღლიის მიდამოში არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია რღვევით და ხევით. დაზიანებათა ადგილმდებარეობა და მორფოლოგიური ნიშან-თვისებები არ გამორიცხავს მათი ექსპლუატაციით განვითარების შესაძლებლობას.

3. გამოსაკვლევი დანა (F---------) წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთნება მჩხვლეტავი-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

- 2018 წლის 6 სექტემბრის ს-----–-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--–---–------------------------------–-------------------–--- დასკვნის თანახმად:

წარმოდგენილი შპს ,,თ---–-----------------------–--“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N0---------ის ჩანაწერების მიხედვით, პ----- ხ------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2------- წლიდან 3------- წლამდე.

სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით.

დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (შესაძლებელია დანის) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების - 2----–-–------------–-- თარიღს.

- 2018 წლის 15 ოქტომბრის ს-----–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- თანახმად:

სეროლოგიური, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,1 ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული არხის მიმდებარედ ნიადაგიდან“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ. N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14; პაკეტი წარწერით: ,,ხ------–---–ი პ-----ს სისხლის ნიმუში“). იმავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N2) ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13; პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ნ-------ი გ-------ს ძე მ-----–---–ის (დაბ. 0---------) პირის ღრუდან“).

პაკეტში წარწერით: ,,ასფალტის და ნიადაგის ამონატეხი მოწითალო ფერის ლაქებით“, მოთავსებულ ქვაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ოს გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

პაკეტში წარწერით: ,,ნ-------ი მ-----–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჯილეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) წარმოადგენს ადამინის სისხლს. ობ. N4,5-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14).

იმავე პაკეტში მოთავსებული ჟაკეტზე არსებული ბიომასალები (ობ. N6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ------- მ-----–---–ს (ობ. N13).

პაკეტში წარწერით: ,,პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვალზე (ობ. N9 და ობ. N10) და სპორტულ ფეხსაცმელზე (ობ. N11,12) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N7-12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის პ----- ხ------–---–ს (ობ. N14). პაკეტში მოთავსებულ წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგია სიკვდილი. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედების განზრახ მკვლელობით კვალიფიკაცია ვერ მოხდება.

დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ დადასტურებულია, რომ 2018 წლის 24 აპრილს დაახლოებით 1900 საათისათვის თბილისში, ვ---------–------------------–-------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას ნ------- მ-----–---–მა განიზრახა პ----- ხ------–---–ის მოკვლა, რისთვისაც ზურგის მხრიდან გულმკერდის ღრუში ჩაარტყა დანა. მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის - დანის დარტყმის შედეგად პ----- ხ------–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის სხეულის დაზიანება.

დაზარალებულმა პ----- ხ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 9 აპრილს მეუღლესთან ქონდა კონფლიქტი, რის გამოც მეუღლის ნათესავებმა - ნ------- მ-----–---–მა და გ------- წ---–-----მა ცემეს. 24 აპრილს შავი ფერის ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტით“ დახვდა 2 პიროვნება, მათთან ერთად ავტომანქანაში ჩაჯდა მეზობელი მ---- და რ--------- მ---–---–-, შემდეგ აიყვანეს ვ---------–---------------–- და გაჩერდნენ მე-3 და მე-4 ქუჩის შუაში, დაურეკეს ნ------- მ-----–---–ს და უთხრეს, თითქოსდა მან აგინა ნ------- მ-----–---–ს, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან მან მართალია შეიგინა, მაგრამ არა ნ------- მ-----–---–ის მისამართით. მათთან მივიდა ნ------- მ-----–---–ი, ქონდა დანა, თუმცა ბიჭებმა ჩაადებინეს ჯიბეში. გაჩერდნენ წ-------–-- ქუჩის თავში, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც კვლავ დაუნახა ნ------- მ-----–---–ს დანა, რის გამოც გაიქცა, მაგრამ რ----------მა და მ----მ დაახლოებით 30 მეტრში დაიჭირეს, კიდევ გაქცა, რა დროსაც ნ------- მ-----–---–მა ზურგში დაარტყა დანა.

ზ---- თ------მა დაადასტურა, რომ რ--------- ბ---–---–თან ერთად შეხვდა პ----- ხ------–---–ს, რადგან მისთვის ცნობილი იყო ნ------- მ-----–---–სა და პ----- ხ------–---–ს შორის მომხდარ ჩხუბის შესახებ, ისაუბრეს, რომ კონფლიქტი აღარ უნდა ყოფილიყო და უნდა შერიგებულიყვნენ, მას სურდა პ----- ხ------–---–ი აეყვანა ნ------- და მ---- მ-----–---–ებთან და შეერიგებინა, თუმცა პ----- ხ------–---–ს შეეშინდა ნ------- მ-----–---–ის დანახვაზე და გაიქცა. ნ------- მ-----–---–ი გაეკიდა, ზ---- თ------ი და რ--------- ბ---–---–ი დაედევნნენ ნ-------ის შესაკავებლად, თუმცა ამ უკანასკნელმა პ----- ხ------–---–ს ზურგში მარცხენა ხელით ჩაარტყა დანა და გაიქცა.

ასევე რ--------- ბ---–---–მა დაადასტურა, რომ მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე პ----- ხ------–---–სა და მ---- მ-----–---–ს ქონდათ ოჯახური კონფლიქტი, რასაც თავის მხრივ მოყვა კონფლიქტი პ----- ხ------–---–სა და მ---- მ-----–---–ის ნათესავებს შორის, მათ შორის წინა დღეს ნ-------თან. შემთხვევის დღეს ზ---- თ------თან ერთად მივიდა პ----- ხ------–---–თან, ავტომანქანაში მშვიდად საუბრობენ ოჯახში მომხდარ კონფლიქტსა და წინა დღეს პ----- ხ------–---–ის მიერ ზ----სთვის მიყენებულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. აპირებდნენ დაზარალებულის ოჯახში მიყვანას და მეუღლესთან შერიგებას. პ----- ნ------- მ-----–---–ის დანახვაზე გაიქცა, ნ-------ი გაეკიდა, თავსი მხრივ ზ---- თ------ი და რ--------- ბ---–---–იც დაედევნნენ, მიახლოებისას პ----- ხ------–---–ი ძირს ეგდო, კონტაქტური იყო და საუბრობდა. რ---------მა ნ-------ს ხელი კრა და უთხრა - ,,რას აკეთებ“, რის შემდეგაც ნ-------ი წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ პ----- და ნ-------ი ერთმანეთს აგინებდნენ, დანას ნ-------ი დაარტყამდა, რადგან ის მისდევდა პ-----ს და მის გარდა იქ არავინ იყო.

ლ-–- ბ-----------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 24 აპრილს დაახლოებით 1930 საათზე ავტომანქანიდან დაინახა, რომ მოქალაქე - პ----- ხ------–---–ი ძირს იწვა და უბნელი ბიჭები რ---------ი და ზ---- ითხოვდნენ შველას. დაჭრილი გონებაზე იყო, რამდენჯერმე ცუდად გახდა.

,,თ---–----------------------–--“ ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა ა-----– ჯ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 24 აპრილს 1930 საათზე კლინიკაში შეიყვანეს დაჭრილი პ----- ხ------–---–ი, პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენა გულ-მკერდის მიდამოში უკანა ზედაპირზე გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა, ქონდა სისხლდენა. გულ-მკერდის ღრუში შემავალი ყველა ჭრილობა სახიფათოა.

ექსპერტ თ----- შ--–----–---–ის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი დანა (F---------) წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთნება მჩხვლეტავი-მჭრელ, ცალმხრივ ლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

ექსპერტმა ს-------- ბ--–----ამ ასევე განმარტა, რომ პ----- ხ------–---–ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით.

დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (შესაძლებელია დანის) მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული ტრავმის მიღების - 2----–-–------------–-- თარიღს.

აღნიშნული დასკვნა შესაბამისობაშია თვითმხილველი მოწმეების ზ---- თ------ის და რ--------- ბ---–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებებთან იმ ნაწილში, რომ ნ------- მ-----–---–მა უკნიდან დაარტყა ზურგის მხარეს დანა პ----- ხ------–---–ს მარცხენა ხელით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ დაზარალებული აჯანჯღარებდა და დაარტყა ხელი, რის შემდეგაც შესაშინებლად ამოიღო დანა და ,,ძიძგილაობაში“ როგორ მოხვდა - შეერჭო დანა პ----- ხ------–---–ს მისთვის უცნობია.

ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების ლოკალიზაცია და მიმართულება გამორიცხავს მოწმეთა ჩვენებში რაიმე ობიექტური ეჭვის შეტანის საფუძველს, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოდ დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------- მ-----–---–ი სწორედ, რომ მისდევდა შეშინებულ პ----- ხ------–---–ს და მისი მოკვლის განზრახვით დაარტყა დანა ზურგში, რაც გამოწვეული იყო მათ შორის არსებული დაძაბული ურთიერთობითა და კონფლიქტით, რასაც წინ უძღოდა პ----- ხ------–---–სა და ნ------- მ-----–---–ის ნათესავ მ---- მ-----–---–ს შორის არსებული ოჯახური კონფლიქტი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას არ სურდა პ----- ხ------–---–ის მკვლელობა და მისი ხელიდან დანა დაზარალებულს მოხვდა შემთხვევით. სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულის ქმედებაზე, დანის სიცოცხლისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანო - გულმკერდის უკანა ზედაპირზე გულმკერდის ღრუში შემავალ ჭრილობაზე, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს განზრახვის მოტივზე - შურისძიებაზე და მიზანზე, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან სხეულის ნაწილში - გულმკერდის ზედაპირზე ცალმხრივლესილი 9 სმ-იანი პირის სიგრძის მქონე დანის დარტყმით - მოესპო სიცოცხლე პ----- ხ------–---–ისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ობიექტურად სახეზეა - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, როცა დაზარალებულის გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო ჩარევის შედეგად, ასეთ შემთხვევაში კვალიფიკაციის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამასთან უნდა გაანალიზდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანებების მიყენების მომენტში, დამნაშავის შემდგომი ქცევა, მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული წინა დღეებში მომხდარი კონფლიქტის გამო ნ------- მ-----–---–ის დანახვაზე გარბოდა, ეს უკანასკნელი დანით დაედევნა და სხეულის საციცოცხლო ორგანოებში ჩაარტყა.

შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ნ------- მ-----–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებისათვის, რადგან დაზარალებულის სხეულზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, IV ნეკნთაშუა სივრცეში, ხერხემლის გვერდით (პარავეტრებრალურ) ხაზზე, მიმართულებით - უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, შიგნიდან გარეთ, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით, გამორიცხავს, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, რადგან ნ------- მ-----–---–ს თუ არ სურდა შედეგი - პ----- ხ------–---–ის სიკვდილის სახით, სულ მცირე შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

აღნიშნული გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების შესახებ, ისიც ვითომდა შესაშინებლად და გაუფრთხილებლობით, რადგან სპეციფიურ განათლებას არ საჭიროებს ინფორმაციის ქონა - გულის სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მიმართ დამნაშავე ნ------- მ-----–---–ის დამოკიდებულება გამოიხატებოდა განზრახვაში, ანუ სხეულის სასიცოცხლო ორგანოებში - (გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა) დანის დარტყმისას როგორც მინიმუმ ის ითვალისწინებდა პ----- ხ------–---–ის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას.

გარდა ამისა სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდებულის სრულად გამართლების ნაწილში, იმაზე მინიშნებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი.

აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტის შემსწრე მოწმეების ჩვენებები შეიცავს მცირედ წინააღმდეგობებს, თუმცა დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების გათვალისწინებით აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს უფლებით არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, ასევე ბრალდებულის ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან დაინტერესებული პირის ინფორმაცია შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს კონკრეტული საკითხის დაფარვის, მისი ან სხვა პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა არამხოლოდ დაზარალებულისაგან, არამედ ფაქტის შემსწრე მოწმეებისაგან განსხვავებული ვერსია წარმოადგინა, მათ შორის განსხვავებული მოტივი და მიზეზი განუცხადა სასამართლოს, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის აღნიშნული ჩვენება მისი მხრიდან განპირობებულია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი არცერთი მტკიცებულებიდან. კერძოდ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება, რომ ნ------- მ-----–---–მა ზურგის მხრიდან მიაყენა დაზიანება გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზარალებულს, დაზიანების მიყენების ფაქტს არ უარყოფს თავადაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------- მ-----–---–ი დანის სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობის მიყენებისას ითვალისწინებდა დანაშაულებრივ შედეგს - სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას არ სურდა ან/და შეგნებულად არ ჰქონდა დაშვებული დაზარალებულის სიკვდილი, რის დადასტურებასაც თითქოსდა ცდილობს იმ ფაქტით, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა კიდევ განეხორციელებინა დარტყმები და მოეკლა, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დანის დარტყმისას მათთან მივიდნენ ზ---- და რ---------ი, რომელთა განმარტების თანახმად მიახლოებისას უთრეს: ,,რას აკეთებ ნ-------“. შესაბამისად ლოგიკას მოკლებულია, ბრალდებულის მტკიცება, რომ მან მხოლოდ იმიტომ არ მოკლა, რომ ამის განზრახვა არ ჰქონდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------- მ-----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ბრალდებულ ნ------- მ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, ნ------- მ-----–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ------- მ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) წლის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნ------- მ-----–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 25 აპრილის 06:11 საათიდან.

ნ------- მ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნ------- მ-----–---–ის ტანსაცმელი, პ----- ხ------–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ნ------- მ-----–---–ის სისხლის ნიმუში, ნ------- მ-----–---–ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ასფალტისა და ნიადაგის ამონატეხი, მოწითალო ფერის ლაქებით, ნ------- მ-----–---–ის ნერწყვის ნიმუში, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი გასაშლელი დანა, პ----- ხ------–---–ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 03 ცალ კომპიუტერულ დისკზე, შპს ,,თ---–-----------------------–-----“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე