გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/509-16
№200210016001457983
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი თელავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ზ---– ე-–----–---–ი
წარმომადგენელი - ქ------- ზ-------–---–ი
მოპასუხეები: გ--–- ე-–----–---–ი, კ-----ა ე-–----–---–ი
წარმომადგენელი - ბ----ო ზ----–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 1.1. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს აეკრძალოთ ღია ტიპის პირუტყვის სადგომის ე.წ. ,,ბაკის“ ექსპლუატაცია/მოწყობა და მოპასუხეებს დაევალოთ სასაზღვრო ნაგებობის ანუ ბოსელის (გომურის) აღების/დანგრევა.
1.3. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატის ხარჯის 120(ასოცი) ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ა-----ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის (N2/50) გადაწყვეტილებით ბ-ნ გ--–- ე-–----–---–ს დაევალა საზღვრის მიჯნაზე არსებული მათი კუთვნილი პირუტყვის სადგომის ფარდულის აღება და ბოსელის (გომურის) სახურავზედ წყალმრიდის ე.წ. ჟოლობის“ მოწყობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა იძულებითი წესით კ-------------------–-----------ოს (ა----------–---–ის ლ---- გ---–---–---–ის) მიერ, რაზედაც შედგენილი იქნა სათანადო ოქმი, რისთვისაც გადახდილი აქვს მოსარჩელეს ფულადი თანხა 100(ასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბ-ნ გ--–- ე-–----–---–ის, მით უფრო მისი მეუღლის ლ--–- ს---–---–ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ ვინც საკუთარი ხელით აღადგინა, ხელახლა მოაწყო ღია ტიპის პირუტყვის სადგომი და გააერთიანა(დააკავშირა) დახურული ტიპის პირუტყვის სადგომთან ანუ ბოსელთან (გომურთან), სადაც მუდმივად ჰყავთ პირუტყვი (ძროხები, ღორები, ცხვრები). განაგრძობს მის ექსპლუატაციას და ამბობენ, რომ ვითომ ძროხას არ აქვს ძლიერი სპეციფიკური სუნი, პირიქით სუნი უფრო მოქმედებს მათზე, ვიდრე ვთქვათ ღორის, რის გამოც ძროხა არ ჰყავთ. გარდა ამისა, მოპასუხეები უკიდებენ ნაგავს, ნარჩენებს(ჩალას-ნაკელს), რის გამოც შექმნილია საშინელი აუტანელი ანტისანიტარული, ანტიჰიგიენური პირობები (სუნი, ხმაური), რაც დაუყოვნებლივ აღკვეთას მოითხოვს. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაგებობა(შენობა) ბოსელი წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას, იგი განთავსებულია (აღმართულია) საზღვრის კვეთაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით აღებას, დანგრევას ექვემდებარება. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ გ--–- ე-–----–---–ს კუთვნილი საკარმიდამო მიწის ფართობი დღემდის არ აქვს დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რაც მიღებელი/დაუშვებელია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არ აძლევდათ საშუალებას მოეწყოთ სადაოდ გამხდარი მილი, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად. მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიმართა აღმასრულებელს, რადგან ისინი სააღსრულებო ფურცლის გამოწერამდე მზად იყვნენ წყალმრიდი მილის დასამონტაჟებლად, მაგრამ მოსარჩელე არ აძლევდათ უფლებას შესულიყვნენ მის ეზოში და მილი დაემონტაჟებინათ. არ არსებობდა საჭიროება ა----------–---–ისათვის მიმართვისა. აღნიშნული ზიანი დამდგარია მოსარჩელის ბრალით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად მეზობლები მოვალენი არიან ითმინონ მეზობელი ნაკვეთიდან სუნისა და სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედება. მითუმეტეს ძროხას არ აქვს ძლიერი სპეციფიკური სუნი. ამასთან მოსარჩელეს მათი ღობის გასწვრივ აქვს სამეურნეო ნაგებობები, მათ შორის საღორე.
მოპასუხე მხარემ ითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელეს ა-----ის რაიონის სოფელ მ--------ში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით 1283 კვ.მ., მასზე მდგარ #1 შენობა-ნაგებობასთან ერთად, რომლის ფართობია 287,3 კვ.მ. ქონების საკადასტრო კოდია 5-----------. მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 11 აგვისტოდან (განცხადების რეგისტრაციის #5-----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერს საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 97);
- სარჩელი(ს.ფ.84-96)
-მოსარჩელის ახსნა-განმარტებას;
3.1.2. მოპასუხეები, გ--–- და კ-----ა ე-–----–---–ები, ასევე ცხოვრობენ ა-----ის რაიონის სოფელ მ--------ში მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის მეზობლად. მხარეთა საცხოვრებელი სახლები ერთმანეთის მოპირდაპირედ არის აშენებული. მათ შორის მიჯნად, ერთ მონაკვეთზე გავლებულია მავთულბადის ღობე, გზის მხარეს მიჯნა გადის მხარეთა კუთვნილ დამხმარე ნაგებობებს შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი (ს.ფ. 116-124);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას;
-ადგილის დათვალიერების ოქმი(ს.ფ.165-171)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ---– ე-–----–---–ის ეზოს მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთით მასსა და მოპასუხეების სასაზღვრო მიჯნასთან ახლოს მდებარეობს ზ---– ე-–----–---–ის კუთვნილი სათავსოები მათ შორის საღორე, რომელსაც არ იყნებს დანიშნულბისათვის და არ ჰყავს ღორები,მარჯვენა მხარეს, გ--–- ე-–----–---–ისა და კ-----ა ე-–----–---–ის ეზოსთან გავლებულია კედელი.
ასევე მოპასუხეებს გ--–- და კ-----ა ე-–----–---–ებს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის საღორეს გადასწვრივ დაახლოებით 50-60 წლის წინ აშენებული შენობა, რომელსაც მოპასუხე მხარე იყენებს, როგორც ბოსელს, იქვე არის ღია ტიპის პირუტყვის სადგომი,სადაც მუდმივად ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი(ძროხა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი (ს.ფ. 116-124);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას;
-ადგილის დათვალიერების ოქმი(ს.ფ.165-171)
- ფოტოსურათი (ს.ფ. 168-171;174-179)
3.2.2. ა-----ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მოხდა მილის დამონტაჟება. 2013 წლის 10 დეკემბრის ოქმის საფუძველზე და ზ---– ე-–----–---–ს სააღსრულებო წარმოებისათვის გადახდილი აქვს 100 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სააღსულებო ფურცელი(ს.ფ.38)
-ცნობა თანხის გადახდის შესახებ(ს.ფ.39)
-ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ(ს.ფ.40-41)
- მოწმე ა-–---ი ა------–---–ის ჩვენება (სხდომის ოქმი 27.12.18; 12:47;39)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდნენ შესაგებელში მითითებულ გარემობებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 174-ე, 175-ე 176-ე,316-ე, 317-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სსკ-ის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
სსკ-ს 176-ე მუხლით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ზ---– ე-–----–---–ის ეზოს მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთით მოსარჩელისა და მოპასუხეების სასაზღვრო მიჯნასთან ახლოს მდებარეობს როგოც ზ---– ე-–----–---–ის კუთვნილი სათავსოები მათ შორის საღორე რომელსაც არ იყნებს დანიშნულბისათვის და არ ჰყავს ღორები,მარჯვენა მხარეს, გ--–- ე-–----–---–ისა და კ-----ა ე-–----–---–ის ეზოსთან გავლებულია კედელი.
მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის საღორეს გადასწვრივ, მოპასუხეებს გ--–- და კ-----ა ე-–----–---–ებს აქვთ, დაახლოებით 50-60 წლის წინ აშენებული შენობა, რომელსაც მოპასუხე მხარე იყენებს, როგორც ბოსელს, იქვე არის ღია ტიპის პირუტყვის სადგომი,სადაც მუდმივად ჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი(ძროხა).
ასევე დადგენილია ის გარემოება რომ ღია ტიპის პირუტყვის სადგომი ადგილის დათვალიერების დროს იყო ახალი გასუფთავებული, თუცა აღსანიშნავია ის გარემოება რომ ღია ტიპის პირუტყვის სადგომი ზ---– ე-–----–---–ის სახლთან იმყოფება დაახლოებით 6 მეტრში და მოპასუხეების კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის ღია სადგომი და მისგან მომდინარე სუნი აშკარად დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის უფლებას,რაც შეეხება დაახლოებით 50-60 წლის წინ აგებული შენობის(რომელსაც მოპასუხე მხარე იყენებს პიუტყვის სადგომად) აღება-დანგრევის მოთხოვნას მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ამ შენობით სარგებლობისას მოსარჩელე მხარის უფლების დაუშვებლად ხელყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის სარჩელი მოპასუხეებისათვისს ღია ტიპის პირუტყვის სადგომის ე.წ. ,,ბაკის“ ექსპლუატაცია/მოწყობის აკრძალვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეებთან არსებულ სასაზღვრო ნაგებობის ანუ ბოსელის (გომურის) აღება/დანგრევის მოთხოვნაზე უარი უნდა ეთვას დაუსაბუთებლობის გამო.
სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოეცმულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხებმა კ-----ა და გ--–- ე-–----–---–ებმა ა-----ის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად თავიანთი ხარჯით არ მოაწყვეს საწვიმარი მილები მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის მხარეს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებთ საუბნო გზამდე. აღნიშნულის მოსაწყობად ხარჯი გაწია მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–მა ასი ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სახელმწიფოს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელწმიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ---– ე-–----–---–ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს აეკრძალოთ ღია ტიპის პირუტყვის სადგომის ე.წ. ,,ბაკის“ ექსპლუატაცია/მოწყობა.
2. მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ს უარი ეთქვას მოპასუხეებთან არსებულ სასაზღვრო ნაგებობის ანუ ბოსელის (გომურის) აღება/დანგრევის მოთხოვნაზე.
3. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს მოსარჩელე ზ---– ე-–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატის ხარჯის 120(ასოცი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს კ-----ა ე-–----–---–სა და გ--–- ე-–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე