განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
330100118002705925
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ----------–-----ს,ადვოკატ მ--------------,ბრალდებულ ვ---------------

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-------–-------------------- (პ/№6----------), დაბადებულის 1--- წლის 1--------------- რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თ---–-------–------------------------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ვ--------------- ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 აგვისტოს დაახლოებით 06:00 საათზე, ვ-------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თ---–--–----–--------------–-----------------------------ს შორის შპს „ს------–--------–--“ კუთვნილ ტოტალიზატორ „აჭ----------“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ღამის განათების 35 ლარად ღირებულ ერთ ცალ ნათურას, ე.წ „პროჟექტორს“.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( დ------------–--–---–ის, ვ---------------, ი-----–-------- და თ------------–---- გამოკითხვის ოქმები. ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ვ--------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვ--------------- სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ვ-------------- დაკავებულ იქნეს სასამართლოს სხდომის დარბაზში;

ვ--------------- საჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან, 2018 წლის 13 დეკემბრიდან;

გაუქმდეს ვ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ამოღებული ღამის განათების ერთი ცალი ნათურა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–-----------–- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

2 ცალი CD დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი