განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0----------6)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ გ---------------–---–ის,ბრალდებულ ნ----–-------–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის ს---------------------–-------–-- (--------------), დაბადებულის 1----–-–---------–---- რეგისტრირებულის გორი, შ-----------------–--–------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, დ----------------------------–------------------------–-, - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ნ----–--------–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 ოქტომბერს, დღის საათებში თბილისში, ა-–------–-----–----------ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ი-----------“-ში განთავსებულ მაღაზია „ბ---–--“-ს მიმდებარედ განთავსებულ სკამზე მ----------–---- დარჩა საფულე, რომელშიც მოთავსბული ჰქონდა თანხა 110 ლარი, რის შემდეგაც მ----------–---ის საფულიდან ნ----–--------–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას 110 ლარს. ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ----–--------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ( მა---------–------------------–---–----------------–--–-------------------–-------------–-------–-- გამოკითხვის ოქმები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ----–-------–-- ბი----- თანხის ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება. საფულის ამორების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, ვიდეოცანაწერის დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ნ----–-------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდავო. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მ----------–---ის საფულიდან დაუფლებული თანხა 110 ლარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ერთვის ნივთმტკიცების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მას დაუბრუნდება, რითაც დაზარალებულს აუნაზღაურდება მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ----–--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს ნ----–-------–ის მიმარ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
ნივთიერი მტკიცებულება:
ერთი ცალი ლაზერული დისკი მასზე განთავსებული ვიდეოჩანაწერით, დალუქული სახით - შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
ნ----–-------–ისგან ამოღებული ფულადი თანხა 110 (ას ათი) ლარი, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------– განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
მა---------–--------ნ ამოღებული ერთი ცალი საფულე დალუქულ მდგომარებაში, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------– განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი