განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
340100118002349588
დავის ტიპი
126
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002349588

N1/65-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

21.01.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - თინათინ ზუბაშვილის;

ბრალდებულ - გი- ეპ----–--ლი;

ადვოკატი - ლა-–- ჩა---–-–--ლი;

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023140218001)

ბრალდებული: გი- ეპ----–--ლი;

მამის სახელი: გო--;

დაბადებული: 25.04.1----

პირადი ნომერი: პასპორტის მომერი Р--------

მოქალაქეობა:აზერბაიჯანი;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გურჯაანი, თაყაიშვილის ქ. N--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

გი- ეპ----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გი- ეპ----–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას მეუღლის - ნი--- ობ---–-–--ლის მიმართ, რაც მის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 იანვარს) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და თავით მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 იანვარს) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გი- ეპ----–--ლმა 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვან შვილს ნი----–---- ეპ----–--ლს (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, რის შედეგად ნი----–---- ეპ----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გი- ეპ----–--ლი 2018 წლის 14 თებერვალს 05:20 საათზე დააკავეს და 2018 წლის 15 თებერვალს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გი- ეპ----–--ლს 2018 წლის 27 მარტს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა თავდებობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გი- ეპ----–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას მეუღლის - ნი--- ობ---–-–--ლის მიმართ, რაც მის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 იანვარს) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და თავით მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 იანვარს) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. გი- ეპ----–--ლმა 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვან შვილს ნი----–---- ეპ----–--ლს (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, რის შედეგად ნი----–---- ეპ----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ნი--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, არასრუწლოვანი დაზარალებულის ნი----–---- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, არასრუწლოვანი მოწმის ან----ი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ გი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნი----–---- ეპ----–--ლის და ანდრია ეპ----–--ლის დაბადების მოწმობის ასლები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, მოწმე სვ----–--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნი--- ობ---–-–--ლის და ნი----–---- ეპ----–--ლის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი- ეპ----–--ლმა არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და თავით მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

არასრულწლოვან შვილს ნი----–---- ეპ----–--ლს (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, რის შედეგად ნი----–---- ეპ----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი- ეპ----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ნი--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, არასრუწლოვანი დაზარალებულის ნი----–---- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, არასრუწლოვანი მოწმის ან----ი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ გი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნი----–---- ეპ----–--ლის და ანდრია ეპ----–--ლის დაბადების მოწმობის ასლები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, მოწმე სვ----–--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნი--- ობ---–-–--ლის და ნი----–---- ეპ----–--ლის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი- ეპ----–--ლი სისტემატურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას მეუღლის - ნი--- ობ---–-–--ლის მიმართ, რაც მის ტანჯვას იწვევდა. 2018 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნ---------, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 იანვარს) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და თავით მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გი- ეპ----–--ლმა ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნ---------, არასრულწლოვანი შვილის ნი----–---- ეპ----–--ლის (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) თანდასწრებით მეუღლეს - ნი--- ობ---–-–--ლს ერთხელ გაარტყა ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნი--- ობ---–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემთხვევას ესწრებოდა 07.01.2011 წელს დაბადებული ნი----–---- ეპ----–--ლი (პ/ნ 13301073449) რომელიც არის ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ნი--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, არასრუწლოვანი დაზარალებულის ნი----–---- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმები, არასრუწლოვანი მოწმის ან----ი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ გი- ეპ----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ნი----–---- ეპ----–--ლის და ან----ი- ეპ----–--ლის დაბადების მოწმობის ასლები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, მოწმე სვ----–--- ობ---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, სამედიცი--- ექსპერტიზის დასკვნები ნი--- ობ---–-–--ლის და ნი----–---- ეპ----–--ლის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი- ეპ----–--ლმა 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქუჩა N--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვან შვილს ნი----–---- ეპ----–--ლს (დაბადებული 2011 წლის 7 ი-------) რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახის და ტანის არეში, რის შედეგად ნი----–---- ეპ----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, დაზარალებულის ასაკი. დანაშაულის ჩამდენს დანაშაულის ჩადენის დროს გაცნობიერებული უნდა ქონდეს დაზარალებულის ასაკი, კერძოდ, დაზარალებული უნდა იყოს 18 წელს მიუღწეველი პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ.

ნი----–---- ეპ----–--ლი, რომლის მიმართ გი- ეპ----–--ლმა ჩაიდინა ძალადობა არის არასრულწლოვანი (დაბადებული 07.01.2011 წელს) და არის ბრალდებულის ოჯახის წევრი, მისი შვილი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი- ეპ----–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გი- ეპ----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება, რჩენაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

გი- ეპ----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოცი-ლიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი- ეპ----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოცი-ლიზაციას.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

გი- ეპ----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პირადი თავდებობა.

გი- ეპ----–--ლის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განჩინებით დაკისრებული ჰქონდა დამატებითი ვალდებულება, დაზარალებულებთან მიახლოების და კონტაქტის აკრძალვის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გი- ეპ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი (პირველი ეპიზოდი).

2. გი- ეპ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი(მეორე ეპიზოდი).

3. გი- ეპ----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გი- ეპ----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

5. გი- ეპ----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

6. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 27 მარტს გი- ეპ----–--ლისათვის დაკისრებული დამატებითი ვალდებულება, დაზარალებულებთან მიახლოებისა და ნებისმიერი სახის კონტაქტის (მათ შორის სატელეფონო კონტაქტის) აკრძალვა.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

7. გი- ეპ----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 14 თებერვლის 05:20 საათიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე