განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020100119002811338 (1/20-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით,პროკურორ - გი----------------ს,ბრალდებულ - ლე---------–--ს და
ადვოკატ - მა--------------ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი----------------ს შუამდგომლობა
ბრალდებულ ლე---------–--ს მიმართ
მამის სახელი: მ------,დაბადებული: 29.0-.1--- წელს,პირადი ნომერი: 5----------,საქართველოს მოქალაქე,საშუალო განათლების მქონე,დასაოჯახებელი,ნასამართლობის არ მქონე,მისამართი: წა-–--------------------------–---–-ა,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ლე---------–--მ ჩაიდინა სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლა, რომელიც არღვევს სხვა მფლობელის ხელშეუხებლობას, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზო---–----–-----ს ქ. ზუ---------–----------------------–ი გააჩნია კო----–----–---------ი, რომელსაც გარკვეული პერიოდი ქირაობდა ლე---------–--, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ უკანასკნელს არ გაჩნია საქმიანი ურთიერთობა ზო---–----–-----სთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, რის გამოც მას არ ჰქონდა უფლება შესულიყო აღნიშნულ ფართში. მიუხედავად ამისა, 2------------------ს საათებში ლე---------–-- მფლობელის ზო---–----–-----ს ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შევიდა ამ უკანასკნელის კომერციულ ფართში - მდებარე ქ. ზუ---------–----------------------–ი, რითაც დაარღვია ზო---–----–-----ს სხვა მფლობელის (კო----–----–---------ს) ხელშეუხებლობის უფლება.
2----–-–-------------- გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი----------------ს ბრალდებულ ლე---------–--ს და ადვოკატ მა--------------ს შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ლე---------–-- აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებული ლე---------–-- აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე დავრწმუნდი, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებული ლე---------–-- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ლე---------–--ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და ითხოვს:
ბრალდებული ლე---------–-- ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებულ ლე---------–--ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთიერი მტკიცებულება, ბოქლომი და საკეტი, განადგურდეს, ავტომობილი დაუბრუნდეს ლე---------–--ს, ხოლო ურო და ჩაქუჩი, რომელიც გადაეცეს სახელმწიფოს.
ლე---------–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მა-------------- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას (შუამდგომლობას).
ლე---------–--ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით:
-ბრალდებულ ლე---------–--ს ჩვენება (აღიარება);
-ლე---------–--ს დაკავების ოქმით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით;
-მოწმეების ზო---–----–-----ს, ეკ---------------–-----------–--------------------------–---------------------------------------
-ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით.
სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ მოთხოვნილი სასჯელი სამართლიანია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლე---------–--მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
ლე---------–--ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ლე---------–--ს მიმართ მიზანშეწონილია საქართველოს სსკ-ს 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის გამოყენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სტაჟიორი პროკურორის გი----------------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება სტაჟიორი პროკურორ გი----------------ს, ბრალდებულ ლე---------–--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მა--------------ს შორის;
ბრალდებული ლე---------–-- ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
ბრალდებულ ლე---------–--ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ნივთიერი მტკიცებულება, ბოქლომი და საკეტი, განადგურდეს, ავტომობილი დაუბრუნდეს ლე---------–--ს, ხოლო ურო და ჩაქუჩი, რომელიც გადაეცეს სახელმწიფოს;
ლე---------–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი, 201--–-–-----------------------–-–---------------------–-თ
ლე---------–--ს მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ლე---------–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა