განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
130100118002560103
დავის ტიპი
276 5
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/146-2018

#038180418007

ხაშურის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - როზა სამუშია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------ მურთაზის ძე ფ-----ე - საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, დაბადებული 1977 წლის 14 აგვისტოს, ხაშურში, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ხაშურში, შუ–-------------------–-------------------------------

ადვოკატი - გ-----------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

სხდომის სახე - ღია

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ბ------ ფ-----ის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ბ------ ფ-----ემ, მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: - 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე ხაშურში, იმერეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე „ფორდ ტრანზიტი“-ს მარკის მიკროავტობუსით, სახელმწიფო ნომრით „YRY-720” მოძრაობისას, რომელსაც მართავდა ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბ------ ფ-----ე, მძღოლმა ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 16-ე პუნქტის მოთხოვნები და უკუსვლით მოძრაობისას შეეჯახა მის უკან მყოფ ქვეითს, 1943 წელს დაბადებულ ც------–------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

 

ე.ი. ბ------ ფ-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბ------ ფ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება დაზარალებულის უფლებამონაცვლის გელა წიქარიშვილის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 30 მაისის N 002598218 დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის 2018 წლის 25 აპრილის N 597/ა დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ როზა სამუშიასა და ბრალდებულ ბ------ ფ-----ეს შორის, ადვოკატ გ-----------------–---–ის მონაწილეობით.

 

პროკურორმა როზა სამუშიამ 2018 წლის 21 ნოემბერს საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ბ------ ფ-----ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: ბ------ ფ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ბ------ ფ-----ე და მისი ადვოკატი გ-----------------–---–ი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ბ------ ფ-----ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ. რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

 

სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც პროკურორ როზა სამუშიას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს პროკურორ როზა სამუშიასა და ბრალდებულ ბ------ ფ-----ეს შორის 2018 წლის 21 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება:

3. ბ------ ფ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

4. ბ------ ფ-----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

5. ბ------ ფ-----ეს 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

7. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ბ------ ფ-----ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. გაუქმდეს ბ------ ფ-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ბ------ ფ-----ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ, 4572 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხაშურის რაიონის სოფელ გვერდისუბანში. ს/კ 6-----------.

9. ნივთიერი მტკიცებულება: გარდაცვლილ ც------–------–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

11. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი