განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თ---–---- საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3----18
№0-----------
19 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი
თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ჭ------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–----------------ის ს------–------–--–- (პირადი №6----------)
ადვოკატი - კ--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლი (დაზარალებულების: ლ-----–----ს და მ---------–---ის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზარალებულების: ლ-----–----ს და მ---------–---ის ეპიზოდები)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 0------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვარკეთილის მ--------------------------–--------------------------------------- პირველ სართულზე გ----------------ემ, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ-----–----ს, კერძოდ, თავი მიარტყმევინა სადარბაზოს კედელზე, რის შემდეგაც, წააქცია სადარბაზოს იატაკზე და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყა ფეხები. აღნიშნულის შედეგად ლ-----–----მ კეფის მიდამოში მიიღო ერთი ნახეთქი ჭრილობა, რამაც მისი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ხანმოკლე მოშლით.
2--- წლის 0------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვარკეთილის მ--------------------------–--------------------------------------- პირველ სართულზე გ----------------ემ ლ-----–----ს მამას - მ---------–---ს მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში მარჯვენა მხარეს, რის შემდეგაც მ---------–---ი დააგორა სადარბაზოს კიბეებზე და დაცემულს სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს. აღნიშნულის შედეგად, მ---------–---მა შუბლ-თხემის მიდამოში, თხემ-საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ, მიიღო ორი ნახეთქ-ნაფლეთი ჭრილობა, რამაც მ---------–---ის ჯანმრთელობის მსუბუქი სახის დაზიანება გამოიწვია, ხანმოკლე მოშლით.
2--- წლის 0------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვარკეთილის მ--------------------------–--------------------------------------- პირველ სართულზე გ----------------ე ყოფილ მეუღლეს - ლ-----–----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, - ეუბნებოდა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ამის გამო მოკლავდა, ჰქონდა ტყვია, რომელსაც ლ-----–----ს სახელი და გვარი ეწერა და ამ ტყვიით სიცოცხლეს გამოასალმებდა. აღნიშნულის შედეგად ლ-----–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
2--- წლის 5------, დილის საათებში, ქ. თბილისში, ვარკეთილის მ--------------------------–--------------------------------------- პირველ სართულზე გ----------------ე ყოფილი მეუღლის - ლ-----–----ს მამას, მ---------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, - ეუბნებოდა, რომ მისთვისაც გამონახავდა ტყვიას და აუცილებლად მოკლავდა, რა დროსაც მ---------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დაზარალებულმა ლ-----–----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული გ----------------ე მისი ყოფილი მეუღლეა. 200- წელს დაქორწინდნენ, 2015 წელს კი დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან მეუღლეს ცუდი ხასიათი ჰქონდა და ხშირად მოსდიოდათ უთანხმოება. გ----------------ესთან დაშორების შემდეგ, შვილთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან და დასთან, მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------–--------------------------. დაშორების მიუხედავად, გ----------------ე ხშირად მიდიოდა მის საცხოვრებელ მისამართზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა, როგორც მას, ისე - მისი ოჯახის წევრებს. მისი და მისი დის მოთხოვნით, გ----------------ის მიმართ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი. 2--- წლის 0------ს, დილის საათებში, სამსახურიდან შინ რომ ბრუნდებოდა, საკუთარი საცხოვრებელი ბინის კარზე დაკაკუნებისას, სადარბაზოში მოესმა ხმაური, კიბისკენ რომ მიიხედა, გ----------------ე დაინახა. ბრალდებული გინებით მიეჭრა მას, სახეზე მოკიდა ხელი და სადარბაზოს კედელზე რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი, შემდეგ წააქცია და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ფეხები ურტყა. ცემისას აგინებდა, მოკვლით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ჰქონდა ტყვია, რომელსაც მისი სახელი და გვარი ეწერა. ძალ--ნ შეეშინდა, რადგან იგრძნო, რომ მის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ამ დროს სადარბაზოში გამოვიდა მამამისი - მ---------–---ი, რომელმაც მისი დაცვა სცადა, მაგრამ გ----------------ემ მამამისს მუშტი დაარტყა სახეში და სცემა. თავად ისარგებლა მომენტით, ბინაში შევიდა და საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამასთან ერთად კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ორივეს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება.
დაზარალებულმა მ---------–---მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარატა, რომ მისი ქალიშვილი - ლ-----–----, მეუღლესთან, გ----------------ესთან დაშორების შემდეგ მშობლების სახლში ცხოვრობდა. გ----------------ე ვერ ეგუებოდა ლ--სთან დაშორებას და მასთან შერიგების მიზნით, ხშირად მოდიოდა, რა დროსაც არაერთი კონფლიქტი მოსვლ-- ლ--სთან და მის დასთან - ზ--–------–----სთან. 2016 და 2--- წლებში მომხდარი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, გ----------------ის მიმართ გამოცემული იქნა ორი შემაკავებელი ორდერი. 2--- წლის 0------ს, - ბოლო ორდერის მოქმედების პერიოდში, - დაახლოებით 0-:00 საათზე, გაიგონა ბინის კარზე კაკუნი. ვინაიდან ლ--, რომელიც თ---–---- აეროპორტში მუშაობს, სამსახურიდან დილით ამ დროისათვის ბრუნდებოდა შინ, საწოლიდან ადგა და კარის გასახსნელად გაემართა. სანამ კარს გააღებდა, გაიგონა მოგუდული წივილი. კარს მივარდა, გამოაღო და დაინახა, რომ ლ-- სადარბაზოს იატაკზე ეგდო და მას გ----------------ე გინებითა და მოკვლის მუქარით ფეხს ურტყავდა. გი------- გაკავება სცადა, მაგრამ იგი მოუბრუნდა და სახეში დაარტყა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლითა და ოჯახის წევრების დახოცვით - ყველასთვის მაქვს ტყვიები გადანახულიო. შემდეგ კიბისკენ გაათრია, დააგორა და სადარბაზოს შესასვლელთან დაცემულს, ურტყა ხელ-ფეხი. ინციდენტის დასრულების შემდეგ, ლ--მ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. დაზარალებულმა მ. პ-–---მა აღნიშნა, რომ მისი ცემისას გ----------------ეს ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოუვარდა და მან ისე დატოვა შემთხვევის ადგილი, რომ ტელეფონი თან არ წაუღია. აღნიშნული ტელეფონი დაკითხვისას გამომძიებელს გადასცა. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ გ----------------ის დაკავებამდე სულ ეშინოდა, იგი ლ--ს და მისი ოჯახის სხვა წევრებს სადმე არ დახვედროდა და მათთვის რაიმე არ დაეშავებინა.
ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2--- წლის 0------ს, ი----------------------------–-----------–------------–---- გამომძიებელ გ--------------ის მიერ, ამავე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მ---------–---ისგან ამოღებული იქნა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2--- წლის 0------ს, 14:25 – 15:00 სთ. პერიოდში, ი----------------------------–-----------–------------–---- გამომძიებელ გ--------------ის მიერ, ექსპერტების და მ-----ს და ლ-- პ-–---ების მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისში, ვარკეთილის მ-------------------------–------------------------ სადარბაზოში, სადაც, პირველი სართულის ბაქანზე და შესასვლელიდან ბაქანზე ამავალ კიბეზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის ლაქები.
N0----- შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ იგი გამოცემულ-- 2--- წლის 30 აპრილს, გ----------------ის მიმართ, ლ-----–----ს და ზ--–------–----ს დასაცავად.
მოწმე ზ--–------–----ს ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის 0------ის ინციდენტს არ შესწრებია, იმყოფებოდა საზღვარგარეთ. 2--- წლის 0------ს შინ დაბრუნებულმა ნახა, რომ მის დას - ლ--ს და მამას - მ---------–---ს, სილურჯეები ეტყობოდათ და თავზე ქირურგიული ნაკერები ჰქონდათ. შეიტყო, რომ მათ 2--- წლის 0------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ----------------ემ. მოწმემ აღნიშნა, რომ ლ--სთან დაშორების შემდეგ გ----------------ე მთელს მის ოჯახს ატერორებდა და მუქარის ფონზე შიშის ქვეშ აცხოვრებდა. მისი მუქარის განხორციელების ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, გ----------------ე ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, „როგორც ირკვევა, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----დან, მ---------–---ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2--- წლის 0------ს, 0-:12 საათზე. სამედიცინო ბარათის სქემაზე გამოსახულ-- თავის მიდამოში ორი ნახეთქ-ნაფლეთი ჭრილობა,ზემო კიდურზე ჰემატომა სისხლნაჟღენთით.
როგორც ირკვევა ქ. თ---–---- შპს „ო-------–----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-------დან, მ---------–---ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 0-.0-.2--- წ, 0-:42 საათზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი - სკალპის ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერში აღწერილ-- მარჯვნივ თხემის არეში ორი ჭრილობა.
0-.0-.2--- წელს მ---------–---ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლ-თხემის მიდამოში მარჯვნივ და მარჯვნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში ორი გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციით ნახეთქ-ნაფლეთი ჭრილობა/ ჭრილობის, მარჯვნივ ყვრიმალის მიდამოში სისხლნაჟღენთის, მარცხენა ყურის წინა სახურის მიდამოში და მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ორი ნაჭდევის სახით.
დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით,ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ორი გაკერილი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, „როგორც ირკვევა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N1--- -დან ლ-----–----ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2--- წლის 15------ 7:12 საათზე. სამედიცინო ბარათის სქემაზე გამოსახულ-- თავის მიდამოში ნახეთქი ჭრილობა. თავის მიდამოში ჰემატომა/სისხლნაჟღენთით.
როგორც ირკვევა ქ. თ---–---- შპს „ო-------–----ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1------–დან ლ-----–---- აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 0-.0-.2--- წ., 7:42 საათზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი სკალპის ღია ჭრილობა.
0-.0-.2--- წელს ლ-----–----ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები კეფის მიდამოში მარცხნივ ერთი გაკერილი, - ქირურგიულად დამუშავებული /სამედიცინო დოკუმენტაციით ნახეთქი ჭრილობა/ ჭრილობის და მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხრის შუა მესამედში უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ წელის მიდამოში ქვემო მესამედში გარდამავალი ამავე დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში და მარჯვენა წვივის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე სისხლნაჟღენთების სახით.
დაზიანებები განვითარებულ-- რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
სისხლნაჟღენთები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ერთი გაკერილი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.”
ბრალდებულმა გ----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა, რომ იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სხეულის დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ-----–----ს და ამ უკანასკნელის მამას - მ---------–---ს.
გ----------------ის ბრალეულობა, უპირველეს ყოვლისა, დასტურდება თავად დაზარალებულების - ლ-- და მ---------–---ების ჩვენებებით, რომლებიც მათ მიმართ ცემასა და მუქარაში ამხელენ ბრალდებულს. აღსანიშნავია, რომ ამ პირთა ჩვენებები არამხოლოდ თავისთავად თანმიმდევრული და დამაჯერებელ--, ისინი თანმხვედრია, როგორც ერთმანეთთან, ისე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან. კერძოდ:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს - 2--- წლის 0------ს, ლ-- და მ---------–---ებს მართლაც აღენიშნებოდათ დაზიანებები ტანსა და თავზე, მათ შორის, - სისხლმდენი ჭრილობები, რომელთა წარმომავლობასაც იმთავითვე გ----------------ის მიერ მათი ცემით ხსნიდნენ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დაზარალებულების საცხოვრებელ ბინასთან მდებარე შემთხვევის ადგილზე, გამომძიებლების მიერ ნანახი იქნა სისხლისმაგვარი ლაქები.
ამოღების ოქმით კი დგინდება, რომ ინციდენტის შემდეგ დაზარალებული მ---------–---ის ხელში აღმოჩნდა ბრალდებულ გ----------------ის მობილური ტელეფონი, რაც სარწმუნოს ხდის დაზარალებულთა ჩვენებებს და ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ბრალდებული გ----------------ის ყოფნის ფაქტს.
შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ, ლ-- და ზა-–--- პ-–---ების დასაცავად, გ----------------ის მიმართ შემაკავებელი ორდერების გამოცემის ფაქტით დასტურდება, რომ გ----------------ეს მართლაც ჰქონდა გარკვეული აგრესია მისი ყოფილი მეუღლისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, რაც მათ საცხოვრებელ სახლთან მისვლითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით არაერთხელ გამოუხატავს.
ლ-----–----ს და მისი დის - ზ--–------–----ს, როგორც ბრალდების მოწმეთა, სანდოობის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, პოლიციის თანამშროლებთან გასაუბრებისას, ისინი ადასტურებდნენ რა გ----------------ის მხრივ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კატეგორიულად უარყოფდნენ მის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტს. აღნიშნული გარემოება ცხადჰყოფს, რომ ლ-- და ზა-–--- პ-–---ები ობიექტურად გადმოსცემენ საქმის გარემოებებს და გ----------------ისათვის პასუხისმგებლობის განზრახ დამძიმებას არ ცდილობენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაზარალებულების - ლ-----–----ს და მ---------–---ის ჩვენებები სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებებია. ამ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნემდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ 2--- წლის 0------ს გ----------------ემ სცემა ყოფილ მეუღლესა და ყოფილ სიმამრს, რის შედეგადაც მათ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ამავე დროს, გ----------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ა) ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
სისხლის სამართლის კოდექსი ყველაზე მთავარ ღირებულებად მიიჩნევს ადამიანს, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს სსკ 120-ე მუხლით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულ-- ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ისეთი დანაშაული, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით) მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულ-- პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულ--, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი, ამავე კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, მე-111 მუხლზე მითითებით.
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად, ამ კოდექსის მიზნებისათვის, მოიაზრება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კვ-------მ ყოფილ მეუღლეს - ლ-----–----ს და მის მშობელს - მ---------–---ს განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანებები, რასაც, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მათი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა მოჰყვა. შესაბამისად, გ----------------ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. სასამართლო თვლის, რომ ლ-----–----ს (ყოფილი მეუღლის) ეპიზოდში, გ----------------ის მიერ ჩადენილ-- ოჯახური დანაშაული და ამ შემთხვევაში მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ 120-ე მუხლით, მე-111 მუხლზე მითითებით; მ---------–---ის ეპიზოდში კი - ამ მუხლზე მითითების გარეშე, რადგან აღნიშნული მუხლი ოჯახის წევრად არ მოიაზრებს ყოფილი მეუღლის მშობელს, შესაბამისად, არც მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს მიიჩნევს ოჯახურ დანაშაულად.
ყოველიოვე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით (ლ-----–----ს ეპიზოდი) და სსკ-ის 120-ე მუხლით (მ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად უნდა განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის კანონით გათვალისწინებული სამართლ--ნი სასჯელი.
ბ) მუქარა
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულ-- სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულ-- პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილ-- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ყოფილი მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კვ------- ყოფილ მეუღლეს - ლ-----–----ს და მის მშობელს - მ---------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; წინმსწრებ გარემოებათა გათვალისწინებით (შემთხვევის დღეს დაზარალებულების ფიზიკური შეურაცხყოფა, კიბეზე დაგორება და ფეხებით ცემა) და ბრალდებულისაგან მომდინარე მზარდი აგრესიის პირობებში (2--- წლის 0------ის ინციდენტამდე ბრალდებული მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულებს, მანამდე მათ მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ისინი არ აღნიშნავენ), სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ დაზარალებულ პირებს მართლაც გაუჩნდათ გ----------------ის მიერ მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. შესაბამისად, როგორც ლ-----–----ს, ისე მ---------–---ის მიმართ გ----------------ის მიერ ჩადენილ ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.
სასამართლო თვლის, რომ ლ-----–----ს (ყოფილი მეუღლის) შემთხვევაში, გ----------------ის მიერ ჩადენილ-- ოჯახური დანაშაული, რის გამოც, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, მე-111 მუხლზე მითითებით; ხოლო მ---------–---ის ეპიზოდში - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, მე-111 მუხლზე მითითების გარეშე, რადგან აღნიშნული მუხლი ყოფილი მეუღლის მშობლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს არ მიიჩნევს ოჯახურ დანაშაულად.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილ-- საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ლ-----–----ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები და არსებობს ზემოაღნიშნულ დანაშაულთათვის მისთვის სასჯელის დაწესებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლ--ნ სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, კერძოდ, გადაწყვეტილებაში საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად, ამ ფენომენის შედეგად ხშირად პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზარალდებიან ბავშვებიც.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულ--, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, პროკურორებს მოუწოდებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და სამართალწარმოების მიმდინარეობისას გადადგმულ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულ გ----------------ის პიროვნება, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელ-- განმეორებითობის ტენდენცია) და მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი, ისევე, როგორც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა გაცნობიერებას და მომავალში ახალი ძალადობრივი ფაქტების პრევენციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე.
გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით (დაზარალებულ ლ-----–----ს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ-----–----ს ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით (დაზარალებულ ლ-----–----ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ-----–----ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ-----–----ს ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ მ---------–---ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2--- წლის 29 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
„ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მოწითალო ფერის ანაწმენდები ორ ცალ ჩხირზე, რომელიც ინახება თ---–---- პ---–-–--------------------ს ი----------------------------–--------–-–-----------–-----------–---–ი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თ---–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი