გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21004-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 დეკემბერი, 2--- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - შ-–---ი მ------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------–--–---–ი
მოპასუხე - შ----------------------ი"
წარმომადგენელი - ზ------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ----------------------ს“-ს მოსარჩელე - შ-–---ი მ------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5864.42 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2--- წლის 1------------–ს შ----------------------ი“-ს დირექტორსა და შ-–---ი მ------–-–---–ს შორის გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება N-----, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიამ აიღო ვალდებულება, ა----------- ჩამოეყვანა მყიდველისათვის ავტომანქანა, 2--- წლის ფ---------------ი. თავის მხრივ მოსარჩელეს უნდა გადაეხადა კომპანიისათვის შეთანხმებული საზღაური 4850 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხა გადახდილ იქნა სრულად, ხოლო მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდა დარღვევით. კერძოდ, მართალია 2--- 2--------–ს ავტომანქანა ჩამოყვანილ იქნა მოპასუხის მიერ, თუმცა იყო დაზიანებული. ავტომანქანის პირველივე დაქოქვისას შეიმჩნეოდა, რომ მანქანას ჰქონდა ხარვეზები, რაც ადგილზევე იქნა გაცხადებული მყიდველის მხრიდან. თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა აუხსნა მოსარჩელეს, რომ მათ ევალებოდათ მხოლოდ მანქანების კონტეინერიდან გამოყვანა და მყიდველისათვის გადაცემა, დანარჩენზე ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელნი.
2--- წლის 2--------–ს მოსარჩელემ ავტომანქანა მიიყვანა შ------------------------ი“-ს ცენტრში შესამოწმებლად, სადაც აღმოჩნდა, რომ მანქანას ჰქონდა მნიშნველოვანი დაზიანებები.
მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას, მოსარჩელემ მიიღო პირობა, რომ კომპანია აუნაზღაურებდა სარემონტო სამუშაოების ნახევარს, თუმცა დღემდე არ აუნაზღაურებია ზიანი.
2--- წლის 2------ს, მოსარჩელემ ავტომანქანა მიიყვანა შ-----------------------ში“, სარემონტო სამუშაოებისა და შესაძენი ნაწილების ღირებულების დათვლის მიზნით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთების ხარჯი, ავტონაწილების ჩათვლით შეადგენს 5864.42 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ----------------------ი“ არ არის პასუხისმგებელი ჩამოყვანილი ავტომანქანის ტექნიკურ მდგომარეობასა და გამართულობაზე. აღნიშნული პირდაპირ არის მითითებული მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ნასყიდობის ხელშეკრულება, იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს მომსახურების ხელშეკრულებას. რაც გულისხმობს არა შ----------------------ი“-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის შემძენისათვის გადაცემას, არამედ თავად მოსარჩელის მიერ დისტანციურად, ა---------–-----------–-–-------ში, ელექტრონულ ავტოაუქციონზე შერჩეული ავტომანქანის შეძენას, ს----------–--–ი ქ------------ე მის ჩამოყვანას და დამკვეთისათვის მის საკუთრებაში გადაცემას.
შ-–---ი მ------–-–---–ს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ქ--------–ი ჩაბარდა მის მიერ შერჩეული ავტომანქანა იმ მდგომარეობაში, რაც მისთვის იყო სავარაუდო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 1------------–ს შ-----------------------სა და შ-–---ი მ------–-–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება N-----.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა დამკვეთისათვის დახმარების გაწევა ავტომანქანის შერჩევასა და შეძენაში, შერჩეული სატრანსპორტო საშუალების _ 2--- F------------------------------- ა----------- ს----------–--–ი ტრანსპორტირება და დამკვეთის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს ტერიტორიაზე, შეძენიდან 7---- კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის 1-----------–-ს ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19).
3.1.2 2--- წლის 1------------–ს გაფორმებული ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანის ნასყიდობის თანხა შეადგენდა 4850 აშშ დოლარს, ავტომანქანის ღირებულების, ტრანსპორტირების და კომპანიის მომსახურების ჩათვლით.
მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის თანხა სრულად იქნა გადარიცხული შ----------------------ი“-სათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 1-----------–-ს ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი N1 (ს.ფ. 19);
- სალაროს შემოსავლის ორდერი N1/26580 (ს.ფ 20);
- სალაროს შემოსავლის ორდერი N64/27298 (ს.ფ 21).
3.1.3. შ-----------------------სმა უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (2--- წლის 2--------–ს) მყიდველისათვის ავტომანქანის მიწოდება; თუმცა ავტომანქანის მიღებისთანავე აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა იმაზე მეტი დაზიანება, ვიდრე მითითებული იყო ელექტრონული აუქციონის დახასიათებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.4. შ-----------------------ს“ 2-------–------------მა ინვოისის თანახმად, ავტომანქანის აღსადგენად საჭირო ნაწილების ღირებულება შეადგენს 5864.42 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შ-----------------------ს“ 2-------–------------მა (ს. ფ 24).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1 საქმის მასალებით შ---------------------ს“ მიერ 1-------– ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დასტურდება.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიუთითებს, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც კონკრეტულად და ამომწურავადაა მითითებული მხარეთა ურთიერთ ვალდებულებები და ის პირობები, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან და მისი კონკრეტული პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საფუძვლიანად მიიჩნევს მოპასუხე განმარტებას, რომ ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობაზე კომპანიას პასუხისმგებლობა არ აუღია;
რაც შეეხება ხელშეკრულების სადავო 3.3 პუნქტს რომლის თანახმად, ხელშეკრულება შესრულებულად ჩაითვლებოდა დამკვეთისათვის სავარაუდო მდგომარეობაში საქართველოს ტერიტორიაზე (ქ--------–ი) ავტომანქანის გადაცემის შემდგომ, რის შემდეგაც დამკვეთი კარგავდა უფლებას კომპანიისთვის წარედგინა რაიმე პრეტენზია ავტომანქანის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა განხორციელებულია ელექტრონულად, მოპასუხემ უზრუნველყო სწორედ იმ ავტომანქანის შეძენა და ა----------- ს----------–--–ი ტრანსპორტირება, რომელიც მყიდველმა თავად მოიწონა და შეარჩია, მათ შორის ხელშეკრულებაში მითითებული, ავტომანქანის მახასიათებლის - „დაზიანებული“ გათვალისწინებით; შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ არჩევანი სწორედ ნივთის საზღვარგარეთ აუქციონის წესით შეძენაზე გააკეთა, აცნობიერებდა რა რომ მოცემული ურთიერთობის მონაწილე მხარეები მოკლებული იყვნენ ნასყიდობის საგნის დეტალურად შემოწმების შესაძლებლობას, იმის გონივრული მოლოდინი, რომ ნივთს შესაძლოა ჰქონოდა ვიზუალურის გარდა გარკვეული სახის სხვა ნაკლი, წარმოადგენს ამგვარი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკს, რაც მყიდველმა მხარემ თავის თავზე აიღო და რაც ასევე დასტურდება თავად მოსარჩელე მხარის ინიციატივით საქმეზე მოწმედ გამოძახებული შ----------------------ი“-ს ყოფილი თანამშრომლის მ-----–--------–--ის ჩვენებითაც, რომელმაც მიუთითა, რომ აუქციონზე ავტომანქანის შეძენის იმ თანმდევი რისკის შესახებ, რომ მანქანას შეიძლება ჰქონდეს არამარტო ვიზუალური, არამედ სხვა ტექნიკური დაზიანებაც, რაც არ არის მითითებული ელექტრონულ აუქციონზე კომპანიის ყველა კლიენტი, მათ შორის მოსარჩელეც ინფორმირებული იყო;
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას, ხელშეკრულების 6.3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მოპასუხე კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა დახმარება გაეწია დამკვეთისათვის ავტომანქანის შეძენასა და შერჩევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების დარღვევა მოპასუხის მხრიდან საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, მით უფრო როდესაც თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ავტომანქანას შეარჩევდა და შეიძენდა კომპანიის მეშვეობით, უშუალოდ მის ნებაზე იყო დამოკიდებული.
დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-–---ი მ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 709-ე, 744-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სსკ-ის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი;
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია შ-–---ი მ------–-–---–ს, როგორც „მყიდველსა“ და შ--------------------ს“ შორის 2--- წლის 1-----------–ს გაფორმებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ იკისრა ვალდებულება დამკვეთისათვის გაეწია დახმარება ავტომანქანის შერჩევასა და შეძენაში, ასევე შერჩეული სატრანსპორტო საშუალების _ 2--- F------------------------------- ა----------- ს----------–--–ი ტრანსპორტირებასათან და დამკვეთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი საზღაურის სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ კონკრეტული გარიგების გაფორმებისას.
შესაბამისად, მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობით სახელდებული ხელშეკრულებისა, მისი შინაარსისა და მასში ასახული მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 1-----------–-ს ხელშეკრულება შესრულების არსით ყველაზე ახლოს დგას შუამავლობისა (სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი) და დავალების (სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) ხელშეკრულებების შინაარსთან და პრაქტიკულად თავისი არსით წარმოადგენს შუამავლის მიერ დამკვეთისათვის კონკრეტული მომსახურების გაწევას, რაც მდგომარეობს დამკვეთის მიერ შერჩეული ავტომანქანის შეძენასა და დამკვეთის ხარჯით მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში.
6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული „ავტომანქანის ნასყიდობის თანხის“ დადგენილ ვადებში გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ავტომანქანის შეძენა და მისი ს----------–--–ი ტრანსპორტირება და მყიდველისათვის გადაცემა.
დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აუქციონზე შეძენილ ავტომანქანას, რომლის ტრანსპორტირებაც უზრუნველყო მოპასუხემ, აღმოაჩნდა დაზიანებები, რომელიც არ იყო მითითებული ელექტრონულ აუქციონზე განთავსებული ავტომანქანის თანდართულ აღწერილობაში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ჯეროვნად 2--- წლის 1-----------–-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ავტომანქანა გადაეცა დამკვეთისათვის სავარაუდო მდგომარეობაში
გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მიერ შეუსრულებლობის თაობაზე და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით შ---------------------ს“ მიერ 1-------– ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დასტურდება. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც კონკრეტულად და ამომწურავადაა მითითებული მხარეთა ურთიერთ ვალდებულებები და საიდანაც, ცალსახად ირკვევა, რომ ავტომანქანის (მისი დეტალების) ტექნიკურ გაუმართაობაზე კომპანიას პასუხისმგებლობა არ აუღია; საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებული პროცედურა განხორციელდა ელექტრონულად და მოპასუხემ უზრუნველყო სწორედ იმ ავტომანქანის შეძენა და ა----------- ს----------–--–ი ტრანსპორტირება, რომელიც მყიდველმა თავად მოიწონა და შეარჩია. შესაბამისად, მოპასუხემ არ იცოდა და არც ვალდებულება გააჩნდა გადაემოწმებინა, ხომ არ ქონდა ავტომანქანას სხვა ისეთი ნივთობრივი ნაკლი, რაც მითითებული არ იყო აუქციონზე განთავსებული ავტომანქანის თანდართულ აღწერილობაში;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შ---------------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შ-–---ი მ------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 175.94 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ-–---ი მ------–-–---–ის სარჩელი შ----------------------ი“-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი