განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/-----18
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივა-- - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–---–-----–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ----–----–--------–---–--ლი (დაბადებული - 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------------------------------–ი), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.
ადვოკატი - და--------------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილით და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დისპოზიცია:
(1) მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში;
(2) ადევნება, ე.ი. პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და ხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 18 და 1--------------ს, ჯ----– ბ-–---–---–ი მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთხელ დაემუქრა განადგურებით მ------ დ---–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში;
1.2. 2018 წლის ს----------დან 2018 წლის 2-------------ის ჩათვლით ჯ----– ბ-–---–---–ი სისტემატურად ამყარებდა მ------ დ---–-–---–ის მიმართ არასასურველ კომუნიკაციას, რაც გამოიხატებოდა ტელეფონზე დარეკვასა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, საცხოვრებელ ბინასა და სამსახურში არაერთხელ მისვლაში, იმ მოტივით, რომ სურდა მ------ დ---–-–---–ის შერიგება ან/და მისი მხრიდან მასზე დახარჯული თანხის დაბრუნება. აღნიშნულ პერიოდში მ------ დ---–-–---–მა შეიცვალა გადაადგილების მარშუტი. მიუხედავად ამისა, ჯ----– ბ-–---–---–ი, კვლავ ახერხებდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, აკითხავდა სამსახურში, აწუხებდა მის თანამშრომლებს და ოჯახის წევრებს. განხორციელებული ქმედებების სისტემატიურობის გამო მ------ დ---–-–---–ი გა--ცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ჯ----– ბ-–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების - მ------ დ---–-–---–ის, ხ---- დ---–-–---–ის, ლ--–- დ---–-–---–ის, ა-- შ-------ძის, ე----------------–ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს, შემაკავებელი ორდერს N------- დაზარალებულ მ------ დ---–-–---–ის მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციას, ასევე ბრალდებულ ჯ----– ბ-–---–---–ის ჩვენებას (საქმის განხილვის არსებით სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული) და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ჯ----– ბ-–---–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გა--მარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა--სათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამია--ს ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
3.3. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, ასევე, ადამია--ს ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში.
3.4. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ,: დაზარალებულებისა და მოწმეების - მ------ დ---–-–---–ის, ხ---- დ---–-–---–ის, ლ--–- დ---–-–---–ის, ა-- შ-------ძის, ე----------------–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით N------- დაზარალებულ მ------ დ---–-–---–ის მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე ბრალდებულ ჯ----– ბ-–---–---–ის ჩვენებითა და საქმეში არსებულ სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 18 და 1--------------ს, იგი მობილური ტელეფონის მეშვეობით არაერთხელ დაემუქრა განადგურებით მ------ დ---–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში. გარდა ამისა, 2018 წლის ს----------დან 2018 წლის 2-------------ის ჩათვლით ჯ----– ბ-–---–---–ი სისტემატურად ამყარებდა მ------ დ---–-–---–ის მიმართ არასასურველ კომუნიკაციას, რაც გამოიხატებოდა ტელეფონზე დარეკვასა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, საცხოვრებელ ბინასა და სამსახურში არაერთხელ მისვლაში, იმ მოტივით, რომ სურდა მ------ დ---–-–---–ის შერიგება ან/და მისი მხრიდან მასზე დახარჯული თანხის დაბრუნება. აღნიშნულ პერიოდში მ------ დ---–-–---–მა შეიცვალა გადაადგილების მარშუტი. მიუხედავად ამისა, ჯ----– ბ-–---–---–ი, კვლავ ახერხებდა მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას, აკითხავდა სამსახურში, აწუხებდა მის თანამშრომლებს და ოჯახის წევრებს. განხორციელებული ქმედებების სისტემატიურობის გამო მ------ დ---–-–---–ი გა--ცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ----– ბ-–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლია-- შიში; ადევნება, ე.ი. პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონისა და ხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლია--. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლია--ა, თუ და--შნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლია-- სასჯელი და პრიორიტეტს ა--ჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის და--შვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზა--, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და--შნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო - ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.5. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის და--შვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების და--შვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ჩადენილი დანაშაულების კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულებს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ამჟამად არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა (ბრალდებული არის უმუშევარი), ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (უდავოს ხდის მტკიცებულებებს) გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლია-- სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
4.7. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის და--შვნისას ჯ----– ბ-–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, კერძოდ, ის, რომ ბრალდებული აღიარებს და ინა--ებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაულები (რომელიც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით), სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.8. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ----– ბ-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----– ბ-–---–---–ს ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ჯ----– ბ-–---–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
4.9. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ და--შნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4.10. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ჯ----– ბ-–---–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინა--ებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ხასიათდება დადებითად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას და--შნული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ ჯ----– ბ-–---–---–ი ყოფაქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ----– ბ-–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. ჯ----– ბ-–---–---–ი ასევე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ----– ბ-–---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
4. მსჯავრდებულ ჯ----– ბ-–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის 2018 წლის 2--------------დან - 2018 წლის 1-----------ის ჩათვლით პერიოდი;
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე