განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნები - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - დ--------------
დაცვის მხარე
დამცველები - გ--------–--–---–-, გ-----------–--–---–-
ბრალდებული - ი--- გ-----ს ასული ხ----–---ი, დაბადებული - 1--- წლის 1--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ--------ს ქუჩა კორპუსი N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----–-------–-----------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
ბრალდებული - თ---------- თ-----ის ძე ც------ე, დაბადებული - 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ-----------ს რაიონის სოფელ ს----ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდებულებმა ი--- ხ----–--მა და თ---------- ც------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ, ი--- ხ----–---მა, მ------ ქ-----–---–მა, რ----- ს--–-----მა და თ---------- ც------ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი--- ხ-----მა, მ------ ქ-----–---–მა, რ----- ს--–-----მა და თ---------- ც------ემ შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ძვირადღირებული სამედიცინო მედიკამენტების თ------------------------------- საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას უზრუნველყოფდნენ მ------ ქ------–---–ი და რ----- ს--–-----ი, ხოლო მედიკამენტების რეალიზაციას - ი--- ხ----–---ი და თ---------- ც------ე.
აღნიშნულ საქმიანობას ი--- ხ----–---ი, მ------ ქ-----–---–ი, რ----- ს--–-----ი და თ---------- ც------ე ეწეოდნენ ჯგუფურად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
ი--- ხ----–---ს, მ------ ქ-----–---–ს, რ----- ს--–-----ს და თ---------- ც------ეს 2013-2014 წლებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიღებული აქვთ დიდი ოდენობით ერთობლივი შემოსავალი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი--- ხ----–--ის და თ---------- ც------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ ქ-----–---–ის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: მუშაობდა თბილისი-ტ--------ნის ავტობუსზე გამცილებლად. ის ხშირად ხედავდა ი--- ხ----–---ს, რომელიც მიდიოდა ავტობუსის მძღოლებთან და უკვეთავდა მედიკამენტების მალულად შემოტანას. თავდაპირველად ი--- ხ----–---ის თხოვნით რამდენჯერმე შეასრულა თარჯიმნის ფუნქცია, ხოლო როდესაც ი--- ხ----–---ი მიხვდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი საქმიანობის შესახებ შესთავაზა მასთან მუშაობა, რაზეც დათანხმდა. ი--- ხ----–---ის დავალებით ტ---------ის ცენტრში მდებარე აფთიაქში ყიდულობდა მედიკამენტებს, რომელსაც აძლევდა ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც მალავდნენ სამალავში და ყოველგვარი საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ჩამოჰქონდათ საქართველოში. თ--------------------–---დან ჩამოსვლის შემდგომ, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5----------- მობილური ტელეფონის ნომერზე - 5----------- უკავშირდებოდა ი--- ხ----–---ს, რომელსაც აცნობებდა, რომ ჩამოსული იყო და სთხოვდა წაეღო მედიკამენტები. მედიკამენტების წასაღებად მიდიოდა ხან ი--- ხ----–---ი, ხან თ---------- ც------ე, რომელებიც შემდგომ ახდენდნენ აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციას. ი--- ხ----–---ის დავალებით, საქართველოში მედიკამენტები საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოიტანა დაახლოებით 1--12-ჯერ, რომელთა ღირებულებამ ჯამში შეადგინა დაახლოებით 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- ს--–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2013-2014 წლებში მისი კუთვნილი მანქანით ახორციელებდა რეისებს თბილისი-ო-----------ის მიმართულებით. იმყოფებოდა ო----------ის ვაგზალზე, რა დროსაც მასთან მივიდა მისთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც გადასცა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მედიკამენტები და კანფეტები და სთხოვა თბილისში წაღება, თან განუმარტა, რომ თბილისში დახვდებოდა ი--- ხ----–---ი და გადაეცა მისთვის. აღნიშნულმა ქალბატონმა გადასცა ი--- ხ----–---ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი და განუმარტა, რომ მითითებულ ნომერზე შეეძლო დაკავშირება. აღნიშნული პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მედიკამენტებით, საქართველოში შემოიტანა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ხოლო თბილისში ჩამოსვლის შემდგომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრით 5----------- დაუკავშირდა ი--- ხ----–---ს, რომელსაც უთხრა, რომ ჩამოიტანა ხილი, რადგან ტელეფონში მედიკამენტებს არ ახსენებდნენ და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ი--- ხ----–---ს შეხვდა დიდუბის ავტოსადგურში, რომელსაც გადასცა მედიკამენტები. ანალოგიური ფაქტი განხორციელდა 3-4-ჯერ, რის სანაცვლოდ ი--- ხ----–---ი უხდიდა 20-30 ლარამდე ოდენობით თანხას. მოწმის განმარტებითვე, ი---ს დავალებით, ერთხელ მედიკამენტები გადასცა თ---------- ც------ეს.
მოწმე ლ--–- შ-–-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ. თბილისი, თ--------- მ------–-- ქუჩა N--ში მდებარე ი-- „ნ--–- ჩ-----–-–---–ის“ აფთიაქში ექთნის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნულ აფთიაქში 2013-2014 წლებში გაიცნო ი--- ხ----–---ი, რომელსაც უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, ხვდებოდნენ აფთიაქის გარეთ და მისგან შეღავათიან ფასში ყიდულობდა მედიკამენტებს. თვეში ყიდულობდა 500 ლარის ღირებულების მედიკამენტებს, რომელსაც აფთიაქის გვერდის ავლით ყიდდა. ი--- ხ----–---ს მედიკამენტები საიდან მიჰქონდა მისთვის უცნობია, თუმცა მედიკამენტებს ჰქონდა წარწერა, რომლითაც დგინდებოდა, რომ იყო თურქული წარმოების. ი--- ხ----–---თან მედიკამენტების შეძენასა და თანხის გადახდაზე ოფიციალური დოკუმენტი არ ფორმდებოდა. მისივე განმარტებით, თ---------- ც------ე ი--- ხ----–---ს ხშირად ახლდა თან.
ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა: ც-–---- ა-------ემ, ნ-----–- ნ-----მა, ნ----- ფ-----ემ, მ--–---- ჩ----ემ, თ--- ხ-----–---–მა, ლ------ ჭ---------ამ, კ------ ა--------მა და ა---------– ბ--–-------ემ. ამასთან, მოწმე ც-–---- ა-------ემ დამატებით განმარტა, რომ ი--- ხ----–---ისგან შეიძინა დაახლოებით 1-00 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე ნ----- ფ-----ემ დამატებით განმარტა, რომ ი--- ხ----–---ისგან შეიძინა დაახლოებით 1-0-150 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე მ--–---- ჩ----ემ დამატებით განმარტა, რომ ი--- ხ----–---ისგან შეიძინა დაახლოებით 3000 ლარის ღირებულების მედიკამენტები; მოწმე თ--- ხ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ თ---------- ც------ემ შესთავაზა მედიკამენტების შეძენა თუმცა უარი უთხრა. ი--- ხ----–---ისგან ყიდულობდა მედიკამენტებს, თუმცა ი---ს დავალებით თანხას აძლევდა ვინმე „თ--ს“; მოწმე კ------ ა--------მა დამატებით განმარტა, რომ ი--- ხ----–---ისგან შეიძინა დაახლოებით 132 ლარის ღირებულების მედიკამენტი; მოწმე ა---------– ბ--–-------ემ დამატებით განმარტა, რომ მუშაობს აფთიაქ „ი----ში“ წამლების დამფასოებლის პოზიციაზე. ერთხელ დაუკავშირდა თ---------- ც------ე, რომელმაც შესთავაზა მედიკამენტების შეძენა, თუმცა უარი უთხრა შეთავაზებაზე და არ შეიძინა მედიკამენტები.
მოწმე შ--–-- შ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს უნარშეზღუდული შვილი, რომლისთვისაც სჭირდება დიდი რაოდენობით წამლები. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ი--- ხ----–---ისგან შესაძლებელი იყო მედიკამენტების შეძენა შეღავათიან ფასად. აღნიშნული მიზნით გაიცნო ი--- ხ----–---ი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდა და მისგან ყიდულობდა თვეში დაახლოებით 400-დან 500 ლარამდე ღირებულების მედიკამენტებს. მედიკამენტებს ყიდულობდა, როგორც ი--- ხ----–---ისგან ისე თ---------- ც------ისგან და შესაბამისად, თანხას უხდიდა იმას ვინც მედიკამენტებს მიუტანდა, თუმცა მათ შორის რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ ფორმდებოდა.
მოწმე მ--- ჯ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი--- ხ----–---ის თხოვნით ხვდებოდა მძღოლს ო--------–------------ში, რომელსაც თ--------------------–---დან პოლიეთილენის პარკით ჩამოჰქონდა მედიკამენტები. აღნიშნული მედიკამენტები მიჰქონდა ი--- ხ----–---თან თბილისში, წ-------–-------------- ნაქირავებ ბინაში. ი--- ხ----–---ი მეგობრობდა თ---------- ც------ესთან და უნახავს მასთან სახლში.
მოწმე გ------- გ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბერში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ შექმნილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ი--- ხ----–---ი, მ------ ქ-----–---–ი, ნ----- ც-------ე და კ------ ა--------ი. ი--- ხ----–---ის და კ------ ა--------ის დავალებით ნ----- ც-------ე და მ------ ქ-----–---–ი ახდენდნენ თ--------------------–---დან დიდი ოდენობით მედიკამენტების შემოტანას მალულად. აღნიშნულის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდგომ გამოიკითხა მოწმის სახით. მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში, წ-------–ის გ-------- N1--–- მდებარე ი--- ხ----–---ის დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა დიდი რაოდენობით მედიკამენტები. თანამშრომელ ბ------ ჩ--------ესთან ერთად შეხვდა მ------ ქ-----–---–ს, რომელსაც განუმარტეს, რომ სჭირდებოდათ თ--------------------–---დან დიდი ოდენობით მედიკამენტების შემოტანა და სთხოვეს დახმარება. აღნიშნულზე მ------ ქ-----–---–მა ფურცელზე დაუწერა მისი კოორდინატები და განუმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაკავშირებოდნენ და ნებისმიერ სახის მედიკამენტებს შემოუტანდა.
მოწმე გ--–- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბერის თვეში გ------- გ----------–---–ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე და ამავე კოდექსის 214-ე მუხლებით. პატაკში მითითებული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ შექმნილი იყო ჯგუფი ი--- ხ----–---ის, კ------ ა--------ის, ნ----- ც-------ის და მ------ ქ-----–---–ის შემადგენლობით, რომლებსაც საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ დიდი ოდენობით მედიკამენტები, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ ნ--–- ჩ--–----–---–ის და ლ--–- ჩ------ის აფთიაქში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობდა ი--- ხ----–---ის და მ------ ქ-----–---–ის მობილური ტელეფონების ფარული მიყურადება და ჩაწერა. 2--- წლის თებერვლის თვეში აღებული იქნა მოსამართლის განჩინება, რის საფუძველზე ჩატარებული იქნა ჩხრეკა ქ. თბილისში, წ-------–ის გამზირ N1--–- მდებარე ი--- ხ----–---ის დროებით საცხოვრებელ სახლში და ქ. თბილისში, თ--------- მ------–-- ქუჩაზე მდებარე ი-- „ნ--–- ჩ-----–-–---–ის“ აფთიაქში.
2014 წლის 23 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაცია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ი--- ხ----–---ი (პ/ნ 0----------) არის შპს „ე-–----------ის“ (ს/ნ 4--------) დამფუძნებელი და დირექტორი, რომელსაც უძრავ-მოძრავი ქონება, შემოსავლები და საზღვრის კვეთები არ უფიქსირდება. მ------ ქ-----–---–ს (პ/ნ 1----------) უძრავ-მოძრავი ქონება და შემოსავალი არ უფიქსირდება. მ------ ქ-----–---–ს 2007 წლის 23 სექტემბრიდან - 2014 წლის 21 ოქტომბრის პერიოდში უფიქსირდება 823 გასვლა-შემოსვლა სგპ „ს------ს“ გავლით. ნ----- ც-------ის (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულია ოთხი საცხოვრებელი ბინა და ორი მიწის ნაკვეთი, თუმცა დირექტორად ან/და დამფუძნებლად არცერთ ფორმაში არ ფიგურირებს და არც შემოსავლები უფიქსირდება. 2007 წლის 12 მარტიდან - 2014 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში უფიქსირდება 404 გასვლა-შემოსვლის ოპერაცია სგპ „ს------ს“ გავლით. საინფორმაციო ბაზაში არსებული სპეციალური დამხმარე ველის მეშვეობით დადგინდა, რომ ნ----- ც-------ე და მ------ ქ-----–---–ი დროის მცირე ინტერვალით (20 წთ) ხშირად ტოვებენ საქართველოს საზღვარს სგპ „ს------დან“ ერთად და მოგვიანებით კვლავ ერთად ბრუნდებიან საქართველოში ისევ სგპ „ს------დან“.
2014 წლის 29 ოქტომბრის შპს „ჯ------–ის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ------ ქ-----–---–ის (პ/ნ 1----------) მობილური ტელეფონის ნომერებია: (995) 5-----------; (995) 5-----------, (995) 5-----------.
2014 წლის 5 ნოემბრის შპს „ჯ------–ის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის ნომრის 5----------- მფლობელია - ნ-----–- თ-------ე (პ/ნ 0----------).
2014 წლის 6 ნოემბრის შპს „მ--------–ის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვან--–-ს გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ------ ქ-----–---–ის სახელზე 2013 წლის 1 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------; 2014 წლის 1- სექტემბრიდან 5-----------; 2012 წლის 12 მაისიდან 5-----------, ხოლო ნ----- ც-------ის სახელზე 2012 წლის 1- იანვრიდან რეგისტრირებულია ტელეფონის ნომერი 5-----------.
2014 წლის 6 ნოემბრის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაცია. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯ------–იდან“ გამომძიებლისადმი მიმართვის წერილის თანახმად: ტელეფონის ნომრის 5------------ის მფლობელია ნ-----–- თ-------ე (დაბ: 1--- წელს, პ/ნ 0----------) მცხ: ქ. თბილისში, რ---------–-- ქ. N---ში. თუმცა ელექტრონულ საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში პირადი ნომრით N0---------- არათუ ნ-----–- თ-------ე, არამედ არცერთი პიროვნება არ იძებნება. საქართველოში რეგისტრირებულია სულ 12 ნ-----–- თ-------ე, თუმცა არცერთის პირადი ნომერი მსგავსიც კი არაა ჯ------–ის მიერ მითითებულ N0---------- პირადი ნომრისა, არცერთი ნ-----–- თ-------ე არაა დაბადებული 1--- წელს და არცერთის საცხოვრებელი მისამართი არაა თბილისი, რ---------–-- ქ. N--.
2014 წლის 1- ნოემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა მოწმე გ------- გ----------–---–ის მიერ წარდგენილი თაბახის ფურცელი, რომელზეც მითითებულია შემდეგი მონაცემები: „მ------ი ქ-----–---–ი, პ/ნ 1----------, დაბ. 01.1-.1--- წელს, ტელეფონის ნომერი: 5-----------“.
2014 წლის 14 ნოემბრის ს----------–----–--------------------–-------------–---–---------–--------------------------–-------–-------------------------------- უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გამოძიებისადმი მიმართვით დგინდება, რომ მ------ ქ-----–---–ი, ნ----- ც-------ე, ი--- ხ----–---ი და კ------ ა--------ი არანაირ ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას არ ფლობენ და მათ მიერ საქართველოში სამკურნალო საშუალებების იმპორტი არ განხორციელებულა.
2014 წლის 21 ნოემბრის შპს „ჯ------–ის“ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სპეციალისტის გამომძიებლისადმი მიმართვით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 5----------- რეგისტრირებულია - ა-–---------- ც------ეზე.
2014 წლის 3 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ელექტრონული საინფორმაციო მონაცემთა ბაზა მობილური ტელეფონის ნომრის:5------------ის მფლობელის რ----- ს--–-----ის (პას/ნ 6--------; დაბ. 1-----1---) და ამავე ნომრის იურიდიული მესაკუთრის გ------- მ-------–---–-ს (პ/ნ 5----------) შესახებ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გაცნობის და დათვალიერების მიზნით. შპს „მ--------–ის" მიერ გაცემული პასუხის თანახმად, ნომრის მფლობელია: გ------- მ-------–---–-. დათვალიერებით დადგინდა, რომ რ----- ს--–-----ს 2014 წლის 12 აგვისტოდან 2014 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდება საქართველოს საზღვრის 164 კვეთის ფაქტი. ყველა შემთხვევაში იგი შემოსულია ეროვნული პასპორტით და არ უფიქსირდება დიპლომატიური პასპორტის გამოყენება.
2--- წლის 1- თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ი--- ხ----–---ის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქ. თბილისი, წ-------–ის გ-------- N1-, ბინა N4--–- ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ი--- ხ----–---ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, 21 რვეული შავი ჩანაწერებით, ბლოკნოტი, თაბახის, ბლოკნოტის და რვეულის ფურცლები, ბანკის გადარიცხვის ქვითრები და სხვა არაოფიციალური დოკუმენტები.
2--- წლის 1- თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისი, წ-------–ის გ-------- N1-, ბინა N---დან ამოღებული იქნა ი--- ხ----–---ის კუთვნილი შავი ფერის ,,სონი ვაიოს’’ ფირმის ლეპტოპი.
2--- წლის 1- თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, თ--------- მ------–-- ქ. N--ში მდებარე ბ--–--------------ს ტერიტორიაზე არსებული ი-- „ნ--–- ჩ--–----–---–ის“ სახელზე რეგისტრირებული აფთიაქიდან ამოღებული იქნა ნ--–- ჩ-----–-–---–ის თანამშრომლების: ლ------ ჭ---------ას, მ------- გ----------ს, ვ------ ა--------ის, ნ--- კ-----ას, ნ-----–- ნ-----ას, გ---–----- ბ-------ს, დ-------- ზ--------ის, ნ----- ჩ-----–--ს, ა---------– ბ--–-------ის, ლ--–- შ---------ის, ზ--- ნ-----ას, ს---–---- კ-----–---–-ას, თ-- გ--------ს, მ--–----ი ჩ----ის და მ------ ს-----–---–ის მიერ ნაწარმოები ე.წ. ,,შავი ჩანაწერები’’. ასევე, ვ------ ა--------ის სავაჭრო ე.წ. ,,დახლიდან’’ ამოღებული იქნა 12 კოლოფი ,,დეპარტინი’’.
2--- წლის 1- თებერვლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტების დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა ი--- ხ----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ხუთ რვეულში არსებული ე.წ. „შავი ჩანაწერები“, რომლებშიც ფიქსირდება წამლების დასახელება, რაოდენობა და ღირებულება.
2--- წლის 19 თებერვლის აქტით დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად, ფიზიკურ პირს „ი--- ხ----–---ს“ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაეკისრება 3 812 ლარი. მათ შორის, ძირითადი თანხა 2880 ლარი, ჯარიმა - 932 ლარი.
აღნიშნული აქტის სისწორე სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ინსპექტორებმა: ბ----- ბ-----შვილმა და მ-----– კ--–-----–--ემ.
2--- წლის 2 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ი--- ხ----–---ის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მედიკამენტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 15 549,07 ლარს. ი-- „ნ--–- ჩ--–----–---–ის" აფთიაქიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული მედიკამენტის მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 288 ლარს. ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარდგენილი მედიკამენტების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 15 837,07 ლარს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: თ----- ნ------ემ.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საბოლოო სიტყვაში, ბრალდებულებმა - ი--- ხ----–---მა და თ---------- ც------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნეს, განაცხადეს რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რაც რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულებთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა: ი--- ხ----–---მა და თ---------- ც------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ი--- ხ----–---ი და თ---------- ც------ე თავს არ სცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოება და ი--- ხ----–---ის და თ---------- ც------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად ისჯება სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. „მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას და რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს მიიღო კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სადაც დეტალურადაა გაწერილი ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები.
დანაშაულის ობიექტური მხარე სამი ნიშნით ხასიათდება: ქმედება, მძიმე შედეგი, რაც გამოიხატება მნიშვნელოვან ზიანში ან დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებაში და მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი. ობიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება გამოიხატოს სამეწარმეო საქმიანობაში რეგისტრაციის გარეშე. მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ. ამ მომენტიდან სამეწარმეო საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს. ამდენად, უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. დანაშაული დამთავრებულად ითვლება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჯგუფურად.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ი--- ხ----–---მა და თ---------- ც------ემ შერაცხული დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.
კერძოდ, მოწმე მ------ ქ-----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ავტობუსის გამცილებლის პოზიციაზე თბილისი-ტ--------ნის მიმართულებით, რომელსაც ი--- ხ----–---ის დავალებით შემოჰქონდა მედიკამენტები საბაჟო კონტროლისგან მალულად, რომელსაც აწვდიდა ი--- ხ----–---ს და თ---------- ც------ეს. ჯამში მედიკამენტები შემოიტანა 1--12-ჯერ, რომელშიც გადაიხადა დაახლოებით 30 000 აშშ დოლარი. მისივე ჩვენებით, თ---------- ც------ეს იცნობდა, როგორც ი--- ხ----–---ის მეგობარს და მასთან ჰქონდა ურთიერთობა მედიკამენტების ირგვლივ, რომლებიც შემდგომ ახდენდნენ მედიკამენტების რეალიზებას.
მოწმე რ----- ს--–-----ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ტაქსზე ო-----------ე-თბილისის მარშუტზე. მასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც სთხოვა, რომ ი--- ხ----–---ისათვის წაეღო მედიკამენტები. ჩამოჰქონდა მედიკამენტები, რომელსაც აძლევდა ი--- ხ----–---ს, ხოლო ი--- ხ----–---თან შეთანხმებით და მისივე დავალებით, მედიკამენტებს ასევე აძლევდა თ---------- ც------ეს.
მოწმე მ--- ჯ---–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ ი--- ხ----–---ის თხოვნით ხვდებოდა მძღოლს ო--------–------------ში, რომელსაც თ--------------------–---დან პოლიეთილენის პარკით ჩამოჰქონდა მედიკამენტები, რომელიც მიჰქონდა ი--- ხ----–---თან თბილისში, წ-------–-------------- ნაქირავებ ბინაში. ი--- ხ----–---ი მეგობრობდა თ---------- ც------ესთან და მასთან ხშირად უნახავს სახლში.
მოწმეთა: ლ--–- შ-–-------ის, ც-–---- ა-------ის, ნ-----–- ნ-----ის, ნ----- ფ-----ის, მ--–---- ჩ----ის, თ--- ხ-----–---–ის, ლ--–- ჭ---------ას, კ------ ა--------ის და თ---------- ბ--–-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მათ მედიკამენტებით ამარაგებდა ი--- ხ----–---ი, რომელსაც შემდგომ ყიდიდნენ.
მოწმე შ--–-- შ--------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ი--- ხ----–---ისგან და თ---------- ც------ისგან ყიდულობდა მედიკამენტებს.
ი--- ხ----–---ის და თ---------- ც------ის დანაშაულებრივი ქმედება ასევე დადასტურდა, საქმეზე გამოკვლეული ფარული ჩანაწერებით, სადაც საუბარია მედიკამენტების შემოტანაზე, მძღოლის დახვედრაზე, მედიკამენტების გამორთმევაზე და თანხის გადახდაზე.
2--- წლის 19 თებერვლის აქტით დადგინდა, რომ ი--- ხ----–---ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაეკისრა 3812 ლარი.
2--- წლის 1- თებერვალის ი--- ხ----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ნ--–- ჩ-----–-–---–ის აფთიაქის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ჩხრეკისას ამოღებული იქნა არარეგისტრირებული მედიკამენტები.
2--- წლის 2 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ი--- ხ----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ნ--–- ჩ-----–-–---–ის აფთიაქის ჩხრეკისას ამოღებული მედიკამენტების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 15837,07 ლარი.
ასევე, წერილობითი მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ არცერთი ბრადებული მეწარმეთა რეესტრში რეგისტრირებული არ არის და მათზე არც მედიკამენტების გაყიდვის ლიზენცია გაცემულა.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნ--–- პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნ--–- შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 1-862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი--- ხ----–---მა და თ---------- ც------ემ ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი--- ხ----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
თ---------- ც------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შავი ჩანაწერების ამსახველი დოკუმენტები, რაც მოპოვებული იქნა 1-.0--2--- წელს ი. ხ----–---ის სახლის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–--–-, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც ამოღებული იქნა 1-.0--2--- წელს ი. ხ----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ი-- „ნ--–- ჩ--–----–---–ის” აფთიაქის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–--–-, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი--- ხ----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ი--- ხ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. თ---------- ც------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. თ---------- ც------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. ნივთმტკიცება:
- შავი ჩანაწერების ამსახველი დოკუმენტები, რაც მოპოვებული იქნა 1-.0--2--- წელს ი. ხ----–---ის სახლის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–--–-, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომლებიც ამოღებული იქნა 1-.0--2--- წელს ი. ხ----–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ი-- „ნ--–- ჩ--–----–---–ის” აფთიაქის ჩხრეკის შედეგად და რომლებიც ინახება ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–---------------------–--–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი