განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
19 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - გ-------------–---
დაცვის მხრე
დამცველები - დ--------–----- ი-----–----------
ბრალდებული - ი----- რ----------ს ძე მ-----–-–---–-, პირადი №0----------, დაბადებული - 1--- წლის 0---------------, ნასამართლობის არმქონე, სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–------------------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
ი----- მ-----–-–---–- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სუ-------------------–------------თან“ 2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული N--- და 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N--- შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2013 წლის 01 აპრილამდე მუშაობდა სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ის თანამდებობაზე. ი----- მ-----–-–---–-, როგორც სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ე ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ევალებოდა დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულება, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო საქართველოს ს-----–----------------, სამინისტროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს---------------------–------------- დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ს-----–---------------- მინისტრის 2----–-–------------------- ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალებოდა ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი, ეპიზოოტიური მდგომარეობის რისკის ანალიზი, ცხოველთა სნეულებების ვეტერინალური დიაგნოსტიკა და ბიზნეს ოპერატორების ვეტერინალური მომსახურება. კერძოდ, ვეტერინალური საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა, ნებართვებისა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის მიუხედავად, ი----- მ-----–-–---–მა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივ უფლებამოსილება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი, რომლის მე-3 მუხლით დადგენილია ვეტერინარული სერთიფიკატის სახეები და მათი გაცემის წესი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ საქართველოდან თ--------------------–---–- გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვეტერინარული სერთიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N---- შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავისა და ტყავნედლეულის თ--------------------–---–- გაგზავნისათვის. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოდან სხვა დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე ვეტერინარული სერთიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N---- შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია შეკრებილი, სასაკლაო და სხვა წყაროდან მიღებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ექსპორტისათვის.
ი----- მ-----–-–---–-სათვის კ---------–---–-საგან ცნობილი გახდა, რომ შპს „ა-–---ს“ დირექტორს ნ----მ ე------ს სხვადასხვა პირებისაგან შეძენილი ჰქონდა არასასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავი და ვერ ახერხებდა თ--------------------–---–- გასაგზავნი საქონლის ტყავისათვის საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის აღებას, რადგან ეს უკანასკნელი გაიცემოდა მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებულ ტყავზე.
ი----- მ-----–-–---–-სათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერთიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი და იცოდა რა, რომ ამ წესის შესაბამისად არ შეიძლებოდა შპს „ა-–---სთვის“ ზემოთაღნიშნული ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემა, კ---------–---–თან შეთანხმებით შპს „ა-–---ს“ მიანიჭა უპირატესობა და მისდამი დაქვემდებარებულ ს---------------------------–-------------- მ–---------------ის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსს ზ----------------ს უშუალოდ დაავალა შპს „ა-–---ზე“ ვეტერინარული სერთიფიკატი გაეცა არა დანართი N---- მოთხოვნათა დაცვით, არამედ - დანართი N---- შესაბამისად.
აღნიშნულის შემდეგ, ს----------------------------–-------------- მ–---------------ის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის ზ---- ტ--------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს შპს „ა-–---ს“ სახელზე გაიცა ორი ვეტერინარული სერთიფიკატი N1----- და N1-----. აღნიშნული ვეტერინარული სერთიფიკატების საფუძველზე შპს „ა-–---მ“ განახორციელა თ--------------------–---–- საქონლის ტყავის ექსპორტი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ი----- მ-----–-–---–- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სუ-------------------–------------თან“ 2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული N--- და 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N--- შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2013 წლის 01 აპრილამდე მუშაობდა სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ის თანამდებობაზე. ი----- მ-----–-–---–-, როგორც სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ე ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ევალებოდა დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულება, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო საქართველოს ს-----–----------------, სამინისტროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს---------------------–------------- დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ს-----–---------------- მინისტრის 2----–-–------------------- ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად სხვა ფუნქციებთან ერთად ევალებოდა ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი, ეპიზოოტიური მდგომარეობის რისკის ანალიზი, ცხოველთა სნეულებების ვეტერინალური დიაგნოსტიკა და ბიზნეს ოპერატორების ვეტერინალური მომსახურება. კერძოდ, ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა, ნებართვებისა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის მიუხედავად, ი----- მ-----–-–---–მა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერთიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი, რომლის მე-3 მუხლით დადგენილია ვეტერინარული სერთიფიკატის სახეები და მათი გაცემის წესი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ საქართველოდან თ--------------------–---–- გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვეტერინარული სერთიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N---- შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავისა და ტყავნედლეულის თ--------------------–---–- გაგზავნისათვის. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი საქართველოდან სხვა დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე ვეტერინარული სერთიფიკატი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N---- შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია შეკრებილი, სასაკლაო და სხვა წყაროდან მიღებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ექსპორტისათვის.
ი----- მ-----–-–---–-სათვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ა-–---ს“ დირექტორს ნ----მ ე------ს სხვადასხვა პირებისაგან შეძენილი ჰქონდა არასასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავი და ვერ ახერხებდა თ--------------------–---–- გასაგზავნი საქონლის ტყავისათვის საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის აღებას, რადგან ეს უკანასკნელი გაიცემოდა მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებულ ტყავზე.
ი----- მ-----–-–---–-სათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N--- დადგენილებით დამტკიცებული ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერთიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესი და იცოდა რა, რომ ამ წესის შესაბამისად არ შეიძლებოდა შპს „ა-–---სთვის“ ზემოთაღნიშნული ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემა, თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო და შპს „ა-–---ს“ მიანიჭა უპირატესობა და მისდამი დაქვემდებარებულ ს---------------------------–-------------- მ–---------------ის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსს ზ----------------ს უშუალოდ დაავალა შპს „ა-–---ზე“ გაეცა ვეტერინარული სერთიფიკატი არა დანართი N---- მოთხოვნათა დაცვით, არამედ - დანართი N---- შესაბამისად.
აღნიშნულის შემდეგ, ს----------------------------–-------------- მ–---------------ის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის ზ---- ტ--------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს შპს „ა-–---ს“ სახელზე გაიცა ორი ვეტერინარული სერთიფიკატი N1----- და N1-----. აღნიშნული ვეტერინარული სერთიფიკატების საფუძველზე შპს „ა-–---მ“ განახორციელა თ--------------------–---–- საქონლის ტყავის ექსპორტი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი----- მ-----–-–---–-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------ თ-----–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა თ---–--------------------–---------------------------- ხოლო ი----- მ-----–-–---–- - სამმართველოს უფროსად, რომელიც მოგვიანებით დაინიშნა ვ--------------–-----------------------------------------–---. 2004 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდნენ ერთად. შპს ,,ა-–---სთან“ დააკავშირა მეგობარმა რომელმაც უთხრა, რომ ჭიანურდებოდა ტყავის გატანასთან დაკავშირებული სერთიფიკატის გაცემა და სთხოვა დახმარება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად მივიდა ს---------------------–-----------–ი, სადაც შეხვდა უფროსს - კ---------–---–ს რომელმაც აუხსნა, რომ ტყავის გასატანი სერთიფიკატის გასაცემად აუცილებელი პირობა იყო ტყავის შეგროვება სასაკლაოზე. სერთიფიკატი უნდა გაეცა მ–------ სამსახურის სპეციალისტს - ზ---- ტ--------ეს, რომელიც ესწრებოდა მოსახლეობისაგან შეძენილი ტყავის ნიმუშების აღებას, რადგან მისი მონაწილეობის გარეშე არ გაიცემოდა სერთიფიკატი. ზ----------------სთან ერთად, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდა ი----- მ-----–-–---–-ც, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ტვირთი. ზ----------------მ და ი----- მ-----–-–---–მა შეამოწმეს საბუთები. კერძოდ, დამარილების აქტი, ნიმუშების აღების აქტი და ლაბორატორიის დასკვნა. შემოწმების დასრულების შემდგომ, ი----- მ-----–-–---–მა უთხრა ზ----------------ს, რომ ყველა საბუთი წესრიგში იყო და ექვემდებარებოდა სერთიფიცირებას, რის საფუძველზეც მ–------ სამმართველოში ზ----------------მ გასცა სერთიფიკატი და მოსახლეობისაგან შეგროვილი ტყავი გავიდა თ--------------------–---–-.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს---------------------–-----------–ი შტატგარეშე მოსამსახურედ, ხოლო ფაქტის დროს მუშაობდა ს---------------------–------------- ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის N--- დადგენილების დანართით შემუშავებულია ვეტერინარული სერთიფიკატის ფორმები N--------- რომელიც ეხება საექსპორტო ტყავსა და ტყავის ნედლეულს. ერთი ფორმა არის ქართულ-თურქული, ანუ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება, რომელიც ეხება სასაკლაოზე დაკლულ ცხოველებისგან მიღებულ ტყავს და ტყავნედლეულს, ხოლო მეორე არის საერთაშორისო ქართულ-ინგლისური ფორმა, რომელიც ეხება არასასაკლაოზე დაკლული ცხოველების ტყავსა და ტყავნედლეულს. შპს ,,ა-–---ს“ ადმინისტრაციას თუკი ექნებოდა სასაკლაოზე დაკლული ცხოველების ტყავი შეეძლო აეღო სერთიფიკატი და პირდაპირ გაეტანა ექსპორტზე. თუმცა ვინაიდან არ ჰქონდათ სასაკლაოზე დაკლული ცხოველისაგან შეგროვილი ტყავი, გარკვეული პერიოდი მასთან გადიოდნენ კონსულტაციებს, რომლებსაც უხსნიდა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი ნებართვა. სერთიფიკატის გაცემა ხდებოდა ადგილობრივ რაიონულ დონეზე. სადაც ტვირთი იმყოფებოდა, იმ რაიონის ვეტერინარული სამსახური გასცემდა ვეტერინარულ სერთიფიკატებს. თუკი რაიმე გასარკვევი იყო მას უკავშირდებოდნენ და უხსნიდა რა და როგორ გაეკეთებინათ. მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებდა მოადგილე - ი----- მ-----–-–---–-. 2013 წლის თებერვლის თვეში არ იმყოფებოდა სამსახურში და ზ---- ტ--------ის მიერ გაცემულ სერთიფიკატთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისი მივლინებაში ყოფნის დროს, მის მოვალეობას ასრულებდა მისი მოადგილე - ი----- მ-----–-–---–-. მივლინებაში ყოფნის დროს სერთიფიკატების გაცემის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. გადმოცემით იცის, რომ ი----- მ-----–-–---–- უფროსის დავალებით მივიდა ადგილზე, შეამოწმა ტვირთი და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო სერთიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2012-2013 წლებში მუშაობდა ს---------------------–------------- ვეტერინარული სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრების გაკეთება, კურირებას უწევდა სპეციალისტებს, რომლებიც სოფლების მიხედვით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებებს. 2012-2013 წლებში ვ--------------–-----------------------–---------–ი იყო კ---------–---–-, რომელსაც უკავშირდებოდნენ და უთანხმებდნენ სერთიფიკატის გაცემის ნებართვებს. კ---------–---–-ს არ ყოფნის შემთხვევაში ყველა საკითხი დანხმდებოდა ი----- მ-----–-–---–თან. მას უშუალო კავშირი ჰქონდა კ---------–---–თან, რომლის ნებართვითაც მოსახლეობაში შეგროვილ ტყავზე გაიცემოდა თ--------------------–---–- ტრანსპორტირებისათვის საჭირო სერთიფიკატები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში იგივე ძ---–---–ის გადაწყვეტილებით უქმდებოდა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე (მოწმის გარდაცვალების გამო), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ზ---- ტ--------ის 2013 წლის 3 აპრილის დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც იგი 2008 წლიდან დაკითხვის დღემდე მუშაობდა ს---------------------------–-----------–-- მ–---------------ის სამმართველოს უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა განცხადებისა და სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე სერთიფიკატების გაცემა. 2013 წლის თებერვლის თვეში შპს „ა-–---ს“ დირექტორმა ნ----მ ე------მა მიმართა წერილობითი განცხადებით და მოითხოვა მისი კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავზე საერთაშორისო სერთიფიკატების გაცემა თ--------------------–---–- წასაღებად. რადგან იმ დროისათვის კ---------–---–- არ იმყოფებოდა საქართველოში, დარეკა სააგენტოში და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ, სადაც უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლის გარეშე არაფერი მოემოქმედებინა. 2013 წლის 26 თებერვალს მ–--------------ის სოფელ ც--------–-, სადაც დასაწყობებული იყო შპს „ა-–---ს“ კუთვნილი საქონელი, ჩავიდა კ---------–---–-ს მოადგილე - ი----- მ-----–-–---–-. მან გადაამოწმა შეკრებილი დოკუმენტაცია, რომელმაც ნება დართო დაეტვირთათ საქონელი და გაეცა სერთიფიკატი. აღნიშნულის შემდგომ ი----- მ-----–-–---–- დაბრუნდა თბილისში, ხოლო თავად სპეციალისტ - ვ--–------ ჩ--------თან ერთად დაესწრო ტყავის ტრანსპორტზე დატვირთვას. აღნიშნული ქმედებით დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N--- დადგენილებით გათვალისწინებული ნორმები. სერთიფიკატებზე ხელმოწერები შესრულებულია მის მიერ, რომლებიც გადასცა შპს „ა-–---ს“ წარმომადგენელს. სსიპ „სუ-------------------–------------“ უფროსის მოადგილე და იმ დროისათვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ი----- მ-----–-–---–- საქმის კურსში იყო და მან მისცა თანხმობა, რათა დანართი N---- მიხედვით გაეცა სერთიფიკატი.
2013 წლის 3 აპრილის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ ქ-------–--–-----------------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რ----– ნ-–-------გან ამოღებული იქნა შპს „ა-–---ს“ (ს/ნ 4--------) სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია: ინვოისები, შესყიდვების კონტრაქტები, ვეტერინალური სერტიფიკატები, აქტები, შპს „ა-–---ს“ დირექტორის 01.04.2013 წ. განცხადება ს-----–---------------- სამინისტროსადმი და რ----– ნ-–------- მიერ ნაწარმოები ჩანაწერების წიგნაკები.
2013 წლის 3 აპრილის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისი, მა--–--–----–------------------ში მდებარე საქართველოს ს-----–---------------- სამინისტროს ს---------------------------–-------------- ვე------------------------------------------- კ---------–---–-სა და მოადგილის ი----- მ-----–-–---–-ს სამუშაო ოთახიდან ამოღებული იქნა საქართველოს ს-----–---------------- სამინისტროს ს---------------------------–-------------- ვ------------ის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვები, სერთიფიკატები, მათ შორის შპს „ა-–---ს“ სახელზე 2012 წლის 12 დეკემბერს, 2013 წლის 14 იანვარს, 2013 წლის 15 თებერვალს და 2013 წლის 26 თებერვალს გაცემული სერთიფიკატები ტყავის ექსპორტის შესახებ.
2013 წლის 3 აპრილის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ მ–--------------ში, ა----–-----–-------------ში მდებარე ს------------------–----------------ს მ–---------------ის რეგიონალურ სამმართველოში, სამმართველოს უფროსის ზ---- ტ--------ისგან ამოღებული იქნა სერთიფიკატები საქართველოს ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე, დახედვის აქტები, ხელშეკრულებები უძრავი ქონების იჯარით გადაცემაზე, შრომითი ხელშეკრულებები, ნიმუშების აღების აქტები, დამარილების აქტები, დეზინფექციის აქტები, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგი, ვეტერინარული მოწმობა, ამონაწერები არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „ა-–---ს“ დირექტორის პასპორტის ასლები და აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები.
საქართველოს ს-----–---------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვ------------ისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის 2006 წლის 1-ლი ივნისის ბრძანებით დადგინდა, რომ ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა ს-----–---------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „-------------------–-----------------------------–-------------–--------------–-------------------------------–- ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2006 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს ს-----–---------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვ------------ისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის 2010 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით დადგინდა, რომ ი----- მ-----–-–---–- გადაყვანილ იქნა ვ------------ის დეპარტამენტის, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
საქართველოს ს-----–---------------- სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვ------------ისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანებით დადგინდა, რომ ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------- ვ------------ის დეპარტამენტის, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე - 2011 წლის 17 აპრილის ჩათვლით.
2011 წლის 18 აპრილის შრომითი ხელშეკრულებით N8- დადგინდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ს---------------------–------------- უფროსსა და ი----- მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა ვ------------ის დეპარტამენტის, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2011 წლის 1 აგვისტოს შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N----ით დადგინდა, რომ 2011 წლის 18 არილის N8- შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
2011 წლის 1 ნოემბრის შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N7---ით დადგინდა, რომ 2011 წლის 18 არილის N8- შრომითი ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2011 წლის 11 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულებით N--- დადგინდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ს---------------------–------------- უფროსსა და ი----- მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა ვე-----------------------------------------------------–-- თანამდებობაზე.
2011 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N----ით დადგინდა, რომ 2011 წლის 18 არილის N8- შრომითი ხელშეკრულების მე-5 თავის 5.1 პუნქტის და 5.1.3 პუნქტის თანახმად, შეწყდა 2011 წლის 18 აპრილს გაფორმებული N8- შრომითი ხელშეკრულება 2011 წლის 11 ნოემბრიდან.
2011 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებით N--- დადგინდა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ს---------------------–------------- უფროსსა და ი----- მ-----–-–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა სა-----------------–---------------–---------------------------------–---------------------------------------------------------------------–ის თანამდებობაზე.
2012 წლის 25 ივნისის შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N1---ით დადგინდა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის N--- შრომით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ვადა გაიზარდა - 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2012 წლის 31 დეკემბრის შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ N1----ით დადგინდა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის N--- შრომით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა - 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით.
2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N--- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი. დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე გაიცემა დანართი N---- ტიპის სერთიფიკატი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოდან თ--------------------–---–- გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვეტერინალური სერთიფიკატი დანართი N---- გამოყენება.
2011 წლის 14 იანვარის საქართველოს ს-----–---------------- მინისტრის №2-- ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------- დებულებით დადგენილია, რომ დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს სერთიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-3 მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების საფუძველზე, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც ჰყავს სამი მოადგილე. იმავე დებულების მე-3 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ სააგენტოს უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
2013 წლის 26 თებერვლის N1----- ცხოველური წარმოშობის ნედლეულის საქართველოდან ექსპორტის თაობაზე გაცემული სერთიფიკატით დადგინდა, რომ მ–---------------ის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის - ზ---- ტ--------ის მიერ შპს „ა-–---ზე“ გაცემული იქნა ვეტერინალური სერთიფიკატი N1-----.
2013 წლის 26 თებერვლის N1----- ცხოველური წარმოშობის ნედლეულის საქართველოდან ექსპორტის თაობაზე გაცემული სერთიფიკატით დადგინდა, რომ მ–---------------ის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის - ზ---- ტ--------ის მიერ შპს „ა-–---ზე“ გაცემული იქნა ვეტერინალური სერთიფიკატი N1-----.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ი----- მ-----–-–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2000 წლიდან მუშაობს ს---------------------------–-------------- ვ----------–---------------------------------------------–-----------------ზე. მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ს-----–---------------- მინისტრის 2----–-–------------------- ბრძანებით, რომელშიც გაწერილია მისი უფლება-მოვალეობები. მას არ ევალებოდა სერთიფიკატების გაცემა და გაცემული სერთიფიკატების კონტროლი. დეპარტამენტის უფროსის კ---------–---–-ს არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებდა მოადგილე. ფაქტის დროს კ---------–---–- არ იმყოფებოდა საქართველოში და ს--------------------------------–-- ნ-----------------–---–-ს დავალებით, ჩავიდა მ–-----ში, სადაც დახვდა რეგიონალური სამმართველოს უფროსი - ზ----------------, რომელთან ერთადაც შეისწავლა შპს ,,ა-–---ზე“ სერთიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაცია და ვიზუალურად დაათვალიერა ტყავი. ვინაიდან, ტყავი ჯანმრთელი იყო განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო მისი სერთიფიცირება, თუმცა მას არც მითითება მიუცია სერთიფიკატის გაცემაზე და არც დანართი N-------- გაუცია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ი----- მ-----–-–---–თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა, თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ, ი----- მ-----–-–---–-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენაში - ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოგანხილული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ი----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, ბრალდებულ ი----- მ-----–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ ი----- მ-----–-–---–-ს მიერ მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მიერ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღება. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ის ფაქტი, რომ ი----- მ-----–-–---–ს რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდა შპს „ა-–---ს“ ხელმძღვანელობასთან, იყო დაინტერესებული და სერთიფიკატების გაცემის ნებართვა გასცა შეგნებულად, რათა მოსახლეობაში შეგროვილი და არა სასაკლაოზე დაკლული საქონლის ტყავი გასულიყო თ--------------------–---–- და ამით, შპს „ა-–---ს“ უპირატესობა მიეღო სხვა მეწარმეებისაგან განსხვავებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ასრულებდა უფროსის მოვალეობას, ჩასული იყო მ–---------------ის რეგიონში, უშუალოდ შეამოწმა მოსახლეობაში შეგროვილი საქონლის ტყავი, შესაბამისი დოკუმენტაცია და ისე, რომ ბოლომდე არ გაერკვა სერთიფიცირების საკითში, გასცა სერთიფიკატის გაცემის ნებართვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი----- მ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილია სამსახურებრივი გულგრილობა - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). განსახილველ შემთხვევაში, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ისე სამსახურებრივი გულგრილობა მიეკუთვნებიან სამოხელეო დანაშაულთა კატეგორიას და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ი----- მ-----–-–---–-ს მიერ სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი----- მ-----–-–---–-ს მიერ სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დადასტურება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით, კერძოდ: 2011 წლის 11 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულებით N--- და 2011 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებით N----ით დადგინდა, რომ ი----- მ-----–-–---–- დაინიშნა ვე-----------------------------------------------------–-- თანამდებობაზე 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით;
2011 წლის 14 იანვარის საქართველოს ს-----–---------------- მინისტრის №2-- ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------- დებულებით დადგინდა, რომ სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია გასცეს სერთიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რომელიც არის უფლებამოსილი სერთიფიკატების გაცემაზე. განსახილველ შემთხვევაში სერთიფიკატის გაცემის ნებართვაზე უფლებამოსილი პირი იყო - ი----- მ-----–-–---–-;
2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N--- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმები. კერძოდ, საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე გაიცემა დანართი N---- ტიპის სერთიფიკატი, ხოლო საქართველოდან თ--------------------–---–- გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვეტერინალური სერთიფიკატი დანართი N7. მიუხედავად იმისა, რომ ი----- მ-----–-–---–-სთვის ცნობილი იყო აღნიშნული გარემოებების შესახებ, აღნიშნული წესების დარღვევით, 2013 წლის 26 თებერვალს მისი ნებართვით მ–---------------ის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის - ზ---- ტ--------ის მიერ შპს „ა-–---ზე“ გაცემული იქნა ვეტერინალური სერთიფიკატები N1----- და N1-----.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- მ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილია სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი----- მ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ხასიათდება დადებითად და სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მიღებული აქვს არაერთი სერთიფიკატები, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- მ-----–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
2. ი----- მ-----–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2013 წლის 04 აპრილიდან 2013 წლის 06 აპრილის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ი----- მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. ი----- მ-----–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი