განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ვ--------–--–------–-–---–ის,ადვოკატის - გ------------–---–----,ბრალდებულის – თ-------- ჩ---------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ-------- დ------ს ძე ჩ---------–---–ის, დაბადებულის - 1--- წლის 2---------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0---------7, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ თ-------- ჩ---------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-ა შენახვა და 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თ-------- ჩ---------–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინიხა 0,5196 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა - (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 6 ცალი ტაბლეტი, საიდანაც 2018 წლის 28 აპრილს, ქ.თბილისი, ა--–-------–ის გამზირი #--ში მდებარე ღ-------–--- ,,ბ-----ის“ შესასვლელთან თ-------- ჩ---------–---–მა 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 01 ცალი ტაბლეტი, 120 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ------ რ----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–----------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
2018 წლის 30 აპრილს, ქ.თბილისი, დ------------ი, მე-6----------–ი, #-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ-------- ჩ---------–---–მა 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 05 ცალი ტაბლეტი, 600 ლარად უკანონოდ გაასაღა ზ------ რ----–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–----------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ.
ჩადენილი ქმედებისათვის თ-------- ჩ---------–---–ი 2----–-–------------ დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ბრალდებულმა თ-------- ჩ---------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალა, კრებსითი ამონაბეჭდი, დათვალიერების და ამოღების ოქმები, ქიმიური ექსპერტიზის №7---------/ქრ, №1----------- და №1----------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თ-------- ჩ---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
თ-------- ჩ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
თ-------- ჩ---------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ თ-------- ჩ---------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
<
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ჩ---------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------- ჩ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
3. თ-------- ჩ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მაისიდან.
4. თ-------- ჩ---------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. ნივთმტკიცება:
- 07 (შვიდი) ცალი ლაზერული დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- თ-------- ჩ---------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 01 (ერთი) ცალი აბი და პოლიეთილენის პაკეტი, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, ნერწყვის ნიმუში, საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერებები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- თ-------- ჩ---------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ზ------ რ----–---–ისგან ამოღებული ფულადი თანხა, რომლებიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი