განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ი-----–- ქ--------ს
ბრალდებულ – ი----- გ---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ი----- შ----–-ს ძე გ---–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1---------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------- ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: თ--–---ს რაიონის სოფელ ი---–----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისში, ნ-------------–--–--------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- გ---–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).
მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----- გ---–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
შ------- კ-–--–---–- და ი----- გ---–---–ი სამი წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან ერთიან სამეურნეო საქმიანობას. მათთან ერთად ასევე ცხოვრობენ შ------- კ-–--–---–-ს არასრულწლოვანი შვილები - 11 წლის ს--- უ--–--- და 13 წლის ლ---- უ--–---.
2017 წლის 2 იანვარს, შუადღის საათებში, ქ. თბილისში, ე-–-----------–---, ნ-------------–--–--------------ში, შ------- კ-–--–---–-ს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი----- გ---–---–მა, შ------- კ-–--–---–-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - შ------- კ-–--–---–ზე, კერძოდ, ი----- გ---–---–მა მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში შ------- კ-–--–---–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ე-–-----------–---, ნ-------------–--–-------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი----- გ---–---–მა, შ------- კ-–--–---–-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - შ------- კ-–--–---–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ კი თმებში მოქაჩა, დააგდო იატაკზე, წაქცეულ შ------- კ-–--–---–ს ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, თანაცხოვრების პერიოდში ი----- გ---–---–ი თავის მეუღლეს - შ------- კ-–--–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რა დროსაც შ------- კ-–--–---–- განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის აპრილის თვის ბოლოს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ე-–-----------–---, ნ-------------–--–--------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი----- გ---–---–ი გაშლილი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ------- კ-–--–---–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ი----- გ---–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ი----- გ---–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ი----- გ---–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით სამი წელია, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ------- კ-–--–---–თან და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის ყოფილა სიტყვიერი კონფლიქტები ყოფით საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას არასდროს ჰქონია ადგილი. ასევე, მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შ------- კ-–--–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი ლ---- უ--–---, რომელმაც განმარტა, რომ ი----- გ---–---–ი არის მისი მამინაცვალი. იგი ხანდახან ეჩხუბებოდა შ------- კ-–--–---–ს და ერთი-ორჯერ ხელიც დაურტყამს მისთვის, თუმცა ეს მოხდა თუ არა 2017 წლის 2 იანვარს ან 2018 წლის აპრილის ბოლოს, - არ ახსოვს. ასევე ვერ იხსენებს ი----- გ---–---–ის მხრიდან შ------- კ-–--–---–-ს მიმართ მოკვლით დამუქრებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა არასრულწლოვანი ს--- უ--–---, რომელმაც განმარტა, რომ ი----- გ---–---–ი არის მისი მამინაცვალი. თანაცხოვრების პერიოდში იგი უყვიროდა ხოლმე დედამისს - შ------- კ-–--–---–ს, თუმცა მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს. მისი მხრიდან შ------- კ-–--–---–-ს მისამართით ვერც მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს იხსენებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ზ----- ნ---------ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ე-–-----------–---, ნ-------------–--–--------------ში. საკუთრებაში აქვს კერძო სახლი, რომლის მე-2 სართულზე ცხოვრობს თვითონ და მისი მეუღლე, ხოლო პირველი სართული გაქირავებული აქვს ი----- გ---–---–ზე და შ------- კ-–--–---–ზე, რომლებიც ცხოვრობენ შ------- კ-–--–---–-ს ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ბინიდან მას ყვირილისა და ჩხუბის ხმა ხშირად გაუგია, თუმცა ი----- გ---–---–ის მხრიდან შ------- კ-–--–---–-ს ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია.
2018 წლის 16 ივლისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის ავტორმა – ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შ------- კ-–--–---–- მეუღლის - ი----- გ---–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------------- სამმართველოს, ი------------–----–-- პატრულ-ინსპექტორი - გ--- ჯ----–---, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 18:40 საათზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 112-ზე გაკეთებული გამოძახების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გავიდა ქ. თბილისი, ნ-------------–--–--------------ში, სადაც დახვდნენ შ------- კ-–--–---–- და ი----- გ---–---–ი. როგორც შ------- კ-–--–---–მა მათ განუმარტა მისი მეუღლე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო რამდენიმე დღით ადრე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შ------- კ-–--–---–-ს თხოვნით მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც ი----- გ---–---–ს აეკრძალა მეუღლესთან მიახლოება, ხოლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გადასცა კრიმინალური პოლიციის ი----------------------------–--------- განყოფილებას.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------------------–---- თანამშრომლები - გ------- თ------- და გ------- თ------–---–ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2018 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თბილისში, ნ-----------ზე, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს ი----- გ---–---–ი. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
2018 წლის 1 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ნ-------------–--–--------------ის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში. დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის 2 იანვარს და 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე------------------–----ი ვ----– ვ-–-----, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 1 მაისს, მეწყვილე ა-–---------ე ნ-----–---–თან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული გამომძიებელ გ------- ბ------ის მიერ ქ. თბილისში, ნ---------–--–--------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის დათვალიერებაში, რა დროსაც მათ მიერ გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რაც გადატანილ იქნა დისკზე. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------------------–---- თანამშრომლები - გ------- ბ------ე და ი---- ფ---–---–--–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი----- გ---–---–ის მიერ შ------- კ-–--–---–-ს მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ი----- გ---–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ი----- გ---–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა შ------- კ-–--–---–მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე; ბრალდებულმა ი----- გ---–---–მა უარყო შ------- კ-–--–---–-ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის განხორციელება და განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტებს, თუმცა სისტემატურ შეურაცხყოფას, მუქარას ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოში დაიკითხა ასევე ორი არასრულწლოვანი მოწმე, რომელთაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს სასამართლოს, კერძოდ, მათ დაადასტურეს დედასა და მამინაცვალს შორის სიტყვიერი კონფლიქტის არსებობა, თუმცა ერთმა მათგანმა (ს--- უ--–---მ) ფიზიკური ძალადობის ირგვლივ ვერაფერი გაიხსენა, ხოლო მეორემ (ლ---- უ--–---მ) აღნიშნა, რომ ი----- გ---–---–ს ერთი-ორჯერ ხელიც დაურტყამს დაზარალებულისთვის, თუმცა როდის მოხდა ეს, - ამის თქმა არ შეუძლია და ვერ ადასტურებს, რომ ეს იყო 2017 წლის 2 იანვარს ან 2018 წლის აპრილის ბოლოს, მაშინ, როცა ბრალდების მხარე სწორედ ამ პერიოდში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავება ბრალდებულს და არა ზოგადად თანაცხოვრების პერიოდში ჩადენილ ძალადობას. ეს კი სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას გასცდეს ბრალდების ფარგლებს და იმ დანაშაულის ჩადენისათვის დასდოს პირს მსჯავრი, რასაც თავად ბრალდების მხარე არ ედავება ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ 2017 წლის 2 იანვარს და 2018 წლის აპრილის ბოლოს განახორციელა ი----- გ---–---–მა ფიზიკური ძალადობა შ------- კ-–--–---–ზე და სწორედ ამ ფაქტების დადასტურება უნდა შეძლოს ბრალდების მხარემ, რაც გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა. საქმის ირგვლივ დაიკითხა ასევე მეზობელი - ზ----- ნ---------ი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელი ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად გაუგია, თუმცა ფიზიკური ძალადობის ან მუქარის ფაქტს უშუალოდ არასდროს შესწრებია. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დანარჩენ მტკიცებულებებს, ისინი ი----- გ---–---–ის მხრიდან შ------- კ-–--–---–-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ სასამართლოს ვერავითარ ინფორმაციას ვერ აწვდიან, კერძოდ, დაიკითხნენ ი----- გ---–---–ის დამკავებელი პირები, რომელთაც ისაუბრეს დაკავების კანონიერებაზე, დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩამტარებელი და მონაწილე პირები, რომელთაც ისაუბრეს დათვალიერების ჩატარების შესახებ, ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები, რომელთაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და არცერთ მათგანს თავად დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, შ------- კ-–--–---–-ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ექსპერტი მ------ მ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, შ------- კ-–--–---–- მეუღლის - ი----- გ---–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია არა მარტო ის, რა დასკვნამდე მივიდა ექსპერტი დაზარალებულთან გასაუბრების დროს, არამედ უპირველეს ყოვლისა ის, თუ რამდენად სწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა ექსპერტს, ანუ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს. სწორედ შ------- კ-–--–---–-ს მიერ გამოძიებისათვის და მათ შორის ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ი----- გ---–---–ის მხრიდან შ------- კ-–--–---–-ს მიმართ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ანდა მუქარის განხორციელების ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ქმნის იმ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც საჭიროა დანაშაულის არსებობის დადასტურებისა და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- გ---–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ი----- გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. ი----- გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4. ი----- გ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ი----- გ---–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
7. ი----- გ---–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი