გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/2173-18
30ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - მა----------ი
წარმომადგენელი - ლ-------------–--ლი
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შო-----------–-–---–ი
მესამე პირი - ლე--–----–--------–--ლი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2018წ. განჩინება)
წარმომადგენელი - რუ----------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 1--------ის N1----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’
1.3. საჯარო რეესტრს ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ცვლილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში გადაფარვის ნაწილში.
(იხ.სხდომის ოქმები:12.06.2018წ; 1--11.2018)
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებით, სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - ლე--–----–--------–--ლი და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სარჩელს და აღნიშნეს, რომ უსაფუძვლობის გამო იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2018 წლის 06 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N8----------- განცხადებით მიმართა ნ------–--------–---–მა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. თ---–--–-----------------------ში მდებარე უძრავ ნივთზე. ამასთან, მის მიერ წარდგენილი იქნა წერილობითი განცხადებები 3 და 6 იანვარს, სადაც იგი ითხოვდა N8----------- საზღვრის ცვლილებების თაობაზე მა----------ის განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას, იმ მოტივით, რომ მეზობლები არ ეთანხმებიან ცვლილებებს და გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნოტარიუსი მედიატორის დახმარება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2017 წლის 6 იანვრის განცხადება, განცხადება (ს.ფ.54-55)
-2017 წლის 3 იანვრის განცხადება (ს.ფ. 328)
-საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 56-57)
-სახლთმფლობელობის მოკლე დახასიათება (ს.ფ.58)
-თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს N6---- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 59)
-მინდობილობა (ს.ფ.60-61)
-საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობა (ს.ფ.62)
-საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 63)
-თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება, მომზადების თარიღი:1--01.2010წ. (ს.ფ. 64)
ქ. თბილისის ნ----–-----ის რაიონის გამგეობის 1994 წლის 1 ივნისის N1-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 65)
4.2. 2017 წლის 17 იანვარს ნ------–--------–---–მა კვლავ წარადგინა განცხადება N8----------- სარეგისტრაციო წარმოებაზე და მოითხოვა მის მიერ ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ეხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც კორექტირებული იყო საინვენტარიზაციო გეგმის გათვალისწინებით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განცხადება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 68-71)
4.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის N8------------05 გადაწყვეტილებით ნ------–--------–---–ს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული ინფორმაციის საფუძველზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი წარმოადგენდა ს----------------ის საკუთრებას, შესაბამისად დაინტერესებული პირს დაევალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ პირს დაუდასტურდება საკუთრების უფლება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე. ამასთან, წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება წარმოებაში მყოფ N8----------- განაცხადთან და 8----------- განაცხადთან, ასევე ფიქსირდებოდა ზედდება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით 0------------
ნ------–--------–---–მა კვლავ წარადგინა განცხადება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 2 თებერვლის N8------------07 და 2017 წლის 14 თებერვლის N8------------09 გადაწყვეტილებებით ნ------–--------–---–ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის განაცხადზე დაუდგინდა ხარვეზი ზემოაღნიშნული საფუძვლით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის N8------------05 გადაწყვეტილება (ს.ფ. 135)
-განცხადება (ს.ფ.74)
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 2 თებერვლის N8------------07 გადაწყვეტილება (ს.ფ.136)
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის N8------------09 გადაწყვეტილება (ს.ფ. 137)
4.4. 2017 წლის 14 თებერვალს ნ------–--------–---–მა მოითხოვა მედიატორი ნოტარიუსის დანიშვნა წარმოდგენილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
განცხადება, 14.02.2017წ. (ს.ფ.79)
4.5. 2017 წლის 19 დეკემბერს ნ89---------4 განაცხადზე წარდგენილი იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაიცა ნ------–--------–---–ის გარდაცვალების გამო და რომლიდანაც დგინდება, რომ ლე--–----–--------–--ლი წარმოადგენს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მან სრულად მიიღო მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონება. N89---------9 განცხადებაზე წარდგენილ იქნა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ-------–------------------------ში მდებარე, 262 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ნივთზე. ლე--–----–--------–--ლი 2017 წლის 23 დეკემბერს განცხადებაში მიუთითებდა, რომ N8----------- სარეგისტრაციო წარმოების პარალელურად მიმდინარეობდა N8----------- სარეგისტრაციო წარმოება საზღვრების კონფიგურაციის ცვლილებების თაობაზე, მის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 01.12.1--0---034). მომიჯნავე ნაკვეთი წარმოადგენდა მა----------ის საკუთრების და მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, მისი უძრავი ქონების ნაწილი, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, ექცეოდა მა----------ის საკუთრებაში, რაც ცალსახად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას. ლე--–----–--------–--ლი ითხოვდა სპეციალისტის ჯგუფის გამოყოფას, რომელიც ადგილზე შეისწავლიდნენ არსებულ სიტუაციას. ლე--–----–--------–--ლი აგრეთვე თანახმა იყო დავა მოგვარებულიყო სანოტარო მედიაციის გზით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2017 წლის 23 დეკემბრის განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 87-90)
-2017 წლის 19 დეკემბრის განცხადება, სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.91-95)
4.6. ლე--–----–--------–--ლის მიერ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ლე--–----–--------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თ---–--–--------------------ში მდებარე ს----------------ის საკუთრებად რეგისტრირებული საცხოვრებელი სადგომი ცნობილი იქნა უმკვიდროდ და აღნიშნული ქონება უსასყიდლოდ გადაეცა ლე--–----–--------–--ლს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 104-111)
4.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, დაზუსტებული ფართით 258 კვ.მ. საკადასტრო კოდით 01.12.1--01------ 2012 წლის 17 სექტემბერს, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავი ნივთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მოითხოვა ზ-------------მა, ამავე წლის 19 სექტემბერს აღნიშნული უძრავი ქონებაზე ზ-------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სააღრიცხვო ბარათი N03---3, აღრიცხულია 1--- წელს. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ამავე განცხადებით ზ-------------მა წარადგინა საინვენტარიზაციო გეგმა და ასევე მისი დაკვეთით დამზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართი მოიცავს 258 კვ.მ-ს.
ნასყიდობის ხელშეკრულების (25.09.2012) საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რომლის მონაცემები და კონფიგურაცია დაცული იქნა საჯარო რეესტში, შეიძინა მა----------მა 2012 წლის 25 სექტემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 01.12.1--0---034 დარეგისტრირდა მა----------ის საკუთრებაში 2012 წლის 26 სექტემბერს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ქვითარი, საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა-დახასიათება, საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 254-259)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 282)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 283)
4.8. საქმეში წარმოდგენილი N------------ განაცხადით და N8----------- განაცხადით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 26 დეკემბერს განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ---–------------------------.
,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N-------------03 გადაწყვეტილებით N------------ განცხადებაზე განმცხადებელს განემარტა, რომ დაყოფის შედეგად იცვლებოდა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია, რის გამოც მოსარჩელეს სარეგისტრაციო წარმოების განსახორციელებლად დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მასვე განემარტა, რომ შეწყდებოდა სარეგისტრაციო წარმოება. ამასთან 2016 წლის 28 დეკემბრის N8----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა რეგისტრაციის N------------ განცხადების დასრულებამდე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განაცხადის რეგისტრაციის N------------ (ს.ფ. 292-293)
-განაცხადის რეგისტრაციის N8----------- (ს.ფ. 203-304)
-,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N-------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 300)
-,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 დეკემბრის N8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 306)
4.9. ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის N-------------04 და ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N8------------04 გადაწყვეტილებებით ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებებზე N------------ და N8-----------.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის N-------------04 გადაწყვეტილება (ს.ფ. 301)
-სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N8------------04 გადაწყვეტილება (ს.ფ.207)
4.10. 2016 წლის 27 დეკემბერს მა----------მა N8----------- განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს.ფ. 259-ზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფარგლებში არსებული კონფიგურაციით შეძენილი უძრავი ქონების კონფიგურაცია მოსარჩელე მა----------მა, მას შემდეგ რაც შეიძინა საკადასტრო კოდზე 01.12.1--0---034 რეგისტრირებული უძრავი ქონება, შეცვალა იგი ახალი საკადასტრო მონაცემებით და ახალი კონფიგურაციით წარადგინა საჯარო რეესტრში, ს.ფ. 294 -ზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით კონფიგურაციის ცვლილება თვალსაჩინოა სწორედ უძრავი ქონების სადავო ნაწილზე მოცემულ დავაში, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ზედდება ნ------–--------–---–ის მიერ წარდგენილ N8----------- განცხადების წარმოებაში მყოფ მონაცემებთან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2016 წლის 27 დეკემბრის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ.308-309)
-საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ.294, ს.ფ.310-311)
4.11. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბოლოოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესწავლის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარმოდგენილი და 01.12.1--0---034 კოდზე ცვლილებით წარმოდგენილი N8----------- განაცხადის უძრავი ნივთების მცდარი საკადასტრო მონაცემების შესწორების საკითხის გადაწყვეტა.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის 10 იანვარს 11:00 საათზე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ობიექტები-ქ.თ---–----------------------- და ქ. თ---–----------------------.
აღნიშნული ინფორმაცია გაეგზავნათ სარეგისტრაციო წარმოების დაინტერესებულ მხარეებს ლე--–----–--------–--ლსა და მა----------ს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის N7-------- წერილობითი აქტი (ს.ფ.128)
-,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის N8------------24 გადაწყვეტილება (ს.ფ.143)
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს2017 წლის 28 დეკემბრის N56---- წერილი (ს.ფ. 122)
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს2017 წლის 28 დეკემბრის N56---- წერილი (ს.ფ. 125)
4.12. 2018 წლის 10 იანვარს ადგილზე გამოცხადდნენ გ-------------------------------–-ის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის წარმომადგენლები. ადგილზე დათვალიერებისას GNSS ტექნოლოგიის გამოყენებით აიგეგმა ლე--–----–--------–--ლის ნაკვეთი მის მიერ მითითებულ საზღვრებში. 01.12.1--0---034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის მესაკუთრემ მა----------მა უარი განაცხა აგეგმვაზე იმ მიზეზით, რომ ვერ აჩვენებდა ნაკვეთის საზღვრებს (წერილი N3-------; 18.--.2018).
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ-------------------------------–-ის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 18 იანვრის N3------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 129)
4.1-- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N89---------9-14 გადაწყვეტილების თანახმად სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა. კერძოდ, N89---------9 სარეგისტრაციო განცხადებაზე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 8----------- და 8----------- განცხადებებზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ნინო სალაძე, რომელთანაც შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 9 თებერვალს. დაინტერესებულ პირებს ასევე განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N89---------9-14 გადაწყვეტილება (ს.ფ.169-170)
4.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის N8----------- -58 გადაწყვეტილებით ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ მა----------ას 8----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დადგენილ იქნა, რომ 8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და წარმოებაში მყოფ 8----------- მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მედიატორ ნოტარიუსად არჩეულ იქნა ქეთევან გამისონია, სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის N8------------58 გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ’’ (ს.ფ. 334)
4.15. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 21 თებერვლის N8----------- გადაწყვეტილებით განმარტა, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება წარმოებაში მყოფ N8----------- განაცხადთან. 8----------- განაცხადით მიმდინარეობს მედიაციის ჩანიშვნის პროცესი, სარეგისტრაციო განცხადება ელოდება 8----------- განცხადების დასრულებას. ასევე ნ------–--------–---–ს ეცნობა, რომ მისი განცხადებით 8----------- და 89---------9 განაცხადი წარმოადგენს ერთი და იგივე განცხადებებს და რაც შეეხება 89---------9 განაცხადზე წარდგენილი ელ.ვერსიით ხელმძღვანელობას, 8----------- განაცხადზე სიტუაციური ნახაზი მომზადდა ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით და ის რეალურად შეესაბამება ნაკვეთის ფაქტიურ მდგომარეობას.
მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------–--------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8------------66 გადაწყვეტილების თანახმად, მა----------ს უარი ეთქვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში N88--------- განაცხადსა და წარმოებაში მყოფ N8----------- მონაცემებს შორის არსებული ზედდების აღმოსაფხვრელად ჩანიშნულ იქნა მედიაციის პროცესი ორჯერ. 2018 წლის 28 თებერვლის და 2018 წლის 19 თებერვლის წერილების მიხედვით მხარეები დაგეგმილ მედიაციაზე არ გამოცხადდნენ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნს დავის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის N8----------- გადაწყვეტილება (ს..ფ. 173)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ.155)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8------------66 გადაწყვეტილება (ს.ფ.383)
4.16.საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა N1--8----- ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის საფუძველზეც საჩივრის ავტორმა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილების გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 1--------ის N1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მა----------ის წარმომადგენელს ლ-------------–--ლს 2018 წლის 13 მარტის N1--8----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 1--------ის N1----- გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’ (ს.ფ.177-178)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N1-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესი’’.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულმა საკუთრების უფლების პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
7.1.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მოცემული კანონის მე-2 მუხლის ,,ლ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციასთან დაკავშირებულის გადაწყვეტილებების მიღების დამატებითი პირობები. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ზღუდავს მესამე პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება სათანადოდ დაასაბუთოს, რათა ის შეესაბამებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნებს.
,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.
ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განხილვის საგანს წარმოადგენდა 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი და 01.12.1--0---034 კოდზე ცვლილებით წარდგენილი N8----------- განაცხადით უძრავი ნივთების მცდარი საკადასტრო მონაცემების შესწორების საკითხი.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, მედიაცია არის ამ კანონით დადგენილი წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება; ხოლო ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სანოტარო მედიაცია არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის და რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი.
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც (რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს (ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N1-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის’’ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.
ამავე წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არსებობისას, სააგენტო შეარჩევს მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს და აღნიშნულის შესახებ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით აცნობებს დაინტერესებულ პირებს. მხარის (მხარეების) წინასწარი თანხმობის არარსებობისას, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან შეარჩიონ მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი. იმ მოდავე მხარეს, რომელიც არ არის სარეგისტრაციო წარმოებაზე განმცხადებელი, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება ეგზავნება ფოსტით. სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების მიმართ მოქმედებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-7-მე-11 პუნქტებით დადგენილი წესი, წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მოდავე მხარეების მიერ მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი შეირჩევა სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარეები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ შეარჩევენ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო. სააგენტოს მიერ მედიატორის/მედიატორი ნოტარიუსის არჩევის შესახებ მოდავე მხარეებს ეცნობებათ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ მოდავე მხარეების ან სააგენტოს მიერ შერჩეულ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ეგზავნება საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 30 იანვრის N89---------9-14 გადაწყვეტილების თანახმად სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა. კერძოდ, N89---------9 სარეგისტრაციო განცხადებაზე, სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 8----------- და 8----------- განცხადებებზე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მხარეთა შორის გამოვლენილი დავის მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დანიშნულ იქნა მედიატორი ნოტარიუსი ნინო სალაძე, რომელთანაც შეხვედრა დანიშნულ იქნა 2018 წლის 9 თებერვალს. დაინტერესებულ პირებს ასევე განემარტათ, რომ შეთანხმების მიუღწევლობის ან სანოტარო მედიაციის შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიიღებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის პროცესში N88--------- განაცხადსა და წარმოებაში მყოფ N8----------- მონაცემებს შორის არსებული ზედდების აღმოსაფხვრელად ჩანიშნულ იქნა მედიაციის პროცესი ორჯერ. 2018 წლის 28 თებერვლის და 2018 წლის 19 თებერვლის წერილების მიხედვით მხარეები დაგეგმილ მედიაციაზე არ გამოცხადდნენ. ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის 10 იანვარს 11:00 საათზე უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება. 2018 წლის 10 იანვარს ადგილზე გამოცხადდნენ გ-------------------------------–-ის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის წარმომადგენლები. ადგილზე დათვალიერებისას GNSS ტექნოლოგიის გამოყენებით აიგეგმა ლე--–----–--------–--ლის ნაკვეთი მის მიერ მითითებულ საზღვრებში. 01.12.1--0---034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის მესაკუთრემ მა----------მა უარი განაცხადა აგეგმვაზე იმ მიზეზით, რომ ვერ აჩვენებდა ნაკვეთის საზღვრებს (წერილი N3-------; 18.--.2018). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილებით ნ------–--------–---–ის განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8------------66 გადაწყვეტილების თანახმად, მა----------ს უარი ეთქვა რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეცვლის ფაქტობრივი საფუძველი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი მა----------ის საკადასტრო მონაცემებში ცვლილებების განხორციელებაზე წინააღმდეგობაში არ მოდის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებთან. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის მითითებული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. დასახელებული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ლე--–----–--------–--ლმა წარადგინა რა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ადგილზე დათვალიერების შედეგად გადამოწმდა და სიტუაციური ნახაზი მომზადდა ადგილზე დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით ნაკვეთის ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით, ადასტურებდა ლე--–----–--------–--ლის საკუთრების უფლებას. საქმეში დაცული მასალით აღმოფხვრილია ის ხარვეზი, რომელიც გახდა საფუძველი მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და სახეზე არ არის მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ, ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ,,ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 1--------ის N1----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც. ამ უკანასკნელით მხარე ასაჩივრებდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქალაქეს მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა სასამართლოს განსჯად საქმეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ადმინისტრაციული საჩივრით ასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილებას ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რაც კანონში მითითებული იმპერატიული დათქმის მიხედვით უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში და არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამდენად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1-------ის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილშიც.
7.4 სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მა----------ის სარჩელი დაუსაბუთებელია, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე დროს, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ არის უსაფუძვლო და ამ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-4, მე-9, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი