განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002610853
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

აკაკი მაჩიტიძის მდივნობით

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–--------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ვ------------------;

 

ადვოკატი - ბ--------–--–---–ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

დისპოზიცია:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი - გამართლდა);

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში, ქ. თბილისში, ლ----------–---–-------------ში ი-----–--------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------ას გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მარცხენა და მარჯვენა ხელზე მოუჭირა ხელი ძლიერად, ასევე მარცხენა ფეხის წვივის არეში ესროლა დანა, რის შემდეგაც წაქცეულს გულმკერდის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ფეხი, რა დროსაც მ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----–--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი).

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, კ---------------------------ში, ი-----–--------–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------ას გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოქაჩა თმებში და თავის არეში, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი-----–--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ი-----–--------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

2.2. ი-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, კ---------------------------ში, ი-----–--------–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------ას გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოქაჩა თმებში და თავის არეში, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამდენად, ი-----–--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი).

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა მ-------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ ი-----–--------–---–ი მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა, რომელიც გაიცნო თავის ნაცნობთან სახლში, სადაც ი-----–--------–---–ი მუშაობდა ხელოსნად. გაცნობიდან 7 თვის შემდეგ ი-----–--------–---–ი და მ-------------ა საცხოვრებლად ქირით გადავიდნენ ა----------------–---–-----------–---–-------------ში. ი-----–--------–---–ს ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, რა დროსაც იგი ხდებოდა აგრესიული. მ-------------ა მეუღლის ასეთ ხასიათსა და მის აგრესიულ ქმედებებს ოჯახის შენარჩუნების მიზნით ითმენდა და პოლიციაში არ აცხადებდა. ნასვამი ი-----–--------–---–ი კონტროლს კარგავდა და მისი აგრესიული ქმედებები გამოიხატებოდა მ-------------ას ცემაში. ი-----–--------–---–ი მუშაობდა კ---------------------------ში მდებარე ,,თ--–---ს“ შენობაში, დარაჯად. 2018 წლის 21 ივლისს მ-------------ა მისული იყო თავის მეუღლესთან, ,,თ--–---ს“ შენობაში, სადაც ი-----–--------–---–მა მას უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი. სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ი-----–--------–---–მა მ-------------ას მოქაჩა თმები და რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავის, მკლავის და გულ-მკერდის არეში, ასევე ფეხის წვივის არეში, რის შედეგადაც განიცადა საშინელი ტკივილი და სხეულზე დარტყმულ ადგილებზე გაუჩნდა ჰემატომები. აღნიშნულ დაზიანებებზე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რა დროსაც მ-------------ამ ექსპერტს განუცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ - ი-----–--------–---–მა. ცემის ფაქტს არავინ შესწრებია.

21 ივლისამდე რამდენიმე თვით ადრე ი-----–--------–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის გამო, შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი. სამი თვის შემდეგ ი-----–--------–---–ი აგრესიული გახდა. ი-----–--------–---–ი მიმართული იყო იმისკენ, რომ მ-------------ა დაეჩაგრა როგორც ქალი.

2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში ი-----–--------–---–მა მ-------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ხელით და დანით. დანა მას მოხვდა ხელთან და მიიღო დაზიანება, რაც მოგვიანებით დაასკვნა ექსპერტიზამაც. მ-------------ამ გამოძიებას წარუდგინა საკუთარი დაზიანებების ფოტოსურათები.

 

3.2. მოწმე დ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შსს ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით ღამის 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ხ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-----------–---–მა და მისმა თანამშრომელმა ი----------–---–მა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს ი-----–--------–---–ი.

 

3.3. გამომძიებლებმა ბ-------------–---–მა, თ----------------–---–მა და კ----–----------იამ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე, მხოლოდ 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც შეეხება 2018 წლი ივლისის თვის ეპიზოდს. ამავდროულად მოწმე ბ-------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაზარალებულ მ-------------ას შეამჩნია დაზიანებები.

 

3.4. შეტყობინის #1------ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 23:37 საათზე მ-------------ამ, კ---–----------------------------------თან, განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი-----–--------–---–მა, ხ------------------------თან მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2).

 

3.5. 2018 წლის 21 ივლისის განცხადებით დასტურდება, რომ მ-------------ამ პოლიციას წარუდგინა ფოტოსურათები, სადაც აღენიშნება დაზიანებები (ს.ფ. 8-10).

 

3.6. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 23:55 საათზე, ქ. თბილისში, კ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა ი-----–--------–---–ი (ს.ფ. 16-21).

 

3.7. #0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივლისს, ი-----–--------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან მან თავის მეუღლეს - მ-------------ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 32-34).

 

3.8. 2018 წლის 23 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ-------------ამ ქ. თბილისში, კ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს სს ,,თ--–---ს“ ოფისი, გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ ი-----–--------–---–მა მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 39-48).

 

3.9. 2018 წლის 23 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის #5--------- დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისს, მოქალაქე მ-------------ას პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე სისხლნაჟღენთის და მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული ნაჭდევის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა.

შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 21 ივლისს, ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჰკრა ხელი და წააქცია (ს.ფ. 85-86).

 

3.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

 

3.12. მოწმე ლ-----------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ ის და ი-----–--------–---–ი ერთად მუშაობენ. თვითონ ოსტატია, ხოლო ი-----–--------–---–ი - მონტიორი. 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით საღამოს 10:00 საათზე საკუთარ ოფისთან, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, კ---------------------------ში, იმყოფებოდნენ ლ-----------------, ი-----–--------–---–ი და ზ---------–--–---–ი, რომლებიც ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ. ამ დროს ი-----–--------–---–თან მივიდა მ-------------ა, რის შემდეგაც ისინი ორივენი შევიდნენ ოფისში, სადაც დაახლოებით 3 წუთით გაჩერდნენ. შემდეგ გამოვიდნენ და მ-------------ა გაემართა წ---------–------ ტაძრისკენ, ხოლო მამაკაცებმა ისევ გააგრძელეს ერთმანეთში საუბარი. საუბრისას ი-----–--------–---–ს დაურეკა ტელეფონმა, რის შემდეგაც იგი შევიდა ოფისში, საიდანაც გამოიტანა პოლიეთილენის პარკი და ტაძრის მიმართულებით გაემართა. ლ-----------------მ მას ჰკითხა თუ სად მიდიოდა, რაზეც უპასუხა, რომ ქალბატონს თავის პარკს დაუტოვებდა და დაბრუნდებოდა. ი-----–--------–---–ი დაახლოებით 4-5 წუთში დაბრუნდა უკან. ლ-----------------მ ი-----–--------–---–ი დაახასიათა დადებით პიროვნებად და პასუხისმგებლიან თანამშრომლად, რომელიც ნასვამი არასდროს გამოცხადებულა სამსახურში. მ-------------ა ხშირად მიდიოდა მათ ოფისთან, თუმცა მას რა ურთიერთობა ჰქონდა ი-----–--------–---–თან არ იცოდა.

 

3.13. მოწმე ზ---------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----–--------–---–ის თანამშრომელი. 2018 წლის 21 ივლისს საღამოს საათებში იმყოფებოდა ,,თ--–---ს“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და საუბრობდა ლ-----------------სთან და ი-----–--------–---–თან. ამ დროს ი-----–--------–---–თან მივიდა ქალბატონი, რომელთან ერთადაც ი-----–--------–---–ი შევიდა ,,თ--–---ს“ შენობაში. დაახლოებით 4-5 წუთის შემდეგ ისინი გამოვიდნენ შენობიდან, ქალბატონი წავიდა, ხოლო ი-----–--------–---–ი ისევ მათთან დადგა. ცოტა ხანში ი-----–--------–---–ს ტელეფონზე დაურეკეს, იგი შევიდა ოფისში, რაღაც პარკი გამოიტანა და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმართულებით წავიდა. ლ-----------------მ ი-----–--------–---–ს ჰკითხა, სად მიდიხარო, რაზეც უპასუხა, რომ ელოდებოდნენ, პარკი უნდა ჩაეტანა და მალე ამოვიდოდა. 2-3 წუთში ი-----–--------–---–ი უკან დაბრუნდა. გარკვეული დროის შემდეგ ადგილზე მივიდნენ პოლიციელები. იქ ასევე მივიდა ხსენებული ქალბატონი, რომელიც ი-----–--------–---–ს ლანძღავდა. იგი ხშირად მოდიოდა ი-----–--------–---–თან, რომელსაც უხეშად ელაპარაკებოდა. რაც შეეხება ი-----–--------–---–ს, იგი ხასიათდება დადებით და უკონფლიქტო პიროვნებად, რომელიც სამსახურში არასდროს მისულა ნასვამი.

 

3.14. მოწმე ზ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----–--------–---–ის მეზობელი, რომელთანაც აკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა. მან ი-----–--------–---–ი დაახასიათა დადებით პიროვნებად, რომელსაც უბანში არ მოსვლია კონფლიქტი და აქვს ნორმალური სიმთვრალე. ი-----–--------–---–ს ნორმალური ურთიერთობა აქვს ყველა მეზობელთან.

 

3.15. მოწმე ნ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ი-----–--------–---–ის შვილი, ხოლო მ-------------ა არის მამამისის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. მან ი-----–--------–---–ი დაახასიათა რბილი ხასიათის მქონე დადებით პიროვნებად. რაც შეეხება მ-------------ას, იგი აგრესიული ქალბატონია, რომელიც მას ერთხელ სამსახურში მიუვარდა და ეჩხუბა, რის გამოც ნ-----------–---–მა სამსახური დაკარგა. მ-------------ა ი-----–--------–---–ს შურისძიებით ემუქრებოდა, თუ იგი ცოლად არ მოიყვანდა მას. სატელეფონო საუბრისას მ-------------ამ ნ-----------–---–ს უთხრა, რომ სინამდვილეში დაზიანებები თავად მიიყენა და ი-----–--------–---–ს იგი არ უცემია.

 

3.16. ბრალდებულმა ი-----–--------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად შერაცხულ ქმედებებში და სასამართლოს მოახსენა, რომ მას მ-------------ასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში და არც 2018 წლის 21 ივლისს. ბოლო ეპიზოდს რაც შეეხება, რაიმე ინციდენტი რომ ყოფილიყო, ,,თ--–---ს“ თანამშრომლები გაიგონებდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომდარა. ხსენებულ დღეს მ-------------ა ,,თ--–---ს“ შენობაში მისული იყო, მან შენობის საპირფარეშოთი ისარგებლა, რა დროსაც ი-----–--------–---–მა ჩანთა გამოართვა. ამ დღეს, ი-----–--------–---–სა და მ-------------ას შელაპარაკება მოუვიდათ, მ-------------ა ბრალდებულს აგრესიულად ესაუბრა, შემდეგ კი პოლიციაში უჩივლა. მანამდე ასევე უჩივლა მ-------------ამ ი-----–--------–---–ს, რის გამოც 2018 წლის 11 ივლისს მის მიმართ შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი. კამათი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ი-----–--------–---–მა საკუთარი შვილის სახელზე გადააფორმა სახლი. მ-------------ა ფიქრობდა, რომ ი-----–--------–---–ი მას ცოლად მოიყვანდა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ აპირებდა მის ცოლად მოყვანას, რის გამოც მ-------------ა მის მიმართ განეწყო შურისძიების გრძნობით და უჩივლა მას.

 

3.17. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.18. სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს დაზარალებულ მ-------------ას ჩვენების იმ ნაწილში სადაც იგი მიუთითებს მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე რომელიც ეხება 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდს, რადგან დაზარალებულის ჩვენების ეს ნაწილი არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი, თუნდაც ერთი მტკიცებულებით (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდში). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი ი-----–--------–---–ის მიერ მ-------------ას მიმართ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ი-----–--------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ი-----–--------–---–ის მიმართ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის დაზარალებულ მ-------------ას ჩვენება, სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების ამ ნაწილზე და აღნიშნავს: - დაზარალებულ მ-------------ას ჩვენების სინამდვილეში რომელიც ასახავს 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდს - სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი პირდაპირი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–--------–---–ის მიერ მ-------------ას მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს. გარდა მ-------------ას ჩვენებისა, ამ ქმედების დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებაც კი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში, ხოლო დაზარალებულ მ-------------ას მიერ მიცემული ჩვენება საკმარისი არ არის ი-----–--------–---–ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის. ამასთან სასამართლო მიუთითებს, რომ მ-------------ას აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით არც სხვა პიროვნებისთვის უთქვამს და არც ექსპერტთან გასაუბრებისას დაუფიქსირებია რაიმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.20. შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–--------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი).

 

3.21. რაც შეეხება 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მ-------------ას ჩვენება თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მისი ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით. მის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. ხსენებული ჩვენება ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული მ-------------ა გამოძიებას უთითებს იმ ადგილს, სადაც ი-----–--------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (სადაც დადგენილია თუ რა სახისა და სიმძიმის დაზიანებები აქვს მ-------------ას), 112-ში შეტყობინების ოქმი (რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს მ-------------ამ პოლიციას შეატყობინა ცემის ფაქტზე), შემაკავებელი ორდერი (რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი-----–--------–---–მა ადრეც ჩაიდინა მ-------------ას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი), 2018 წლის 21 ივლისს ,,თ--–---ს“ შენობაში მ-------------ას ყოფნის ფაქტს ადასტურებს ი-----–--------–---–იც, თუმცა უარყოფს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

 

3.22. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

3.23. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, კ---------------------------ში, ი-----–--------–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------ას გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოქაჩა თმებში და თავის არეში, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.24. რაც შეეხებათ დაცვის მხარის მოწმეებს ლ-----------------ს და ზ---------–--–---–ს, მართალია ისინი აცხადებენ, რომ 2018 წლის 21 ივლისს, ,,თ--–---ს“ შენობასთან არ შესწრებიან ი-----–--------–---–ისა და მ-------------ას კონფლიქტს, მაგრამ ადასტურებენ, რომ მ-------------ა მისული იყო ი-----–--------–---–თან, რა დროსაც ისინი რამდენიმე წუთით შევიდნენ შენობაში. ამდენად, შესაძლებელია სწორედ ამ დროს მიაყენა ი-----–--------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მ-------------ას და დაცვის მხარის ხსენებული მოწმეები ცალსახად ვერ აბათილებენ დაზარალებულის ჩვენებას.

 

3.25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ი-----–--------–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

3.26. მ-------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სახეზე და სხეულზე (,,დაზიანებები მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე სისხლნაჟღენთის და მარცხენა წვივის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში ნაჭდევის სახით“) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------ასთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

3.27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.29. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.30. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

3.31. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ი-----–--------–---–ის მსჯავრდებისათვის მხოლოდ 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდში.

 

3.32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მ-------------ა სასამართლოს აძლევს პირდაპირ ჩვენებას ი-----–--------–---–ის წინააღმდეგ, რაც გამყარებულია საქმეში არსებული მასალებით.

 

3.33. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ი-----–--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში ი-----–--------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს დაზარალებულ მ-------------ას გარდა.

 

4.3. ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ მ-------------ას ჩვენებას, სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

 

4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ი-----–--------–---–მა 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ი-----–--------–---–ის მიმართ 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისში ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ი-----–--------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

4.14. რაც შეეხება 2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

4.15. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

4.16. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

4.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–--------–---–ი და მ-------------ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ითვლება ოჯახის წევრებად.

 

4.18. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, კ---------------------------ში, ი-----–--------–---–მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-------------ას გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოქაჩა თმებში და თავის არეში, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი-----–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ძალადობა განხორციელდა გენდერული შეუწყნარებლობის გამო.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ დაზარალებულს აქვს შემწყნარებლური პოზიცია და არ სურს მისი მკაცრად დასჯა, ამასთანავე სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ამ მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ მ-------------ას მითითებით, ი-----–--------–---–ი ცდილობდა დაეჩაგრა იგი როგორც ქალი. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშანს, რამდენადაც იგი ჩადენილია ქალის უფლებრივი შეზღუდვის მიზნით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ი-----–--------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე)

 

6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი-----–--------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ივლისის თვის დასაწყისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 21 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1(ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე