გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002651314
№ 3/48-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივ--ი და---- მე-–----ე
მოსარჩელე: თე----- მუ---------–ი
წარმომადგენელი: ნო-----ი გვ-------ე
მოპასუხეები: 1) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, წარმომადგენელი ვრ-– ბე-------ი
2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, წარმომადგენელი ივ--ე ათ----–---–ი
მესამე პირი: შო--ა ბე-----------ი, წარმომადგენელი თა----ოს ბე-----------ი
თარჯიმანი: გა-–-------ნ გა-----–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მო--ხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი:
1.2. 1.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი;
1.3. ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 3986/13 მიმართვა;
1.4. შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება;
მოსარჩელე თავის სასარჩელო მო--ხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ია---- მუ---------–ის კომლს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში სხვადასხვა ადგილას, სულ ექვს ნაკვეთად, საკუთრებაში გადაეცა 1.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ია---- მუ---------–ი იყო კომლის უფროსი, მოსარჩელე თე----- მუ---------–ი და არ---- მუ---------–ი კი კომლის წევრები. ია---- და არ---- მუ---------–ები იყვნენ მოსარჩელის მშობლები, რომლებიც ამ დროისათვის გარდაცვლილები არიან. 2018 წლის ივნისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, კონკრეტულად კი 0,09 ჰა-ს რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს საბატეს ტერიტორიაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმის გამო, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა შო--ა ბე-----------ის მიწის ნაკვეთზე, დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა და მოსარჩელეს მოსთხოვეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავდროულად 2018 წლის 08 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე ნოტარიუს ეთერ ო--ანაძის სანოტარო ბიუროში მედიაციის ჩატარების მიზნით 2018 წლის 27 აგვისტოს დაინიშნა თე----- მუ---------–ისა და შო--ა ბე-----------ის შეხვედრა. დანიშნულ დროს გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო შო--ა ბე-----------ი კი არ გამოცხადდა იმ მოტივით, რომ მას უკვე დაურეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი და ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ მედიაციის სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნული მიზეზით 2018 წლის 27 აგვისტოს შეწყდა მედიაციის პროცესი. მანამდე კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რომ არ დაელოდა მის მიერ დანიშნული მედიაციის შედეგებს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892--18422992-08 გადაწყვეტილებით 2,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის 0,09 კვ.მ. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც, საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა შო--ა ბე-----------ის სახელზე. ის რომ სადავო 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და რომ სწორედ ეს მიწის ნაკვეთი ტერიტორიულად ზუსტად იმ ადგილზე მდებარეობს, რომელიც თე----- მუ---------–ის დაკვეთით შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზშია მოქცეული, დასტურდება მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1996 წლის 19 დეკემბერს ია---- მუ---------–ის კომლისთვის გადაცემული #242 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე ია---- მუ---------–ის სახელზე 2000 წლის 07 ივლისს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია: # 63.07.04.033. შო--ა ბე-----------ის ოჯახსაც საბატეს ტერიტორიაზე საკუთრებაში გადაეცა 2565 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც დასტურდება მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობით, რომლის საკადასტრო კოდია: # 63.07.04.040. თე----- მუ---------–ის მეზობლები მისი მიწის ნაკვეთის ორივე მხარეს არიან: კარაპეტიანი და ხეჩოიანი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ არასწორად მოხდა იდენტიფიცირება შ.ბე-----------ის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთისა და ფაქტიურად ადგილზე ნანახი მიწის ნაკვეთისა (2018 წლის 09 აგვისტოს ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი), რის საფუძველზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდანაც ასევე შეცდომით, საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე (2018 წლის 10 აგვისტოს მუნიციპალიტეტის მერიის # 3986/13 წერილი) მოხდა მიწის ნაკვეთების იდენტობის დადასტურება. აღნიშნულ აქტებზე დაყრდნობით სადავო მიწის ნაკვეთი შეცდომით აღირიცხა შო--ა ბე-----------ის საკუთრებაში.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა შო--ა ბე-----------ი.
2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ როდესაც საჯარო რეესტრმა მათ მიმართა, არ იციდნენ რომ სადავო იყო, ამიტომაც არ ჩართეს თე----- მუ---------–ი პროცესში. რაც შეეხება ნაკვეთის იდენტურობას საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნა შესაბამისი კომისია, სათანადო წესით მოხდა ადგილზე დათვალიერება, 2018 წლის 09 აგვისტოს შედგა ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი, რომლის კანონიერებაც მოპასუხეს საეჭვოდ არ მიაჩნია, რადგანაც იგი მიღებული საკითხის სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად.
3.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის პოზიცია:
3.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ საჯარო რესტრმა კანონიერად დაარეგისტრირა, რადგან ყველა დოკუმენტი ჰქონდათ რეგისტრაციისთვის და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა. იმ შემთხვევაში თუ კი # #1601 ოქმი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 33986/13 წერილი გაბათილდება, მაშინ რეგისტრაციის საფუძველიც აღარ იქნება და რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულად იქნება გამოცხადებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ია---- მუ---------–ის კომლს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში სხვადასხვა ადგილას, სულ ექვს ნაკვეთად, საკუთრებაში გადაეცა 1.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ია---- მუ---------–ი იყო კომლის უფროსი, მოსარჩელე თე----- მუ---------–ი და არ---- მუ---------–ი კი კომლის წევრები. ია---- და არ---- მუ---------–ები იყვნენ მოსარჩელის მშობლები, რომლებიც ამ დროისათვის გარდაცვლილები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი 83-85130-138);
- მიწის მიღება-ჩაბარების აქტი # 242 (ს.ფ. 17-22)
- საარქივო ცნობა (ს.ფ. 16)
3.1.2. 2018 წლის ივნისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, კონკრეტულად კი 0,09 ჰა-ს რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს საბატეს ტერიტორიაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმის გამო, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა შო--ა ბე-----------ის მიწის ნაკვეთზე, დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა და მოსარჩელეს მოსთოვეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავდროულად 2018 წლის 08 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე ნოტარიუს ეთერ ო--ანაძის სანოტარო ბიუროში მედიაციის ჩატარების მიზნით 2018 წლის 27 აგვისტოს დაინიშნა თე----- მუ---------–ისა და შო--ა ბე-----------ის შეხვედრა. დანიშნულ დროს გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო შო--ა ბე-----------ი კი არ გამოცხადდა იმ მოტივით, რომ მას უკვე დაურეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიზეზით 2018 წლის 27 აგვისტოს შეწყდა მედიაციის პროცესი. მანამდე კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რომ არ დაელოდა მის მიერ დანიშნული მედიაციის შედეგებს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892--18422992-08 გადაწყვეტილებით 2,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის 0,09 კვ.მ. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც, საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა შო--ა ბე-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი 83-85130-138);
- თე----- მუ---------–ის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 27-28);
- მედიაციის პროცესის შეწყვეტის ოქმი # 1 (ს.ფ. 36);
- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 35);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 29).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საკითხის შესწავლის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და 2018 წლის 09 აგვისტოს #1601 ოქმის საფუძველზე თო--ქოს დადასტურდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რის თაობაზეც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ 2-018 წლის 10 აგვისტოს #3986/13 წერილით აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთების იდენტურობის შესახებ. აღნიშნულ აქტებზე დაყრდნობით სადავო მიწის ნაკვეთი კი აღირიცხა შო--ა ბე-----------ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-13, სხდომის ოქმი 83-85130-138);
- საკადასტრო რუკა (ს.ფ. 26);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.29);
- უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი #1601 (ს.ფ. 31-32);
- საარქივო ცნობა # 20/78476 (ს.ფ. 30);
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 33).
4.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა გრ------ კა-----------მა აჩვენა, რომ იგი არის ბარალეთის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ მას დაევალა საკითხის შესწავლა როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს სოფელ ბარალეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. მის მიერ შედგენილი იქნა #1601 ოქმი. უნდა გაერკვია ვის ეკუთვნოდა ნაკვეთი. ოქმი მეზობლების თანდასწრებით შეადგინა. ესწრებოდნენ ნაკვეთის მეზობლები ვა---ი და გა----ა, მათ თქვეს რომ ნაკვეთი შ.ბე-----------ს ეკუთვნისო. ოქმის შედგენას ესწრებოდა თა----ოსიც. დათვალიერებისას რაიმე ხელსაწყო არ გამოუყენებიათ, მეზობლების ნათქვამს დაეყრდნო. თავად შო--ა ბე-----------ი დათვალიერებას არ ესწრებოდა, ხელი მის ნაცვლად მის ძმამ - თა----ოსმა მოაწერა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (ს.ფ. სხდომის ოქმი 154-166).
4.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა ვა--- მა-------მა აჩვენა, რომ იგი არის შო--ა ბე-----------ის მეზობელი. მისთვის ცნობილია რომ სადავო ნაკვეთი სავარაუდოდ შო--ა ბე-----------ს ეკუთვნის, თუმცა მას თა----ოსი ამუშავებდა. ზუსტად არ იცის ხელი რას მოაწერა. მას ხელი იუსტიციის სახლში მოაწერინეს. აზომვის დროს იქ არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (ს.ფ. სხდომის ოქმი 154-166).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მო--ხოვნები, შესაბამისად არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვ--ელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, 53-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მო--ხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი:
7.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი;
7.3. ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 3986/13 მიმართვა;
7.4. შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მო--ხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი , ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 33986/13 მიმართვა და შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც
სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მო--ხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მო--ხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - თე----- მუ---------–ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმის ფარგლებში ია---- მუ---------–ის კომლს ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში სხვადასხვა ადგილას, სულ ექვს ნაკვეთად, საკუთრებაში გადაეცა 1.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ია---- მუ---------–ი იყო კომლის უფროსი, მოსარჩელე თე----- მუ---------–ი და არ---- მუ---------–ი კი კომლის წევრები. ია---- და არ---- მუ---------–ები იყვნენ მოსარჩელის მშობლები, რომლებიც ამ დროისათვის გარდაცვლილები არიან. 2018 წლის ივნისში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, კონკრეტულად კი 0,09 ჰა-ს რეგისტრაციაზე, რომელიც მდებარეობს საბატეს ტერიტორიაზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმის გამო, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდიოდა შო--ა ბე-----------ის მიწის ნაკვეთზე, დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებული იქნა და მოსარჩელეს მოსთხოვეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამავდროულად 2018 წლის 08 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული დოკუმენტების საფუძველზე ნოტარიუს ეთერ ო--ანაძის სანოტარო ბიუროში მედიაციის ჩატარების მიზნით 2018 წლის 27 აგვისტოს დაინიშნა თე----- მუ---------–ისა და შო--ა ბე-----------ის შეხვედრა. დანიშნულ დროს გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე, ხოლო შო--ა ბე-----------ი კი არ გამოცხადდა იმ მოტივით, რომ მას უკვე დაურეგისტრირდა სადავო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიზეზით 2018 წლის 27 აგვისტოს შეწყდა მედიაციის პროცესი. მანამდე კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ისე რომ არ დაელოდა მის მიერ დანიშნული მედიაციის შედეგებს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892--18422992-08 გადაწყვეტილებით 2,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის 0,09 კვ.მ. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც, საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა შო--ა ბე-----------ის სახელზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალების შესრულების მიზნით შესაბამის სამსახურს დაავალა თ.მუ---------–ის დაკვეთით შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთის და რეალურად ადგილზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების საკითხის შესწავლა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვ--ელობამ საკითხის შესწავლა დაავალა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს სოფელ ბარალეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გრ------ კა-----------ს. 2018 წლის 09 აგვისტოს შედგა ოქმი #1601, რომლის თანახმადაც თითქოსდა დადასტურდა მიწის ნაკვეთების იდენტურობა. აღნიშნული ოქმი (აქტი) არის დაუსაბუთებელი და უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო; აღნიშნულ ოქმში უძრავ ნივთზე უფების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: საარქივო ცნობა # 20/78476 და საქართველოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი # 3955100 ს/კ 63.07.04.040. ასევე ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იქნენ სოფელ ბარალეთის მაცხოვრებლები ვ.მა-------ი და გ.კარაპეტიანი, ოქმის თანახმად დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა და ესწრებოდა შო--ა ბე-----------ი. დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგების მიხედვით ოქმში დაფიქსირდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „საარქივო ცნობა # 20/78476-ში მითითებული მიწის ნაკვეთიდან ნაწილი საერთო ფართით 2500,00 კვ.მ და მიწის ნაკვეთის მიწის სააღრიცხვო ბარათი #3955100 ასახული მიწის ნაკვეთი (საბატე კვარტალი 04, ნაკვეთის ნომერი 040) საერთო ფართით 2565,70 კვ.მ იდენტურია მიწის აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთთან და ფართი რეალურად წარმოადგენს 2500 კვ.მ. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მოწვეულმა გრ------ კა-----------მა აჩვენა რომ დათვალიერების დროს შო--ა ბე-----------ი იქ არ იმყოფებოდა, ის საერთოდ არ დასწრებია დათვალიერების პროცესს, მაგრამ რატომ შეიტანეს მისი გვარი ოქმში და ვინ მოაწერა ხელი შ.ბე-----------ის სახელით მან ვერ ახსნა. ასევე მანვე აჩვენა, რომ ადგილზე დათვალიერების დროს მათ არ გამოუყენებიათ რაიმე ხელსაწყო ან აპარატი მიწის ნაკვეთის ასაზომად და კოორდინატების დასადგენად. გარდა ამისა საქმეზე წარმოდგენილი საკადასტრო რუკის თანახმად არც გ.კარაპეტიანი და არც ვ.მა-------ი არ წარმოადგენენ შო--ა ბე-----------ის მიწის ნაკვეთის მეზობელი ნაკვეთების მესაკუთრეებს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შო--ა ბე-----------ის ძმამ თა----ოს ბე-----------მა, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა შო--ა ბე-----------ის ინტერესებს, განმარტა, რომ როდესაც მოხდა შ.ბე-----------ის მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენა ამზომველს მან მიუთითა შ.ბე-----------ის მიწის ნაკვეთის ადგილი, მაგრამ როდესაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით ადგილზე ჩაატარა დათვალიერება, ის არ ესწრებოდა დათვალიერებას და მის თვის არც კი იყო ცნობილი იმის შესახებ თუ ვინ და როდის აპირებდა დათვალიერებას. აქედან გამომდინარე გაურკვეველია საიდან იყო ცნობილი გრ------ კა-----------ისათვის იმის შესახებ, რომ გ.კარაპეტიანი და ვ.მა-------ი არიან შ.ბე-----------ის მიწის ნაკვეთის მეზობლები და ეს მაშინ როდესაც საკადასტრო რუკითაც ისინი არ წარმოადგენენ შ.ბე-----------ის მიწის ნაკვეთის მეზობლებს. ალბათობის მაღალი ხარისხით ზემო-- ხსენებული კომისიის წევრები საერთოდ არ გასულან ადგილზე და არც დათვალიერება არ ჩაუტარებით. ამასთან, ოქმში მითითებული საარქივო ცნობა #20/78476-ში საერთოდ არ ასებობს რაიმე სახის ჩანაწერი შო--ა ბე-----------ის მიწის ნაკვეთისა და ფართის შესახებ, პირიქით აღნიშნული ცნობის თანახმად შ.ბე-----------ის კომლი როგორც ასეთი არ ირიცხება სოფელ ბარალეთში და მას მიწის ნაკვეთი არ გააჩნია, ამდენად გაურკვეველია საიდან გაჩნდა ჩანაწერი # 1601 ოქმში იმის შესახებ, რომ საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის ნაწილი 2500 კვ.მ თითქოსდა იდენტურია საკადასტრო აზომვით ნახაზზე დატანებული მიწის ნაკვეთისა. რაც შეეხება საჯარო რეესტრის მიერ უფლების რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღნიშნული გადაწყვეტილებაც არის დაუსაბუთებელი იქიდან გამომდინარე, რომ უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი ოქმი #16010 და აღნიშნულ ოქმზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს #3986/13 წერილი, სადაც ასევე მითითებულია # 20/78476 საარქივო ცნობაზე. საჯარო რეესტრის მიერ სრულყოფილად რომ ყოფილიყო შესწავლილი და გამოკვლეული ყველა გარემოება მათი მხრიდან უნდა მომხდარიყო აღმოჩენა იმისა რომ # 20/78476 საარქივო ცნობის მიხედვით შო--ა ბე-----------ს სოფელ ბარალეთში საერთოდ არ გააჩნია მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა საჯარო რეესტრმა ისე მიიღო უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომ არ დაელოდა მის მიერ დანიშნული მედიაციის შედეგს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მო--ხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მო--ხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი , ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 33986/13 მიმართვა და შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მო--ხოვნების დარღვევით, ადმინისტრაციული ორგანოების -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, თე----- მუ---------–ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მო--ხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, თე----- მუ---------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი: 1) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი , 2) ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 3986/13 მიმართვა და 3) შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. შესაბამისად მოპასუხეებს - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს მოსარჩელე თე----- მუ---------–ის სასარგებლოდ, თანაბრად უნდა დაეკისრო-- თითოეულს 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვ--ელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10-ე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თე----- მუ---------–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი:
3. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ 2018 წლის 09 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების #1601 ოქმი;
4. ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთში, მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 აგვისტოს 3986/13 მიმართვა;
5. შო--ა ბე-----------ის სახელზე, უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით # 63.07.50.2--. საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 16 აგვისტოს #892018422992-08 გადაწყვეტილება;
6. მოპასუხეებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, მოსარჩელე თე----- მუ---------–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, თანაბრად დაეკისრო-- თითოეულს 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თო--ხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე