გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2019
საქმის ნომერი
210310919002810732
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310919002810732

საქმე №3/2-19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

23.01.2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

 

მსხვერპლი (განმცხადებელი)- თა-------–--–---–ი

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოძალადე) – მა--------–--–---–ი, ნი------–--–---–ი

 

დავის საგანი - დამცავი ორდერის გამოცემა თა-------–--–---–ი დაცვის მიზნით მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

2019 წლის 18 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მომართეს თა-------–--–---–მა.

 

განმცხადებლებმა და მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს განცხადებაში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვეს: დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში მა--------–--–---–სა და ნი------–--–---–ს აეკრძალოთ: 1)მიახლოება თა-------–--–---–თან(პ/ნ-----------), მის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ სხვა ადგილთან (შენობა, ქუჩა, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.) მიახლოება, სადაც შეიძლება, რომ მსხვერპლი იმყოფებოდეს. 2)მოძალადეები - მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი განრიდებულნი იქნენ მსხვერპლის თა-------–--–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ქ.რუსთავი, 9--------------------------- 3) მოძალადეები- მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი ვალდებულები არიან - არ შეზღუდონ მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის. 4) დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 06(ექვსი) თვე.

 

განმცხადებლების განმარტებით, მა--------–--–---–ის და ნი------–--–---–ის მხრიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ისინი მას აგდებენ საცხოვრებელი სახლიდან. იგი სისტემატიურ ზეწოლას განიცდის მათი მხრიდან და ამის მომსწრე არის მისი არასრულწლოვანი შვილიც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები თა-------–--–---–ი ითხოვს, დამცავი ორდერის გამოცემას.

 

სასამართლო სხდომაზე, მოძალადე მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი არ გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი და მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლო დასკვნები:

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 21 დეკემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის გამომძიებლების მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები, რომლის მიხედვითაც ა) აეკრძალა მოძალადე - მა----ე და ნი------–--–---–ებს მსხვერპლთან - თა-------–--–---–თან იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მოძალადე - მა----ე და ნი------–--–---–ებს მსხვერპლთან - თა-------–--–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ)აეკრძალა მოძალადე - მა----ე და ნი------–--–---–ებს მსხვერპლთან - თა-------–--–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღე ვადით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გამოიკვლია მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

ამავე მუხლის ,,ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრად, სხვა პირებთან ერთად მოიაზრება ყოფილი მეუღლე, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ,ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ქმედება, რომელსაც ახორციელებს მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი თა-------–--–---–ის მიმართ, წარმოადგენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს დამცავი ორდერი მა--------–--–---–ისა და ნი------–--–---–ის ამ ქმედებების ასაკრძალად, რაც შეეხება დამცავი ორდერით გასათვალისწინებელ ღონისძიებებს, ამ ეტაპზე სასამართლო აუკრძალავს მა--------–--–---–სა და ნი------–--–---–ს დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში 1)მიახლოება თა-------–--–---–თან(პ/ნ-----------), მის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ სხვა ადგილთან (შენობა, ქუჩა, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.) მიახლოება, სადაც შეიძლება, რომ მსხვერპლი იმყოფებოდეს. 2)მოძალადეები - მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი განრიდებულნი იქნენ მსხვერპლის თა-------–--–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ქ.რუსთავი, 9--------------------------- 3) მოძალადეები- მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი ვალდებულები არიან - არ შეზღუდონ მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის. 4) დამცავი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვროს 06(ექვსი) თვე.

 

მა--------–--–---–სა და ნი------–--–---–ს უნდა განემარტოთ, რომ აკრძალული ქმედების განმეორების შემთხვევაში დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის 3811-ე მუხლის თანახმად შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა 1. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, −ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე მა--------–--–---–ისა და ნი------–--–---–ის მხრიდან მსხვერპლის - თა-------–--–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თა-------–--–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. გაიცეს დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით:

 

2.1. მოძალადეს - მა--------–--–---–ს(პ/ნ 3----------, მცხოვრები: ქ.რუსთავი, 9----------------------) და მოძალადე - ნი------–--–---–ს(პ/ნ 3----------, მცხოვრები: ქ.რუსთავი, მ-----------------------------------------------) აეკრძალოთ:

 

2.1.1. მიახლოება თა-------–--–---–თან(პ/ნ-----------), მის საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სამსახურთან და ყველა იმ სხვა ადგილთან (შენობა, ქუჩა, ავტობუსის გაჩერება, ტრანსპორტი და ა.შ.) მიახლოება, სადაც შეიძლება, რომ მსხვერპლი იმყოფებოდეს.

 

2.1.2. მოძალადეები - მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი განრიდებულნი იქნენ მსხვერპლის თა-------–--–---–ის საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ქ.რუსთავი, 9---------------------------

 

2.1.3. მოძალადეები- მა--------–--–---–ი და ნი------–--–---–ი ვალდებულები არიან - არ შეზღუდონ მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის.

 

3. დამცავი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვროს 06(ექვსი) თვით;

 

4. მოძალადე მა--------–--–---–სა და ნი------–--–---–ს განემარტოთ, რომ აკრძალული ქმედების განმეორების შემთხვევაში დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის 3811-ე მუხლის თანახმად შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა 1. შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, −ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5. დამცავი ორდერი ძალაშია გამოცემისთანავე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან სამი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. N15)

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი