გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
080210117002082562
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210117002082562

N2/2591-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე -ნ---- მა---------ი;

მოპასუხე - მე-------–--ე (არ გამოცხადდა);

მოპასუხე - შპს „ე---------------ი+“

წარმომადგენელი - ლა-- მა--------ა;

დავის საგანი - ყადაღისგან მოძრავი ნივთების გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გათავისუფლებული იქნას ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის სადგამი, „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი, „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქა--, ორადგილიანი დივანი;

სარჩელის საფუძვლები:

1.2. მოსარჩელის მითითებით, ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, 2017 წლის 29 აგვისტოს მასთან სახლში მივიდნენ სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები და დააყადაღეს მისი კუთვნილი მოძრავი ნივთები. მათ განუმარტეს, რომ მე-------–--ეს აქვს შპს „ე---------------+“-ის ვალი და სწორედ აღნიშნული გამო აყადაღებდნენ ნივთებს. მოსარჩელის მითითებით, ნივთები არის მისი საკუთრება, მის შვილს მე-------–--ეს კი არა--ირი მონაწილეობა არ აქვს მიღებული მათ შეძენაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე სს „ე---------------+“-ის წარმომადგენელმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი)

2.2. მე-------–--ეს ნ---- მა---------ის სარჩელზე სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადებულა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მე-------–--ე, დაბადებული 1995 წლის 20 ივლისს, არის ნ---- მა---------ის შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება,3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2017 წლის 29 აგვისტოს აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩა მე-2 შესახ. N9 საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის სადგამი, „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი, „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ორადგილიანი დივანი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, იხ, ს. ფ 1-16

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება,-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი.

3.2.2. სს ტაოპრივატბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ---- მა---------მა „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი და გაზქურა შეიძინა განვადებით 1168 ლარად, 2011 წლის 19 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება,- ხელშეკრულება, გადახდის დადასტურება;

3.2.3. სს ტაოპრივატბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ ნ---- მა---------მა „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა შპს „გლობალ ელექტრონიქსისაგან“ შეიძინა განვადებით, 2010 წლის 30 დეკემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება,- ხელშეკრულება, გადახდის დადასტურება;

- მიღება-ჩაბარების აქტი;

3.2.4. ტელევიზორი „სამსუნგი“ 2017 წლის 09 ივნისს მევლუდ ხაინდრავამ შეიძინა მაღაზიაში შპს „ტექ“ და დროებით შეინახა ნათესავის ნ---- მა---------ის სახლში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე მევლუდ ხაინდრავას ჩვენება;

- გადახდის დოკუმენტი;

3.2.5 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს აქტით დაყადაღდა ნ---- მა---------ის კუთვნილი ნივთები. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, როგორც ტექნიკის ასევე, ორადგილიანი დივანის და ტელევიზორის სადგამის მოსარჩელის მიერ შეძენის ფაქტი. საქმის მასალებით კი არ დადასტურდა მე-------–--ის მიერ სადავო ნივთების ფლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმების ქრისტინე ფხაკაძის და მევლუდ ხაინდრავას ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო მიიჩნევს, წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების და მოწმის ჩვენების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, დაუშვებელია კვლავ მოსარჩელეს მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- მა---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. განსახილველი დავის საგანია მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

6.3 .სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს აღწერილი და დაყადაღებული ნივთები შეძენილია ნ---- მა---------ის მიერ და არის მის მფლობელობაში, მოსარჩელის შვილს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში. ასევე წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტებით, რომელიც შედგენილია 2010 და 2011 წელს დადასტურებულია, რომ ტექნიკის ნაწილი ნაყიდია მოსარჩელის მიერ განვადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროისათვის მე-------–--ე, დაბადებული 1995 წელს იყო მცირეწლოვანი და ვერ შესძლებდა მონაწილეობის მიღებას განვადების თანხის გადახდაში. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გამაბათილებელ მტკიცებულებეზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. ამდენად, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს ქ. ქუთაისში ნიკეას ქ. მე-2 შესახ. N9-ში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არის ნ---- მა---------ის საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად,8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ნ---- მა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 სექტემბერს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ---- მა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2.ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები - პლაზმური ტელევიზორი „სამსუნგის“ ფირმის, ტელევიზორის სადგამი, „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი, „ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, 2 ადგილიანი დივანი;

3. მოპასუხეებს მე-------–--ეს და შპს „ე---------------+“-ს მოსარჩელე ნ---- მა---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 სექტემბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ დარჩეს უცვლელი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე