გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
190210018002643695
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2550-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,სო-–-ა"

წარმომადგენელი - თე------------–--ე

მოპასუხე - ირ----------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

aRwerilobiTi nawili

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ირ----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სო-–-ას" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4821 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 1167.55 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ირ----------–---–ს შპს ,,სო-–-ას" სასარგებლოდ დაეკისროს 72,32 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;

 

1.3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ შპს ,,სო-–-ას" და ირ----------–---–ს შორის 2017 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო # 55298_2 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------–---–ზე გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა- 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი- 60.5 %, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებისათვის- ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 12 მარტს ირ----------–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6322.55 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 2669.10 ლარი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, რომ 1.მოპასუხე ირ----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სო-–-ას" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4821 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 1167.55 ლარი. 2. მოპასუხე ირ----------–---–ს შპს ,,სო-–-ას" სასარგებლოდ დაეკისროს 72,32 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, 3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შპს ,,სო-–-ას" წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 4253.45 ლარამდე, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 600 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ირ----------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, თუმცა განმარტა, რომ მას ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელისათვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს ,,სო-–-ას" და ირ----------–---–ს შორის 2017 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო # 55298_2 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------–---–ზე გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა- 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი- 60.5 %, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებისათვის- ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, სესხის ხელშეკრულება # 55298_2 (ს.ფ.15-31 )

 

3.1.2. 2018 წლის 12 მარტს ირ----------–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. 2018 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, ირ----------–---–ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6322.55 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 2669.10 ლარი.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება, ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 34 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ შპს ,,სო-–-ას" და ირ----------–---–ს შორის 2017 წლის 30 სექტემბერს ელექტრონული ფორმით დაიდო # 55298_2 სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ირ----------–---–ზე გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა- 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი- 60.5 %, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებისათვის- ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შპს ,,სო-–-ას" და ირ----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად შპს ,,სო-–-ას" წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება _ არ დაფარა კრედიტი.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,სო-–-ას" მოთხოვნა ირ----------–---–ის მიმართ სესხის ძირი თანხის- 3500 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის სახით- 153.45 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით- 600 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შპს ,,სო-–-ას" უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 72,32 ლარის ოდენობით.

 

sarezolucio nawili

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,49-ე, 208-ე; 243-ე;244-ე, 247-ე,249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს,,სო-–-ას" სარჩელი მოპასუხე ირ----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ირ----------–---–ს მოსარჩელე შპს ,,სო-–-ას" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4253,45 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3500 ლარი, პროცენტი- 153.45 ლარი, პირგასამტეხლო- 600 ლარი.

 

3. მოსარჩელე შპს,,სო-–-ას" უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 19 სექტემბერს საგადახდო დავალება #9 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 72,32 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ბანკი ხაზინა, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;

 

4.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი