განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100114572046
საქმე N1-916/2014
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–---
ბრალდებული: ი-----–-------------
მამის სახელი: ნ------
დაბადებული: 04.08.1----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-
მისამართი: ქ------------------------–---–-----------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–-------------მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 20---–-–---------–---, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, ქ--–----------–---------------------ში მცხოვრებმა ი-----–-------------მ, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ყოფილ მეუღლეს, მ--------–------- კერძოდ, მათი არასრულწლოვანი შვილის, მ----------–------- თანდასწრებით, ხელით მოქაჩა თმები მ--------–------ და დაარტყა ხელი გულმკერდის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
1.2 სასამართლო სხდომაზე, ი-----–-------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.3 ი-----–-------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
ა) მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ მ--------–------ ჩვენების თანახმად, 2008 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ი-----–-----–------------ რომელმაც შემდგომში შეიცვალა გვარი და გახდა ზ--------ე. ამ ქორწინებაში მათ შეეძინათ 2 შვილი: დ------ და მ-------. ი-----–- დამოკიდებული იყო წამალზე და მარიხუანაზე, ნასამართლევი იყო ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა დაძაბულობას ოჯახში. მამამთილის თხოვნით წავიდა სახლიდან და თავის გოგონათან ერთად ცხოვრობდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მეორე შვილი დარჩა მამასთან. 2----–-–---------–--- უფროსი შვილი გახდა 5 წლის. უნდოდა დაბადების დღის მილოცვა, რის გამოც დაურეკა მამამთილს, რომელმაც ურჩია, სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო პირველი ივლისის ნაცვლად, მისულიყო მოგვიანებით. 20---–-–---------–--- იყიდა ელექტრო-მოტოციკლი და პატარა მ---------- ერთად მივიდა ა----------------ში. ეზოში შევიდნენ. კარი ღია იყო და პატარა მ------- ზემოთ გაიქცა, სადაც დახვდა ი-----–-, რომელმაც ბავშვი ჩამოიყვანა ქვემოთ და განუცხადა, რომ უფროსი შვილი დ-----, რომელიც მასთან ცხოვრობდა ამ დროს სახლში არ იყო და ამიტომ წასულიყო იქედან. რადგან იცოდა და დაინახა, რომ ბავშვი სახლში იყო, მოითხოვა მისი ნახვა. ი-----–- გაბრაზდა, ჩაწვდა თმებში და ყელში ხელებით, დაუწყო თმების მოქაჩვა და ხელის დარტყმა, რის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. აღნიშნული კონფლიქტის ხმა გაიგონეს მეზობლებმა, რომლებიც მოუწოდებდნენ ი-----–-ს დამშვიდებულიყო. ამ დროს მოახერხა და დაურეკა თავშესაფრის დირექტორს, ბ---------------- რომელმაც ურჩია პოლიციაში დაერეკა. მოვიდნენ პოლიციელები, რომელთაც განუცხადა მომხდარის თაობაზე.
ბ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2----–-–----- ივლისს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, მ--------–------ აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით ორივე ზედა კიდურისა და გულმკერდის არეში. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ-----------------–-- რომელმაც დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
გ) მოწმის სახით დაკითხული რ-------------------- ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–ი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში შევიდა შეტყობინება. ფ-------------–-------- ერთად სამსახურებრივი მანქანით მივიდა ქ---------–---------------------ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდათ ი-----–------------- და მისი მეუღლე მ--------–----- მცირეწლოვან შვილთან ერთად. მ--------–------ თმები ჰქონდა გაჩეჩილი და გულმკერდი გაწითლებული. ბავშვი ტიროდა. ი-----–- იქცეოდა აგრესიულად.
დ) მოწმე სახით დაკითხული ფ-------------–---- ჩვენების თანახმად, მუშაობს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–ი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2014 წლის ივლისის შუა რიცხვებში ქ---------–---------------------ში მოხდა გამოძახება. რ------------------------ ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ეზოში დახვდათ მ--------–------ ი-----–-----–------ და მცირეწლოვანი ბავშვი. ი-----–- აგრესიულად იქცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ--------- მადონა შავძემ მათ განუცხადა, რომ მივიდა მისი მეუღლის სახლში შვილის სანახავად, რომელიც ცხოვრობდა მამასთან, მაგრამ სახლში არ შეუშვეს. ი-----–-------------მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ--------–------ ხელის არეში ჰქონდა ჩაქცევები, ხოლო კისრის არეში სიწითლე. მან ასევე განაცხადა, რომ ი-----–-- თმები მოქაჩა და სტკიოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა და გადმოსცემენ დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება.
ე) მოწმე ბ--------------- დაკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბ-------------–-------ის უფროსის თანამდებობაზე. 2----–-–----- აპრილს თავშესაფარში მიიღეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მ--------–------ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. სათანადო საბუთების შესწავლის შემდეგ ის მიღებულ იქნა და ცხოვრობს დღემდე. დაახლოებით 20 დღის წინ მ--------–------ ტელეფონით შეატყობინა, რომ ის მივიდა ყოფილი ქმრის ოჯახში თავისი უფროსი შვილის სანახავად, რომელიც მამასთან ცხოვრობდა, რა დროსაც ი-----–-----–------მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და როგორ მოქცეულიყო. აუხსნა, რომ უნდა ეცნობებინა პოლიციისათვის. ამის შემდეგ დაურეკა მ-------- და ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ იმყოფებოდა პ---–-–-------------------–---–ი, სადაც შეხვდა მას და ჰკითხა თუ რა მოხდა კონკრეტულად. მადონა მოუყვა, რომ მოენატრა უფროსი შვილი, რის გამოც მივიდა სანახავად მეუღლის სახლში, სადაც მეუღლემ უარი უთხრა შვილის ნახვაზე, ცემა და თმებით ითრია. მ--------–------ მას აჩვენა ხელებზე და გულმკერდის არეში შეწითებული ადგილები, რომლებიც მისი განმარტებით აღნიშნული კონფლიქტის დროს მეუღლემ, ი-----–-------------მ მიაყენა. ამის შემდეგ ის გადაყვანილი იქნა საექსპერტო დაწესებულებაში გამოკვლევის ჩასატარებლად (უდავო მტკიცებულება).
1.4 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ი-----–-------------. მისი ჩვენების თანახმად, 20---–-–---------–---, ქ---------–----------------–- ბავშვის სანახავად მივიდა მისი ყოფილი მეუღლე, მ--------–------ რომელსაც თან ახლდა უმცროსი შვილი, მ------ ზ--------ე. უფროსი შვილი დ------- რომელიც მამასთან ცხოვრობდა, სახლში არ იყო და სთხოვა მ-------- წასულიყო სახლიდან და აღარ მოსულიყო. თუ ბავშვის ნახვას მოისურვებდა, დაერეკა მისი მამისათვის ან მამიდისათვის. თვითონ მ--------–----- სახლში არ შემოსულა. შემოვიდა მ-------- რომლის გამოსვლის შემდეგ კარები დაკეტა. ისინი ეზოში დარჩნენ, თვითონ მეორე სართულზე ავიდა და ცდილობდა დაერეკა მამისათვის, ნ---------–-------------- რომელსაც ბავშვი ყავდა წაყვანილი, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ამ დროს ეზოდან წივილ-კივილის და კარებზე ბრახუნის ხმა შემოესმა. მ--------–------ ჰქონდა სხვადასხვა პრეტენზიები. იმუქრებოდა, რომ პოლიციას დაურეკავდა და ეტყოდა, რომ გალახეს. დაიწყო წყევლა, გინება, ეზოში იდო ბავშვისათვის ნაჩუქარი მანქანა, რომელიც დაამტვრია. იძულებული გახდა გამოეძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, რათა მ--------–----- გაეყვანათ მისი საკუთრებიდან. 10 წუთში პოლიციელებთან ერთად მოვიდა პოლიციის მე-------------–---- უფროსის მოადგილე, გ--------------- რომელმაც უთხრა, რომ ეს სახლი მ--------–------აც არისო და დაემუქრა დაჭერით, რაზეც პოლიციის უფროსის მოადგილეს პირდაპირ უთხრა, რომ იყო წამლის ბარიგა. მიტრიალდნენ და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ მოვიდა ორი პოლიციელი. მოიკითხეს რა ხდებოდა. მ--------–------ უთხრა, რომ ხელი დამარტყაო. პოლიციელებს განუცხადა, რომ მ--------–----- ტყუოდა და ამის დადასდგენად მოითხოვა დნმ-ის ექსპერტიზაზე გადაყვანა, მაგრამ არ გადაიყვანეს, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და გამოუშვეს სახლში, ხოლო მ--------–----- გადაიყვანეს ექსპერტიზაზე.
1.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის მამა, ნ---------–------- მისი ჩვენების თანახმად, 2----–-–---------–--- შვილიშვილს ჰქონდა დაბადების დღე. ბავშვი შეახვედრა დედამისს ოფისში, შემდეგ გასართობ ცენტრში, სადაც დედამ მიუტანა სათამაშო მანქანა. 10 ივლისს ბავშვი სასეირნოდ ჰყავდა გაყვანილი ახალ ბულვარში. დაურეკა მ--------–------ და უთხრა, რომ ბავშვის ნახვა სურდა, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვი ბულვარში ჰყავდა, მხოლოდ ი-----–- იმყოფებოდა სახლში და მათ მისვლამდე ნუ მივიდოდა. ერთ საათში დაბრუნდა სახლში. ეზოში დახვდნენ პოლიციელები. როგორც გაირკვა მ--------–----- ცდილობდა სახლში შეჭრას. ი-----–-- არ შეუშვა და გამოიძახა პოლიცია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ი-----–-ს წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მ--------–----- მართლაც გამოთქვამდა გარკვეულ პრეტენზიებს ი-----–-------------- მიმართ, ხმაურობდა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თუმცა ეს გარემოებები არ გამორიცხავს ი-----–-------------- მხრიდან მ--------–------ მიმართ ძალადობის ფაქტს, რაც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არის დადასტურებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (20---–-–---------–--- მოქმედი რედაქცია).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
ი-----–-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას და თვლის, რომ ი-----–-------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2.2 საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია 20---–-–---------–---. ამ დროისათვის ი-----–------------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 2----–-–------------, ი-----–-------------მ კვლავ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც 2----–-–--------------, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გამოიტანა გამატყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ი-----–-------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით (განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 06 ივლისის განაჩენის (საქმე № 50აპ-18) თანახმად, ,,საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლით გათვალისწინებული სასჯელები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით, რომლის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს უფრო მძიმე სახის სასჯელს, ვიდრე ჯარიმა.’’
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით, ი-----–--------------ათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) უნდა შთანთქოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი (ჯარიმა).
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (20---–-–---------–--- მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი-----–-------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და ი-----–-------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 02 აგვისტოს განჩინებით ი-----–-------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 500 (ხუთასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ნ---------–------- (პ--------------) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი