განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002270727
საქმე N1-53/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა----–----–---------
ადვოკატები - პ----------–-------–-----------–---
ბრალდებული: ი-–----------
მამის სახელი: მ-----–-
დაბადების თარიღი: 2-.0-.1-----–--–-
პირადი ნომერი : 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ------------------–----------------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-–----------მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში: ი-–----------მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0, 096 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინის'' შემცველ 12 ცალ ტაბლეტს. 2----–-–-----------------, დაახლოებით 14:00 საათიდან 14:25 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბათუმში, პარიზის კომუნის ქუჩაზე, ავტომანქანაში, ი-–----------მ ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის'' შემცველი 12 ცალი ტაბლეტი, ფულადი თანხის სანაცვლოდ გადასცა გ-----------–-------ს.
1.2 სასამართლო სხდომაზე ი-–----------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
1.3 ი-–----------- მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
1.4 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობაზე თანხმობის განცხადების ოქმის თანახმად, 2017 წლის 04 დეკემბერს, მოწმის სახით გამოკითხულმა გ-----------–-------მ, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელს, ჯ----–-–-–--–---ს განუცხადა, რომ თანახმა იყო მონაწილეობა მიეღო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში და საჭიროების შემთხვევაში აღჭურვილიყო სათანადო ტექნიკური საშუალებებით.
1.5 ფულის კუპიურების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–-----------------, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, ჯ----– ც-–--–---- მიერ, დათვალიერებულ იქნა გ-----------–-------- მიერ წარმოდგენილი ი-–-----------ათვის ნარკოტიკის შესაძენად გადასაცემი ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც შედგებოდა 4 ცალი 100 ლარიანი კუპიურისაგან და 12 ცალი 50 ლარიანი კუპიურისაგან. დათვალიერების შემდეგ ფულადი თანხა დაუბრუნდა გ-----------–-------ს.
1.6 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2----–-–-----------------, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, ჯ----– ც-–--–---- მიერ, დათვალიერებულ იქნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი და გ-----------–-------ზე გადასაცემი ფულადი თანხა - 500 ლარის ოდენობით, რომელიც შედგებოდა 10 ცალი 50 ლარიანი კუპიურისაგან.
1.7 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებში მონაწილე პირზე ინსტრუქტაჟის ჩატარების და ფულადი თანხის გადაცემის ოქმის თანახმად, 2----–-–-----------------, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა,ჯ----– ცეცხლაძემ, „ფარულ საკონტროლო შესყიდვაში“ მონაწილე პირს - გ-----------–-------ს, ჩაუტარა შესაბამისი ინსტრუქტაჟი და გადასცა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად გამოყოფილი თანხა - 500 ლარის ოდენობით.
1.8 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ჯ----–-–-–--–---, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
1.9 მოწმე გ-----------–-------- ჩვენების თანახმად, ი-–----------ს იცნობს 10-12 წელია. 2017 წლის 4 დეკემბერს შეაჩერა პოლიციამ და აღმოუჩინა 6 აბი ,,სუბოქსინი.'' გამომძიებელ ჯ----–-–-–--–---ს განუცხადა, რომ ნარკოტიკი ი-–-----------აგან ჰქონდა წამოღებული და შეუთანხმდა თანამშრომლობაზე. 2----–-–-----------------, პლაზას შენობაში შეხვდა ი-–----------ს, სადაც ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით გადასცა 1000 ლარი და შეუთანხმდა დამატებით 500 ლარის მიტანაზე. იმავე დღეს მივიდა პოლიციის სამმართველოში, სადაც გამომძიებელმა ჯ----–-–-–--–---მ გადასცა 500 ლარი. დაახლოებით 14:00 საათისათვის, პლაზის შენობაში კვლავ შეხვდა ი-–----------ს და მისი ჯიპით წავიდნენ პარიზის კომუნის ქუჩაზე, სადაც ი-–----------ს გადასცა 500 ლარი. ი-–---------- გადავიდა მანქანიდან და შევიდა ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში. რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან და ავტომანქანაში გადასცა 12 ცალი ტაბლეტი ,,სუბოქსინი''. ი-–----------სთან დაშორების შემდეგ, შეხვდა გამომძიებელ ჯ----–-–-–--–---ს და პოლიციის თანამშრომლებს. ნარკოტიკის ამოღება პოლიციის სამმართველოს შენობაში მოხდა.
მოწმე გ-----------–-------მ დაადასტურა, რომ ი-–----------სთან კომუნიკაციის დროს აღჭურვილი იყო სათანადო ტექნიკური საშუალებებით და განხორციელდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
1.10 ი-–----------- მიერ ნარკოტიკების გასაღების ფაქტი ასახულია ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერში. აღნიშნული აუდიო-ვიდეო მასალა კრებსით ამონაწერთან ერთად გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. გამოკვლეული მტკიცებულებით, როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად, დადასტურდა ი-–----------- მიერ 2----–-–----------------- გ-----------–-------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
1.11 ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–-----------------, ქ. ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N11-ში მდებარე ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გ------------–------------ ამოღებული იქნა ი-–-----------აგან შეძენილი შავი ფერის პოლიეთილენის ნაგლეჯში და შავი ფერის მწებავ ლენტში გახვეული 12 ცალი ტაბლეტი, რომლებიც მოთავსებული იყო კონვალუტის მონაჭერში, წარწერით ,,SUBOXONE’’.
1.12 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩამტარებელი პირი - ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი, ჯ----–-–-–--–---, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტები - ა-----–-----–------------------------- რომლებმაც დაადასტურეს ამოღების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
1.13 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ, 2----–-–----------------- გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №ქ/541 დასკვნის თანახმად, 12 (თორმეტ) ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე განლაგებული, ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 12 (თორმეტი) ცალი მთლიანი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინს'', 0, 096 გრამის ოდენობით.
1.14 ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებათა მე-2 სიის მე-10 გრაფაში შეტანილია ,,ბუპრენორფინი.''
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29-ე გრაფის შესაბამისად, 0.096 გრამი ,,ბუპრენორფინი'' წარმოადგენს დიდ ოდენობას.
1.15 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების როგორც უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე გასაღება.
უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება, საჩუქრად მიღება, პოვნა), ხოლო უკანონო შენახვა - ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას (შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ).
უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვა პირთათავის უკანონო გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალში ჩათვლა და ა. შ).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა ი-–----------- მიერ გ-----------–--------ათვის ნარკოტიკული საშუალების - („ბუპრენორფინის“ შემცველი 12 აბი სუბოქსინის ტაბლეტი) ფულადი თანხის სანაცვლოდ გადაცემაში. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ი-–----------მ გ-----------–-------ზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შენახვას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ი-–---------- გ-----------–-------სთან ერთად ავტომანქანით გაემართა პარიზის კომუნის ქუჩაზე მისთვის წინასწარ ცნობილ ადგილას, სადაც შენახული ჰქონდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იაშა ჩხიკვაძე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ი-–----------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება უკავშირდება არა სასჯელის სიმკაცრეს, არამედ მის გარდაუვალობას. არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი მხოლოდ დასჯის მიზნის მქონეა და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების ხასიათს და ბრალდებულის პიროვნებას და თვლის, რომ ი-–----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი, ხოლო რადგან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იაშა ჩხიკვაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0- (ხუთი) წლის ვადით.
2. ი-–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი-–----------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად, ი-–----------ს 0- (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15 წლის ვადით, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით.
5. ი-–----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2017 წლის 30 დეკემბრიდან.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, ი-–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცებები - 2017 წლის 8 დეკემბრის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების ამსახველი აუდიო-ვიდეო ფაილები, ჩაწერილი 2 ცალ დისკზე, გ-----------–--------აგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ამსახველი ფოტოები 1 ცალ დისკზე, ი-–----------- დაკავების, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტოები 1 ცალ დისკზე, - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გ-----------–-------ზე ი-–----------- მიერ გასაღებული და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ი-–----------- დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ი-–----------- დაკავების და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი, ი-–----------- ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი დოკუმენტები, ი-–----------- ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული რვეულები და ბლოკნოტი, ავტომანქანა ,,მიცუბიში მონტერო'', სახ. ნომრით IM-111-NK, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი