გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210018002613659
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25816-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ფი------------–---–ი

წარმომადგენელი: ნა-------------–---–ი

მოპასუხე: დი----------------–---–ი

წარმომადგენელი: ოთ--------------–--ე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დი----------------–---–ისათვის (პირადი N 0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, დე----------------–---–-ს (დაბადებული 0--------- წელს, პირადი N-----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

1.2. მოპასუხე დი----------------–---–ისათვის (პირადი N0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, ნე------------–---–ის (დაბადებული 2--------6 წელს, პირადი N0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

1.3. მოპასუხე დი----------------–---–ისათვის (პირადი N0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პირადი N-----------) სა--------–---------------––-–-------–---–-----–----------------------------------–- 2--------- წელს, პირადი N------------ რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდის დაკისრება, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

1.4. მოპასუხე დი----------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების დე----------------–---–-ს, ნე-----------–---–ისა და ლუ-----------–---–ის საცხოვრებელი ბინის ქირის საფასურის სახით დამატებითი ხარჯის - 225 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ფი------------–---–ი და მოპასუხე დი----------------–---–ი 2015 წლიდან იმყოფებიან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: დე----------------–---–-- დაბადებული 201--–-–----------------ს, ნე-----------–---–ი -დაბადებული 2016 წლის 24 იანვარს და ლუ-----------–---–ი-დაბადებული 2017 წლის 21 მაისს. ფი------------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი გი------------ე დაბადებული 2001 წლის 18 ივნისს; არასრულწლოვანი გი------------ის მამა გარდაცვლილია; გი------------ე დაავადებულია ეპილეფსიით, კრუნჩხვითი გულყრებით და ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა. მისი მკურნალობის ხარჯს იღებს ფი------------–---–ი. მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია, არასრულწლოვნები ცხოვრობენ ფი------------–---–თან ერთად; 2018 წლის 31 ივლისს ფი------------–---–ი ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადაყვანილ იქნა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში, მოძალადე დი----------------–---–ს კი აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მითითებით, დი----------------–---–ი არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილებზე და არ ეხმარება მათ ფინანსურად. მოპასუხე დასაქმებულია და მისი ყოველთვიური შემოსავალია 1250 ლარი, ხელზე ასაღები თანხა კი 1000 ლარია. დი----------------–---–მა უარი განაცხადა თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის მედიკამენტების შეძენაზე და კლინიკაში მკურნალობის ხარჯის ნაწილის გადახდაზე, რის გამოც მოსარჩელემ შვილების კლინიკიდან გამოყვანა მხოლოდ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებებით შეძლო. მოსარჩელეს კლინიკის წინაშე დავალიანება დღემდე აქვს. მან პოლიციასაც კი მიმართა იმისათვის, რომ მოპასუხეს სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით შეეძინა შვილებისათვის წამლები, თუმცა უშედეგოდ.

 

მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი. ფი------------–---–ს საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება, მას არც მშობლები, ან და-ძმა ჰყავს, რომლებიც მას მატერიალურად თუ საცხოვრებელი ფართის სახით დაეხმარებოდნენ. მოსარჩელე არ იღებს მრავალშვილიანი მშობლისათვის განსაზღვრული დახმარების თანხას. არასრულწლოვნებს კვებასთან ერთად ესაჭიროებათ სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები. მოსარჩელის შვილს გი------------ეს დანიშნული აქვს მარჩენალდაკარგულის პენსია ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, თუმცა მისი მკურნალობის ხარჯის დასაფარად წინასწარ გაცემულია სამი წლის მანძილზე მისაღები თანხა.

 

მოპასუხე დი----------------–---–ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ი. პ------–----------------------. მოსარჩელემ საცხოვრებლად იქირავა ბინა მდებარე მისამართზე თბილისი, ი---------–-------------------------- ყოველთვიური ქირის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 450 ლარს, რომელიც ყოველი თვის 5 რიცხვშია გადასახდელი. მოსარჩელემ აღნიშნულ მისამართზე ბინა იქირავა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი გი------------ე არის თბილისში ი. პეტრიწის ქუჩაზე მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლე, ხოლო ნე-----------–---–ი და დე----------------–---–- ამავე მისამართზე მდებარე საბავშვო ბაღში დადიან.

 

ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხა 200 (ორასი) ლარი არის ის მინიმუმი რაც აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, ბავშვების ასაკთან ერთად გაზრდილი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1215-ე მუხლები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (იხილეთ ს. ფ. 2-16);

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დი----------------–---–ი დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილის, დე----------------–---–-ს, ნე-----------–---–ისა და ლუ-----------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას დამატებითი ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე მიუთითებს, რომ ვერ შეძლებს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი თანხისა და ბინის ქირის გადახდას, ვინაიდან მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 1000 ლარს, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი დედა. მოპასუხეს უარი არ განუცხადებია შვილებისათვის საჭირო სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე, ხოლო მკურნალობის საფასურის გადახდა ვერ შეძლო უსახსრობის გამო.

მოპასუხეს აქვს ფინანსური ვალდებულება საბანკო დაწესებულების წინაშე. იგი დასაქმებულია და მისი ხელფასი შეადგენს 1250 ლარს, ხელზე ასაღები ოდენობა კი 1000 ლარია. მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის სახით მოთხოვნილი თანხა მოპასუხის შემოსავლებს არ შეესაბამება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შესაგებელი (ს.ფ.60-75);

მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ფი------------–---–ი და მოპასუხე დი----------------–---–ი 2015 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ სამი შვილი, დე----------------–---–- დაბადებული 201--–-–----------------ს, ნე-----------–---–ი დაბადებული 2016 წლის 24 იანვარს და ლუ-----------–---–ი დაბადებული 2017 წლის 21 მაისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი----------------–---–ისა და ფი------------–---–ი ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ.23);

- დე----------------–---–-ს დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი N----------- (ს.ფ.18);

- ნე-----------–---–ის დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი N 0---------- (ს.ფ.19);

-ლუ-----------–---–ილს დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი N----------- (ს.ფ.20);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ფი------------–---–ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი გი------------ე დაბადებული 2001 წლის 18 ივნისს; არასრულწლოვანი გი------------ის მამა გარდაცვლილია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გი------------ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8-- (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. დი----------------–---–სა და ფი------------–---–ს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვნები ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ფი------------–---–თან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი შესაგებელი, სხდომის ოქმი)

-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის 2----–-–---------------ს ორდერი N------7 (ს.ფ.24).

 

3.1.4. მოსარჩელე ფი------------–---–ი არასრულწლოვან შვილებთან გი------------ესთან, დე----------------–---–---ნ, ნე-----------–---–თან და ლუ-----------–---–თან ერთად რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ი-------------–-----------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

-ფი------------–---–ის საინფორმაციო ბარათი N01----------- (ს.ფ. 26);

-გი------------ის საინფორმაციო ბარათი N0------------ (ს.ფ. 27);

-დე----------------–---–-ს საინფორმაციო ბარათი 0------------ (ს.ფ. 28);

-ნე-----------–---–ის საინფორმაციო ბარათი N0--------------ს.ფ. 29);

-ლუ-----------–---–ის საინფორმაციო ბარათი N0-----------6 (ს.ფ. 30);

 

3.1.5. მოსარჩელე ფი------------–---–ი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ი---------–------------------- ბინის მესაკუთრეა თი----------------ე. ქირის სახით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 14 ნოემბრის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 105-107).;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდი 0---------------------- (ს.ფ. 129);

- სს „სა---------–---------ს“ 2018 წლის 11 ოქტომბრის გადარიცხვა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშებზე (ს.ფ. 126).

 

3.1.6. მოსარჩელე ფი------------–---–ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სა---------–--ს რაინის გამგეობის 2018 წლის 26 სექტემბრის მიმართვით უარი ეთქვა ბინის ქირის კომპენსაციის დაკმაყოფილების თაობაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სა---------–--ს რაინის გამგეობის 2018 წლის 26 სექტემბრის მიმართვა (ს.ფ. 118-119).

 

3.1.7. ფი------------–---–ი შრომისუნარიანია. მოსარჩელე დასაქმებული არ არის. მას არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო თანხით ეხმარებიან ახლობლები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

------–---------------------------------------–-----16--------- (ს.ფ. 120);

- სს „სა---------–---------ს“ 2018 წლის 14 ნოემბრის, 2018 წლის 27 ნოემბრის, გადარიცხვის დეტალები (ს.ფ. 121-122).

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილი შპს მ----–---–-ს სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20---–-–---------------–-------- ცნობის მიხედვით არასრულწლოვანი გი------------ის დიაგნოზია G40.9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი; არასრულწლოვანს ესაჭიროება ანტიეპილეფსიური თერაპიის გაგრძელება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ----–---–-ს სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20---–-–---------------–-------- ცნობა (ს.ფ. 25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე დი----------------–---–ი 2017 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია შპს ს----------- „ც---------ს“ კვების ბლოკის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1250 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ოდენობა არის 1000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ს----------- „ც---------ს“ გენერალური მენეჯერის 2018 წლის 02 ოქტომბრის ცნობა (ს.ფ. 71);

-ამონაწერი დი----------------–---–ის ანგარიშიდან (ს.ფ. 70).

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე დი----------------–---–ის 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. 2018 წლის იანვრის თვიდან დი----------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1281.25 ლარს, თებერვლის თვეში - 1281.25 ლარს, მარტის თვეში - 1281.25 ლარს, აპრილის თვეში - 1281.25 ლარს, მაისის თვეში 1281.25 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 115 ლარი, ივნისის თვეში - 1250 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 125 ლარი, ივლისის თვეში -1285 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 62.5 ლარი და აგვისტოს თვეში 1285 ლარს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით 2018 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით დი----------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 10528.75 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 2105.75 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 55-59);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 02 ოქტომბერს გაცემული ცნობა N2------, ინფორმაცია (ს.ფ. 72-73).

 

3.2.3. მოპასუხე დი----------------–---–ს აქვს საკრედიტო ვალდებულებები შესასრულებელი. სს „თ------------“ და დი----------------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2--------------- მოპასუხეზე 2018 წლის 30 ოქტომბერს გაიცა კრედიტი 265 ლარის ოდენობით, კრედიტის დასაფარად ყოველთვიური შენატანია 23.98 ლარი, ხოლო კრედიტის დაფარვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 03 ნოემბერი.

 

სს „თ------------“ და დი----------------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2-------------- მოპასუხეზე 2018 წლის 27 აპრილს გაიცა კრედიტი 550 ლარის ოდენობით, კრედიტის დაფარვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 03 ნოემბერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „თ------------“ და დი----------------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N2--------------- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 110);

- სს „თ------------“ და დი----------------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით N2-------------- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 111).

 

3.2.4. მოპასუხე დი----------------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, დასახლება დ--------------------------------–--------------------- N--5. მოპასუხე იხდის თავის საკუთრებაში არსებული ბინის კომუნალურ გადასახადებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო კოდი 0---------------------- (ს.ფ. 45);

- 2018 წლის 14 დეკემბერს შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული საბილინგო ინფორმაცია, ინვოისი, პერიოდი 0---------------------------.2018-30.11.2018 (ს.ფ. 108-109);

- მისამართზე თბილისი, დასახლება დ--------------------------------–--------------------- N--5 ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის ქვითრები (ს.ფ. 130-131).

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ფი------------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 03 აგვისტოს მიმართვა N3----- (ს.ფ. 31).

 

3.2.6. მოსარჩელე ფი------------–---–ი 2018 წლის 31 ივლისიდან ერთი თვის ვადით არასრულწლოვან შვილებთან გი------------ესთან, დე----------------–---–---ნ, ნე-----------–---–თან და ლუ-----------–---–თან ერთად მოთავსებული იყო სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულში თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გაცემული ცნობა N07----- (ს.ფ. 125);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.7. არასრულწლოვან ნე-----------–---–სა და ლუ-----------–---–ს აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭიროებენ ამბულატორულ მეთვალყურეობასა და მკურნალობას. ნე-----------–---–ის მიმართ გამოხატულია ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა და ენდოკრინოლოგიური პერობლემები.

შპს „ი---------------------–-----------–---------------–----------------–-----018 წლის 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ნე-----------–---–ი და ლუ-----------–---–ი სტაციონარში მოთავსებულნი იყვნენ 11/08/2018-14/08/2018 პერიოდში. სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის ღირებულებამ თითოეული არასრულწლოვანისათვის შეადგინა 618 ლარი, აღნიშნული თანხიდან 494 ლარი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო პაციენტის გადასახდელმა წილმა შეადგინა 123.60 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „ი---------------------–-----------–---------------–----------------–-----018 წლის 14 აგვისტოს ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 43-44);

- შპს „ი---------------------–-----------–---------------–----------------–-----018 წლის 21 აგვისტოს ანგარიშ ფაქტურები, ფორმა N868 (ს.ფ. 33-38);

-შპს „ავ-------------–ი“ შეძენილი მედიკამენტების ქვითრები (ს.ფ. 112-114);

- ნე-----------–---–ის წონისა და ბოდი-მასს-ინდექსი დიაგრამა გოგონებისთვის და დანიშნულება (ს.ფ. 127-128);

 

3.2.8. მოსარჩელე ფი------------–---–მა ვერ შეძლო შპს „ი---------------------–-----------–---------------–----- ჰოსპიტალ“-ში არასრულწლოვანთა სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობის ღირებულების გადახდა და 2018 წლის 13 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულებით თითოეული არასრულწლოვანისათვის იკისრა დავალიანების საერთო ღირებულების 123.60 ლარის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ი---------------------–-----------–---------------–----- ჰოსპიტალსა“ და ფი------------–---–ს შორის 2018 წლის 13 იანვარს გაფორმებული შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ (ს.ფ. 39-42).

 

3.2.9. არასრულწლოვნებს ნე-----------–---–ს, ლუ-----------–---–სა და დე----------------–--ლს სამედიცინო მომსახურება გაეწიათ შპს „იმ--------–-----–ი“. სამედიცინო მომსახურების დავალიანებამ პაციენტ ნე-----------–---–ის მიმართ შეადგინა 176 ლარი, პაციენტ ლუ-----------–---–ის მიმართ -110 ლარი, ხოლო პაციენტ დე----------------–---–-ს მიმართ 176 ლარი. მოპასუხე დი----------------–---–ს არასრულწლოვანთა სამედიცინო მომსახურების თანხის გადახდაში არ მიუღია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 08 აგვისტოს ფი------------–---–ის ხელწერილები (ს.ფ. 115-117);

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 04 სექტემბრის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 123-124).

 

3.2.10. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დი----------------–---–ის კმაყოფაზე იმყოფება მოხუცი დედა, რომელსაც იგი ყოველთვიურად რჩენისათვის უწევს დახმარებას ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს თითოეული არასრულწლოვანი შვილების მიმართ 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე, არსებობს დამატებითი ხარჯის შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1215-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 201--–-–----------------ს დაბადებული დე----------------–---–-, 2016 წლის 24 იანვარს დაბადებული ნე-----------–---–ი და 2017 წლის 21 მაისს დაბადებული ლუ-----------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები დე----------------–---–-, ნე-----------–---–ი და ლუ-----------–---–ი ამ ეტაპზე ცხოვრობენ დედასთან, მოსარჩელე ფი------------–---–თან ერთად. მოსარჩელე არ არის დასაქმებული, ცხოვრობს ქირით, მატერიალურად ეხმარებიან ახლობლები, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი გი------------ე პირველი ქორწინებიდან, რომელსაც ასევე აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მისი დიაგნოზია ეპილეფსია. გი------------ეს დანიშნული აქვს მარჩენალდაკარგულის პენსია ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, თუმცა მისთვის ჩატარებული მკურნალობიდან გამომდინარე წინასწარ სამი წლის ფარგლებში მისაღები თანხაა გატანილი. რაც შეეხება მოპასუხეს, დადგენილია, რომ მოპასუხე დი----------------–---–ი 2017 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია შპს ს----------- „ც---------ს“ კვების ბლოკის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1250 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ოდენობა არის 1000 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხე დი----------------–---–ს 2017 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. 2018 წლის იანვრის თვიდან დი----------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1281.25 ლარს, თებერვლის თვეში - 1281.25 ლარს, მარტის თვეში - 1281.25 ლარს, აპრილის თვეში - 1281.25 ლარს, მაისის თვეში 1281.25 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 115 ლარი, ივნისის თვეში - 1250 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 125 ლარი, ივლისის თვეში -1285 ლარს, მომსახურების ანაზღაურების სახით დამატებით დარიცხულია 62.5 ლარი და აგვისტოს თვეში 1285 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა- განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არასრულწლოვანის მცირე ასაკი და ინდივიდუალური თავისებურებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ბავშვის მიმდინარე საჭიროებები, განპირობებული, ბავშვის განვითარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ.

 

დადგენილია, რომ დე----------------–---–-, ნე-----------–---–ი და ლუ-----------–---–ი არიან არასრულწლოვნები, მათ ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება, მოვლა, მკურნალობა, ჰიგიენური საშუალებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირი არ ჰყავს, ასევე, მხედველობაში იღებს დე----------------–---–-ს, ნე-----------–---–ისა და ლუ-----------–---–ის ასაკს, აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად გაზრდილია ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკისა და სხვა პირების წინაშე, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.

ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

მოპასუხე დი----------------–---–ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი, რაც არ არის საკმარისი მცირეწლოვანის საარსებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით 2018 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით დი----------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 10528.75 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 2105.75 ლარს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის დეკემბრის თვისათვის - 153.7 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 130-130-130 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 03 სექტემბრიდან, არასრულწლოვანი შვილების, 201--–-–----------------ს დაბადებული დე----------------–---–-, 2016 წლის 24 იანვარს დაბადებული ფი--------------–---–ი და 2017 წლის 21 მაისს დაბადებული ლუ-----------–---–ის სრულწლოვანებამდე, ან გარემოებების შეცვლამდე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

მშობელთა ვალდებულება არასრულწლოვანი შვილების მიმართ არა მხოლოდ ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი პირობების შექმნას გულისხმობს, არამედ იგი ასევე მოიცავს შვილებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნის ვალდებულებასაც. როგორც ზემოთ აღინიშნა, ,,ბავშვთა უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შვილების მიმართ მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულებაც ორივე მშობელმა თანაბრად უნდა გაიღოს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დი----------------–---–სა და ფი------------–---–ს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვნები ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ფი------------–---–თან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ფი------------–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოსარჩელე ფი------------–---–ი 2018 წლის 31 ივლისიდან ერთი თვის ვადით არასრულწლოვან შვილებთან გი------------ესთან, დე----------------–---–---ნ, ნე-----------–---–თან და ლუ-----------–---–თან ერთად მოთავსებული იყო სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულში თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). მოსარჩელე ფი------------–---–ი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, ი---------–------------------- ბინის მესაკუთრეა თი----------------ე. ქირის სახით ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს.

 

მოსარჩელე ფი------------–---–ი დამატებითი ხარჯის სახით ითხოვს არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საჭირო ქირის 450 ლარის ნახევრის 225 ლარის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე, შეუქმნან მათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ვინაიდან არასრულწლოვნები მოცემული პერიოდისათვის ცხოვრობენ მოსარჩელესთან ქირის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს 1215-ე მუხლით გათვალისწინებულ დამატებით ხარჯს, რომლის გაღების ვალდებულებაც ეკისრება ორივე მშობელს თანაბარწილად.

 

შესაბამისად, დი----------------–---–ს უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის შვილების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფისათვის გადასახდელი ქირის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ნახევრის 225 (ორას ოცდახუთი) ლარის დამატებითი ხარჯის სახით გადახდა.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვან შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანთა ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ფი------------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ფი------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე დი----------------–---–ს ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნასთან მიმართებით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის, ხოლო დამატებითი ხარჯის დაკისრებასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ფი------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე დი----------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პ/ნ------------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, დე-----------------–---–-ს (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ. 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

3. მოპასუხე დი----------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პ/ნ------------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ნე------------–---–ის (დაბადებული2--------6 წელს, პ.ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

4. მოპასუხე დი----------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პ/ნ------------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ლუ-----------–---–ის (დაბადებული 2--------- წელს, პ.ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2018 წლის 03 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე;

 

5. მოპასუხე დი----------------–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე ფი------------–---–ის (პ/ნ------------) სასარგებლოდ დაეკისროს დამატებით ხარჯების სახით ბინის ქირის საფასური 225(ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა, ყოველთვიურად, 2018 წლის ნოემბრიდან გარემოებების შეცვლამდე;

 

6. მოპასუხე დი----------------–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახ. ბაჟის სახით 100 (50+50 )ლარის გადახდა;

 

7. წინამდებარე გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

 

8. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს მის შესრულებას;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია