გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210018002249240
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4-0-1-

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

მოსარჩელე - ა---------–-–---------ე

მოპასუხე - შპს „ვ---“

წარმომადგენელი - ბ-------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

განმცხადებელი (მოპასუხე) - შპს „ვ---“

მოთხოვნა - დამატებით გადაწყვეტილების გამოტანა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201- წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა---------–-–---------ის მოთხოვნა. კერძოდ, შპს „ვ---“-ს ა---------–-–---------ის სასარგებლოდ დაეკისრა 675 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში; შპს „ვ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 48.83 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა ა---------–-–---------ის მოთხოვნა კომუნალური გადასახადების დაკისრების ნაწილში; ა---------–-–---------ეს შპს „ვ---“-ს სასარგებლოდ, დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის 85.60 ლარის გადახდა;

201- წლის 27 დეკემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს იმაზე მითითებით, რომ მიუხედავად სარჩელში დაყენებული მოთხოვნისა გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

 

კერძოდ, მოპასუხე შუამდგომლობს მოსარჩელეს დაეკისროს სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით, საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ქაღალდის ფურცლებისათვის - 50 ლარი, თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისათვის - 25 ლარის, მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის აკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის - 2.50 ლარის, ასევე საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯის 50 ლარის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისათვის 14 ლარის, საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 1.50 ლარის, სასამართლო სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის 150 ლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სასამართლომ დამატებით იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.

 

სასამართლომ განიხილა განცხადება და მიაჩნია, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

 

ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, მხოლოდ საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული 9.50 ლარის ხარჯი .

 

ამდენად, სასამართლო შენიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ დაადასტურა მხოლოდ 9.50 ლარის ხარჯის გაწევის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591, 364-ე, 369- მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.

2. ა---------–-–---------ეს, შპს „ვ---“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯის, 9.50 ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე