გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002128064
№2/3871-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.01.2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ------ა“
წარმომადგენელი - ე---------ე კ----------ე
მოპასუხე - სსიპ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ი
წარმომადგენელი - ზ---დ ს---------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სსიპ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ისათვის 3438.39 ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელის - შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელე მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საწვავს (ნავთობპროდუქტს) შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. მოპასუხეს, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, ერიცხება დავალიანება 3438.39 ლარი, რაც წარმოადგენს 1995-1999 წლებში მიწოდებული საწვავის ღირებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ რაიმე შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, მოსარჩელეს დარღვეული აქვს მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1995 წლის 11 ივლისს ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის დირექტორმა წერილობით მიმართა ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის დირექტორს და მოითხოვა 300 კგ. ნავთობპროდუქტის მიწოდება ლიმიტირებული ბენზინის ანგარიშში.
ბ-------ს ნ-----------------–------–მა ქ------ამ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს მოთხოვნილი საწვავი - 300 კგ. ბენზინი - "ა-90" მარკის, მიაწოდა 1995 წლის 17 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის დირექტორის 11.07.1995 წლის წერილი - ს. ფ. 14;
- სავაჭრო-სატრანსპორტო ზედნადები - ს. ფ. 18; 20;
3.2.2. 1998 წლის 21 აპრილს ბ-------ს ნ-----------------–------–მა ქ------ამ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს მიაწოდა 1281 კგ. დიზელის საწვავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- სავაჭრო-სატრანსპორტო ზედნადები - ს. ფ. 16;
3.2.3. 1998 წლის 20 ივლისს ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის დირექტორმა წერილობით მიმართა ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის გენერალურ დირექტორს და მოითხოვა თ------ის აუცილებელი საჭიროებისათვის 600 ლ. სუპერის მარკის ბენზინის მიწოდება, შესაბამისი ღირებულების, საწვავის მიწოდებისთანავე ანაზღაურების პირობით.
იმავე დღეს, ბ-------ს ნ-----------------–------–მა ქ------ამ მოთხოვნილი საწვავი - 600 ლიტრი ბენზინი, მიაწოდა ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის დირექტორის 20.07.1998 წლის წერილი - ს. ფ. 15;
- „ფორმა-მ-27“ - ს. ფ. 17;
3.2.4. 1999 წლის 15 აპრილს ბ-------ს ნ-----------------–------–მა ქ------ამ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს მიაწოდა 1 ტონა, 490.62 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - ს. ფ. 19;
3.2.5. სსიპ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ------ის“ მიმართ გააჩნია დებიტორული დავალიანება - 3438.39 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მიწოდებული ნავთობპროდუქტების (საწვავის) აუნაზღაურებელ ღირებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი);
- ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ - ს. ფ. 21-25;
- 2017 წლის 8 სექტემბრის მიმართვა - ს. ფ. 26;
-
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სსს კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს - მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით, “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ის გარემოება, რომ მოსარჩელე, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხეს პერიოდულად აწვდიდა ნავთობპროდუქტებს მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გამყიდველისათვის (მოსარჩელისათვის) ანაზღაურების ფაქტი, რომლის დამტკიცების ვალდებულება, მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის დაცვით, ევალება მოპასუხეს. მოპასუხეს კი, მიწოდებული საწვავის ღირებულების ანაზღურების თობაზე რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
3.2.3. მოსარჩელე შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–მა ქ------ამ“ მოპასუხე სსიპ ბ-------ს ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის მიმართ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მომართა ხანდაზმულობის ვადის კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.
დადგენილია და მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის გარიგების საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადაუხდელობის გამო, სს „პოლიგრაფისტის” მიმართ მოთხოვნის უფლება, წარმოეშვა 1995-1999 წლებში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ამ პერიოდიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 13 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რის შესახებაც სასამართლო იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების დროს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის“ სარჩელი ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის“ სარჩელი ხანდაზმულობის გამო უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე,130-ე, 144-ე, 316-317-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
დადგენილია, რომ შპს „ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ------ასა“ და სსიპ ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------– თ------ს შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნასყიდობის შესახებ გარიგების საფუძველზე, მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რომლის ღირებულება მოსარჩელეს ანაზღაურებული არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრულია სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. "ხანდაზმულობა" სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა, განსაზღვრული სახით, გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდი იქნებოდა ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის გარიგების ფარგლებში 1995-1999 წელს მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. როდესაც ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა გონივრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება. მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზეა იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
საქართველოს სკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დავალიანება წარმოიშვა ჯერ კიდევ 1999 წლიდან და ამ პერიოდიდან მხარისათვის უკვე ცნობილი იყო მოთხოვნის არსებობა. 1999 წლიდან სარჩელის აღძვრამდე კი გასულია თითქმის 18 წელი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გასვლისას ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე უარს აცხადებს დავალიანების დაფარვაზე და ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
იმ გარემოების გათალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს "ბ-------ს ნ-----------------–------–ი ქ-----ის" სარჩელი სსიპ ი-–-----------ის ს----–---ის ს----–-–---ო დ----------–ი თ------ის მიმართ.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ს----–-–---ო ბაჟი ჩაითვალოს ს----–-–---ო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი