გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7755-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი-მ--------------
მოპასუხე- შპს ,-----------------
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს-შპს ,,---------------ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 3---1---------------–------------------------------ ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - შპს ,,---------------ს"(შემდგომში,,დამკვეთი") შორის 2010 წლის 21 ივლისს გაფორმებული იქნა №------ ხელშეკრულება ქ.თბილისი, ვ--------------------–- არსებული კლუბის დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში ,,დაცვა") ვალდებულებას იღებდა დამკვეთის კლუბის ,,დაცვა" განეხორციელებინა ობიექტზე დანერგილი ,,საგანგაშო" სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, დაცვის ცენტრალურ პუნქტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 2.1.პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 1-- ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. ,,დაცვამ" თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შეადგინა 3---1--–----, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად მხარის მიერ დღემდე არ არის გადახდილი. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 3 თებერვლის N------ წერილის საფუძველზე მხარეთა შორის 2016წლის 8 თებერვლიდან შეწყდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და გამოიცა სათანადო ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,---------------ს", წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2010 წლის 21 ივლისს, ერთის მხრივ შპს ,,---------------ს"(შემდგომში დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის ვ--–---------------------ახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის ბ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას შპს ,,---------------ს" კლუბში მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვ----------------------
დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-------–---------------- ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცემს ,,დამკვეთს" რადიო გადამცემს, რადიო გადამცემის ყუთში რადიო გადამცემის პლატას და უზრუნველყოფს მათ მონტაჟ-ინსტალაციას. ამავე მუხლის 3.1.2 პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, უზრუნველყოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთა-აცილება. ამავე მუხლის 3.2.1პუნქტის თანახმად, საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დაცვა" თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის 2010 წლის 1 ივლისიდან ერთი წლის ვადით, ხოლო მხარეთა მიერ მის გაწყვეტაზე მოთხოვნის არ არსებობის შემთხვევაშ ვადა გრძელდება ერთი წლით იგივე პირობებით.
დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის თანახმად, ზიანის დადასტურების შემთხვევაში ,,დამკვეთი" 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.3.პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები ათი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ამავე მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის'' მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 21 ივლისის ხელშეკრულება №------(ს.ფ. 11-12)
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2010წლის 28 ივლისის N---- ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ), 2009 წლის 20 ნოემბრის N---- ბრძანების შესაბამისად დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მეორე განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, ვ----------------------–----------- შპს ,,---------------ს" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2010 წლის 28 ივლისის N---- ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ''(ს.ფ. 13)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 08 თებერვლის N------ ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 2015 წლის 29 მაისის N------- ბრძანების შესაბამისად 2016 წლის 08 თებერვლიდან შეწყვეტილი იქნა შპს ,,---------------ს" ობიექტის(ქ.თბილისი, ვ---------------------- ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 08 თებერვლის N------ ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 15)
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 07 ივნისის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,-------------------------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 24.07.2012 წლის N------ ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 07 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 3------------------–-------------------------------) ლარი. მათ შორის:
-2015 წლის დეკემბერი-1---5- ლარი;
-2016 წლის იანვარი-1-- ლარი;
-2016 წლის თებერვალი-3-.6- ლარი;
აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 07 ივნისისს ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 16)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 17-18)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,---------------ს'’, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3---1--------------–------------------------------ ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,---------------ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2010 წლის 21 ივლისს, ერთის მხრივ შპს ,,---------------ს"(შემდგომში დამკვეთად" წოდებული), მისი დირექტორის ვ--–---------------------ახით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში „დაცვად” წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის ბ----------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №------, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს დანაშაულის აღკვეთას შპს,,---------------ს" კლუბში მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ვერის დაღმართი N2; დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-------–---------------- ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას „დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადასცემს ,,დამკვეთს" რადიო გადამცემს, რადიო გადამცემის ყუთში რადიო გადამცემის პლატას და უზრუნველყოფს მათ მონტაჟ-ინსტალაციას, ამავე მუხლის 3.1.2 პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს „ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ, უზრუნველყოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთა-აცილება, ამავე მუხლის 3.2.1 პუნქტის თანახმად, საფრთხის შემთხვევაში დროულად მოახდინოს სიგნალ-განგაშის გადაცემა ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,დაცვა"თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან; დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ძალაში შედის 2010 წლის 1 ივლისიდან ერთი წლის ვადით, ხოლო მხარეთა მიერ მის გაწყვეტაზე მოთხოვნის არ არსებობის შემთხვევაში ვადა გრძელდება ერთი წლით იგივე პირობებით; დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის თანახმად, ზიანის დადასტურების შემთხვევაში ,,დამკვეთი" 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამავე მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას მხარეები ათი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ამავე მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის'' მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულებული იქნა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, თუმცა მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,---------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3---1--------------–------------------------------ ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,,---------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შპს ,,---------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 3---1--------------–------------------------------ ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს- შპს ,,---------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი