განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
090100118002689330
დავის ტიპი
126 1
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN(1/31–2018) 090100118002689330

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

პროკურორი - ზ------–--–----------

ბრალდებული - ე-–------------–----

ადვოკატი - ი-----–--–-----–---

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ე-–------------–---- მიმართ

მამის სახელი: რ-------

დაბადებული: 1--1--1--- წელი;

დაბადების ადგილი: სა---------–----

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: ქვ------

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო,რაიონი – ამბროლაური სოფელი – ს-----ლი;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო,რაიონი – ამბროლაური სოფელი – ს-----ლი;

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ე-–------------–--ემ, 2018 წლის მაისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლ ს-----ლში, ჯოხითა და ხელით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემა არასრულწლოვანი ა---------------–-–--ლი, რამაც არასრულწლოვანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ე-–------------–--ემ, 2018 წლის პირველ ივნისს, დაახლოებით 19 საათზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლ ს-----ლში, სხეულის სხვადასხვა ადგილებში სცემა არასრულწლოვანი ა---------------–-–--ლი, რა დროსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც არასრულწლოვანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

3.საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეების : გ--------–-ძის, მ---------–--იას, ს------------სა და კ-----------ძის დაკითხვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2018 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული გ--------–-ძის(ბრალდებულის შვილი) ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ლში დედასთან, ე-–------------–--ესთან, ცოლთან – მ---------–--იასთან და 4 წლის გერთან – ა---------------–-–--ლთან ერთად. დედამისს, ე-–------------–--ეს არ უყვარს ა-----ია და ხშირად უმუზეზოდ ეჩხუბება. 2018 წლის 1 ივნისს, როცა მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა, ა-----იამ დედამისს დუძახა ,,ბებო“, რაზედაც დედამ მიაწყევლა. ბავშვი გარეთ გავიდა, ელ-----რაც გაჰყვა, ცოტა ხნის შემდეგ ყვირილი შემოესმა, ბავშვი შველას ითხოვდა, ეგონა ძაღლმა უკბინა, რომ გაიხედა ნახა წაქცეული ა-----ია, რომელსაც ელ-----რა ფეხებს ურტყამდა მუცლის და სხეულის სხვა ნაწილებში. 2018 წლის მაისის თვეში, კ----სა და მეუღლისაგან შეიტყო, რომ ელ-----რამ 4 წლის ა-----ია სცემა ჯოხით, რასაც შეესწრო მისი მეუღლე მ---------–--ია, მეზობელი ბ---------------–-ძე და სხვები. ა-----ია უყვარს როგორც შვილი და მასზე ზრუნავს, რასაც ვერ ეგუება ე-–------------–--ე.

 

5.საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული მ---------–--იას (ბრალდებულის რძალი, დაზარალებულის დედა) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 ივნისს, იმყოფებოდა ქუთაისში, როცა ამოვიდა შეიტყო ე-–------------–---- მხრივ მისი შვილის, ა---------------–-–--ლის ცემის შესახებ, რასაც გ--------–-ძესა და დედამისს შორის დაპირისპირება მოჰყოლია. ასევე მისი და სტუმრების თანდასწრებით ა-----იას კარის დახურვის გამო გაუჯავრდა და სცემა, რა დროსაც ბავშვმა მიიღო დაზიანებები.

 

6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული კ-----------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 1 ივნისს, სოფელ ბოსტანაში ესტუმრა მეგობარი, გ--------–-ძე, 4 წლის გერთან– ა---------------–-–--ლთან ერთად. ჭამის შემდეგ გამოჰყვა გ---ას. ნასვამნი ისსხდნენ გ---ას სახლის პირველ სართულზე ბავშვთან ერთად იმ ოთახში, სადაც დგას შეშის ღუმელი. ე-–------------–--ეს ბავშვმა მიმართა ბებოთი, ელ-----რა გაბრაზდა და ბავშვს უყვირა: ვინ არის შენი ბებო, შენი გამზრდელი გამწარდაო და ერთხელ წამოარტყა თავში ხელი. რის შემდეგ ბავშვი გარეთ გავიდა და ე-–----ც გაჰყვა. გარედან გაიგონეს ხმაური, ბავშვი ითხოვდა შველას. 2018 წლის მაისში, მისი შვილი საბა და მეზობელი იმყოფებოდნენ გ---ას სახლში, სადაც მატი თანდასწრებით, კარების დაკეტვის გამო სცემა ე-–------------–--ემ ა-----ია ჯოხით. ბავშვი ჯოხის დარტყმის შემდეგ ტკივილისაგან ტიროდა. ელ-----რას არ უყვარს ა-----ია აგრესიულად არის განწყობილი ბავშვის მიმართ, ხშირად ეჩხუბება მას.

 

7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული ს------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ--------–-ძეს ძალიან უყვარს მისი გერი – ა-----ია, მიიჩნევს შვილად და ზრუნავს მასზე. გ---ას დედას, ე-–------------–--ეს არ უყვარს ა-----ია. ხშირად ეჩხუბება, ლანძღავს და სწყევლის. ერთ დღეს, მათი თანდასწრებით, ორპირი ქარისაგან კარების მიჯახუნება დააბრალა ა-----იას და სცემა. ასევე მომხდარა 2018 წლის 1 ივნისს, რის გამოც გ---ას დედასთან ჩხუბი მოსვლია.

 

8.ბრალდებულმა ე-–------------–--ემ ბავშვთან ასეთი დამოკიდებულება ახსნა მისი სიცელქის გამო.

 

9.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს მიერ, 2018 წლის 15 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ე-–------------–--ეს აეკრძალა ბავშვისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება(ს.ფ.171–172).

 

10. დაზარალებულ ა---------------–-–--ლის, მოწმეების: ნ-----------ძის, ბ---------------–-ძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და სასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ე-–------------–--ე სცემს და ეჩხუბება 4 წლის ანადრია მეგრელიშვილს, (ს.ფ. 115–117; 146–148; 166–167 );

 

1--2018 წლის 13 სექტემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ე-–------------–--ემ დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის მაისში და 2018 წლის 01 ივნისს (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.237–240);

 

12.სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2018 წლის 19 ივნისის №0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ა---------------–-–--ლს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალკ–ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზიანება მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში არსებული ნაჭდევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის სახით, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 206–208).

 

13.ე-–------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 4 ივნისის ოქმით არასრულწლოვანის მშობელთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის უფლებების განმარტების ოქმით არასრულწლოვან ა---------------–-–--ლის საპროცესო წარმომადგენლისათვის; 2018 წლის 7 ივნისის უფლებების განმარტების ოქმით არასრულწლოვან ნ----------- საპროცესო წარმომადგენლისათვის; 2018 წლის 7 ივნისის უფლებების განმარტების ოქმით არასრულწლოვან ს------------ს საპროცესო წარმომადგენლისათვის: 2018 წლის 7 ივნისის უფლებების განმარტების ოქმით არასრულწლოვანი დაზარალებულის საპროცესო წარმომადგენლისათვის; 2018 წლის 13 სექტემბრის ოქმით ბრალდებულთან შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 28 სექტემბრის ოქმით ადვოკატთან შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2018 წლის 4 ივნისის მიმართვით და დადგენილებით ა---------------–-–--ლის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2018 წლის 8 ივლისის ცნობით ე-–------------–---- ნასამართლობის შესახებ; 2018 წლის 9 ივლისის ცნობით ე-–------------–---- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2018 წლის 9 ივლისის ცნობით და ამონაწერით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ე-–------------–---- შესახებ; 2018 წლის 17 ივლისის ცნობით შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“–დან ე-–------------–---- შესახებ; 2018 წლის 5 ივნისის მიმართვით სოციალური სამსახურისა და ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათით; 2018 წლის 6 ივლისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ე-–------------–--ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------------–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ –– დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სისხლის სამართლის კდოექსის 126 მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

მანვე ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ – დანაშაული გათვალისწინებული საქართვლოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.ე-–------------–--ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

15.ე-–------------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) არის ხანდაზმული, პენსიონერი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

1-- სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე-–------------–--ეს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახით - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–------------–---- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

განსახილველ საქმეზე სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ე-–------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის მაისის ეპიზოდი), 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის მაისის ეპიზოდი) – ჯარიმა 500 ლარის ოდერნობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 1 ივნისის ეპიზოდი) – ჯარიმა 600 ლარის ოდერნობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე-–------------–--ეს მოსახდელად დარჩეს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ელ-----რა ჭ--–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ე-–------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი