განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100115001103697
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2- დეკემბერი, 20-8 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ-------------–---

დაცვის მხარე:

ადვოკატები: რ---–-------------–---–---------------

 

ბრალდებულები: ნ------------–---–- - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ს---------------------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.---------–-, მ------------------- კორპუსი, ბინა #---ში,ი------------–-–---–- - დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ.---------–-, მ-----------------------------, ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.---------–-, მ---------------------------ე კორპუსი, ბინა #---ში

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ნ------------–---–-ს მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 10 ივლისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–----------–- მდებარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულებაში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, შესახლებულ იქნა მსჯავრდებული თ-----------------. 2----–-–----- დეკემბრიდან იგი მოთავსდა 1--–------–-------–---- კორპუსის #- საკანში.

 

მსჯავრდებულ თ-----------------ს მოთავსების საკანზე 2--- წლის 2- დეკემბერს მეთვალყურეობა დაევალა ს--------–-----------–---- განყოფილების კონტროლიორ ნ------------–---–ს, რომელიც 2----–-–--------–---- #-----– ბრანებით დანიშნული იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

 

ნ------------–---–ს, ს--------–-----------–---- განყოფილების მუშაკთა ფუნქციონალური უფლება-მოვალეობების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა, სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვის გზით, ყოველ 10-15 წუთში ერთხელ მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ-----------------ს ქმედებისთვის. ნ------------–---–მა, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და მორიგეობის პერიოდში #- საკანში არსებული მდგომარეობა უკანასკნელად შეამოწმა 1---- საათზე. 1---- საათიდან 1---- საათამდე პერიოდში კი, მსჯავრდებულმა თ-----------------მ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ი------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2----–-–----- დეკემბრიდან 1---–-----–------–---------------- #- საკანში თ-----------------ს მიმართ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ხორციელდებოდა ვიზულაური და ელექტრონული მეთვალყურეობა საკანში დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით.

 

2--- წლის 2- დეკემბერს მსჯავრდებულ თ-----------------ს მოთავსების საკანზე, სათანადო პულტების მეშვეობით, ელექტრონული მეთვალყურეობა დაევალა უ--------------- განყოფილების უფროს ინსპექტორ ი------------–-–--ლს, რომელიც 2----–-–--------------- #--- პ/შ ბრძანებით დანიშნულ იყო ხსენებულ თანამდებობაზე და, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ი------------–-–--ლს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ--------------- სამსახურის დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ თვითმკვლელობის, თვითდაზიანების ან რაიმე სახის სხვა მათლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით, სამსახურებრივად ევალებოდა მონიტორინგი გაეწია მსჯავრდებულ თ-----------------ს ქმედებისთვის, სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და თვითნებურად, ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, 1- წუთით, დაახლოებით 1---- საათზე, არასამსახურებრივი მიზნით, დატოვა ვიდეოდაკვირვების ოთახი, რის გამოც 1---- საათიდან 1---- საათამდე პერიოდში მსჯავრდებულმა თ-----------------მ, ზეწრისგან გაკეთებული მარყუჟის საწოლზე დამაგრებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

ი------------–-–---–-ს მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი------------–-–---–-ს მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მსჯავრდებულ თ-----------------ს სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, ე.ი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა ნ------------–---–-სა და ი------------–-–---–-ს მიმართ.

 

ბრალდებულ ნ------------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულებაში ინსპექტორ-კონტროლიორად მუშაობდა 2--- წლიდან. მის სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა მსჯავრდებულებისთვის კონტროლის გაწევა, მათი გაყვანა პაემნებზე, აბანოში, ტელეფონზე დარეკვის უზრუნველყოფა, საჭმლის დარიგებაზე დამტარებლებთან ერთად სიარული და სხვა. ამასთან, პატიმრების ცუდად ყოფნის შემთხვევაში, საკანში შეხედვით ყურადღება უნდა მიექცია მათთვის, რის თაობაზეც უ---------გან, კერძოდ, ინსპექტორისგან ჰქონდათ მითითება. საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში კონტროლიორს კარის დამოუკიდებლად გახსნის უფლება არ ჰქონდა, უნდა ეცნობებინა ოფიცრისთვის და მასთან ერთად გაეღო საკნის კარი. ყველა საკანს აქვს სათვალთვალო ღიობი, საიდანაც აკვირდებიან პატიმარს. როდესაც პატიმარი გაღიზიანებულია, ან ცუდადაა, დირექტორი ეუბნება მათ ამის შესახებ. ასეთი მითითება თ-----------------სთან დაკავშირებით არ მიუღია. იმ საკნებზე, სადაც ვიდეოკონტროლი ხორციელდებოდა, მორიგეობისას ვიდეოკონტროლის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ, გარკვეულ შემთხვევებში, თვითონ ისინი ურეკავდნენ და, შესაბამისად, ეხმიანებოდნენ პატიმარს, როგორ იყო, რა ხდებოდა.

 

ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს, გ-----------------–---–თან ერთად, გამწესებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსზე, თუმცა, თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, გ-----------------–---–ი სამუშაოდ სხვა კორპუსზე გადაიყვნეს. მან ოფიცერ ზ-----------------ს უთხრა, რომ მარტო ვერ აუვიდოდა საქმეს, თუმცა მან დააიმედა, რომ მისი მეწყვილე მალე დაბრუნდებოდა. თ----------------- ე.წ. თვალიან საკანში იყო გადაყვანილი, საჭმელს, პურს ხან იღებდა, ხან - არა. აღნიშნულ დღეს მასთან კონტაქტი ჰქონდა დარეკვის თაობაზე, დაეკონტაქტა საჭმლის დროსაც, რაზეც გასცა პასუხი. სხვა არანაირ კონტაქტზე ის არ გამოდიოდა. შეხედვისას მხოლოდ საწოლის პატარა კუთხე ჩანდა, იწვა თუ არა პატიმარი, არ ჩანდა. არ ახსოვს, ამის შემდეგ კიდევ შეიხედა თუ არა. თ-----------------ს გარდაცვალება აღმოაჩინეს, როდესაც ფსიქიატრი მივიდა მასთან, პატიმარი კი კონტაქტზე არ გამოვიდა. ამის თაობაზე განაცხადა ოფიცერთან, შემდეგ დარეკეს ე.წ. პულტების ოთახიდან და უთხრეს, საკანში შესულიყვნენ.

 

მოწმე გ-----------------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იყო კონტროლიორი #- დაწესებულებაში. 2--- წლის დეკემბრის ბოლოს, ოპერატიულ მორიგესთან შეთანხმებით, უთხრეს, რომ სხვა კორპუსზე უნდა გადასულიყო დასახმარებლად, რადგან დიდი კორპუსი იყო და მეტ თანამშრომელს საჭიროებდა, იმ კორპუსში კი, სადაც მანამდე იყო გამწესებული, ნ------------–---–- და ოფიცერი ზ----------------- დარჩნენ, სადაც არ იყო პატიმრების ის რაოდენობა, რომ კონტროლი არ მოხერხებულიყო. დიდ კორპუსში იმორიგევა მთელი დღე, საღამოს გადავიდა ახალ კორპუსში. ზოგადად პატიმრების შემოწმება ხდებოდა სათვალთვალო ხვრელით. თუ იქიდან ვერ დაინახავდნენ, უნდა შეეხედათ ე.წ. კარმუშკიდან, საიდანაც საკვებს აწვდიდნენ. თუ ვერც იქიდან დაინახავდნენ და თუ ხმასაც არ ამოიღებდა, უნდა ეცნობებინათ ოფიცრისთვის, ამის შემდეგ ერთად შევიდოდნენ, შეამოწმებდნენ და დაათვალიერებდნენ საკანს. დამოუკიდებლად კარის გახსნის და შესვლის უფლება თვითონ არ ჰქონდათ. თათბირებიდან ახსოვს, რომ 10-15 წუთში ერთხელ უნდა შეეხედათ საკანში, შესაძლოა, აღნიშნული დებულებაშიც ეწერა, რაზეც ხელი აქვს მოწერილი.

 

მოწმე ზ----------------ის ჩვენების თანახმად, 2--- წლის დეკემბერში დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ თ-----------------სთან უნდა შესულიყო მოწვეული ექიმი-ფსიქიატრი. ამ დროს მორიგეობდნენ ის და ნ------------–---–-. მივიდა პატიმრის საკანთან, დაუძახა, მაგრამ ხმა არ გასცა. შევიდა დაახლოებით 5-6 ნაბიჯში მდებარე სამორიგეოში და დარეკა ვიზუალური მეთვალყურეობის თანამშრომელთან, რომელთანაც უნდა გადაემოწმებინა, რა ხდებოდა საკანში. ტელეფონზე ი------------–-–--ლმა უპასუხა და უთხრა, სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში. შევიდნენ საკანში და ნახეს ორიარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ზეწრით ჩამოკიდებული თ-----------------.

 

მოწმის განმარტებით, ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ პატიმარი გადაჰყავთ ექიმის მითითებით, როდესაც პატიმარი არის გულჩათხრობილი, ან ცუდი განწყობის. საკანს აქვს ორი შესახედი, ერთი - საიდანაც საკვები ეძლევათ, და მეორე - საიდანაც მხოლოდ შეხედვაა შესაძლებელი. საკანში უნდა შეიხედო სადღაც 10-15 წუთში ერთხელ, მით უმეტეს, ეს აუცილებელია სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმართან. თუ ის დაძახებაზე არ რეაგირებდა, რეკავდნენ ვიდეოთვალთვალის ოთახში, რომ გადაემოწმებინათ სიტუაცია. თუ საკანში არ იყო ვიდეოთვალი, კონტროლიორი ეუბნებოდა ოფიცერს, აღებდნენ კარს და შედიოდნენ საკანში. კონტროლიორს დამოუკიდებლად საკანში შესვლა არ შეეძლო. კორპუსი, სადაც თ----------------- იყო მოთავსებული, იყო პატარა, დაახლოებით 25-30 მეტრის, ორი თანამშრომელი მეთვალყურეობდა და ჩვეულებრივ ართმევდნენ თავს საქმეს, შემთხვევის დღეს ერთი კონტროლიორი ხელმძღვანელის მითითებით დილიდანვე სხვა კორპუსზე იყო მიმაგრებული.

 

მოწმე ა-–-------–--–---–მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ #- დაწესებულებაში მუშაობდა ოპერატიულ მორიგედ. ახსოვს, ახალი წლის წინა დღეები იყო, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ერთი თანამშრომელი მოხსნა კორპუსიდან და სხვა კორპუსში განაწესა დასახმარებლად. ერთი, ვინც კორპუსზე მუშაობდა, ნ------------–---–- იყო, მეორე არ ახსოვს. ახსოვს, რომ ორნი დარჩნენ პირველ სარეჟიმოზე, რადგან არ შეიძლებოდა ერთი თანამშრომლის დარჩენა. დღის მანძილზე, რაციის მეშვეობით, გაიგო, რომ ექიმს ითხოვდნენ სასწრაფოდ. შემდეგ სატელეფონო საუბრით შეიტყო, რომ სუიციდის შემთხვევას ჰქონდა ადგილი პირველ სარეჟიმო კორპუსში. იმ პერიოდში ყოველ 10-15 წუთში ერთხელ იხედებოდნენ საკნებში, ამჟამად საერთოდ არ იხედებიან.

 

მოწმე გ----------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2--- წლის ივნისიდან მუშაობდა #- დაწესებულებაში უ--------------- ინსპექტორად, მიმაგრებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსზე. 2--- წლის დეკემბერში დაწესებულებაში შევიდა ფსიქიატრი და როდესაც მისი კონტროლის ქვეშ მყოფი პაციენტების დათვალიერებას მორჩა, სთხოვა, პირველ სარეჟიმო კორპუსზე გადაეცილებინა, სადაც, ასევე, უნდა ენახა პატიმრები, მათ შორის, თ-----------------. გადააცილა და თვითონაც დარჩა დასახმარებლად. საკანში შესვლამდე ზ-----------------მ დაუძახა თ-----------------ს, რომელმაც არ გააგონა. მაშინვე დაავალა ვიდეოსამეთვალყურეო ოთახში დარეკვა, საიდანაც უთხრეს, რომ სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში. საკანში შესულებს ორიარუსიანი საწოლის ზედა სართულზე თ----------------- ზეწრით ჩამოკიდებული დახვდათ. თ-----------------მ, რომელიც ჩვეულებრივი, უპრობლემო მსჯავრდებული იყო და ადრე სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა საკანში, უ--------------- თანამშრომელთან გასაუბრების დროს მოითხოვა საკანში მარტო ყოფნა, ვინაიდან ხელოვანი ადამიანი იყო და არ მიეკუთვნებოდა დამნაშავეთა სამყაროს. როგორც ახსოვს, დებულებით გათვალისწინებულია სამარტოო საკანში მყოფ პატიმართან 10-15 წუთში ერთხელ შეხედვა, რაც ჩვეულებრივ პირობებში კონტროლიორმა უნდა მოასწროს.

 

მოწმე კ----------------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2--- წლის ნოემბრიდან ევალება დაწესებულებაში თანამშრომლების მორიგეობის განაწილება და კონტროლი. დეკემბრის შუა რიცხვებში ახალ სარეჟიმო კორპუსზე გადავიდა, რა დროსაც მასთან თ----------------- მივიდა, იკითხა მისი ვინაობა და სთხოვა სხვა საკანში გადაყვანა. გამოჰკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი სურვილი, რაზეც მსჯავრდებულმა განუცხადა, რომ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, არც ძალადობაზე და მუქარაზე მიუთითებია, თქვა, რომ უბრალოდ მარტო ყოფნა სურდა, ის ჩვეულებრივ, ნორმალურად ესაუბრებოდა. აცნობა, რომ თვითიზოლაციის თაობაზე განცხადება უნდა დაეწერა, მაგრამ მას ასეთი განცხადების დაწერა არ უნდოდა. კ---------- განაცხადი სიტყვიერად მიიტანა ადმინისტრაციაში, პატაკი დაწერა დ------------- სახელზე და თ----------------- გადაიყვანეს სხვა საკანში.

 

მოწმის განმარტებით, კორპუსის სიგრძე პირველი საკნიდან ბოლომდე დაახლოებით 25-30 მეტრი იქნება. რაც შეეხება საკნების რაოდენობას, დამოკიდებულია კორპუსის სიდიდეზე, ზოგი კორპუსი 2- საკნიანია, ზოგი - 40-იანი, ზოგან კი 10 საკანია. კონტროლიორის მოვალეობაში შედის ფხიზლად ყოფნა, ყოველ 10-15 წუთში საკანში შეხედვა, პატიმრების გაყვანა, საკვების მიცემაზე კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლიორი ვერ დაინახავს პატიმარს, უნდა დაუძახოს და თუ არ შეეხმიანება, ოფიცერთან ერთად შევიდეს. როგორც იცის, კორპუსზე ორი კაცი უნდა იყოს, თუ კორპუსში მხოლოდ ერთი კონტროლიორია, შესვენება ვერ ექნება, თუმცა არ ახსენდება შემთხვევა, რომ ერთი კონტროლიორი ყოფილიყო კორპუსზე. შესვენების საათებს კონტროლიორები თვითონ ინაწილებენ ღამის საათებში. ზუსტად არ ახსოვს, სამარტოო საკანში, სადაც თ----------------- იყო მოთავსებული, პირდაპირ ჩანდა თუ არა საწოლი სათვალთვალოდან, თუმცა ნაწილი მაინც გამოჩნდებოდა. 2--- წლის 2- დეკემბერს რაციით შეიტყო, რომ რაღაც მოხდა, დარეკა კორპუსში და გაიგო მომხდარის თაობაზე.

 

მოწმე გ--------–----–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2----–-–----------------- ცვლაში იყო, როდესაც კვების დარიგებაზე თ----------------- უკონტაქტო იყო, მიაწოდეს საკვები და არ აიღო, ასე ხდებოდა ხოლმე, არ შიმშილობდა, თუმცა ზოგჯერ საკვებს არ იღებდა, არ მინდაო, აცხადებდა. საკანში განმარტოებით ყოფნაც თვითონ მოითხოვა. ოთახი დაახლოებით 4 მეტრია, საწოლი კედლის შუაში დგას და როდესაც ადამიანი წევს, შეხედვის დროს დაინახავ მას, თუმცა თუ არ წევს, ეხმიანებიან და თუ ხმა არ გასცა, ოფიცერთან ერთად, შედიან საკანში. საკნებში ყოველ 10-15 წუთში უნდა შეეხედათ.

 

მოწმე თ----–--–-------–-ს ჩვენების მიხედვით, მუშაობს ექთანად #- დაწესებულებაში და პატიმრებს უწევს პირველად სამედიცინო დახმარებას. თუკი რაიმე ნორმიდან გადახვევა დაფიქსირდა, აღწერენ სამედიცინო ბარათში, ასევე, აძლევენ მედიკამენტს საჭიროების შემთხვევაში. თ-----------------სთან სულ ერთხელ ჰქონდა შეხება, ის სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, კონტროლიორმა და ოფიცერმა გაუღეს კარი, პატიმარი იწვა, მას არ დალაპარაკებია, გაუსინჯა წნევა, ყველა სასიცოცხლო მონაცემი წესრიგში ჰქონდა, წამალიც არ მიუცია, შესაბამისად, არაფერი აღუნიშნავს სამედიცინო ბარათში. ფსიქოტროპული წამლები მისთვის არასდროს მიუცია.

 

მოწმე მ--------–-----–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, #- დაწესებულებაში ექთნად მუშაობს 2--- წლიდან. შემთხვევის წინა დღეს გამოძახება ჰქონდა პატიმარ თ-----------------სთან. იგი ცუდად იყო, არ ეკონტაქტებოდა პერსონალს. მოინახულა და ნახა, რომ თვალებზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული, ჰკითხა, რა აწუხებდა, მაგრამ პასუხს არ უბრუნებდა, წყნარად იჯდა, წნევა და პულსი გაუზომა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. ჩათვალა, რომ ზოგადი მდგომარეობა არ იყო ცუდი, უბრალოდ, პროტესტის ასეთი ფორმა ჰქონდა არჩეული. მას კიდევ ერთხელ შეაკითხა ცვლის დამთავრებამდე, თ----------------- იგივენაირად იქცეოდა. ჩათვალა, რომ ეს უკვე არაადეკვატური იყო და საქმის კურსში ჩააყენა მთავარი ექიმი, უთხრა, რომ არ მოსწონდა პატიმრის საქციელი. დილით 9 საათზე დატოვა თავისი ცვლა. როგორც გაიგო, ამის გამო ფსიქიატრიც გამოიძახეს. მისი მორიგეობა არასამუშაო დღეებს დაემთხვა, მომხდარის თაობაზე კი ორშაბათს ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.

 

მოწმე თ------–--------ას ჩვენებით, 2--- წლიდან 2--- წლის ჩათვლით მუშაობდა მთავარი ექიმის თანამდებობაზე #- დაწესებულებაში, თერაპევტი იყო. მის მოვალეობაში შედიოდა მედპერსონალის კოორდინაცია და პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არასამუშაო დღე იყო, როდესაც მორიგე ექთანმა მ--------–-----–---–-- დაურეკა და აცნობა, რომ პატიმარი თ----------------- არ შედიოდა კონტაქტში, სთხოვა, ყურადღება მიექციათ. დილას ამის თაობაზე ესაუბრა ადმინისტრაციის წარმომადგენელს და გამოიძახა ფსიქიატრი.

 

მოწმის განმარტებით, როდესაც საკანში პატიმართან შედიან, თანამშრომელი იქვე ელოდება და, გარდა იმისა, რომ ესწრება პატიმრის შემოწმებას, ინფორმაციას იღებს, რა დონეზეა საყურადღებო პატიმრის მდგომარეობა. მართალია, სუიციდის პრევენცია ძალიან რთულია, თუმცა ფსიქიატრის მკურნალობით შესაძლოა კარგ შედეგამდე მისვლა. ფსიქიატრიული კუთხით თ----------------- შესწავლილი არ ყოფილა, ამის შესახებ არანაირი შეტყობინება არ ყოფილა. წინა თვეში კი იყო მასთან ფსიქიატრი შესული, თუმცა არ მიუცია ისეთი დასკვნა, რომ საყურადღებო პაციენტი ყოფილიყო.

 

მოწმე პ-------------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ დაწესებულებაში მუშაობდა მორიგე ექიმად. 2--- წლის 2- დეკემბერს მორიგეობისას მიიღო გამოძახება, რომ პატიმარმა თ-----------------მ თავი ჩამოიხრჩო. დაახლოებით ერთ წუთში მიირბინა ადგილზე. პატიმარს ზეწარში ჰქონდა თავი გაყოფილი, თვალები ნახევრად ღია მდგომარეობაში ჰქონდა, საძილე არტერიაზე ტონები აღარ ისინჯებოდა, გაციებული, ფაქტობრივად მკვდარი ჩამოხსნეს. შესაბამისად, რეანიმაციული ღონისძიებები აღარ ჩატარებია. ექიმები საკუთარი ინიციატივით პატიმართან არ შედიან, შედიან გამოძახების შემთხვევაში, შესაბამისი გასინჯვები ტარდება ჟურნალში, ასევე, არის გეგმი----- გასინჯვები. თუკი ჩათვლიან, რომ პატიმარს აქვს პრობლემები, მიმართავენ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. სამარტოო საკანში პირის გადაყვანის რეკომენდაციას ექიმი არ გასცემს.

 

მოწმე ნ--------------–---–-ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-3-ე მუხლის----–- ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, ის მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში ექიმის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა #- დაწესებულების მსჯავრდებულთათვის ფსიქიატრიული კონსულტაციები, რჩევები, მკურნალობა, რეკომენდაციები სტაციონარული მკურნალობისთვის. 2--- წლის 20 ნოემბერს #- დაწესებულებიდან მიწოდებულ მსჯავრდებულთა სიაში იყო თ-----------------, რის საფუძველზეც იმავე დღეს შეხვდა მას. ის კონტაქტში ერთვოდა თავისუფლად, ამყარებდა მზერით კონტაქტს, ასოციაციები თანამიმდევრული და გასაგები ჰქონდა, ცნობიერება ნათელი, ადგილში, დროსა და გარემოში სწორად ორიენტირებული იყო. დაუსვა კითხვები, ესმოდა თუ არა ხმები, ხომ არ ჰყავდა მტრები, ხომ არ დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ, ხომ არ აწუხებდა ცუდი აზრები, მსჯავრდებული ყველაფერზე უარყოფითად პასუხობდა, პრეტენზია არავის მიმართ გამოუთქვამს. ამასთან, თ----------------- ხასიათით ემოცი----- და ფეთქებადი პიროვნება იყო, უჩიოდა მოუსვენრობას და უძილობას, აღქმისა და აზროვნების პათოლოგია არ აღენიშნებოდა. ობიექტური შეფასებით რაიმე მწვავე ფსიქიკური პრობლემა მას არ ჰქონდა, აქედან გამომდინარე, დაესვა დიაგნოზი: ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგი----- აშლილობა F60.3. დაენიშნა მსუბუქი დამამშვიდებელი მედიკამენტი გ------------ და საძილე ტ--------–-. ასევე, რეკომენდირებულ იქნა ნევროპათოლოგის კონსულტაცია. მომდევნო თვის განმავლობაში არ მიუმართავს დაწესებულებას იმავე პაციენტზე. 2- დეკემბერს, #- დაწესებულებაში ყოფნისას, დაწესებულების მთავარმა ექიმმა თ------–--------ამ აცნობა, რომ ფსიაქიატრის კონსულტაცია სჭირდებოდა რამდენიმე მსჯავრდებულს, მათ შორის, თ-----------------ს. მისი გადმოცემით, ის წინა დღით გაღიზიანებული იყო, რაც გამოიხატა ექთნის მიმართ უხეშობაში, ასევე, რადგან შესაძლო იყო, არ გამოსულიყო საკნიდან, საჭირო იქნებოდა კონსულტაციის საკანში გაწევა. დილის საათებში კონსულტაცია გაუწია ძ---–---------–- სარეჟიმო დაწესებულების მსჯავრდებულებს. დღის მეორე ნახევარში, მორიგე ინსპექტორ გ----------------–---–-- თანხლებით, გადავიდა ახალ კორპუსში, სადაც თ----------------- იყო მოთავსებული. სამორიგეოდან, ჩ-------–---–---- და 3-4 თანამშრომელთან ერთად, გაემართა თ-----------------ს საკნისკენ. გააღეს საკნის კარი და შევიდნენ ოთახში, საიდანაც მომენტალურად გამობრუნდა შეშფოთებული გ----------------–---–- და თქვა, რომ თ----------------- საკანში იყო ჩამოკიდებული. 1-2 წუთში ადგილზე მივიდნენ დაწესებულების სხვა თანამშრომლებიც, გ-------–------ და ექიმი პ----- შევიდნენ საკანში, თვითონ დაბრუნდა სამედიცინო ნაწილში.

 

მოწმე ზ-------–--–--–---–-ს ჩვენების თანახმად, 2--- წლის დეკემბრის თვე იყო, ერთი კორპუსიდან მეორეში გადასასვლელ გვირაბში თანამშრომლები ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდნენ, გარბოდნენ, მათ შორის ახსოვს დ-------–------. მიესალმა მათ და უთხრეს, სასწრაფოდ გაჰყოლოდა, სახეებზე მიხვდა, რაღაც ხდებოდა. მივიდნენ საკანში, კარი ღია იყო, ხალხი იყო, მეორე ექიმი პ-----ც იქ იყო. თ----------------- გარდაცვლილი იყო, ზეწრით გაკეთებულ ყულფში თავი ჰქონდა გაყოფილი და ჩამომხრჩვალი იყო. თ-----------------ს მკურნალი ექიმი იყო რამდენიმე კვირა, ერთი თვე, რა დროსაც პირად საუბრებში მას არ უთქვამს, რომ ვინმე ემუქრებოდა. რამდენადაც ახსოვს, იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ასეთ პატიმრებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. როგორც უშუალოდ მათი, ისე - რეჟიმის სამსახურის მხრიდან. პატიმარი რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, მეტნაკლებად იცოდა რეჟიმის სამსახურმაც, თუმცა მედიკამენტების გადაცემას ესწრებიან თუ არა, არ იცის. ყოველდღიურად ხდებოდა პატიმრის მონიტორინგი. დაზიანებები თუ აქვს პატიმარს, უნდა შეიტანონ ჟურნალში, თუმცა თუ ძველი დაზიანებებია, შესაძლოა, არც დაფიქსირდეს ჟურნალში. თ-----------------ს დაზიანებები ჰქონდა თუ არა, არ ახსოვს. ასევე, არ სმენია, რომ რამდენჯერმე თავის მოკვლის მცდელობა ჰქონოდა.

 

ბრალდებულ ი------------–-–---–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ--- დაწესებულებაში მუშაობდა უ--------------- გ---------–------------------------------------------------. მის მოვალეობებში შედიოდა უ--------------- სამსახურის სრული დოკუმენტაციის წარმოება, საიდუმლო და არასაიდუმლო შეტყობინებების მიღება-გაგზავნა, ასევე, მიმაგრებული იყო ე.წ. პულტების ოთახში, სადაც ვიდეოკამერებით აკვირდებოდა მსჯავრდებულებს. ოპერატიულ ინფორმაციებს იღებდა მსჯავრდებულებისგანაც, ჰყავდა აგენტურა, თუმცა მათთან შეხვედრა ღიად ვერ მოხდებოდა, იმავე შეხვედრისას უთქვამდა შემდეგი შეხვედრის დროს, იღებდა ინფორმაციებს და აძლევდა დავალებებს. არასაიდუმლო შეხვედრებს აწარმოებდა უ--------------- ოთახში. ე.წ. პულტებში მუშაობდა დ-------------სთან და კ-----------–--ლთან ერთად, მორიგეობდნენ ყოველ მესამე დღეს, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ოთახი არ უნდა ყოფილიყო უყურადღებოდ, რის გამოც ერთ-ერთი ყოველთვის უნდა ყოფილიყო. დ-------------ს სამსახურიდან წასვლის შემდეგ სჭირდებოდა თანამშრომელი, ვინც სისტემატურად იქნებოდა მასთან, რადგან ბევრი სამუშაოს გამო უწევდა ხოლმე გასვლა, ყველაფრის მარტო გაკეთებას კი ვერ შეძლებდა. დირექტორმა დაიბარა და უთხრა, რომ შეარჩიეს დ------–------–---–ი, ვინც მასთან ერთად იქნებოდა, გაეთვითცნობიერებინა და აეხსნა მისთვის ყველაფერი, თან უთხრა, რომ პოლიციაში იყო ნამუშევარი და დაშვებული საიდუმლო საქმეებზე. ასეც მოიქცა, დ------–------–---–ს აუხსნა ყველაფერი, თუმცა მისთვის არაფერი უცხო არ ყოფილა. რადგან უ--------------- სამსახურში ადგილი არ იყო, ის რეჟიმის განყოფილებაში დაინიშნა და მიმაგრებით ასრულებდა მოვალებებს მასთან, უ--------------- სამსახურში.

 

ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ჩვეულებრივ, 10 საათზე გამოცხადდა სამსახურში. მუშაობის პერიოდში გამოვიდა ოთახიდან, შეყოვნდა, კორპუსის მესამე საკანში შევიდა, რადგან იქ პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ასეთ დროს მიდიოდა, კითხულობდა, რის საფუძველზე მოხდა, ადგენდა ცნობას, ექიმის ცნობის საფუძველზე ადგენდა ოქმს. საკანში შევიდა საკუთარი ინიციატივით, რადგან ეს მისი საქმე იყო. პატიმარი ყვიროდა, დირექტორს ითხოვდა, აბრახუნებდა. წუხდებოდნენ, გავიდა, ნახა, უთხრა, რომ დირექტორი არ იყო და როცა მივიდოდა, გადასცემდა. ტელეფონი ჩართო, ოჯახში დარეკა, შემდეგ სამორიგეოს გვერდით საპირფარეშოში იყო. როდესაც პულტების ოთახში შევიდა, დ------–------–---–ი დივანზე იჯდა. გასვლისას მისთვის დაბარებული ჰქონდა, რომ ყურადღებით ყოფილიყო, ან რად უნდოდა გაფრთხილება, მისი მოვალეობა კამერებზე ყურება იყო და კიდევ ის, რომ არ დაეტოვებინა ოთახი. როგორც ახსოვს, ეს დათოს მე-4 ან მე-5 მორიგეობა იყო. 15 წუთში დაბრუნდა, დაჯდა სკამზე, გადახედა მონიტორებს, თ-----------------ს სამარტოო საკანი, რომელიც ორ მონიტორზე ოთხ-ოთხად იყო დაყოფილი, რაღაცნაირად მოეჩვენა, პატიმარი, თითქოს, იწვა და არც იწვა, ისედაც იმ დღეს კორტავა სულ იწვა, გაადიდა მონიტორი და ტელეფონმაც დარეკა, ზ---------------- იყო, უთხრა თუ არა, ,,ი-----, კ---------- საკანიო‘‘, მაშინვე დაავალა, შესულიყვნენ შიგნით. დაახლოებით ერთ წუთში შევიდნენ საკანში, სადაც თ----------------- ჩამომხრჩვალი ნახეს. 28 დეკემბერს ისევ მოუწია მორიგეობა, პულტების ოთახიდან გამოსულს თანამშრომელმა უთხრა, რომ ტელევიზიით ნახა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაელოდა დირექტორს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ეს სინამდვილე იყო. მიუხედავად ყველაფრისა, მაშინვე არ წასულა, დაელოდა მორიგეობის დასრულებას, გადააბარა და ისე დატოვა დაწესებულება. ზოგადად თანამშრომლების ნაკლებობა რომ იყო, იცოდა დირექტორმაც. ნათქვამი იყო, რომ ყოველ 10-15 წუთში ერთხელ შეეხედათ საკნებში, გაიარ-გამოიარეთ და საკნებში შეიხედეთო, თუმცა ეს ვერ ხერხდებოდა სხვადასხვა საქმეების გამო.

 

მოწმე დ------–------–---–მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2--- წლის 18 დეკემბერს დაიწყო მ--- დაწესებულებაში მუშაობა ს--------–-----------–---- განყოფილების მთავარ ინსპექტორად. დირექტორმა დაუძახა მასაც და ი------------–-–--ლსაც, რომელსაც გააცნო ის და უთხრა, რომ მასთან იქნებოდა მიმაგრებული, ესწავლებინა და დაეკვალიანებინა, რომ წარმოდგენა ჰქონოდა იმ ოთახში მუშაობაზე. შემთხვევის დღეს, როგორც ახსოვს, მისი მესამე მორიგეობა იყო. შუადღისას ი------------–-–---–- გავიდა ოთახიდან დაახლოებით 10-15 წუთით, ისე, რომ არაფერი დაუბარებია. თვითონ ციხეში არ იყო ნამუშევარი, დაახლოებით 130 ნაწილად იყო დაყოფილი მონიტორი, არც ტელეფონის ნომრები იცოდა, არ იცოდა, რამე რომ მომხდარიყო, რა რეაგირება უნდა მოეხდინა. შეუძლებელი იყო, ამდენი მონიტორი შეესწავლა და პასუხისმგებელი ყოფილიყო, თან - მესამე მორიგეობაზე. ი------------–-–---–-ს გასვლის შემდეგ ოთახში დარჩა თვითონ. ზუსტად არ ახსოვს, ოთახს ათვალიერებდა, თუ სამსახურებრივად რაც ევალებოდა, იმას ასრულებდა, ი------------–-–---–- ოთახში შევიდა და რამდენიმე წუთში, შეიძლება წუთიც არ იყო გასული, აქ რა ხდებაო, თქვა და მონიტორთან მივიდა. ამ დროს ზარი გაისმა ტელეფონზე, ი-----მ უპასუხა, რომ სასწრაფოდ შესულიყვნენ საკანში, მონიტორი გაადიდა, რასაც თვითონაც შეხედა და დაინახა, რომ პატიმარი, როგორც შემდეგ გაიგო, თ-----------------, ზეწრით იყო ჩამოკიდებული უგონო მდგომარეობაში. შევიდნენ საკანში და ჩამოხსნეს, თუმცა გაგუდული იყო. ვიდეოკამერებზე ეს ფაქტი არ დაუნახავს, რომ დაენახა რაღაცას იზამდა, ყვირილს ატეხდა, გაიქცეოდა, დაიძახებდა, რომ ეშველათ. ზოგადად ი----- ჩვეულებრივ გადიოდა და შედიოდა ოთახში. თვითონ განსაკუთრებულ ყურადღებას სასეირნოდ ჩასულ მსჯავრდებულებს აქცევდა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო სუიციდისკენ მიდრეკილი მსჯავრდებულები ყოფილიყვნენ. პასუხისმგებლობა მას არ ეკისრებოდა, რადგან სასწავლებლად იყო იმ ოთახში მიმაგრებული. მონიტორებზე ყურება ევალებოდა, უფრო სწორად, უნდა ესწავლა, რომელი მონიტორი რომელ კორპუსს და საკანს უყურებდა. მ--- დაწესებულებაში მუშაობის დაწყებამდე მუშაობდა თ------–------------------–-------------–--–-, სამი წელი რ---------------–-----------------–--–--------------------გამომძიებელი.

 

მოწმე კ-----------–--ლის ჩვენების მიხედვით, მუშაობდა მ--- დაწესებულების უ--------------- განყოფილებაში, ი------------–-–--ლთან და ერთ თანამშრომელთან ერთად, რომელიც შემდეგ გაუშვეს. რადგან ორნი დარჩნენ, დღეგამოშვებით უწევდათ მუშაობა. კონტროლს ახორციელებდნენ ვიდეოკამერების საშუალებით. როდესაც ოთახს ტოვებდნენ, საქმის კურსში აყენებდნენ ხელმძღვანელობას. ი------------–-–---–-, ასევე, აწარმოებდა საიდუმლო საქმის მასალებს. თ-----------------ს გარდაცვალების დროს აღნიშნულ პოზიციაზე, მის გარდა, მუშაობდნენ ი------------–-–---–- და დ------–------–---–ი, რომლებიც ერთად მორიგეობდნენ.

 

მოწმე ზ-------–------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობდა დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსად. თ----------------- დეკემბრის მეორე ნახევარში სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, რომელზეც სპეციალურ ოთახში განთავსებული მონიტორების საშუალებით ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობდა. მისი ბიძაშვილი დ------–------–---–ი მიმაგრებული იყო ი------------–-–--ლთან სიტყვიერი განკარგულებით და მასთან ერთად მორიგეობდა. შემთხვევის დღეს მის დაქვემდებარებაში მყოფი ნ------------–---–-ს მორიგეობა იყო. დაწესებულებას ჰქონდა ფუნქცი----- უფლებამოსილებების განაწილების დებულება, რომელშიც გაწერილი იყო თითოეული თანამდებობის პირის და რიგითების უფლება-მოვალეობები. ზუსტად არ ახსოვს, თუმცა თანამშრომლებს დაახლოებით 10-15, 15-20 წუთში ერთხელ ევალებოდათ კონტროლი. აღნიშნული, ასევე, ყოველდღი----- თათბირებისას მეორდებოდა სიტყვიერად. კონტროლიორებს სათვალთვალოდან უნდა შეეხედათ პატიმართან, თუ ვერ დაინახავდნენ, დაეძახათ მისთვის, ხომ არაფერი უჭირდა, თუ ხმას არ გასცემდა, ოფიცერი უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში. ეს ის დრო იყო, რა დროშიც უნდა მოესწროთ კონტროლიორებს პატიმრის შემოწმება. თ-----------------ს შემთხვევაში გადასული იყო როგორც სადილის, ისე, ტელეფონზე დარეკვების დრო და, შესაბამისად, უნდა მოესწროთ, ამასთან, კორპუსიც პატარა იყო.

 

მოწმე დ-------–------ს ჩვენების მიხედვით, 2--- წლის დეკემბრის თვეში მუშაობდა უ--------------- სამსახურში, როდესაც რაციით გადმოსცეს, რომ სარეჟიმო პირველ ახალ კორპუსში სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულთან ექიმის დახმარებას ითხოვდნენ. მივიდა ექიმთან ერთად, ადგილზე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც და ნახეს, რომ თ-----------------ს თავი ჰქონდა ჩამოხრჩობილი, ექიმთა დასკვნით ის უკვე გარდაცვლილი იყო.

 

მოწმის განმარტებით, ვიდეომეთვალყურეობა თ-----------------სთვის საჭირო გახდა, რამდენადაც თვითონ მოითხოვა, როგორც ახსოვს, შიმშილობდა კიდეც, მასთან ურთიერთობისას, ასევე, ამჩნევდნენ, რომ ხან საღ აზრზე იყო, ხან არაადეკვატურად იქცეოდა, თუმცა მსჯავრდებულებთან და თანამშრომლებთან დაპირისპირება არ ჰქონია. ვიდეომეთვალყურეობა ხდებოდა ი------------–-–---–-ს მიერ, რომელსაც არ უცნობებია მისთვის, რომ სამეთვალყურეო ოთახს ტოვებდა. ოთახის დატოვების შემთხვევაში მისთვის უნდა ეთქვა, რადგან ის იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი. არ ახსენდება, რომ იმ დღეს ი-----ს მისი დავალებით დაეტოვებინოს ოთახი. როგორც ახსოვს, ე.წ. პულტების ოთახში დ------------- განკარგულებით ი------------–-–--ლთან, რომელიც გამოცდილი თანამშრომელი იყო, ახალი თანამშრომელი შ------–---–- იყო მიმაგრებული, რომ ესწავლა კამერების სპეციფიკა.

 

მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ თითო კორპუსზე არის თითო უ--------------- ოფიცერი, რეჟიმის კონტროლიორი და რეჟიმის ინსპექტორი. რამდენად მოასწრებს კონტროლიორი ყოველ 15 წუთში საკნის ღიობში შეხედვას, დამოკიდებულია საკნების რაოდენობაზე. განსაკუთრებული მეთვალყურეობა ხორციელდება, თუ თვითმკვლელობისკენ აქვს მიდრეკილება პატიმარს და არაადეკვატურად იქცევა. ასეთი მსჯავრდებული იმიტომაა მოთავსებული ვიდეოკამერიან ოთახში, რომ ვიდეომეთვალყურეობა მოხდეს და საქმე თვითმკვლელობამდე არ მივიდეს.

 

მოწმე ი-----–-------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განცხადა, რომ 2-------- წლებში მუშაობდა სპ-–---–-------------–---–----------------–----------------------------–--- და ევალებოდა ამ განყოფილებების კურირება, სარეჟიმო კუთხით მსჯავრდებულებთან შეხება არ ჰქონია. თუ განცხადება იყო შესული და ითხოვდა შეხვედრას, ხვდებოდა. თუკი საჭირო იყო მსჯავრდებულის სადმე გადაყვანა, სამედიცინო კუთხით, ამის თაობაზე ბრძანება მოდიოდა სამინისტროდან ან დეპარტამენტიდან. სათვალთვალო ღიობიდან კონტროლდება თუ არა პატიმარი, არ ახსოვს. სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები გაწერილია დებულებაში, რითაც ხელმძღვანელობენ.

 

მოწმის განმარტებით, მსჯარდებულ თ-----------------ს თვითმკვლელობის ამბავი გაიგო თუ არა, მივიდა საკანში. ადგილზე იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, იყვნენ ექიმებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სიკვდილის ფაქტი უკვე დამდგარი იყო. ის მოთავსებული იყო პირველ სარეჟიმო კორპუსში ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ზოგადად ე.წ. თვალიან საკანში გადაჰყავთ პატიმარი, რომელიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში არ ახსოვს, რატომ გახდა საჭირო თ-----------------ს ასეთ საკანში გადაყვანა. როგორც ახსოვს, შემთხვევის დღეს ე.წ. პულტებთან მორიგე იყო ი------------–-–---–-, ის ახორციელებდა კამერებით მეთვალყურეობას და, ბუნებრივია, არ მისცემდა ისეთ დავალებას, რომ ოთახიდან გასულიყო. მასთან ერთად კიდევ ერთი თანამშრომელი მორიგეობდა ხოლმე დღემონაცვლეობით. კონკრეტულ დღეს იყო დ------–------–---–ი, რომელიც ახალი თანამშრომელი იყო და სწავლობდა მუშაობის სპეციფიკას. შეიძლება, მოცემულ მომენტში, ი------------–-–--ლს ჰქონდა რაიმე დავალება შესასრულებელი, თუმცა მეთვალყურეობა მას ევალებოდა, დ------–------–---–ი ამ შემთხვევაში მოსწავლე იყო.

 

მოწმე ა-–-----------------ს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, რომელიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-3-ე მუხლის----–- ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, ის მუშაობდა #- დ-–-------–-------------------- თანამდებობაზე. 2--- წლის 2- დეკემებრს არ იმყოფებოდა სამსახურში, ვინაიდან მამა ჰყავდა საავადმყოფოში. 1---- საათზე დაუკავშირდა მისი მოადგილე რეჟიმისა და უ--------------- დარგში გ-------–------ და აცნობა, რომ მსჯავრდებულმა თ-----------------მ თავი ჩამოიხრჩო თავის საკანში. იგი განათავსებული იყო #- საკანში მარტო. მანამდე იყო #- საკანში, ასევე, მარტო, ვიდეოდაკვირვების გარეშე, სადაც მარტო განთავსდა თავისივე თხოვნით, ყოველგვარი დისციპლინარული სასჯელის გარეშე, თან შიმშილობდა, ზეპირ განცხადებებს აკეთებდა, ხელს არ აწერდა არცერთ დოკუმენტს. რამდენიმე დღეში მოადგილემ - ი-----–-------------მ აცნობა, რომ თ----------------- იყო დეპრესიულ მდგომარეობაში და კარგი იქნებოდა მისი მოთავსება ვიდეოდაკვირვების ქვეშ. ამიტომ შედგა ოქმები და მიმართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შესაბამისად, თავმჯდომარის ბრძანებით თ----------------- 22 დეკემბერს მოთავსდა #- საკანში ვიდეომონიტორინგის ქვეშ. მსჯავრდებულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და არავის მიუყვანია ის თვითმკვლელობამდე. სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანასთან დაკავშირებით წარდგინება არ მიუღია სამედიცინო დეპარტამენტიდან. ვიდეოდაკვირვებას იმ დროისთვის აწარმოებდა უ--------------- განყოფილების ორი თანამშრომელი ი------------–-–---–- და კ-----------–--ლი, ასევე, მისი სიტყვიერი განკარგულებით იმავე განყოფილებაში მიმაგრებული იყო რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი დ------–------–---–ი, რომელიც სწავლობდა ვიდეომონიტორებთან მუშაობას. 2- დეკემბერს ვიდეოდაკვირვების ოთახში იმყოფებოდნენ ი------------–-–---–- და დ------–------–---–ი. ი------------–-–---–- მუშაობდა დღეგამოშვებით, 2- საათიანი მორიგეობის გრაფიკით, და მისი მუშაობა რეგულირდებოდა ფუნქციონალური გადანაწილებით. გარდა ვიდეოკონტროლისა, ი------------–-–---–-ს მოვალეობაში შედიოდა საიდუმლო ჟურნალის წარმოება. იმ დღეს ვისი დავალებით გადიოდა ოთახიდან ი------------–-–---–-, არ იცის, თუმცა უნდა ეცნობებინა მისი რომელიმე მოადგილისთვის ან მისთვის, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში, ვიდეომონიტორინგი უნდა განეხორციელებინა დ------–------–---–ს. ი------------–-–--ლს იმ დროს ოფიციალურად შემცვლელი თანამშრომელი არ ჰყავდა, თუმცა მასთან ერთად იმყოფებოდა რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი, სიტყვიერი განკარგულებით მიმაგრებული დ------–------–---–ი. მოწმის განმარტებითვე, ვინაიდან იმ დროისთვის დაწესებულების ბევრმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, იძულებული იყვნენ სიტყვიერი შეთანხმებით გადასულიყვნენ 2- საათიან რეჟიმზე. შესვენების დრო დადგენილი არ ყოფილა, შესვენებაზე და სხვა საჭიროებებზე გასვლა ერთმანეთში უნდა შეეთანხმებინათ ი------------–-–--ლს და დ------–------–---–ს.

 

მოწმეებმა - ნ---–-------–-------მა და ლ--------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განმარტეს, რომ ს--------–-----------–---- კუთხით აწარმოებდნენ დოკუმენტაციას, შესაბამისად, არ უწევდათ კორპუსზე სიარული. მათი სამუშაო ოთახი მდებარეობდა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, იმავე სართულზე, სადაც ი------------–-–---–-ს სამუშაო ოთახი იყო, ერთ სივრცეში იყვნენ, თუმცა იზოლორებული გამყოფი კედლით. ი-----სთან ერთად მუშაობდნენ კ-----------–--ლი და დ------–------–---–ი, რომელიც ახალი თანამშრომელი იყო. ზოგადად რეჟიმის ყველა თანამშრომელი ფლობდა ინფორმაციას, რომ ყურადღება უნდა მიექციათ პატიმრებისთვის, ტარდებოდა თათბირები, სადაც კონტროლიორებს ევალებოდათ, რომ ყოველ 10-15 წუთში შეეხედათ საკანში პატიმრებისთვის, მათ შორის, სათვალთვალოს მეშვეობით.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ე---------–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შვილი თ----------------- გარდაიცვალა სასჯელაღსრულების #- დაწესებულების საკანში, რაც გამოწვეული იყო ადმინისტრაციის უყურადღებობით. ვერ გაიგო, რისთვის იყო მოთავსებული მისი შვილი სამარტოო საკანში, თუ ფსიქოლოგი----- პრობლემები ჰქონდა, ემკურნალათ დაწესებულების პირობებში, ან გადაეყვანათ საავადმყოფოში. ამასთან, იქ მოთავსებამდე მისი შვილი იყო ნაცემი, ეს არ უქვამს შიშის გამო, თუმცა თვითონ ატყობდა პაემნების დროს. მანამდე მისი შვილი მშვიდი იყო. 2--- წლის 20 ნოემბერს უთხრა სიტყვები: ,,კბილი კბილის წილ“, რა დროსაც მიხვდა, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. ის ნაცემი იყო ქ---- დაწესებულებაშიც, რაზეც უთხრეს, რომ აბანოში წაიქცა. ასევე, #- დაწესებულების 1- კაციან საკანში მიიღო დაზიანებები, რის შემდეგაც გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც გარდაიცვალა. დაზარალებული პასუხისმგებლობას აკისრებს დაწესებულების ადმინისტრაციას და ითხოვს იმ პირების დასჯას, რომელთა უყურადღებობითაც დადგა მძიმე შედეგი.

 

#- დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილოების ცნობით, თ----------------- მსჯავრდებულია 2--- წლის 28 აპრილს ბ--------------–----------------–--- განაჩენით. იგი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 3------------ განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით განაჩენში შევიდა ცვლილება, თ-----------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი შემცირდა 1 წლითა და 3 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. სასჯელის დასაწყისი - 2----–-–-- 30 სექტემბერი, სასჯელის დასასრული - 2--- წლის 30 სექტემბერი.

 

#- დ-–-------–-------------------- 2--- წლის 15 დეკემბრის #--6 ბრძანებით, მსჯავრდებული თ-----------------, თვითიზოლაციის მიზნით, განთავსებულ იქნა დაწესებულების----–- ახალი კორპუსის #- საკანში 30 დღე-ღამის ვადით.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის #----- ბრძანებით ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ, მსჯავრდებულ თ-----------------ს მიმართ 2----–-–----- დეკემბრიდან დადგინდა ვიზუალური ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელება.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულების დირექტორ ალ.გ-----ს შეტყობინების თანახმად, 2----–-–----------------, დაახლოებით 1---- საათზე, 1--–------–-------–---- კორპუსის #-- საკანში ნანახი იქნა მსჯავრდებულ თ-----------------ს გვამი, კისერზე ზეწარშემოხვეულ და საწოლზე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, რის თაობაზეც რეაგირებას სთხოვს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ლ----------.

 

იგივე შინაარსისაა 2----–-–----------------- ოქმი, შედგენილი #- დაწესებულების უ--------------- განყოფილების ინსპექტორ ზ----------------ის მიერ, ამავე განყოფილების ინსპექტორ გ----------------–---–--ა და ს--------–-----------–---- განყოფილების ინსპექტორ ნ------------–---–-ს მონაწილეობით.

 

ექიმ ზ-------–--–--–---–-ს ცნობის მიხედვით, #-- საკანში ნანახი იქნა თ-----------------ს გვამი, საკუთარ ზეწარზე ჩამოკიდებული, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში. საძილე არტერიებზე პულსი არ ისინჯება, აღენიშნება გუგების მიდრიაზი, სინათლეზე არ არის რეაქცია. რქოვანას რეფლექსი და გულის ტონები არ არის.

 

2----–-–----------------- ფსიქიატრის კონსულტაციის ცნობის თანახმად, დაწესებულებაში მისულს გადასცეს პატიმართა სია, ვისთვისაც უნდა გაეწია კონსულტაცია. ერთ-ერთი იყო თ-----------------. ინფორმაცია ჰქონდა, რომ მასთან ადრე გასასინჯად შესული ექთნისთვის უხეშად უპასახია: ,,შემეშვიო‘‘. აღნიშნულთან დაკავშირებით გააფრთხილეს დაწესებულებაში, რომ შესაძლო იყო ის არ გამოსულიყო საკნიდან. ამიტომ ოფიცერთან ერთად გადავიდა კორპუსში, რომ შესულიყო საკანში, რათა შეეფასებინა მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ოფიცერი შევიდა საკანში და დახვდა სურათი: პატიმარი ზეწრით იყო ჩამოკიდებული, დასახმარებლად დაუძახეს ექიმს, რომელმაც ნახა, რომ მცდელობა სუიციდით დასრულდა.

 

#- დაწესებულების უ--------------- განყოფილების უ--------- დახასიათებით, #- დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებული თ----------------- იქცეოდა არაადეკვატურად, უჭირდა სხვებთან კონტაქტი, პერიოდულად გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით თანამშრომლების მიმართ. 2----–-–----------------- გამოაცხადა შიმშილობა, რასთან დაკავშირებითაც განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა, 2--- წლის 18 დეკემბერს შეწყვიტა შიმშილობა. ექიმის მიერ დასმული ჰქონდა დიაგნოზი - არასტაბილური პერსონოლოგი----- აშლილობა, დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები: გ------------ - 3 თვით, ტ--------–- - 1 თვით.

 

თ-----------------ს მიმართ იგივე დიაგნოზი და მედიკამენტებია დაფიქსირებული 2----–-–----- ნოემბრის ექიმის კონსულტაციის ბარათში.

 

2----–-–----------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, #- დაწესებულების 1---– ახალ სარეჟიმო კორპუსში შესასვლელიდან 7 მეტრში ჩაყოლებულია საკნები. შესავლელიდან 7 მეტრში კორიდორში განთავსებულია სამორიგეო ოთახი, სამორიგეოდან ხელმარცნივ 8 მეტრში კედელში ჩამონტაჟებულია რკინის მასი----- კარი. კარს ჩამონტაჟებული აქვს სათვალთვალო ხვრელი, საკვების მისაწოდებელი სარკმელი, სამი ურდული, ერთი საბოქლომე საკეტი. წარწერა #--. აღნიშნული კარის გავლით შევდივართ მოედანზე, ანუ დახურულ დერეფანში, სადაც შესასვლელიდან მოპირდაპირე კედელში ჩამონტაჟებულია ორი ყავისფრად შეღებილი მასი----- რკინის კარი, რაც წარმოადგენს #- და #- საკნის კარს, ეს საკნები ერთმანეთისგან დაშორებულია 5 მეტრით. #- საკნის კარს შუა ადგილზე ჩამონტაჟებულია სათვალთვალო ხვრელი, საკვების მისაწოდებელი სარკმელი, სამი ურდული და ერთი საბოქლომე საკეტი. კარიდან ხელმარცხნივ არის საპირფარეშო, მარცხენა კედელზე დგას ორიარუსიანი რკინის საწოლი. ქვედა იარუსზე გაშლილია საწოლი, ზედა იარუსზე, კერძოდ, რკინის კუთხოვანაზე, ჩამოკიდებულია მოვარდისფრო ზეწარი, რომელსაც გაკეთებული აქვს კვანძი. საწოლიდან ხელმარჯვნივ გულაღმა მდგომარეობაში იატაკზე ასვენია მამაკაცის გვამი. კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ჰორიზონტალური და გვერდზე აღმავალი მუქი მოიისფრო სისხლნაჟღენთი. წელის მიდამოში აღენიშნება კანის ზედაპირიდან წამოწეული მორუხო ფუფხით დაფარული ნაჭდევი. ტანსამცლით დაუფარავ სხვა მიდამოებში ფიზიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნება. საკნის შესასვლელიდან ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლების ზედა კუთხეში დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0------------------------- დასკვნით, სასამართლო სამედიცინო დიაგნოზია: მექანიკური ასფიქსია მარყუჟით, სიცოცხლისდროინდელი სტრანგულაცი----- ღარი კისრის მიდამოში, შინაგანი ორგანოების სისხლსავსეობა, მრავლობითი წერტილოვანი სისხლჩაქცევები ფილტვების მფარავი პლევრის ქვეშ, კანი-სტრანგულაცი----- ღარი კეროვანი სისხლჩაქცევებით დერმაში და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ნაჭდევები წელის მიდამოში.

· თ-----------------ს გვამზე, გამოკვლევით, გარდა სტრანგულაცი----- ღარისა, აღინიშნება სამი სიცოცხლისდროინდელი ნაჭდევი წელის მიდამოში, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან;

· თ-----------------ს სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია მარყუჟით. გამოკვლევის მომენტისათვის სიკვდილიდან გასულია არანაკლებ 5-6 საათი;

· ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი თ-----------------ს გვამიდან აღებული ბიოობიექტების გაზურ ქრომატოგრაფული, ინსტრუმენტული – იმუნო-ფერმენტული, სასამართლო-ქიმი----- და ქრომატომასსპექტრომეტრული მეთოდებით კვლევის შედეგად, სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლსა და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი, სინდიყი.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სამედიცინო კუთხით სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა მ--------–-----------მ, ხოლო ქიმიურ-ტოქსიკოლოგი----- კუთხით - ექსპერტმა თ---------–-----მა. ამასთან, ექსპერტმა მ--------–-----------მ განმარტა, რომ სტრანგულაცი----- ღარი არის იგივე სისხლნაჟღენთი, რომელიც ვითარდება მარყუჟის კისრის მიდამოში ჩაჭერის შედეგად, გადაკეტავს კისრის მიდამოს, იქ არსებულ თავის ტვინისკენ მიმავალ სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ვითარდება თავის ტვინის გაღარიბება ჟანგბადით, გულის გაჩერება და დგება ასფიქსი----- სიკვდილი.

 

მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა 2--- წლის 23 დეკემბრისა და 2- დეკემბრის ვიდეოჩანაწერები (2--- წლის 31 დეკემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი), ვიდეოფირზე საკნის შესასვლელი კარიდან მარცხნივ მდებარეობს საპირფარეშო, იმავე მხარეს კედელთან მიდგმულია ორიარუსიანი საწოლი, რომლის ზედა იარუსი თავისუფალია. ქვედა იარუსზე გულაღმა წევს მამაკაცი, იგი პერიოდულად ამოძრავებს სხეულს. ჩანაწერზე ასახულია თარიღი - 2--- წლის 23 დეკემბერი, 0------- სთ. 2----–-–----------------- 1------- სთ-ზე კადრშია იგივე საკანი, საწოლის ქვედა იარუსზე წევს იმავე ტანსაცმლით მამაკაცი, მორუხო ფერის ქუდით. 1------- სთ-ზე მამაკაცი ბრუნდება და წვება გულაღმა, ბორგავს. 1----:47 სთ-ზე წამოჯდება საწოლზე, იატაკიდან იღებს მოწითალო ფერის ნაჭერს, ისევ გულაღმა წვება საწოლზე და ნაჭერს ჩამოკიდებს ზედა იარუსის ლითონის ფირფიტაზე. აკეთებს ნასკვს, იწევა საწოლიდან და თავს ჰყოფს მის მიერ ჩამოკიდებულ ნაჭრის მარყუჟში. კვანძი იშლება და მამაკაცი ზურგით ვარდება საწოლზე, ლითონის ფირფიტიდან იხსნება ნაჭერიც, რომელსაც იდებს წელთან. 1----:31 სთ-ზე მამაკაცი წამოჯდება საწოლზე, ზედა იარუსის კუთხოვანზე ნაჭერს შემოახვევს წრიულად, ქვედა მხარეს აკეთებს ნასკვს და რგოლურად შემოხვეულ ნაჭერში ჰყოფს თავს, გადმოდის საწოლიდან, დგება დაჩოქილ მდგომარეობაში მუხლებზე და კისრით ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, ტერფები უწყვია იატაკზე, პერიოდულად მოძრაობს და ცდილობს მთელი სხეულის სიმძიმით დააწვეს მარყუჟს, რომელშიც გაყოფილი აქვს თავი. ინტენსი----- მოძრაობა ჩერდება 1---- სთ-ზე, ხოლო 1-----დან 1---- სთ-ის შემდეგ ყოველგვარი მოძრაობა ჩერდება, მამაკაცი იმყოფება იმავე მდგომარეობაში მარყუჟზე ჩამოკიდებული.

 

მხარეთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე, ასევე, დათვალიერდა 2----–-–----------------- ორი ვიდეოჩანაწერი (2--- წლის 8 იანვრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი). პირველ ვიდეოჩანაწერზე ასახულია #- დაწესებულების პირველი ახალი სარეჟიმო კორპუსის #-- საკანში არსებული ვიდეოთვალით 1-----1---- საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ვიდეომასალა. 1---- სთ-ზე კადრშია ორიარუსიანი საწოლის ზედა იარუსზე ჩამობმული მოწითალო ნაჭერი, სადაც თავი აქვს გაყოფილი თ-----------------ს. ამ დროს საკანში შედიან ზ-----------------, ნ------------–---–-, შემდეგ დაწესებულების სხვა თანამშრომლები. 1---- სათ-ზე საკანში შედიან ი-----–-------------, ზ-----------------, ზ-------–------–---–ი, ექიმი ზ-------–--–--–---–-, მიდიან თ-----------------სთან, ხსნიან და აწვენენ იატაკზე. ექიმები ამოწმებენ გვამს. 1---- სთ-ზე საკნიდან გადის ყველა. ამის შემდეგ რამდენჯერმე ისევ შედიან თანამშრომლები საკანში.

 

მეორე ვიდეოჩანაწერი არის იმავე დღის 1-----1---- სთ-მდე. იწყება 1- სთ-ზე. ჩანს საკნის კარები, მათ შორის, #- საკნის. დერეფანში პერიოდულად გადაადგილდებიან სამეურნეო მომსახურების მსჯავრდებულები. 1-:0-:04 სთ-ზე ვიდეოკამერების ოთახის კარზე აკაკუნებს ი------------–-–---–-, იგი ბრუნდება, მიდის #- საკანთან, აღებს საკვების მისაწოდებელ სარკმელს, საიდანაც 20 წამი, სავარაუდოდ, ესაუბრება მსჯავრდებულს, კეტავს და 1-:0-:29 სთ-ზე შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში, რომლის კარს შიგნიდან უღებს თანამშრომელი. 1-:38:00 სთ-ზე ოთახიდან გამოდის ი------------–-–---–-, მიემართება ვიდეოთვალისკენ. 1-:41:58 სთ-ზე ოთახიდან გამოდის დ------–------–---–ი და შედის კადრს მიღმა. 1-:55:53 სთ-ზე კადრში შემოდიან ი------------–-–---–- და დ------–------–---–ი. ი------------–-–---–- შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში, დ------–------–---–ი აგრძელებს გზას დერეფნის ბოლოსკენ. 1------- სთ-ზე დ------–------–---–ი შედის ოთახში. 1----:52 სთ-ზე კადრშია სამორიგეოს უფროსი ინსპექტორი ა-–-------------–--–---–- და სამორიგეოს ინსპექტორი კ----------------–---–ი, აღებენ საკარანტინო კორპუსის #- საკნის კარს და, ექიმ პ-------------–---–თან ერთად, შედიან მსჯავრდებულთან. 1----:55 სთ-ზე ვიდეოდაკვირვების ოთახიდან გამოდის ი------------–-–---–-, შედის #- საკანში, საკნიდან გამოდის 1------- სთ-ზე და მიდის საკარანტინო კორპუსის #- საკანთან, აღებს საკვების მისაწოდებელ სარკმელს და, სავარაუდოდ, ესაუბრება საკანში მყოფ მსჯავრდებულს, იქ მიდის კ------------–---–-ც, იგი ბრუნდება #- საკანთან, ი------------–-–---–- რჩება #- საკნის ღია სარკმელთან. თ------–---–- სწრაფი ნაბიჯით მიემართება დერეფნის ბოლოსკენ და ბრუნდება #- საკანთან, სადაც ი------------–-–---–- ესაუბრება მსჯავრდებულს. 1------- სთ-ზე #- საკნიდან გამოდის ი------------–-–---–-, მიდის ვიდეოდაკვირვების ოთახის კართან, არ შედის და, ინსპექტორ კ-----------–--ლთან ერთად, მიდის დერეფნის ბოლოში. 1------- სთ-ზე ექიმი პ-------------–---–ი გამოდის #- საკნიდან. 1------- სთ-ზე ი------------–-–---–- შედის ვიდეოდაკვირვების ოთახში. 1------- სთ-ზე დერეფანში გამორბის თანამშრომელი. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორი, მოადგილე და სხვები შედიან და გამოდიან ვიდეოდაკვირვების ოთახში.

 

აღნიშნული ვიდეოჩანაწერების ანალოგი----- ინფორმაციის შემცველია ს------ შიდა უ--------------- სამმართველოს ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებიდან ამოღებული ვიდეომასალა (2--- წლის 3-----–--------------------- დათვალიერების ოქმები).

 

ვიდეო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილ მთლიან ვიდეომასალაზე ჩატარებული ვიზუალური კვლევით მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა. დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულია მსჯავრდებულ თ-----------------ს თვითმკვლელობის ამსახველი და საკანში შემსვლელ პირთა მოქმედებები, თარიღისა და დროის მითითებით, ასევე, უ--------------- განყოფილების ინსპექტორ ი------------–-–---–-ს ვიდეოსამეთვალყურეო ოთახიდან გამოსვლის, მოქმედების და ამავე ოთახში დაბრუნების ამსახველი ფაქტები.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ლ-–----------–---მ, რომელმაც განმარტა, რომ არის ვიდეო-ფონოსკოპი----- და ჰაბიტოსკოპი----- ექსპერტი. მის მიერ შესწავლილ იქნა გამოძიების მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერები, რაზეც მონტაჟის კვალი არ დაფიქსირდა. მოახდინა მოთხოვილი ჩანაწერების ფოტორეჟიმში გადატანა, ამოიღო ფოტოსურათები, ასევე, აღწერა ჩანაწერებში არსებული თითოეული მოქმედება, თუმცა ვიდეოჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ამასთან, რაც შეეხება ჩანაწერებში დაფიქსირებულ დროებს, ვინაიდან #- დაწესებულების ვიდეოკამერები განთავსებული იქნებოდა სხვადასხვა ციფრულ ჩამწერ მოწყობილობებზე, შესაბამისად, ყველაზე ერთი დრო არ იქნებოდა სისტემურად გაწერილი, ასევე, დენის გათიშვის შემთხვევაში, თუკი ყველა მოწყობილობებზე ერთდროულად არ მოხდა დროის გასწორება, დროში იქნება ცდომილება.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების თანახმად, 2--- წლის 12 ივნისიდან ი------------–-–---–- დანიშნული იყო სხვადასხვა თანამდებობებზე #- დაწესებულებაში.

 

2---------------------- #--- პ/შ ბრძანებით ი------------–-–---–- გადაყვანილ იქნა დაწესებულების უ--------------- გ---------–------------------------------------------------ მოვალობის შემსრულებლად.

 

ი------------–-–---–- დათხოვილ იქნა სამსახურიდან დ-–-------–-------------------- 2----–-–----------------- #1-----– ბრძანებით.

 

#- დაწესებულების დ------------- 2----–-–--------–---- #-----– ბრანებით, ნ------------–---–- დაინიშნა დაწესებულების ს--------–-----------–---- განყოფილების კონტროლიორის თანამდებობაზე, ორი თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ნ------------–---–- სამსახურიდან დათხოვილ იქნა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2--- წლის 6 დეკემბრის #5------– ბრძანების საფუძველზე.

 

სადღეღამისო ზედამხედველობის უწყისის თანახმად, 2----–-–----------------- 10 საათიდან 25 დეკემბრის 10 საათამდე ახალი კორპუსის #---- საკნებზე ზედამხედველობის გაწევა დავალებული ჰქონდათ კონტროლიორებს - ნ------------–---–ს, გ-----------------–---–ს და უ--------------- ინსპექტორ ზ-----------------ს.

 

#- დაწესებულების თანამშრომელთა 2--- წლის დეკემბრის თვის მორიგეობის გრაფიკის მიხედვით, 2- დეკემბერს ოფიცერთა შემადგენლობის სიაში მითითებული არიან ი-------–-–---–- და დ.შ------–---–-.

 

#- დაწესებულების თანამშრომლების შესახებ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ, დაწესებულებაში 2--- წლის 2- დეკემბერს მსჯავრდებულ თ-----------------ს სავარაუდო თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის და არაჯეროვნად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ი------------–-–---–-, ხოლო დ------–------–---–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და შეეფარდა სასტიკი საყვედური, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სასტიკი საყვედური შეეფარდათ, ასევე, უ--------------- განყოფილების უფროს დ-------–------ს და დ------------- მოადგილე ი-----–-------------ს, ხოლო დირექტორ ა-–----------------- გამოეცხადა შენიშვნა.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2--- წლის 1---------- #- ბრძანებით დამტკიცებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ--------------- სამსახურის დებულება, რომლის თანახმად, სამსახურის ძირითადი ამოცანები, სხვა ამოცანებთან ერთად, არის დაწესებულების მომსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების, ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი უ--------------- უზრუნველყოფა. სამსახურის ფუნქციებია: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ შორის, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიზანმიმართული გადანაწილება უ--------------- დაცვის მიზნით; მუდმივი დაკვირვება მათ ქცევაზე მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებზე; დათვალიერების, თვალთვალისა და ვიზუალური კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება და სხვა.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დ-–-------–-------------------- მიერ დამტკიცებული რეჟიმის განყოფილებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ფუნქცი----- მოვალებების შესაბამისად, რეჟიმის განყოფილების კონტროლიორები იცავენ უ--------------- წესებს, რომლებიც უპირობოდ გულისხმობს საკნის კარების გაღებას მხოლოდ გაღების ფარნის ,,შეზღუდვის‘‘ გამოყენებით, რაც შეამცირებს იერიშის მასშტაბებს და გაზრდის უკუგდების შესაძლებლობას, საეჭვო ქმედებების ჩანასახში აღკვეთის, 10-15 წუთში; სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვას; იმ პირთა ვინაობის ცოდნას, რომლებსაც სხვადასხვა უარყოფითი მიდრეკილებები გააჩნიათ, ასევე, ვალდებული არიან, შეძლებისდაგვარად დაიცვან ნებისმიერი ხელყოფისგან, როგორც მსჯავრდებულების, ისე, მოქალაქეების სიცოცხლე და აღნიშნულის განხორციელებაში მოითხოვონ დახმარება ყველგან, ვისაც ხელი მიუწვდება და სხვა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - პ---–-----------–---–მა და ვ----–------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება.

 

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ და რიგი ფაქტობრივი გარემოებები, გადმოცემული მოწმეების: მ-----------–-ას, გ-----------–-ას, გ--------------–--ის, გ--–--------–ის, გ----------------ის, მ-----–-------ისა და მ--–-------–---ის დაკითხვის ოქმებში, ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები, გარდა ვიდეოჩანაწერებისა, საქმის არსებითი განხილვისას გახადეს უდავო მტკიცებულებებად. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის----–- ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, გადაწყვეტილებაში საქმეზე Grădinar v. Moldova, #7170/02, 08/04/2008, §107, განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, #-1522/93, 29/0-/1997, §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, #184/02, 11/0-/2---, §84).

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც თავისუფლების აღკვეთის ქვეშ მყოფი პირის სიცოცხლის დასრულებაა სახეზე, აუცილებლად უნდა იქნეს განხილული და შეფასებული მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში, რა დროსაც სასამართლო ზოგადად იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ მტკიცების სტანდარტს (Ireland v. the United Kingdom §161). ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. როდესაც მოვლენების თაობაზე ინფორმაცია მთლიანად, ან უმეტესწილად ხელისუფლების ექსკლუზი----- კონტროლის ქვეშაა და წარმოიშობა ფაქტის ძლიერი პრეზუმფცია ამგვარი პატიმრობის დროს მომხდარი დაზიანებისა და გარდაცვალების გამო. მართლაც, მტკიცების ტვირთი შეიძლება განიხილებოდეს როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა და იგი ვალდებულია, უზრუნველყოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება. სწორედ აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია სავარაუდო დარღვევების ყველა გარემოების საფუძვლიანი და დეტალური განმარტება. შესაბამისად, სასამართლო მიმოიხილავს მტკიცებულებებს და ურთიერთშეაჯერებს მათ, რათა გამოირიცხოს სახელმწიფოს მიერ პოზიტი----- ვალდებულების დარღვევის შესაძლებლობა, სათანადოდ იქნეს გამოძიებული და მოხდეს ყოველმხრივი სასამართლო განხილვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის - თ-----------------ს გარდაცვალების გამო, მასზე კონტროლის ვალდებულების მქონე პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, მით უფრო, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის პრეტენზია მიმართულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციისკენ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულ ნ------------–---–-ს უმოქმედობით, რაც გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, დადგა მძიმე შედეგი - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ნ------------–---–ს ევალებოდა საკნებში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის გარკვეული პერიოდულობით, 10-15 წუთში ერთხელ, ვიზუალური მეთვალყურეობის გაწევა. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს ჩვენება მისცა #- დაწესებულების თითქმის ყველა თანამშრომელმა, რომლებმაც განმარტეს, რომ, გარდა იმისა, რომ ეს დებულებით ევალებოდათ, თათბირებზე ყოველთვის ხდებოდა ამ საკითხზე ხაზგასმა ხელმძღვანელობის მხრიდან, მით უფრო, იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც სა----------------–--------------------------------------------–--------------–--–-------ნ.

 

კონტროლიორების ვალდებულება ყოველ 10-15 წუთში საკანში შეხედვის თაობაზე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს, ასევე, შემთხვევის დღეს ნ------------–---–თან ერთ ცვლაში მყოფმა პირებმა: ოფიცერმა ზ-----------------მ და კონტროლიორმა გ-----------------–---–მა, რომელიც იმ პერიოდში დროებით სხვა კორპუსზე იყო მიმაგრებული.

 

ის ფაქტი, რომ თ-----------------ს ქცევა გარკვეული პერიოდულობით არ შეესაბამებოდა რეალობას, სასამართლოში დაადასტურა მოწმე დ-------–------მ, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან ურთიერთობისას ამჩნევდნენ, რომ ის ხან იყო საღ აზრზე, ხან კი არაადეკვატურად იქცეოდა. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ დაკითხვის ოქმებში მოწმეები: გ--------------–--ე, გ--–--------–ი და გ----------------ე, რომლებიც თ-----------------ს სამარტოო საკანში გადაყვანამდე მისი თანამესაკნეები იყვნენ, მიუთითებენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თ-----------------ს კონფლიქტი არავისთან ჰქონია, გარკვეულ შემთხვევებში მაინც აგრესიულად, არაადეკვატურად იქცეოდა ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდა პირად ჰიგიენაზე.

 

დაახლოებით ამავე გარემოებათა გამო მიმართა #- დაწესებულების ხელმძღვანელმა პირმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მისი გადაწყვეტილებით თ----------------- განთავსდა ვიდეოკამერებით აღჭურვილ საკანში (მანამდე თ-----------------, მისივე მოთხოვნით, ასევე, სამარტოო საკანში იყო ვიდეომეთვალყურეობის გარეშე). შესაბამისად, სახეზე იყო მსჯავრდებულის ქცევაზე ყურადღებაგასამახვილებელი კონტროლის აუცილებლობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, მოწმეთა ჩვენებებით გამოირიცხა თ-----------------ს დაპირისპირება სხვა მსჯავრდებულებთან და დაწესებულების თანამშრომლებთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, თ-----------------ს სხეულზე აღენიშნებოდა გარდაცვალებამდე დაახლოებით 6-7 დღით ადრე მიღებული დაზიანებები, რომლის გამომწვევი მიზეზიც გამოძიებას არ აქვს დადგენილი. საყურადღებოა, ხომ არ ჰქონდა ადგილი თ-----------------ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კორპუსი, სადაც განთავსებული იყო თ-----------------, არ იყო დიდი, მისი სიგრძე სულ რაღაც 20-25 მეტრამდე იქნებოდა, ასევე, არ იყო ბევრი საკანი და, შესაბამისად, 10-15 წუთში ჩვეულებრივად ესწრებოდა თითოეული პატიმრისთვის მეთვალყურეობის გაწევა. კერძოდ, თითოეულ კარს ჰქონდა სათვალთვალო ღიობი, საიდანაც კონტროლიორს უნდა შეეხედა, თუ ვერ დაინახავდა პატიმარს, გამოხსნიდა საკვების მისაწოდებელ ჭრილს, საიდანაც საკნის შედარებით დიდი ნაწილი ჩანდა, და თუ ვერც იქიდან მოახერხებდა პატიმრის დანახვას, უნდა შეხმიანებოდა მას, ხმის გაუცემლობის შემთხვევაში კი, უნდა ეცნობებინა ოფიცრისთვის. ამასთან, მოწმე ზ-------–------–---–მა აღნიშნა, რომ, იმ პერიოდში, როდესაც თ-----------------მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გადასული იყო საკვების დარიგების დრო, ასევე, მსჯავრდებულთა მხრიდან სატელეფონო ზარების განხორციელების დრო და პრაქტიკულად გამორიცხული იყო კონტროლიორის, კონკრეტულ შემთხვევაში, ნ------------–---–-ს სხვა საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა.

 

#- საკნის ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ თ----------------- ზეწრისგან მარყუჟის გაკეთებას, პირველ ჯერზე მასში თავის უშედეგოდ გაყოფას, ნასკვის ხელახლა გაკეთებას, მასში თავის ხელახლა გაყოფას ანდომებს გარკვეულ დროს, რის შემდეგაც დგება სიკვდილი. ნ------------–---–ს, გარკვეული პერიოდულობით, საკანში შეხედვით, შეეძლო დაეფიქსირებინა მსჯავრდებულის არაადეკვატური ქცევა, შეეხედა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც თ----------------- ემზადებოდა სუიციდისთვის და ახორციელებდა ზემოთ აღწერილ ქმედებებს, ან თუნდაც მისი გაკონტროლების შედეგად მოხერხებულიყო თანამშრომლების საკანში შესვლა იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა თ-----------------ს გადარჩენა, ან მოხერხდებოდა მისი გადარჩენისთვის რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება მაინც.

 

სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ექიმმა პ-------------–---–მა აღნიშნა, რომ როდესაც საკანში შევიდნენ და ნახეს თ-----------------, მას უკვე არ ესინჯებოდა პულსი არტერიებზე, სხეული გაციებული იყო და დამდგარი იყო სიკვდილი. იგივეს ადასტურებს ექიმ ზ-------–--–--–---–-ს ცნობაც. აღნიშნულს ადასტურებს ზემოთ მითითებული ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ #- საკანში თ-----------------სთან დაწესებულების თანამშრომლები შედიან 1------- საათზე, რა დროსაც უკვე დამდგარია სიკვდილი.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დაწესებულების რეჟიმის განყოფილებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ფუნქცი----- მოვალეობები და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2--- წლის 1---------- #- ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ--------------- სამსახურის დებულება, შესასრულებლად სავალდებულო იყო #- დაწესებულების თანამშრომლებისთვის. აღნიშნული აქტები განსაზღვრავს როგორც დაწესებულების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების, ისე, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უ--------------- დაცვის აუცილებელობას და აწესებს მკაცრ მოთხოვნებს საამისოდ პასუხისმგებელ თანამშრომელთა მიმართ. სამსახურებრივ ამოცანებს შორისაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე მუდმივი დაკვირვება მათი განთავსებისა და სამუშაო ადგილებზე, დათვალიერების, თვალთვალისა და ვიზუალური კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე, განსაზღვრულია კონტროლიორების ფუნქცი----- მოვალეობები, კერძოდ, მსჯავრდებულებზე აწარმოოს ვიზუალური ზედამხედველობა, როგორც საკნებში, ისე, სამეთვალყურეო ობიექტების ფარგლებში, დაიცვას უ--------------- წესები, რაც გულისხმობს, სხვა წესებთან ერთად, საეჭვო ქმედებების ჩანასახში აღკვეთისთვის ყოველ 10-15 წუთში სათვალთვალოს მეშვეობით საკანში შეხედვას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნ------------–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ წაუკითხავს ზემოაღნიშნული დოკუმენტი მისი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, მან თავისსავე ჩვენებაში დაადასტურა მასზე ხელმოწერა. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ფაქტი, რომ ნ------------–---–ს არ წაუკითხავს მოვალეობათა განმსაზღვრელი დოკუმენტები, არ ათავისუფლებს მას სამსახურებრივი მოვალობის შესრულების დროს დაშვებული გადაცდომის გამო პასუხისმგებლობისგან, რამდენადაც ნებისმიერი დოკუმენტი, რაზეც ხელი ეწერება, თავის თავში გულისხმობს, რომ ხელმომწერი პასუხისმგებელია მის შინაარსზე და შესრულებაზე. გარდა ამისა, არსებობს სიტყვიერი მითითებები, შეხსენებები უფლება-მოვალეობების თაობაზე, რომლებიც, ასევე, სავალდებულო ხასიათს ატარებს თანამშრომელთათვის.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ექიმმა განმარტა, რომ ექიმების პატიმრებთან კონტაქტს ყოველთვის ესწრებოდა კონტროლიორი. აღნიშნულით პრაქტიკულად დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ნაწილობრივ მაინც იყო ცნობილი კონტროლიორისთვის, რა თანამდებობაზეც ნ------------–---–- მუშაობდა და, შესაბამისად, მან იცოდა თუნდაც მინიმალური რისკების თაობაზე, რაც მოსალოდნელი იყო თ-----------------ს მხრიდან. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ ნ------------–---–-ს მხრიდან თ-----------------ს მიმართ ბოლო გაკონტროლება განხორციელდა 1------- საათზე, ე.ი. დაახლოებით 2 საათით ადრე სიკვდილის დადგომამდე, მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარებოდა სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებული, რომელთან მიმართებითაც არსებობდა გარკვეული ფაქტორი, იქნებოდა ეს პირადად მისი სუბიექტური, ჯანმრთელობის მხრივ, თუ ადმინისტრციული/დისციპლინარული კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდიდა მეთვალყურეობის საჭიროებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, თ-----------------ს ვიდეომონიტორინგის ქვეშ მოთავსების გადაწყვეტილების აუცილებლობა გამოწვეული იყო მისი ქცევით და ის ასეთ საკანში განთავსდა 2----–-–----- დეკემბერს. მისი ფსიქოლოგი----- მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ დაწესებულების ექთანი მ--------–-----–---–- და მთავარი ექიმი, რომელმაც, თავის მხრივ, ამის თაობაზე აცნობა ფსიქიატრ ნ--------------–---–-, რომელიც დაწესებულებაში მისული იყო ზუსტად იმ დღეს, 2--- წლის 2- დეკემბერს, როდესაც მსჯავრდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რომელიც შესაძლოა არ დამდგარიყო შემთხვევის დღეს საამისოდ პასუხისმგებელი კონტროლიორის - ნ------------–---–-ს მიერ თ-----------------ს მიმართ ჯეროვანი მეთვალყურეობის გაწევის პირობებში.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ, სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, არ დადასტურდა ი------------–-–---–-ს მიერ თავისულების აღკვეთის დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

ი------------–-–--ლმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დეტალურად აღწერა მის მოვალეობებში შემავალი ფუნქციები, რომ, მსჯავრდებულებზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების გარდა, ევალებოდა საიდუმლო და არასაიდუმლო მასალის წარმოება და კონტროლი, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დროს მოითხოვდა, რის თაობაზეც, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყვნენ ხელმძღვანელი პირები, რადგან იგი უ--------------- სამსახურის უ--------- თანამდებობაზე იყო დანიშნული. ამავე სამსახურის მიზნებისთვის ხვდებოდა მისთვის სანდო პირებს (მსჯავრდებულებს) დაწესებულებაში, რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციებს, რასაც მიჰქონდა სამსახურებრივი დროის გარკვეული ნაწილი და ყოველივე მიმართული იყო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისკენ. იმის გამო, რომ ი------------–-–--ლს უწევდა ზემოაღნიშნულ მასალებზე/ინფორმაციებზე მუშაობა, მთელი მორიგეობის მანძილზე ოთახში ვერ იჯდებოდა და სჭირდებოდა შემცვლელი. სწორედ ამ მიზნით დაუნიშნა დირექტორმა დამხმარედ დ------–------–---–ი, ვინც სისტემატურად იქნებოდა მასთან, რადგან ბევრი სამუშაოს გამო უწევდა ხოლმე გასვლა, ყველაფრის მარტო გაკეთებას კი ვერ შეძლებდა. დ------–------–---–ს უნდა ესწავლა და განეხორციელებინა კონტროლი ვიდეოკამერებზე. ამასთან, როგორც დირექტორმა აუხსნა, ის პოლიციაში იყო ნამუშევარი და დაშვებული იყო საიდუმლო საქმისწარმოებაზე და არ უნდა დასჭირვებოდა საქმის განსაკუთრებული შესწავლა.

 

ბრალდებულ ი------------–-–---–-ს მიერ მითითებული გარემოებები დასტურდება #- დაწესებულების დირექტორ ა-–-----------------ს დაკითხვის ოქმითაც, რომელშიც მითითებულია, რომ ი------------–-–--ლსა და დ------–------–---–ს სხვადასხვა საჭიროებებზე გასვლა ერთმანეთში უნდა შეეთანხმებინათ და ი------------–-–---–-ს არყოფნის შემთხვევაში ვიდეომონიტორინგი უნდა განეხორციელებინა დ------–------–---–ს.

 

გარდა ამისა, მიუხედავად მოწმეთა ჩვენებებისა, რომ დ------–------–---–ი იყო მოსწავლე იმ პერიოდში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის ჩვეულებრივად იყო შეყვანილი მორიგეობის განრიგში და, მოცემულ შემთხვევაში, მას და ი------------–-–--ლს ეკისრებოდათ თანაბარი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც ი------------–-–---–-ს ოთახიდან გასვლის შემდეგ ვიდეომონიტორინგის ოთახში დარჩა დ------–------–---–ი, შესაბამისად, მას უნდა განეხორციელებინა მეთვალყურეობა ოთახში დამონტაჟებულ მონიტორებზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ი------------–-–--ლმა არ ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელობა ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს წმინდა სამსახურებრივი დისციპლინარული ღონისძიების გამომწვევ ფაქტორს და არა - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ გარემოებას.

 

მოწმე დ------–------–---–მა თავის ჩვენებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკულად მთელი ტვირთი გადაიტანა რა ი------------–-–--ლზე, მიუთითა, რომ მონიტორებზე დაახლოებით 130 სხვადასხვა გამოსახულება იყო ერთდროულად და მესამე მორიგეობაზე ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის ვერ იქნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ, გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, თავად დ------–------–---–ის ჩვენების თანახმად, ი------------–-–---–- ოთახში შესვლისთანავე აფიქსირებს მონიტორზე იმ საკანს, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თ-----------------მ, ასეთ პირობებში, იმ დროის განმავლობაში, რა პერიოდშიც დ------–------–---–ი მარტო იმყოფებოდა ვიდეომონიტორინგის ოთახში, სასამართლოს თუნდაც ახალბედა მოსამსახურის მხრიდან შესაძლებლად მიაჩნია აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შესაძლებლობა და იყო კიდეც ვალდებული, თვალყური ედევნებინა დაწესებულებაში მიმდინარე სიტუაციისთვის ვიდეომონიტორების მეშვეობით. აღნიშნულით სასამართლო, რა თქმა უნდა, არ იჭრება ბრალდების ფუნქციებში, თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტების სწორად გაანალიზება იმისათვის, რომ გამოირიცხოს უდანაშაულო პირის მსჯავრდების მინიმალური შანსიც კი.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი------------–-–---–-, ბრუნდება რა ვიდეოსამეთვალყურეო ოთახში, მონიტორისთვის შეხედვისთანავე, პრაქტიკულად, იმწუთიერად აფიქსირებს შექმნილ სიტუაციას #- სამარტოო საკანში, სადაც თ----------------- იყო მოთავსებული, ,,აქ რა ხდებაო?‘‘ - კითხულობს, რა დროსაც რეკავს კიდეც ოფიცერი ზ-----------------, რომელსაც ი------------–-–---–- ავალებს, რომ სასწრაფოდ შევიდნენ საკანში. აღნიშნული დასტურდება, როგორც თავად ი------------–-–---–-ს, ასევე, დ------–------–---–ისა და ზ----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, აგრეთვე, ვიდეოჩანაწერით, რომელიც დროში ემთხვევა #- დაწესებულების თანამშრომლების #- საკანთან მისვლის, დარეკვისა და საკანში შესვლის დროებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურდებს, რომ ი------------–-–---–- ოთახში შესვლისთანავე ჩაერთო ვიდეომონიტორინგის განხორციელებაში, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თ-----------------ს მოქმედებით პრაქტიკულად მძიმე შედეგი უკვე სახეზე იყო, ვერ მოხერხდა მისი თავიდან აცილება, რაც გამორიცხავს ი------------–-–---–-ს მხრიდან დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის----–- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი, უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რაც სამსახურებრივი გულგრილობის სპეციალურ შემადგენლობას წარმოადგენს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სასჯელაღსრულების დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში, რასაც მოჰყვა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მძიმე შედეგი. დანაშაულებრიობის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს მის უფლება-მოვალეობათა ზუსტად განსაზღვრას, რათა გაირკვეს, კონკრეტულად რაში გამოვლინდა სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რა არ შეასრულა მოხელემ ანდა რა შეასრულა არაჯეროვნად.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის წესები დადგენილია რიგი ნორმატიული აქტებით, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და ი-----დიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2--- წლის 1---------- #- ბრძანებით დამტკიცებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უ--------------- სამსახურის დებულება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #- დ-–-------–-------------------- მიერ დამტკიცებული რეჟიმის განყოფილებისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა ფუნქცი----- მოვალებები. აღნიშნული ნორმატიული აქტებით სრულადაა გაწერილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის, რომელიც მოხელეს წარმოადგენს, უფლება-მოვალეობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, უტყუარად დგინდება ბრალდებულ ნ------------–---–-ს გაუფრთხილებელი ქმედებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევით გამოწვეული შედეგი - სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ი------------–-–---–-ს მიერ ასეთი ქმედების ჩადენა არ დასტურდება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ, ნ------------–---–-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო მსჯავრდებულ თ-----------------ს გარდაცვალება, რამდენადაც იგი იყო პასუხისმგებელი 1---– ახალ სარეჟიმო კორპუსში მოთავსებულ მსჯავრდებულთა მიმართ კონტროლზე, როგორც სათვალთვალო ღიობიდან, ისე - საკვების მისაწოდებელი ჭრილიდან. დადგენილია, რომ ნ------------–---–ს არ განუხორციელებია დაკისრებული ვალდებულება, არ შეუმოწმებია თ-----------------ს მოთავსების საკანი თითქმის ორი საათის განმავლობაში, რა დროშიც მსჯავრდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინილია, ასევე, რომ ნ------------–---–-ს მიერ საკნის შემოწმება გარკვეული პერიოდულობით არ აღემატებოდა გაწერილი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, კორპუსის მოცულობისა და მსჯავრდებულთა საკნების რაოდენობის გათვალისწინებით.

 

ამასთან, სასამართლო მტკიცებულებებთან მიმართებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის, პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში, როგორც ბრალდებას, ასევე, დაცვას უნდა ჰქონდეს მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობისა და მათი შეფასების საშუალება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rowe and Davis v. the United Kingdom №2890-/95 §60).

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას ყველა მოწმე დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა მოწმეთა ჯვარედინად დაკითხვის, მათთვის შეკითხვების პირადად დასმისა და პასუხების მიღების შესაძლებლობა, რითაც დაუბრკოლებლად ისარგებლა დაცვის მხარემ. არ მოხერხდა მხოლოდ ორი მოწმის - ნ--------------–---–-სა და ა-–-----------------ს დაკითხვა. ბრალდების მხარის მიერ გამოყენებულ იქნა ყველა შესაძლო საშუალება მათი ადგილსამყოფელის დასადგენად, თუმცა გაირკვა, რომ ორივე მათგანს გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი, ნ--------------–---–- - 20-8 წლის ივნისში, ხოლო ა-–----------------- - 2--- წლის ნოემბრის თვეში. აღნიშნულის გამო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-3-ე მუხლის----–- ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადაუმოწმებელი მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღებისას სასამართლომ შეაფასა, ხომ არ წარმოადგენს ეს მტკიცებულებები (ხსენებულ მოწმეთა დაკითხვის ოქმები) ერთადერთს და გადამწყვეტს ნ------------–---–-ს მსჯავრდებისათვის. აღნიშნულის გამოკვლევის შედეგად სასამართლო აცხადებს, რომ ნ--------------–---–-სა და ა-–-----------------ს დაკითხვის ოქმები სრულ თანხვედრაშია სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ნ------------–---–-ს დაუდევარი უმოქმედობის გარეშე მსჯავრდებულ თ-----------------ს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, შესაძლო იყო, თავიდან ყოფილიყო აცილებული.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვისას სრულად იქნა დაცული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეები უზრუნველყოფილ იქნენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მ--- მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

სასამართლომ, მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ------------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ი------------–-–---–-ს მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რამდენადაც ი------------–-–--ლს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რაც გამოხატული იქნებოდა დაუდევრობაში და დამდგარ შედეგს თავიდან აიცილებდა. ი------------–-–--ლს ევალებოდა ვიდეომონიტორინგის განხორციელება, საამისოდ უფლებამოსილ პირთან ერთად, თუნდაც ეს ყოფილიყო დ------------- მიერ სიტყვიერი განკარგულებით გაპიროვნებული თანამშრომელი. ი------------–-–--ლს არ შეუსრულებია არცერთი მოქმედება, რაც მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებდა, რამდენადაც უმეთვალყურეოდ არ დაუტოვებია ვიდეომონიტორინგის ოთახი.

 

აღნიშნულის გაანალიზების შედეგად, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ი------------–-–---–-, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ნიშნების არარსებობის გამო, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის მე-3421 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ი------------–-–---–-ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ნ------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.

 

ნ------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის ქმედების შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რა დროსაც ითვალისწინებს, რომ ნ------------–---–-ს მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული; მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, რომ მან, იყო რა საამისოდ სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალება, დადგენილი წესისამებრ არ გააკონტროლა მსჯავრდებული პირის ქცევები; ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ ნ------------–---–-ს დაუდევარი ქმედებით დადგა მძიმე შედეგი, მსჯავრდებული პირის გარდაცვალების სახით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, რომ არასდროს ყოფილა დისციპლინარულად დასჯილიც კი სამსახურებრივად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს ნ------------–---–-ს მეწყვილე გ-----------------–---–ი დროებით სხვა კორპუსზე იქნა მიმაგრებული და მას დამოუკიდებლად უწევდა ყველა დაკისრებული ფუნქციის შესრულება, ასევე, მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რამდენადაც ნ------------–---–- წარსულში არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ჩადენაც საქმის არსებითი განხილვის ბოლო ეტაპზე აღიარა და მოინანია, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენებას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქონებრივ შესაძლებლობას. სასამართლოს აზრით, დანიშნული სასჯელი იქნება სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების - თ-----------------ს პირადი ნივთების, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების და ვიდეოჩანაწერების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით.

 

ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან ნ------------–---–ს არ დაურღვევია ნაკისრი ვალდებულება, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს და გირაოს შემტანს უნდა დაუბრუნდეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი უძრავი ქონება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი------------–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი------------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

გამართლებულ ი------------–-–--ლს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3421-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ნ------------–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, ნ------------–---–ს დაევალოს, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს ნ------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 10 სექტემბრის #1------ განჩინებით გირაოს უზრუნველსაყოფად გირაოს თანხის ნაცვლას შეტანილ უძრავ ქონებას - გ-----------------------------–------------–- მდებარე, ,,დ----------‘‘, 5------ კვ.მ. ფართობს, საკადასტრო კოდით 5-----------, 2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - თ-----------------ს პირადი ნივთები და ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე---------–--ს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პლასტმასის ნატეხები და ზეწრის ნაჭერი განადგურდეს; სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა, 4 (ოთხ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე