განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2019
საქმის ნომერი
330100118002684536
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 იანვარი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: გ------- ხ-----

ადვოკატი: კ--------–-–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: მ--–---- ტ-------–---–-

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0-----------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 04.0--2---–. 15:35 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ--–---- ტ-------–---–-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: მ--–---- ტ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ--–---- ტ-------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო ვაზნები, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისსავე სამსახურეობრივ ოთახში, მდებარე ქ. თბილისი, წ-----------------------, ა. ჭ--------ს ქუჩა N--- ში მდებარე ე---------- გ------ს სახლში, სადაც ის მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის 04 ივლისს, მ--–---- ტ-------–---–-ს სამსახურში, მდებარე ქ. თბილისი, წ-----------------------, ა. ჭ--------ს ქუჩა N---ში, მისსავე სამუშაო ოთახში ს-------------------------------–--–-------ს თანამშრომლების მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ოთახში განთავსებული კომპიუტერის მაგიდის მეორე უჯრიდან ამოღებული იქნა მ. ტ-------–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი შავ კოლოფში მოთავსებული ხუთი ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რის შემდეგაც, მოხდა მისი ბრალდებულად დაკავება. ბალისტიკური და პიროტექნიკური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად, 5 (ხუთი) ცალი ვაზნის ფორმის მქონე ობიექტიდან, სამი მათგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. კერძოდ: 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, განკუთვნილი 9მმ (9X19მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1(ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9მმ (9x18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ,,ПM’’, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის ,,AПC’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1(ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62მმ კალიბრის ვაზნა, კანკუთვნილი 7,62მმ კალიბრის კალაშნილკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის ,,AK-47’’, ,,AKC-47“, ,,AKM’’, კარაბინისათვის ,,CKC’’, ხელის ტყვიამფრქვევის ,,PПД’’ , ,,PПK’’ და სხვა. იგი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებით, მ. ტ-------–---–-ს დაკავების ოქმით, მ. ტ-------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. ტ-------–---–-ს საცხოვრებელი სახლისა და სამსახურეობრივი ოთახის ჩხრეკის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N------------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–---- ტ-------–---–მა ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასამართლო თვლის, რომ მ--–---- ტ-------–---–-ს გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მ--–---- ტ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ--–---- ტ-------–---–- (პ#0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ--–---- ტ-------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან 2018 წლის 04 აგვისტოს 15 საათი და 35 წუთიდან.

მ--–---- ტ-------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

მ--–---- ტ-------–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები: „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3-----------------, 3----------------- მასში მოთავსებული ორი ცალი სიმ ბარათი ნომრებით: 5-------- და 5-------- შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული, შავი ფერის ტყავის საფულე წარწერით: „ARMANI“, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 700 ლარი - 7 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 დოლარიანი კუპიურა და 1 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ტყავის საფულე “GFE GANFRANCE FERRE”, რომელშიც მოთავსებულია მ--–---- ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 1--------, მ------ ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული აიდი ბარათი ნომრით: 1--------; მეტრომანის ბარათი ნომრით - 3---------- ე-–--- ტ-------–---–-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი ნომრით - 1--------, შარვლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული მეტალის რგოლზე ასხმული 8 ცალი გასაღები, ღამის განათების ბატარეა და ერთი ცალი „Kingston”-ის ფირმის მეხსირების ბარათი წარწერით: D----------, შავი ფერის მაჯის საათი წარწერით: „S-----------”, მოვერცხლისფრო მეტალის ბეჭედი შავი თვლით, ზუგრჩანთა წარწერით:“P-----------------” მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებით: შავი ფერის პატარა ზომის ბლოკნოტი წარწერით: „Note” მასში გაკეთებული ქართულენოვანი ჩანაწერებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

პატარა ზომის შავი ფერის ტყავის შალითაში მოთავსებული რკინის დეტალი, შავი ფერის ნაჭრის შალითაში მოთავსებული გასაშლელი მეტალის ხელკეტი და შავი ფერის იზოლენტით გაკეთებული, ე.წ. „ი--–-------------–-–-----“-ს პატარა ზომის დროშა არაბული წარწერით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

მ. ტ-------–---–-ს სამუშაო (დაცვის) ოთახის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: შავი ფერის პატარა ზომის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 3 ცალი პატარა ზომის ვაზნა, 2 ცალი დიდი ზომის ვაზნა, 4 ცალი სხვადასხვა ზომის ვაზნის თავები, 1 ცალი გილზი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაეცეს შსს-ს შესაბამის სამსახურს.

ვერცხლისფერი მახვილთავიანი რკინის დეტალი, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის სათავსო მასში მოთავსებული 2 ცალი შავი ფერის ნაჭრით, რომლებზეც აღინიშნება შავ-თეთრი ფერებით გაკეთებული არაბულენოვანი წარწერა (ორი ცალი ისლამური დროშა), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

„სამსუნგი“-ს ფირმის პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი) თავისი დასამუხტი მოწყობილობით, ერთი ცალი შავი ფერის გარე მეხსიერების ბარათი თავისივე USB კაბელით, ერთი ცალი დივიდი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

მ. ტ-------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები: ,,Acer’’-ის ფირმის ლეპტოპი ნომრით: E----------, ,,panasonic’’-ის ფირმის ვიდეო კამერა მასში მოთავსებული შავი ფერის მიკრო ჩიპით, ,,Remax’’-ის ფირმის ვიდეორეგისტრატორი, ,,sansung’’-ის ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3------------------; 3-----------------; მასში მოთავსებული ბ--–----ს სიმ ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის ,,iPhone5’’–ის მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით: 3-------------- მასში მოთავსებული მ----------ს ბარათით საიდ. ციფრებით: 8------------------, შავი ფერის კომპიუტერი საიდ. ნომრით: L--------------, შავი ფერის ,,ქენონის’’-ის ფირმის ფოტოაპარატი მასში მოთავსებული ლურჯი ფერის მეხსიერების ბარათით და დასამუხტი მოწყობილობით, ,,samsung’’-ის ფირმის თეთრი ფერის მეხსიერების ბარათი ,,ტ----------’’-ის ფირმის ლურჯი ფერის 4GB მეხსიერების ბარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ვერცხლისფერ ჩარჩოში მოთავსებული ი--–-------------–-–-----ს ამსახველი ფოტოსურათი, ი--–-------------–-–-----ს სიმბოლოებიანი თავსაკრავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 03 ცალი დისკი, შპს მ----------დან გამოთხოვილი ინფორმაცია - ერთი ცალი დისკი, 2018 წლის 25 ივლისის პატაკის თანდართული ერთი ცალი დისკი, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების N0-------- და N0-------- დანართი სამი ცალი ,,ტოშიბას’’ ფირმის მეხსიერების ბარათი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე