გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210018002752473
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე - ვალ------------–--ე.

წარმომადგენელი - ნიკ---–---------–----ე.

მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო.

წარმომადგენელი - ავ--------–-------------ე.

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი ნი------------------–---ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-, ლიტერი ,,ა“-ს 1/2 წილი.

1.2. ვალ------------–--ე ცნობილი იქნას ქ. თბილისში, ვე--------ს შ-------- №--ში მდებარე ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 წილი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მამამ ნი----------–-----აგან იყიდა საცხოვრებელი სადგომი 22 000 მანეთად, მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-. მოსარჩელის მამა გარდაცვალებამდე ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, ხოლო ამჟამად იქ ცხოვრებას აგრძელებს გარდაცვლილი გუ----------–--ის კანონიერი მემკვიდრე - ვალ------------–--ე. გარდაცვლილი ნი----------–----- სამკვიდროს გახსნაზე არ მიუმართავს არავის და ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრში, არ მოიძებნა ინფორმაცია, ნ. გო----–----ს სამკვიდრო ქონების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 452 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 2, საერთო ფართი 111,94 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 79,66 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 32,28 კვ. მეტრი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10-,0- კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, საერთო ფართი 110,37 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 86,43 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 23,94 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ-ვც-ვც’’ (დამხმარე), საერთო ფართი 13 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ’’ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 4 კვ. მეტრი - რეგისტრირებულია: ნი------------------–---ას, მაი--------–--–--ის და ნაზ-------------–-ძის სახელზე, მათ შორის: მაი--------–--–--ის სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ბ’’, ნი------------------–---ას სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ა’’-ს ½ წილი და ნაზ-------------–-ძის სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ა’’-ს ½ წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 15-16);

 

3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ--------, №-, დაუზუსტებელი ფართობი 452 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 01.16.0-.0--.0--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მე-------------–--ის, ნაზ-------------–-ძის და ტერ--------------ვას საკუთრების უფლებით. უძრავ ნივთზე ასევე რეგისტრირებულია თანამესაკუთრის უფლება. მე-------------–--ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 86,43 კვ. მეტრ ფართზე, საკადასტრო კოდით 01.16.0-.0--.0--.01.500. ტერ--------------ვას და ნაზ-------------–-ძის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ფართზე ლიტერი ,,ა’’, 1/4-1/4 წილის ოდენობით, საკადასტრო კოდი 01.16.0-.0--.0--.01.501.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 50);

 

3.1.3. დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ--------, №-, საკადასტრო კოდი 01.16.0-.0--.0--, ლიტერი ,,ა’’-ს ½ ნაწილზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 12 დ-------ის №50---- მიმართვა (ს.ფ. 56);

 

3.1.4. დადგენილია, რომ ნი-- გო----–---- გარდაიცვალა 19-- წლის 4 მ-----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 55);

 

3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 9 ნოემბერს გაცემული №-------- ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 19-- წლის 4 მ-----ს გარდაცვლილი ნი-- ივანეს ასული გო----–----ს სამკვიდრო ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 9 ნ-------ის ცნობა №-------- (ს.ფ. 27);

 

3.1.6. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 6 დეკემბერს გაცემული №-6------ ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 19-- წლის 4 მ-----ს გარდაცვლილი ნი-- ივანეს ასული გო----–----ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 6 დ-------ის ცნობა №-6------ (ს.ფ. 40);

 

3.1.7. დადგენილია, რომ ვალ------------–--ე არის 20-- წლის 8 ო----------ს გარდაცვლილი გუ----------–--ის შვილი და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, ფაქტობრივი დაუფლებით სრულად მიიღო მამკვიდრებლის (გუ----------–--ის) საკუთრებაში არსებული აქტივები და პასივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა №--------- (ს.ფ. 24-26);

- გუ----------–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 17);

 

3.1.8. დადგენილია, რომ გ------ი ჯ---–--- 19-- წლის 30 მ----დან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, ხოლო ვალ------------–--ე ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 19-- წლის 13 ა--------დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 2 ა--------ს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 19-20);

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 10 ს---------ის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 21-23);

 

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდი--რეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნი------------------–---ა გარდაიცვალა 19-- წლის 4 მ-----ს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ნი------------------–---ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მამა გ------ი ჯ---–--- 19-- წლის 30 მ----დან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, ხოლო თავად მოსარჩელე ვალ------------–--ე ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 19-- წლის 13 ა--------დან.

 

საქმეში წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 20-- წლის 26 ო----------ს გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, 19-- წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია გ.ვ. ჯ---–---, სააბონენტო ნომრით 02-----.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ვალ------------–--ეს ფაქტობრივი დაუფლებით სრულად აქვს მიღებული მამკვიდრებლის - 20-- წლის 8 ო----------ს გარდაცვლილი გუ----------–--ის საკუთრებაში არსებული აქტივები და პასივები. საქმეში წარმოდგენილ სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-, ხოლო სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღების ფაქტი დასტურდება მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 ნაწილი საცხოვრებელი სადგომისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, არის უმკვიდრო და მოსარგებლე არის ვალ------------–--ე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმ-----ებებს და მიაჩნია, რომ ვალ------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნ-------ამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 ნაწილ საცხოვრებელი სადგომზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, მოსარგებლე არის ვალ------------–--ე, რომელიც არის 20-- წლის 8 ო----------ს გარდაცვლილი გუ----------–--ის შვილი და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, ფაქტობრივი დაუფლებით სრულად მიიღო მამკვიდრებლის (გუ----------–--ის) საკუთრებაში არსებული აქტივები და პასივები. ამასთან როგორც მოსარჩელე განმ-----ავს, მისმა მამამ ნი----------–-----აგან იყიდა ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სადგომი 22 000 მანეთად.

 

6.2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ გ------ი ჯ---–--- 19-- წლის 30 მ----დან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, ხოლო ვალ------------–--ე ამავე მისამართზე რეგისტრირებულია 19-- წლის 13 ა--------დან.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ 20-- წლის 26 ო----------ს გაცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისამართზე: ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №-, 19-- წლიდან აბონენტად რეგისტრირებულია გ.ვ. ჯ---–---, სააბონენტო ნომრით 02-----. ამავე ცნობის თანახმად 19-- წლამდე ინფორმაცია სს ,,თელასში’’ არ ი--ხება ხანდაზმულობის გამო.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 452 კვ. მეტრი, ლიტერი ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 2, საერთო ფართი 111,94 კვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 79,66 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 32,28 კვ. მეტრი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 10-,0- კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა 1, საერთო ფართი 110,37 კლვ. მეტრი, საცხოვრებელი ფართი 86,43 კვ. მეტრი, დამხმარე ფართი 23,94 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ვ-ვც-ვც’’ (დამხმარე), საერთო ფართი 13 კვ. მეტრი; ლიტერი ,,გ’’ (დამხმარე)უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 4 კვ. მეტრი - რეგისტრირებულია: ნი------------------–---ას, მაი--------–--–--ის და ნაზ-------------–-ძის სახელზე, მათ შორის: მაი--------–--–--ის სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ბ’’, ნი-- სვანიძე -გო----–----ს სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ა’’-ს ½ წილი და ნაზ-------------–-ძის სახელზე რეგისტრირებულია ლიტერი ,,ა’’-ს ½ წილი.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ნი------------------–---ა გარდაიცვალა 19-- წლის 4 მ-----ს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია ნი------------------–---ას სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

ასევე დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ--------, №-, საკადასტრო კოდი 01.16.0-.0--.0--, ლიტერი ,,ა’’-ს ½ ნაწილზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 ნაწილი საცხოვრებელი სადგომისა მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №- - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

6.4. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი--რე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 ნაწილი საცხოვრებელი სადგომის, მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შეს. №- და უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ვალ------------–--ეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვალ------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი ნი------------------–---ას სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვე--------ს შ-------- №-, ლიტერი ,,ა“-ს 1/2 წილი.

3. ვალ------------–--ე ცნობილი იქნას, ქ. თბილისში, ვე--------ს შ-------- №--ში მდებარე ნი------------------–---ას სახელზე რიცხული ლიტერი ,,ა“-ს 1/2 წილი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ.

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფი ბაჟის გადახდისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი--აღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე