განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/868-18 (N041260818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21.11.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული მ--–----- კ-------–--ე
მამის სახელი: ვ-–-
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ფ-----ს ქ. N2
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მ--–----- კ-------–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 აგვისტოს, ღამის საათებში, ქუთაისში, ფ-----ს ქ. მე-2 ჩიხი N2-ში მდებარე სახლში, მთვრალმა მ--–----- კ-------–--ემ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას ვ-–- კ-------–--ეს. ვ-–- კ-------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 16 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--–----- კ-------–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მ--–----- კ-------–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ--–----- კ-------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ვ-–- კ-------–--ის, მოწმეების: მ-----–- ხ-------ის, გ------- ც-–-----ს, რ-–---- გ-------------ის, თ-------- ფ---–---–---ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ მ--–----- კ-------–--ის გამოკითხვის ოქმით; ამოღების ოქმით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; ნასამართლობის ცნობით; შეტყობინებით; შემაკავებელი ორდერის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა მ--–----- კ-------–--ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ საქართველოს სსკ-ის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მ--–----- კ-------–--ემ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
მ--–----- კ-------–--ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც ითხოვს მის მსუბუქად დასჯას.
ვინაიდან ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა სიცოცხლის მოსპობის მუქარაში მისი მამის მიმართ და არ არის გამორიცხული მომავალში მსგავსი კონფლიქტის განმეორების შესაძლებლობა, სასამართლოს აზრით, სასჯელის პრევენციულ მიზანს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელთა სახეებიდან ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
იმის გათვალისწინებით, რომ ნასამართლობის არმქონე ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც იგი სრულად აღიარებს, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ--–----- კ-------–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახის თავისუფლების აღკვეთის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–----- კ-------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ--–----- კ-------–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
3.1. ვ-–- კ-------–--ისაგან ამოღებული ჩანგალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს (სურვილის შემთხვევაში) ან განადგურდეს.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე