განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1042-18 (№069050918001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18.01.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ი----- მ–----, გ--- დ--------–--ე
დაცვის მხარე
ბრალდებული ა---------– კ------ე
მამის სახელი: ი-----ი
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: წ---–-------ს რაიონი, სოფელი ო--–-----ი
ადვოკატი: ა---- ჯ----–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა---------– კ------ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 02 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ო--–-----ში საავტომობილო გზაზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– კ------ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული „ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომობილით, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 და 33.26 მუხლების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა რკინაბეტონის ღობეს, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მისი მგზავრები რ-–---- ს-----ე და გ--–- ქ---–--ე, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ-----–- კ------ემ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 30 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა---------– კ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ა---------– კ------ემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ა---------– კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ო----- ქ---–--ის და მ------- ს-----ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ვ-----–- კ------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ--- კ------ის, შ----- თ------ის, რ------– წ--------ის, ს--–---- ა-----ის, ს--- ჩ------ის, ბ--- ღ--------ის, ფ------ ჩ----–-–---–ის, თ---------- ბ--–-------ის, შ--–-- ლ--–--–---–ის, მ----- ქ---–--ის, გ-------– ქ---–--ის, გ--- ღ--------ის, ჯ--–---ი კ------ის, ნარგიზა ს-----ის, მ------ ჭ---–------ს გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ა---------– კ------ის გამოკითხვის ოქმით, ამოღების ოქმებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N632/ა დასკვნით, ოქმით სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ, ალკოტესტთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ქიმური-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N---------, N--------- და N--------- დასკვნებით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ა---------– კ------ემ ჩაიდინა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში და მსჯავრი ედება გაუფრთხილებლობით ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ინკრიმინირებული დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ მის მიერ გაუფრთხილებლობითი ბრალით(თვითიმედოვნებით) ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაღუპული და დაშავებული პირები მისივე მეგობრები იყვნენ და მან თავადაც მიიღო მორალური ზიანი. მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოში ანალოგიური სახის დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რასაც ყოველწლიურად ეწირება ასობით ადამიანის სიცოცხლე, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულმა სასჯელმა მოახდინოს დანაშაულის პრევენცია.
ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების და დამდგარი უმძიმესი შედეგის მხედველობაში მიღებით, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ა---------– კ------ეს სასჯელი უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში(8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) სამართლიანი ზომით - 9 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, 01 (ერთი) წლის და (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. ა---------– კ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან.
3. ა---------– კ------ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
4.1. შემთხვევის დათვალიერებიდან ამოღებული ,,ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომობილის საჭის ანაწმენდი, წინა მარცხენა სავარძლის მიკრონაწილაკები, თმის მაგვარი ღერები; ვ-----–- კ------ის სისხლის ნიმუში, გ--- კ------ის სისხლის ნიმუში, მძღოლის სავარძლიდან ამოღებული მიკრონაწილაკები და შალითის ფრაგმენტი; აირბაგის ფრაგმენტი და ა---------– კ------ის სისხლის ნიმუში, რაც ინახება წ---–-------ს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს.
4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.3. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ნისან მარჩის“ მარკის სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა - რომელიც განთავსებულია შპს ,,ი------------“ -ს სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
4.4. რ-–---- ს-----ის ტანსაცმელი, გ--–- ქ---–--ის ტანსაცმელი, გ--- კ------ის ტანსაცმელი, ვ-----–- კ------ის ტანსაცმელი, ა---------– კ------ის ტანსაცმელი, რაც ინახება წ---–-------ს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე