განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/501-18 (N041100518005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.01.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----–ი ჭ--–--ე
მამის სახელი: ბ------ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ----ს ქ. N-----
ნესტა
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ-----–ი ჭ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე ქუთაისი, ნ----ს ქ. N------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ-----– ჭ--–--ემ შვილის ე---------- ჭ--–--ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - ი---- ხ------ეს, კერძოდ, ხელი დაარტყა ორჯერ სახის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე დარტყმის შედეგად წაიქცა იატაკზე.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ბ----- ე-–----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დ-----------------–--–-------------–ის თანამდებობაზე. 2018 წლის 10 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა მოქალაქე ი---- ხ------ის განცხადება, რომლის თანახმად მისმა ძმამ მ-----– ჭ--–--ემ იძალადა მასზე. განყოფილებაში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დააკავეს მ-----– ჭ--–--ე. იგი იყო მორიგე და ოპერატიულ ჯგუფს არ გაჰყოლია. მან განყოფილებაში შემოყვანილ დაკავებულს განუმარტა ბრალდებულის უფლება-მოვალეობები და გამოჰკითხა იგი ბრალდებულის სახით. ასევე განახორციელა დაკავებული ბრალდებულის მიმართ ჩასატარებელი სხვა საპროცესო მოქმედებები. გამოკითხა არასრულწლოვანი ე---------- ჭ--–--ე, რომელმაც განუმარტა მამიდასა და მამას შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც მან დაადასტურა მ-----– ჭ--–--ის მიერ ი---- ხ------ის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ნ-----–---- კ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. განყოფილებაში შემოსული ი---- ხ------ის განცხადების საფუძველზე ოპერატიული ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და მას შემდეგ, რაც მ-----– ჭ--–--ემ მათ დაუდასტურა განცხადების შინაარსი და დაზე-ი---- ხ------ეზე ძალადობის ფაქტი, იგი დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავების მომენტში დაზარალებული ი---- ხ------ე იმყოფებოდა იქ, რომელიც იყო შეშინებული და განმარტავდა, რომ მისი ძმა ინტენსიურად იღებდა ალკოჰოლს და მანამდე კანაფსაც, რაც გახდა განცხადებით მიმართვის მიზეზი. დაკავების ოქმი მ-----– ჭ--–--ეს გააცნეს გარეშე პირის თანდასწრებით, ვინაიდან დაკავებულს ჰქონდა მხედველობის პრობლემა. მათი შეტყობით კონფლიქტი იყო საკმაოდ მწვავე და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გამართლებული იყო დაკავება. (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სხდომაზე გამოკვლეული მოქალაქე ი---- ხ------ის 10.05.18წ. განცხადების თანახმად, იგი მიმართავს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს და ითხოვს დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მასზე, რომ ქ. ქუთაისში, ნ----ს ქ. N------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მისმა ძმამ - მ-----– ჭ--–--ემ 09.05.18 წელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ესწრებოდა მისი არასრულწლოვანი ძმისშვილი ე---------- ჭ--–--ე. (ს.ფ. 2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - შ----- თ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 10.05.2018წ. 19:56-20:08 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მ-----– ჭ--–--ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 65-67).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ - შ----- თ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 10.05.2018 წელს 18:53-19:04 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ი---- ხ------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. შესამოწმებელმა პირმა განაცხადა, რომ წინა დღეს მისმა ძმამ გაშლილი ხელის დარტყმით მარცხენა ყურისა და მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში მიაყენა დაზიანება, რა დროსაც განიცდიდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს(სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 68-70).
დაზარალებულმა ი---- ხ------ემ, მოწმე ე---------- ჭ--–--ემ და ც----- ჭ--–--ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად, ძმის, მამის და შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ-----–ი ჭ--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
კერძოდ, წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს ჰყავს 4 თვითმხილველი მოწმე (დაზარალებული, ბრალდებული, ბრალდებულის დედა და შვილი), არცერთ მათგანს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: ნ-----–---- კ-------ე და ბ----- ე-–---- არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და ისინი ავრცელებენ იმ პირებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი ჩვენებები. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ საქმეზე, მოწმეთა ირიბი ჩვენებები წარმოადგენენ დაუშვებელ მტკიცებულებებს.
უფრო მეტიც, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ მ-----– ჭ--–--ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რამდენადაც ექსპერტმა, დაზარალებულის სხეულის შემოწმებისას, ვერ აღმოაჩინა ძალადობის რაიმე კვალი, მაშინ როდესაც ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ ექსპერტის ჩვენება დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნაწილში ასევე წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.
რაც შეეხება დაზარალებულის წერილობით განცხადებას, მისი როგორც სადავო, დოკუმენტის სახის მტკიცებულების უტყუარობა ასევე ვერ დადასტურდა ამ განცხადების შემქმნელი პირის დაკითხვით, ვინაიდან მან არ მისცა ჩვენება სასამართლოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით მ-----–ი ჭ--–--ეს მსჯავრდება.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ-----–ი ჭ--–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, მ-----–ი ჭ--–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–ი ჭ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ-----–ი ჭ--–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 მაისის განჩინებით მ-----–ი ჭ--–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად მ-----–ი ჭ--–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ა-------–------------------------–---------––-------------------------------------- – 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
3. გამართლებულ მ-----–ი ჭ--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე