გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210117002161563
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30588-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: ირ-------------

წარმომადგენელი: ი-------------------, მა----------

მოპასუხე: შო--------------

წარმომადგენელი: ზა-----------

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შო-------------ისათვის (პირადი N------------ არასრულწლოვანი შვილის, დი------------------ს (დაბადებული 20---–-–------------------, პირადი N------------ რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 300 (სამასი) ევროს დაკისრება ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 0- ნოემბრიდან) მის სრულწლოვანებამდე;

 

1.2 მოპასუხე შო-------------ისათვის (პირადი N------------ არასრულწლოვანი შვილის, დი------------------ს (დაბადებული 20---–-–------------------, პირადი N------------ რჩენა- აღზრდისათვის, სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის გადაუხდელი ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ევროს, სულ 6 900 (ექვსი ათას ცხრაასი) ევროს ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე ირ-------------მ და მოპასუხე შო--------------მ იქორწინეს 1998-–-–----- ოქტომბერს. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 20---–-–------------------ დაბადებული დი------------------. ირ------------- და შო-------------- განქორწინდნენ 200--–-–---------------ს. განქორწინების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხდიდა 300 ევროს. მოპასუხე ალიმენტს იხდიდა პერიო----ლად და არასრულად, ხოლო 2017 წლის მაისის თვიდან შეწყვიტა ალიმენტის გადახდა. მოპასუხე შო--------------მ მინდობილობა გასცა დედის ნი-------–---–-ს სახელზე, რომელსაც დაავალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვა. ნი-------------- წლების წინ თაღლითურად გადაიფორმა მოსარჩელე ირ-------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე კა---ს რაიონი ს------–--------------, შეუცვალა საკადასტრო კოდი და გადააფორმა მოპასუხის სახელზე. ნი-------------- 2017 წელს ოქტომბრის თვეში გაასხვისა ქონება ახლა კი აპირებს დარჩენილი უძრავი ქონების გასხვისებას.

 

მოპასუხე განზრახ არიდებს თავს მშობლის ვალდებულებების შესრულებას. შო--------------ს ბოლო 23 თვის ალიმენტი არ გადაუხდია. მოპასუხე ცხოვრობს სა----------–ი, აქვს მუდმივი სამუშაო და მისი შემოსავალი მინიმუმ 1100 (ათას ასი) ევროს შეადგენს.

მიუხედავად სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის მანძილზე ალიმენტის არაერთგზისი მოთხოვნისა, შო-------------- თავს არიდებდა მის გადახდას, არ იღებდა თანაბარ მონაწილეობას შვილის რჩენაში. შესაბამისად, იგი როგორც მშობელი, ვალდებულია გაიღოს არასრულწლოვანი შვილისათვის აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-14);

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შო-------------- დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილის დი------------------ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ევროს დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე არ ეთანხმება წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების მოთხოვნას.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში ფინანსური მონაწილეობის მიღებას, ყოველთვის ეხმარება ბავშვს. მხარეთა შორის შეთანხმება ალიმენტის ფიქსირებული ოდენობით გადახდის თაობაზე არ მომხდარა. არცერთი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის მიმართ დახმარების ვალდებულება დაკისრებული არ ყოფილა. მოპასუხე პერიო----ლად ნებაყოფლობით ურიცხავდა შვილს გარკვეული ოდენობით თანხას, რაც ალიმენტს არ წარმოადგენდა.

 

მოპასუხე ქორწინებაშია რუ------ ვო------–თან და ცხოვრობენ სა----------–ი. მოპასუხე და მისი მეუღლე დასაქმებულნი არ არიან და აღრიცხვაზე იმყოფებიან შრომით ბირჟაზე. მოპასუხე იღებს დახმარებას ყოველდღიურად 29.57 ევროს ოდენობით. რუ------ ვო-------- დახმარებას სახელმწიფოსაგან არ იღებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 70-79);

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ირ-------------მ (ქორწინებამდელი გვარი - „ბე-----------) და მოპასუხე შო--------------მ იქორწინეს 1998-–-–----- ოქტომბერს. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 200--–-–---------------ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შო-------------ისა და ირ-------------ს ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17);

-შო-------------ისა და ირ-------------ს განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი 00----- (ს.ფ. 19).

 

3.1.2. ირ-------------სა და შო--------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დი------------------ დაბადებული 20---–-–------------------. დი------------------ ცხოვრობს და იზრდება დედასთან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი------------------ს დაბადების მოწმობა ნკ N2----- (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ირ------------- შრომისუნარიანია. იგი დასაქმებული არ არის და არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 20-- წლის 18 თებერვლისა და 2009 წლის 22 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მოსარჩელე ირ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი მდებარე მისამართზე კა---ს რაიონი, ს------–--------------, სარეგისტრაციო ზონა -კა---, კოდი 6-, სექტორი ა-----------------------------–-------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-- წლის 18 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (ს.ფ. 22);

-2009 წლის 22 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 6-.0-.3-.0-- (ს.ფ. 23).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 01 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შო--------------მ იყიდა ნი-------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კა---, ს------–--------------, საკადასტრო კოდი 6-.0-.3-.013;

ნი--------------, როგორც შო-------------ის წარმომადგენელმა უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კა---, ს------–--------------, საკადასტრო კოდი 6-.0-.3-.013 მიყიდა შა----------------ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 01 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N16------- (ს.ფ. 24-27);

- 2017 წლის 05 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 6-.0-.3-.013 (ს.ფ. 30).

 

3.1.4. შო-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, გამზირი ქ. წა------–----------------, საკადასტრო კოდი 01-----------------.0--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო კოდი 01-----------------.0-- (ს.ფ. 40-41).

 

3.1.5. მოპასუხე შო-------------- 2011 წლის 20 მაისიდან ქორწინებაშია რუ------ ვო------–თან; მოპასუხე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს სა----------–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შო-------------ისა და რუ------ ვო--------ს ქორწინების მოწმობა N000258/2011 (ს.ფ. 124-126);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.6. დი------------------ 2018 წლის 29 სექტემბერს გახდა სრულწლოვანი. დი------- გო----ძე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ამჟამად არის სტუდენტი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დი------------------ს დაბადების მოწმობა ნკ N2----- (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე ირ-------------სა და მოპასუხე შო--------------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის და ასევე, განქორწინების შემდეგ, მოპასუხე არასრულწლოვან შვილის დი------------------ს მატერიალური უზრუნველყოფისათვის იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- ფულადი გადარიცხვის ქვითრები (დისკი, ს.ფ. 164).

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, განქორწინების შემდეგ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, დი------------------ს რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 300 ევროს ოდენობით ყოველთვიურად გადახდის თაობაზე. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტად სასამართლო ვერ განიხილავს სს „-–--------------ს“ მიერ ოლ--- ბე----------ს სახელზე გაცემულ ამონაწერს 20-- წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელებული სწრაფი ფულადი გზავნილების შესახებ (ს.ფ. 20-21). მართალია აღნიშნულ ამონაწერში შო-------------ის მიერ ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის თანხის ოლ--- ბე----------ს ანგარიშზე ჩარიცხვა (პირველი ჩარიცხვა განხორციელებულია 20-- წლის 11 ოქტომბერს 450 ევროს ოდენობით, ხოლო ბოლო ჩარიცხვა-2017 წლის 10 აპრილს 400 ევროს ოდენობით), თუმცა თანხის მიზნობრიობის დადგენა და ის ფაქტი, რომ გადმორიცხული თანხები უშუალოდ არასრულწლოვანი დი------------------ს მატერიალური დახმარებისა და აღზრდის საჭიროებისათვის ირიცხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების საფუძველზე არ დასტურდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 10 ოქტომბერს სს „-–--------------ს“ მიერ გაცემული ცნობა N1--- (ს.ფ. 20);

-სს „-–--------------ს“ ამონაწერი ოლ--- ბე----------ს ანგარიშიდან, განხორცილებული გზავნილების შესახებ, პერიოდი 01.09.20---18.10.2017 (ს.ფ. 21).

 

3.2.3. შო-------------- წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად და სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შო-------------- სარჩელის წარმოდგენის დროისათვის არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი, ვინაიდან მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსარჩელეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე შო--------------ს აქვს მუდმივი სამუშაო და მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1100 (ათას ასი) ევროს შეადგენს არ წარმოუდგენია. მხარეებს ეკისრებათ, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მხოლოდ საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომელის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეებს უნდა დაეკისროთ იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი (ვალდებულება), რაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შო-------------- რეგისტრირებულია სტ-----------ს დასაქმების ცენტრში 2018 წლის 29 იანვრიდან და მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დახმარების თანხაა 29.57 ევრო. კომპენსაციის ვადის ხანგრძლივობა კი მოიცავს 531 კალენდარულ დღეს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დასაქმების ცენტრის მიმართვა შო-------------ისადმი (ს.ფ. 160-163).

 

მოცემული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა დასაქმების ცენტრის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს გაცემული დოკუმენტი (ს.ფ. 160-163), აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა სადავოდაა გამხდარი მოპასუხის მიერ, მასზედ მითითებით, რომ იგი აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს არ წარმოადგენს.

ჰააგის 1961 წლის 05 ოქტომბრის კონვენციით, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას (საქართველო შეუერთდა პარლამენტის 2006 წლის 11 აპრილის N284-Iს დადგენილებით) დადგენილია, რომ კონვენცია ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც შესრულებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარდგენილი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ოფიციალურ დოკუმენტებად მოცემული კონვენციით მიჩნეულია: ა) დოკუმენტები სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებული ორგანოსა ან თანამდებობის პირისაგან, მათ შორის დოკუმენტები პროკურატურისაგან, სასამართლო მდივნის ან სასამართლო აღმასრულებლისაგან; ბ) ადმინისტრაციული დოკუმენტები; გ) ნოტარიალური აქტები; დ) ოფიციალური შენიშვნები, როგორიცაა შენიშვნები რეგისტრაციის შესახებ; გარკვეული თარიღის დამადასტურებელი ვიზები; ნოტარისუთან დაუმოწმებელი დოკუმენტის ხელმოწერის დადასტურება. ამასთან მოცემული კონვენცია არ ვრცელდება: ა) დიპლომატიური ან საკონსულო აგენტების მიერ შესრულებულ დოკუმენტებზე; ბ) უშუალოდ კომერციულ ან საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დოკუმენტებზე. ამავე კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, ერთადერთი ფორმალობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმის დასადასტურებლად, ნამდვილია თუ არა ხელმოწერა, სტატუსი, რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი, და სათანადო შემთხვევაში, ნამდვილია თუ არა ბეჭედი ან შტამპი, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი არის 4 მუხლით გათვალისწინებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური პირის აპოსტილი, რომელშიც ეს დოკუმენტი შესრულდა. მაგრამ წინა აბზაცში ნახსენები ფუნქციები არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ იმ სახელმწიფოში მოქმედი კანონები, წესები ან ჩვეულებები, სადაც წარდგენილია დოკუმენტი, ანდა ორი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მორიგება აუქმებს ან ამარტივებს მოცემულ პროცედურას ან ათავისუფლებს დოკუმენტს ლეგალიზაციისაგან.

 

თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დასაქმების ცენტრი წარმოადგენს თუ არა ჰააგის 1961 წლის 05 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ სახელმწიფო იურისდიქციას დაქვემდებარებულ ოფიციალურ ორგანოსა თუ ადმინისტრაციულ ორგანოს საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. სასამართლოს მოცემული დოკუმენტის შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ შო-------------- წარმოადგენს 2018 წლის 29 იანვრიდან ყოველდღიური დახმარების თანხის 29.57 ევროს მიმღებ პირს, რომლის ხანგრძლივობა მოიცავს 531 კალენდარულ დღეს.

 

3.2.6. მოპასუხე შო-------------ის მეუღლეს რუ------ ვო------–ს დასაქმების ცენტრის Gr------e-ის 2018 წლის 21 მარტის შეტყობინებით უარი ეთქვა ყოველდღიური დახმარების თანხის გამოყოფაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასაქმების ცენტრის Gr------e-ის 2018 წლის 21 მარტის შეტყობინება (ს.ფ.118-120).

 

3.2.7. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე შო-------------ის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე რუ------ ვო--------, ვინაიდან, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

3.2.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან შო-------------- თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.

მოსარჩელე ირ-------------ს არ მიუღია ყველა შესაძლო ღონისძიება მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის მისაღებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ. მოსარჩელემ წარსული დროის ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე გასული 23 თვის ფარგლებში, თუმცა მოსარჩელეს არ მიუთითებია მითითებული პერიოდიდან მის მიერ რა ზომები იქნა მიღებული მოპასუხისაგან ალიმენტის მისაღებად. აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არასრულწლოვანი სკოლის დასრულების შემდეგ მამას სთხოვდა 100 ევროს გადმორიცხვას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის რამდენიმეჯერ ჩარიცხვის ფაქტიც.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის მიმართ 150 (ას ორმოცდაათ) ევროს ეკვივალენტით ლარში. ამასთან, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი, 20---–-–------------------ დაბადებული დი------------------. მოსარჩელე ირ-------------მ სასამართლოს ალიმენტის გადახდის დაკისრების მოთხოვნით მომართა 2017 წლის 0- ნოემბერს, დი------------------ს არასრულწლოვნების პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. დი------------------ ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელე ირ------------- შრომისუნარიანია, თუმცა იგი დასაქმებული არ არის და არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი. შო-------------ის დასაქმების ფაქტი კი სარჩელის განხილვის დროისათვის არ დგინდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე ირ-------------სა და მოპასუხე შო--------------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის და ასევე, განქორწინების შემდეგ მოპასუხე არასრულწლოვან შვილს დი------------------ს მატერიალური უზრუნველყოფისათვის იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

 

მოპასუხე წარმოადგენს შრომისუნარიან, შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მქონე პირს და სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა იყოს დასაქმებული. თავად მოპასუხის განმარტებითა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ შო-------------- რეგისტრირებულია სტ-----------ს დასაქმების ცენტრში 2018 წლის 29 იანვრიდან და მისთვის განსაზღვრული ყოველდღიური დახმარების თანხაა 29.57 ევრო. კომპენსაციის ვადის ხანგრძლივობა კი მოიცავს 531 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია სისტემატურად ღებულობდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა - განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-30--294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ განმარტა, რომ იმ დავებში, რომლებშიც ბავშვები არიან ჩართულნი, მათი საუკეთესო ინტერესები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ, სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, მათი საუკეთესო ინტერესები არის უპირატესი. გარემოებათა სადავოობის შემთხვევაში, სწორედ ბავშვის ინტერესებს ენიჭება უდავო მტკიცებულებითი ძალა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიო----ლი სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა ინდივიდუალური თავისებურებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის დაანგარიშებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება ბავშვის მიმდინარე საჭიროებები, განპირობებული, ბავშვის განვითარებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით და ა.შ.

 

დი------------------ 2018 წლის 29 სექტემბერს გახდა სრულწლოვანი. იგი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში და ამჟამად არის სტუდენტი. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მართალია, დი------------------ უკვე სრულწლოვან პირს წარმოადგენს, თუმცა სარჩელის აღძვრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე მოპასუხე ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო არასრულწლოვანი შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში და მშობელთა თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინებით შეექმნა შვილის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის მოპასუხე შო-------------ის დასაქმებას და სტაბილურ შემოსავალს დაადასტურებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

მოპასუხე შო-------------- თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ევრო. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხე მხარეს კმაყოფაზე გარდა დი------------------სა, სხვა პირი არ ჰყავდა, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დი------------------მ უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს. გასაზიარებელი არ არის მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შო-------------ის კმაყოფაზე მეუღლის რუ------ ვო--------ს ყოფნის ფაქტი და ამის გამო ყოველთვიურად მეუღლის რჩენისათვის გაწეული დახმარება, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით)

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის დეკემბრის თვისათვის - 153.7 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი დი------- გუ---ს რჩენა-აღზრდისთვის უნდა განისაზღვროს, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარში ოდენობით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2017 წლის 0- ნოემბრიდან, დი------------------ს სრულწლოვანების მიღწევამდე, 2018 წლის 29 სექტემბრამდე.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა შო-------------ისათვის, დი------------------ს რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის გადაუხდელი ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 (სამასი) ევროს, სულ 6 900 (ექვსი ათას ცხრაასი) ევროს ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისაგან, რადგან შო-------------- თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე მხარის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მის მიერ ბავშვების სარჩოსათვის მიღებული ზომების შესახებ (3.2.8). აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ არასრულწლოვანი სკოლის დასრულების შემდეგ მამას სთხოვდა 100 ევროს გადმორიცხვას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, დადასტურდა მოპასუხის მხრიდან სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელის ანგარიშზე თანხის რამდენიმეჯერ ჩარიცხვის ფაქტიც.

 

ამდენად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვან შვილის აღზრდისათვის დაკისრებული ვალდებულების უგულებელყოფას სარჩელის აღძვრამდე ბოლო ოცდასამი თვის მანძილზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობს, მოპასუხე შო-------------ისათვის დი------------------ს წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ია------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ირ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი 100 ევროს დაკისრების ნაწილში, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე შო--------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 89.10 (ოთხმოცდაცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა წარსული ალიმენტის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს, მოთხოვნის ამ ნაწილში, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე ირ-------------ს (პირადი-------------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შო--------------ს (პირადი N------------ მოსარჩელე ირ-------------ს (პირადი-------------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, დი------------------ს (დაბადებული 20---–-–------------------, პირადი N------------ ალიმენტის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდა, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 0- ნოემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე 2018 წლის 29 სექტემბრამდე;

 

3. მოსარჩელე ირ-------------ს (პირადი-------------) უარი ეთქვას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

4. მოპასუხე შო--------------ს (პირადი N------------ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 89.10 (ოთხმოცდაცხრა ლარი და ათი თეთრი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია