განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/219-18 9 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- წი-----–---–ი;
დაცვის მხარე - ქ------- თა-–------
ბრალდებული - ვ------- ნ-----–----ის ძე კა-------–ი (დაბადებული 1952 წლის 30 ს------ბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ქ. დ--–----, კა-------–თ დასახლება N27-ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 4 აგვისტოს, დილის საათებში, დ--–----ს რაიონის სოფელ კა-------–თ დასახლებაში, სადავო უძრავი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებული კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, ვ------- კა-------–მა დანით ჯერ მარცხენა ხელის არეში მიაყენა დაზიანება მ--–---- ზე----ეს, შემდეგ კი გულ-მკერდის მარცხენა მხარეს დაუსვა დანა და მიაყენა ნაკაწრი ჭრილობა, რის შედეგადაც მ--–---- ზე----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 4 აგვისტოს, დილის საათებში, დ--–----ს რაიონის სოფელ კა-------–თ დასახლებაში, სადავო უძრავი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებული კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, ვ------- კა-------–ი დანით ხელში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--–---- ზე----ეს და მარცხენა ხელის არეში მიაყენა დაზიანება. რის გამოც მ--–---- ზე----ე შევიდა ეზოში და ჯოხის საშუალებით ცდილობდა თავის დაცვას, თუმცა ვ------- კა-------–ი კვლავ აგრძელებდა მუქარას მის მიმართ, იგი შევიდა ეზოში და მოქნეული დანით გულ-მკერდის მარცხენა მხარეს მ--–---- ზე----ეს მიაყენა ნაკაწრი ჭრილობა, რის შედეგადაც მ--–---- ზე----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ვ------- კა-------–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ მ--–---- ზე----ის გამოძიებაში მიცემული ინფომარციით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აგვისტოს იმყოფებოდა დედასთან მ------ ზე----ესთან ერთად დ--–----ს რაიონის სოფელ კა-------–თ დასახლებაში, ვინაიდან მოსავალი ჰქონდა ასაღები მათი კუთვნილი ეზოდან, დედა იყო გასული ლობიოს ასაღებად, ხოლო მ--–---- ზე----ე იმყოფებოდა ეზოს გარეთ, რა დროსაც მან გაიგო ვ------- კა-------–ის ყვირილი, რომ გასულიყო ეზოდან და ისროდა ქვებს, ემუქრებოდა მ--–---- ზე----ეს მოკვლით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა, ვ------- კა-------–ს ხელში ასევე ეჭირა სამზარეულოს დანა საშუალო ზომის და აგრძელებდა მუქარას დანის გამოყენებით, მ--–---- ზე----ემ აიღო ჯოხი თავდაცვის მიზნით, ხოლო ვ------- კა-------–მა მაინც მოახერხა და მოიქნია დანა და მოხვდა მარცხენა გულმკერდის არეში და ასევე გაეჭრა მარცხენა ცერა თითი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მეზობელი თ----- ოქ-----–---–ი. დაზიანების შედეგად მ--–---- ზე----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.3. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მ--–---- ზე----ეს აღენიშნებოდა დაზიანებები; მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, უკანა ზედაპირზე ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა, გულმკერდის წინ ზედაპირზე მარცხნივ და მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ნაკაწრები და მარჯვენა წვივის მიდამოში სისხლნაჟღენთი. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.4. კრიმინალისტიკური N1---/ცი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------- კა-------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარღთა კატეგორიას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ მ--–---- ზე----ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: მ------ ზე----ის, თ----- ოქ-----–---–ის, მ--–---- კა-------–ისა და ლია კა-------–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ვ------- კა-------–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულ ვ------- კა-------–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ------- კა-------–მა 2018 წლის 4 აგვისტოს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ვ------- კა-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს პატიებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, რომ იგი არის საპენსიო ასაკს მიღწეული, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ აღიარებს და ითხოვს პატიებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- კა-------–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- კა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. ვ------- კა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ------- კა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 4 აგვისტოდან 2018 წლის 10 ს------ბრის ჩათვლით) შეუმცირდეს 1000 (ათას) ლარამდე.
4. ვ------- კა-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მ--–---- ზე----ის და ვ------- კა-------–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუშები, დანა, ორი ცალი ჯოხი და ქვა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი