განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/254-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 იანვარი 20-9 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - დუ----–---- გი------–--ლის
ადვოკატ-სი---- ოს--–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: დუ----–---- გი------–--ლი
მამის სახელი: ომ----
დაბადებული: 10.09.1----–--–-
პირადი ნომერი:1----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.გურჯაანი, დ--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)
კვალიფიკაცია: დუ----–---- გი------–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა :
1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 20-8 წლის აგვისტოდან, დუ----–--- გი------–--ლი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილს მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, რომელსაც 20-8 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გურჯაანში, დ-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ირ-- უტ--–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.(პირველი ეპიზოდი)
2.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 20-8 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. გურჯაანში, დ-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით თავისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა ყოფილ მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.(მეორე ეპიზოდი)
დუ----–---- გი------–--ლი 20-8 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე დააკავეს და ამავე დღეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). 20-8 წლის 6 დეკემბერს, გირაოს თანხის უზრუნველყოფის შედეგად, ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1) 20-8 წლის აგვისტოდან, დუ----–--- გი------–--ლი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილს მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, რომელსაც 20-8 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. გურჯაანში, დ-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ირ-- უტ--–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.(პირველი ეპიზოდი)
2) 20-8 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. გურჯაანში, დ-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით თავისა და სხეულის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა ყოფილ მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ნი--- გო-----ძის, ირ-- უტ--–--ლის, მ----ნე გო-----ძის, დაზარალებულ ირ-- უტ--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის დათვალიერების ოქმი, და---- გი------–--ლის დაბადების მოწმობის ასლი, ბრალდებულ დუ----–--- გი------–--ლის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, დუ----–--- გი------–--ლმა, ყოფილ მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ირ-- უტ--–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა(ორი ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ქმედების სისტემატიურ ხასიათში იგულისხმება ქმედების ჩადენა, ორჯერ ან მეტჯერ, დროის მოკლე ინტერვალით. ქმედებისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული.
დაზარალებულმა ირ-- უტ--–--ლმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი,ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ნი--- გო-----ძის, ირ-- უტ--–--ლის, მ----ნე გო-----ძის, დაზარალებულ ირ-- უტ--–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დოკუმენტის დათვალიერების ოქმი, და---- გი------–--ლის დაბადების მოწმობის ასლი, ბრალდებულ დუ----–--- გი------–--ლის გამოკითხვის ოქმიდა სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ დუ----–--- გი------–--ლმა, ყოფილ მეუღლეს ირ-- უტ--–--ლს, არასრულწლოვანი შვილის - და---- გი------–--ლის თანდასწრებით, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ირ-- უტ--–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა(ორი ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას.
ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გაგებულ უნდა იქნეს როგორც ხანგრძლივი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი(წუხილი) რომელსაც პირი განიცდის ძალადობის შედეგად.
დაზარალებულმა ირ-- უტ--–--ლმა ბრალდებულის ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობას შეესწრო არასრულწლოვანი ოჯახის წევრი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემთხვევას ესწრებოდა 09.05.20-0 წელს დაბადებული და---- დუ----–----ს ძე გი------–--ლი (სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი-ქ.ხ------------ ადმინისტრაციის კი------- რაიონის მმაჩის განყოფილება, აქტის ჩანაწერი N---) რომელიც არის ბრალდებულის შვილი და არის არასრულწლოვანი, ხოლო დაზარალებული ირ-- უტ--–--ლი არის ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დუ----–---- გი------–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
დუ----–---- გი------–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
დუ----–---- გი------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დუ----–---- გი------–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
დუ----–---- გი------–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 4 დეკემბერს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 5000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 6 დეკემბერს ყადაღა დაედო დუ----–--- გი------–--ლის(პ/ნ 1----------)სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქ. გურჯაანში, დ-------------------ში, საკადასტრო კოდი 5--0--5--2--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 370.00 კვ. მეტრი. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 23-.80 კვ.მ., რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 31000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დუ----–---- გი------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი( პირველი ეპიზოდი)
2. დუ----–---- გი------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი. რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი( მეორე ეპიზოდი)
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დუ----–---- გი------–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთ) წელი.
4. დუ----–---- გი------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს .
5. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქონებაზე დადებული ყადაღა. ყადაღა მოეხსნას და დუ----–--- გი------–--ლს სრულად დაუბრუნდეს მისსავე სახელზე რიცხული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ. გურჯაანში, დ-------------------ში, საკადასტრო კოდი 5--0--5--2--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 370.00 კვ. მეტრი. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 23-.80 კვ.მ., რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 31000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილი.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. დუ----–---- გი------–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო-20-8 წლის 03 დეკემბრის 15:00 საათიდან 20-8 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე