განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100115002833468
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა შკუბულიანი

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ-------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ--------–--–--ე

 

ბრალდებული - ა-------–----------ს ძე ბ--------ე, დ----------–-------–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არ მქონე, რ----------------–------------------------–-------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ) 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ყ--–--------------------------------- დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რ-----–-–--------------------------–---.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა---- ბ--------ემ 2----–-–-------------, გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა №ე------------ ს----------------------–------------, რომელშიც შეიტანა ფ------------------–--- ამსახველი ინფორმაცია, თითქოსდა შ-- „---------“ (ს/ნ 4-------) შ-- „-------–----- (ს/ნ 2--------) გაუწია 501 277 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება, რის სანაცვლოდაც ა---- ბ--------ემ ო-----------–------------------------–-----------–----------- აიღო ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ა---- ბ--------ის მიერ ყ--–--------------------------------- დამზადების გასაღების მიზნით და გასაღების (რ-----–-–--------------------------–---) დასადასტურებლად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

2.2. ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის შ-- „-------–-----“ ფ-------------------------. ა---- ბ--------ე გაიცნო დაახლოებით 2013-2014 წლებში, სოციალური ქსელის მეშვეობით. მოგვიანებით მათი ურთიერთობა გადაიზარდა შეხვედრებშიც. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ა---- ბ--------ემ მას შესთავაზა, ვითომდა იურიდიული მომსახურების გაწევა, რაც ამ უკანასკნელისთვის არ ყოფილა პირველი შემთხვევა, თუმცა მ--------–---------–-–------------–---–--. აღმოაჩინა რა დანაშაულის ნიშნები (მოწმემ დანაშაულის ფაქტად აღიქვა ჩაუტარებელ სამუშაოში გასამრჯელოს მიღება. ასეთ შემთხვევაში ა---- ბ--------ეს მოგების სახით დარჩებოდა ნაშთი), მოწმემ მიმართა ფ--------------–-–--–--------–--- დიდი ხნის მეგობარს - მ-----–-------ეს, რომელმაც დაიწყო საქმის მოკვლევა. ამის შემდეგ, იგი ორჯერ შეხვდა ა---- ბ--------ეს, რა დროსაც პ---–-–---------------------–-------–----------–-----. პირველი შეხვედრა შედგა 2015 წლის გაზაფხულზე, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რ----------ში, რა დროსაც ა---- ბ--------ემ დაუკონკრეტა, რომ ხ--––-------–--ის საფუძველზე ი------–------–--და შ-- „-------–-------- და გ--------–---–--და ზემოაღნიშნულ ღონისძიებას. მოწმის განმარტებით, შეხვედრაზე ა---- ბ--------ე გ------–--- საუბრობდა საპროცენტო განაკვეთზეც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრა მიმდინარეობდა 2015 წელს, მეტი მარწმუნებლობისთვის (თითქოს დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა შ-- „-------–-----“ და შ-- „მ-------- შორის ურთიერთობა), ისინი შეთანხმდნენ, რომ ხ--––-------–--ა დათარიღებული ყოფილიყო 2014 წლის 3 იანვრით. მოწმის განმარტებით, მეორე შეხვედრა შედგა კ-------------ში მდებარე რ---------- „--------–-“. შეხვედრას მისი და ა---- ბ--------ის გარდა ესწრებოდნენ სხვა პირებიც. მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ის გარეთ გაიხმო ა---- ბ--------ემ, რა დროსაც უთხრა, რომ მის მიერ მიტანილი თანხა გადაეცა აღნიშნული რ----------- მ------ დ-------თვის, რომელიც იყო მისი ნდობით ა--------ილი პირი. მოწმის განმარტებით, მან ამის შემდეგ დაუძახა მ-----–-------ეს, რომელმაც ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით (მოწმეს მიტანილი ჰქონდა ბეს სახით) გადასცა მ------ს. მოწმის თქმით, აღნიშნული ფული მას გადასცეს ს----------------------–- და შესაბამისად ეკუთვნის სახელმწიფოს.

 

2.2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ფ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------–-- თანამდებობაზე. მან 2015 წლის მარტის ბოლოს, მიიღო ო-----------–------------–------–----------–-------------------–----------------, რაც აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ ო-----------–------------------------–-, რა დროსაც თ----------–---–ს (მოწმის ახლობელი) ა---- ბ--------ისთვის ყალბი ა------–-----------ის დამზადების სანაცვლოდ უნდა გადაეცა ფულადი თანხის ნაწილი - 40 000 ლარის ოდენობით. შეხვედრა შედგა კ-------------ში მდებარე ერთ-ერთ რ----------ში, რომელსაც მისი, ა---- ბ--------ის და თ----------–-ის გარდა, ესწრებოდნენ ზ------------ე და გ---–---------–--ე. შეხვედრის მიმდინარეობისას ა---- ბ--------ე და თ----------–---–ი სალაპარაკოდ გავიდნენ გარეთ და ჩასხდნენ ა/მანქანაში. მოწმემ დაადასტურა, რომ ა---- ბ--------ის მოთხოვნით თ----------–---–მა, ამ უკანასკნელისთვის გადასაცემი თანხა მას მიაწოდა, მან კი თავის მხრივ - მ------ს. თანხის გადაცემის შემდეგ დააკავეს ა---- ბ--------ე.

 

2.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ----------– გ---–---------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წელს ჩართული იყო ა---- ბ--------ის მიმართ წარმოებულ ო-----------–-------------–ი. ო-----------–-------------ის განხორციელების საფუძველი იყო ყალბი ა------–-----------ის დამზადება, ხოლო განხორციელების ადგილი - კ---ში მდებარე ერთ-ერთი რ----------ი. მოწმემ დაადასტურა, რომ რ----------ში ყოფნის დროს ა---- ბ--------ე და თ----------–---–ი გავიდნენ გარეთ, საიდანაც დაბრუნდნენ დაახლოებით 15 წუთში. ამის შემდეგ, ა---- ბ--------ისთვის განკუთვნილი ფული გადასცეს რ----------- მ------ს. მოწმე უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს მის მიერ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მ------ისგან ამოღებული ფულადი თანხით.

 

2.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს კ---ში მდებარე რ---------- „--------–-“ მ------ის პოზიციაზე. 2015 წლის მარტში, ა---- ბ--------ემ, რომელიც იყო აღნიშნული რ-------------–--------------ი, სთხოვა, რომ მასთან ერთად მყოფი ქალბატონისთვის გამოერთმია გარკვეული თანხა, რომელიც შემდეგ უნდა გადაეცა მისთვის. მოწმემ განმარტა, რომ ა---- ბ--------ის მიერ მითითებულმა ქალბატონმა მას გადასცა შავ პარკში მოთავსებული თანხა, რომელიც გადაცემისთანავე ჩამოართვეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

2.2.5. პირადი ჩხრეკის ოქმის (31.03.2015წ.) თანახმად, დ-------------–---–ისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფულადი თანხა, კერძოდ, 400 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.2.6. ა-----–------ მ-–-----------------------–--------------------–----–---------------–------------------------- დგინდება, რომ ა---- ბ--------ე (პირადი №2----------) არის შ-- „მ--------“ (იურიდიული მისამართი: კ---------------------------) 100%-იანი წილის მფლობელი, ხოლო ნ-------–--ე (პირადი №6----------) - აღნიშნული კ------იის დ-----------ი.

 

2.2.7. ს-------------- ა------–-----------ის №ე------------ თანახმად, შ-- „---------“ შ-- „-------–----- გაუწია კ-------–---–----------------ა, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 501 277 ლარი, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენდა 76 465.98 ლარს. აღნიშნულ ა------–-----------ას თან ახლავს იგივე ინფორმაციის შემცველი ს--------–--------------ი.

 

2.2.8. ფ---–-------–--------------------------------–---- ოქმით (31.03.2015) ირკვევა, რომ 2----–-–-------------, საქართველოს ფ---------------------------------------------------------------------------------------–---–--------------------–-------------------–---------------–-------------მა ი-----–-------–---–---–მა სისხლის სამართლის N0----------- საქმესთან დაკავშირებით, თ----------–---–ს ა---- ბ--------ეზე ს------------–---–--------- მიზნით, გადასცა ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით (400 ცალი 100 ლარიანი კუპიურა).

2.2.9. ა-------------- ოქმით დგინდება, რომ 2----–-–------------ს, ქ. თბილისში, ა----–-----–-------------------ში განთავსებულ რ---------- „ჩ-------–-“ თ----------–---–ი (სხვა პირთან ერთად) შეხვდა ა---- ბ--------ეს, რა დროსაც მათ შორის გაიმართა საუბარი ხ--––-------–--ის დეტალებთან დაკავშირებით, კერძოდ, თ----------–---–მა ა---- ბ--------ეს მიაწოდა შ-- „-------–-----“ რეკვიზიტები. საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ რომ ხ--––-------–--ა დათარიღებული უნდა ყოფილიყო 2014 წლით. საუბრის საგანს წარმოადგენდა ხ--––-------–--ით გათვალისწინებული გადასახადიც.

 

2.2.10. ა-------------- ოქმით დგინდება, რომ 2----–-–-------------, კ---ში, ა----–-----–-----------------ში მდებარე რ---------- „--------–-“ თ----------–---–ი (სხვა პირებთან ერთად) შეხვდა ა---- ბ--------ეს. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ, თ-----მა და ა----მ სალაპარაკოდ გადაინაცვლეს ა/მანქანაში, რა დროსაც თ-----მა ამ უკანასკნელს გადასცა ხ--––-------–--ა და დამატებით დააზუსტა ხ--––-------–--ის დეტალები. ამის შემდეგ, თ----------–---–მა ა---- ბ--------ის მითითებით ფულადი თანხა მოათავსა პარკში და მ-----–-------ის მეშვეობით გადასცა მ------ დ-------.

 

2.2.11. ა--------ის ოქმებში ასახული ინფორმაცია დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვ----------–---ებითაც.

 

2.2.12. შ--------–---------------------------------------------------------–-–------------–--------------- წერილის თანახმად დგინდება, რომ ელექტრონულ ა------–-----------ას №ე------------ შ--------–----------------- მიერ მინიჭებული აქვს სტატუსი „გ----------–-“.

 

2.3. დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ ა---- ბ--------ის ჩვენებით დგინდება, რომ წარმოადგენს შ-- „მ--------“ 1----------–--–ეს. თ----------–---–ი გაიცნო 2013 წლის 10 სექტემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით, ამ უკანასკნელის ინიციატივით. მოწმის განმარტებით, მათ შორის გაგრძელდა მიმოწერითი და შეხვედრითი ურთიერთობა, რაც გადაიზარდა ე------------------------ ურთიერთობაში. მოწმის განმარტებით, მან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თ----------–---–თან გააფორმა ხ--––-------–--ა, რომელიც ითვალისწინებდა ა--------------–---------------------------–------------–-–----- ურთიერთობას. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ ერთ საათში უნდა მიმეღო 100 აშშ დოლარი, ანუ შ-- „-------–----- თვიურად ეკისრებოდა დაახლოებით 17 000 ან 18 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით. ხ--––-------–--ა დაიდო 2014 წელს. იმავე წლის ზაფხულში მას დაუკავშირდა თ----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ დაკარგა ხ--––-------–--ა. აღნიშნულის შემდეგ, მოწმემ მას გადასცა ფერადი დამოწმებული ასლები. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ხ--––-------–--ის სანაცვლოდ უნდა მიეღო სულ მცირე 200 000 ლარი, რაშიც შევიდოდა საშემოსავლო დღგ და ა--------------ის ხელფასი. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გაუწია ს-------------- მომსახურება შ-- „-------–-----. შ-- „მ--------“ მოწმის მიერ შედგენილი ა------–-----------ის საფუძველზე (ვინაიდან აღნიშნული თ-----------------------------–---------------- მეშვეობით), დღემდე ერიცხება დ-------------–--------–---------------------------------–---------------------------–--------------–-------------–----------. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით გაარკვია, რომ თ----------–---–ი ა--------------–----------------------------------------------. ამ ინფორმაციის მიმწოდებელ პირებს არ სურდათ გამოჩენა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ დაედასტურებინათ აღნიშნული ინფორმაცია.

 

2.3.2. 2----–-–-----------------------––-------–---- თანახმად, შ-- „-------–------ ს/ნ 2-------- (დ-------ი) თ----------–---–ის სახით ხ--––-------–--ა გააფორმა შ-- „მ--------თან“ (შ--------–----–ი), რომელსაც სახ--––-------–--ო ურთიერთობაში წარმოადგენდა ნ-------–--ე. ხ--––-------–--ის საგანს წარმოადგენდა ი-----------–----------–---–--------------–-–------ მომსახურება. ხ--––-------–--ის თანახმად დ-------ს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ ხ--––-------–--ით გათვალისწინებული თანხა - საათში 100 დოლარის ექვივალენტის ოდენობით, გადაეხადა საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე.

 

2.3.3. შ--------–----------------- №S------- (--------------------------------- თანახმად, 2015 წლის 19 მაისს, შ-- „მ--------“ დღგ-ს სახით ძირითად გადასახადად და ჯარიმად, საერთო ჯამში დაერიცხა 103270.5 ლარი. გადასახადის დარიცხვა მოხდა შ-- „მ--------“ მიერ შ-- „-------–-----“ სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოთა განხორციელების შედეგად მიღებულ თანხაზე.

 

2.4. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (შემდეგში - ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო ევროპულ სასამართლოსთან შედარებით უკეთეს პოზიციაშია, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.

 

2.5. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

 

2.6. სასამართლო განმარტავს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, სპეკულაციას ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ამგვარი ეჭვი შესაძლოა გაჩნდეს მტკიცებულების არსებობის ან არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე.

 

2.7. სასამართლო განმარტავს, რომ თ----------–---–ის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ ხასიათდება თანმიმდევრულობითა და დამაჯერებლობით სრულ თანხვედრაშია ისეთ თვალსაჩინო მტკიცებულებასთან, როგორიც არის ფ------–-------------------------------------–-------------–----, რაც სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. საგულისხმოა, რომ ვ----------–---ში ასახულ ინფორმაციას ადასტურებს ფ------–--------------------------–- მ----–--–------–-------, მათ შორის სასამართლო პროცესში მონაწილე მხარეებიც, შესაბამისად ვინაიდან თ----------–---–ის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი, მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, სასამართლო დეტალურად აღარ მიმოიხილავს მას.

 

2.8. ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.

 

2.9. საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1. თ----------–---–მა, როგორც ა-------------------------–------- ა---- ბ--------ე დანაშაულის ჩადენის კუთხით; 2. მხარეთა შორის გაფორმებული ხ--––-------–--ის შედგენის თარიღი - 2014 წელი ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ინფორმაციას; 3. ზემოაღნიშნული ხ--––-------–--ის შედეგად, შ-- „მ--------“ არაკანონიერად დაერიცხა ფულადი თანხის გადახდა (ჯარიმა, საურავი) სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც იწვევს კ------იის პარალიზებას.

 

2.9.1. თ----------–---–მა, როგორც ა-------------------------–------- ა---- ბ--------ე დანაშაულის ჩადენის კუთხით - სასამართლო დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტის შეფასებისას მოიშველიებს ევროპული სასამართლოს მიდგომას ფ------–----------- დაკავშირებით, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფ------–--------ის გამოყენება ს----------ო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფ------–-------–-------–ს. სა-----------------------------–------–---------------------- არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წ--------------------------–----–----------- კონვენცია ირღვევა, როდესაც ა-------ი უ--------------------–----–-------------- და სახეზე არ არის ა----------------------–-----–-------–----–-------------–--–------------–-–--------------------–- (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე T-------------------------------------------------------------- ფ------–-------–-------–თა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პ-------ად და მათ არ უნდა ჰქონდეთ რ---–-------–-------–------------------------------- პროცესში (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე R------------------------------------------------ თუ ფ------–--------ი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დ---–----–-------------–-- (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე M----------------------------------------------- ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფ------–--------–------–-----------, ეს ითვლება პ------- მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მ---------–-------–ი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე M---------------------------------------------. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, რომ ვითომდა იურიდიული მომსახურების გაწევის ინიციატორი იყო ა---- ბ--------ე. ყურადსაღებია, რომ აღნიშნული შეთავაზების გაკეთების შემდეგ, შეთავაზების საეჭვო ხასიათის გამო, თ----------–---–ი წავიდა ს----------------------–-, სადაც დეტალურად აღუწერა ს---------–----–---------------------–-------–- მისთვის ცნობილი ინფორმაცია. შესაბამისად, თ----------–---–ის ფ------– ს----------ო მ-----------ში ჩ--------------------–------, რაც მას ა---- ბ--------ემ შესთავაზა არაკანონიერი გარიგება. თ----------–---–ის როლი მთელ ამ პროცესში იყო პ-------ი იმ კუთხით, რომ მისი ქმედება არც ერთ ეტაპზე არ იყო წამქეზებლური, მას ა---- ბ--------ისთვის არაფერი შეუთავაზებია, პირიქით, იგი მოქმედებდა ამ უკანასკნელისგან მომდინარე პირობების შესაბამისად, რის გამოც, სასამართლო ევროპული სასამართლოს ზემოთაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევს თ----------–---–ს ე.წ. ა------------------------- ხოლო ა---- ბ--------ეს - დ---–----–-------------–-------------–----

 

2.9.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხ--––-------–--ის შედგენის თარიღი - 2014 წელი ეწინააღმდეგება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ინფორმაციას - სასამართლო განმარტავს: მართალია მხარეთა შორის სადავო ხ--––-------–--ა დათარიღებულია 2014 წლით, თუმცა სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი შედგენა განხორციელდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღში - 2----–-–-------------. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით - ფ------–ი ს----------ო ღ--------------------–--------------–---, რომელიც ჩაწერილია 2----–-–-------------, რა დროსაც მხარეები თანხმდებიან ხ--––-------–--ის დეტალებზე (მათ შორის იმაზეც, რომ ხ--––-------–--ა ძველი თარიღით უნდა ყოფილიყო გაფორმებული). დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის არგუმენტად სასამართლო აგრეთვე მიუთითებს 2----–-–------------- ხ--––-------–--ის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, შ-- „-------–----- ხ--––-------–--ით გათვალისწინებული თანხა შ-- „მ--------თვის“ უნდა გადაეხადა საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სრულიად მართებულად უჩნდება კითხვა: თუ მხარეთა შორის სადავო ხ--––-------–--ა გაფორმდა დაცვის მხარის მიერ მითითებულ თარიღში, რაც ემთხვევა ხ--––-------–--აზე ასახულ თარიღს (2----–-–-------------), 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში რატომ არ მოითხოვა შ-- „---------“ შ-- „მ---------–-სგან“ ხ--––-------–--ით ნაკისრი ვალდებულების შესრულება? აღნიშნული ფაქტი ეჭქვეშ აყენებს დაცვის მხარის განმარტებას.

 

2.9.3. ზემოაღნიშნული ხ--––-------–--ის შედეგად, შ-- „მ--------“ არაკანონიერად დაერიცხა ფულადი თანხის გადახდა (ჯარიმა, საურავი) სახელმწიფოს სასარგებლოდ, რაც იწვევს კ------იის პარალიზებას - სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებას, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა 2----–-–------------–-- წერილი, რომლის თანახმად, ელექტრონულ ა------–-----------ას №ე------------ შ--------–----------------- მიერ მინიჭებული აქვს სტატუსი „გ----------–-“. ანუ აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, შ-- „მ-------- გათავისუფლებულია შ-- „-------–-----“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე რაიმე მოსაკრებლის დარიცხვისგან, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ეძლევა შესაძლებლობა, ზემოაღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მას გადასცა ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოს დაკისრებული თანხის გადახდისგან გათავისუფლება.

 

2.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც ა---- ბ--------ე არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, ასევე - დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი ვარაუდი ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---- ბ--------ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას. რაც შეეხება ბრალდებულის არგუმენტს, რომ თ----------–---–ი ა--------------–----------------------------------------------, აღნიშნული შეეძლო დაედასტურებინა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა დაცვის მხარეს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია.

 

2.11. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. მხარეთა თანასწორობის პრინციპი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ყველა მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, რათა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები, მათ შორის მტკიცებულებები, იმ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში თავის ოპონენტთან შედარებით. მოწინააღმდეგე მხარეების სამართლებრივი მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებლად თანასწორი. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას, მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის და მათი შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Rowe and Davis v. the United Kingdom №28901/95 §60). სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყალბი სხვა ს-------------- დოკუმენტის (მაგალითად: ს-------------- ა------–-----------ის), რ-----–-–--------------------------–---, დამზადებისათვის და გამოყენებისთვის. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს ს-------------- დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას. დანაშაულის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელ ქმედებებს (მაგალითად: ყალბი დოკუმენტის დამზადება), თან უნდა სდევდეს ამ დოკუმენტის გამოყენების სპეციალური მიზანი ან სახეზე უნდა იყოს მისი გამოყენება. ყალბი სხვა ს-------------- დოკუმენტის დამზადება შეიძლება გამოიხატოს დოკუმენტის შესაბამის ვებ. პორტალზე ელექტრონულად შექმნაში და მასში არასწორი მონაცემის შეტანაში, ხოლო გამოყენება შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი პირის (მეწარმე სუბიექტის) სასარგებლოდ მის გამოყენებაში.

 

4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

4.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე (მოწმეების: თ----------–---–ის, მ-----–-------ის, გ---–---------–--ის, დ-------------–---–ის ჩვენებები, ს-------------- ა------–-----------ის №ე------------, ფ---–-------–--------------------------------–---- ოქმი, ა--------ის ოქმები, ფ------–ი ღონისძიების ამსახველი ვ-----------–ა, პირადი ჩხრეკის ოქმი) უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ა---- ბ--------ემ 2----–-–-------------, გასაღების მიზნით დაამზადა და გაასაღა №ე------------ ს----------------------–------------, რომელშიც შეიტანა ფ------------------–--- ამსახველი ინფორმაცია, თითქოსდა შ-- „---------“ შ-- „-------–----- გაუწია 501 277 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება, რის სანაცვლოდაც ა---- ბ--------ემ ო-----------–------------------------–-----------–----------- აიღო ფულადი თანხა 40 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა იქიდან გამომდინარე, რომ ა------–-----------აში მითითებული „შესრულებული სამუშაოს ღირებულება“ არ შეესაბამებოდა რეალობას, რადგან ასეთი სამუშაოს შესრულებას მითითებულ მეწარმეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთავის აუცილებელი ყველა ნიშანი, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამავე კვალიფიკაციით.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა---- ბ--------ეს, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შესაბამისად, მოცემულ სიტუაციაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელებიდან უნდა შეარჩიოს ის სახე და ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს ა---- ბ--------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ხასიათს (ა---- ბ--------ემ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის ფულად-საკრედიტო სისტემას), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა---- ბ--------ემ დაამზადა და გაასაღა ს----------------------–------------, რომელშიც შეიტანა ფ------------------–--- ამსახველი ინფორმაცია), ა---- ბ--------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს ყალბი ს-------------- ა------–-----------ების შექმნით/დამზადებით მიეღო ფინანსური სარგებელი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებულის პირადი და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ უტყუარი ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ბ--------ეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

5.5. სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა---- ბ--------ე 2----–-–-----------------------–-–-----------–---------–---, იმყოფებოდა პატიმრობაში, რის გამოც, მას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელი უნდა შეუმცირდეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

 

6. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-- განჩინებით ა---- ბ--------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის სანაცვლოდ, შ---------–--ის (პირადი №6----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ------------------------ში, საკადასტრო კოდი 6-----------) დადებული ყადაღა.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ, 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა---- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით (2----–-–-----------------------–-–-----------–---------–---), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-- განჩინებით ა---- ბ--------ის მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის სანაცვლოდ, შ---------–--ის (პირადი №6----------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ------------------------ში, საკადასტრო კოდი 6-----------) დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა ს----------ო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლელა შკუბულიანი