განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
160141318002661539
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002661539

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/268-18 21 იანვარი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031240918005)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: თამთა როყვა, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი

 

ბრალდებული: ა--------- ა----------ი

მამის სახელი: ჟორა

დაბადებული: 1974 წლის 9 იანვარი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–----------–--–---–------------------------------

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი, ნაილი იბრაგიმოვა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში, ა--------- ა----------ი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილების - ანა ს---------ის და სუსანა ს---------ის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლის აიდა ს---------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში, აიდა ს---------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სასმელის აკრძალვის გამო განაწყენებულმა ა--------- ა----------მა თმებში მოქაჩვის და სახის არეში ხელის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მეუღლის აიდა ს---------ის მიმართ. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ანა ს---------მა სცადა შეეჩერებინა მამის მხრიდან ძალადობრივი ქმედების გაგრძელება, რა დროსაც ა--------- ა----------მა სახის არეში ხელის გარტყმის გზით ასევე იძალადა თავისი არასრულწლოვანი შვილის- ანა ს---------ის მიმართ. ა--------- ა----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად აიდა საქრისიანმა და ანა ს---------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ა--------- ა----------ის მიერ აიდა ს---------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები-ანა ს---------ი და სუსანა ს---------ი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ა--------- ა----------ი არის აიდა ს---------ის მეუღლე. ასევე დადგენილია, რომ ანა ს---------ი დაბადებულია - 2002 წლის 17 თებერვალს , ხოლო სუსანა ს---------ი დაბადებულია- 2001 წლის 7 აპრილს და არიან არასრულწლოვნები.

 

შესაბამისად, დადგენილია რომ ა--------- ა----------ი არის აიდა ს---------ის მეუღლე, ხოლო ანა ს---------ი და სუსანა ს---------ი არიან მათი შვილები და ისინი არიან ერთი ოჯახი სწევრები.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N007617118 დასკვნის თანახმად აიდა სარქისინას 25.09.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N007617418 დასკვნის თანახმად ანა სარქისინას 25.09.18წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული აიდა ს---------ის და ანა ს---------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების კაზარ სარგისიანის, სუსანა ს---------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 25 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერი N000936 ოქმით დადგენილია, რომ ა--------- ა----------მა მეუღლის აიდა ს---------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და იგი აღნიშნულ ქმედებებს ახორცილებდა არასრულწლოვანი შვილების ანა ს---------ის და და სუსანა ს---------ის თანდასწრებით. მან ასევე განახორციელა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის - ანა ს---------ის მიმართ ძალადობა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა--------- ა----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა--------- ა----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა--------- ა----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული აიდა ს---------ის და ანა ს---------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების კაზარ სარგისიანის, სუსანა ს---------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 25 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი ორდერი N000936 ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N007617118 დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N007617418 დასკვნა. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა--------- ა----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა--------- ა----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა--------- ა----------მა აიდა ს---------ის და ანა ს---------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს რომ ა--------- ა----------ი შერიგებულია დაზარალებულებთან, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ანდრანიკ ა----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა--------- ა----------ს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ა--------- ა----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ა--------- ა----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა--------- ა----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 26 სექტემბრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ა--------- ა----------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე