განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1--------
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჟ----–---–----
სტაჟიორ-პროკურორი - კ---- ბ-------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------- ქ------- დ----------–-------–-–------------–-------------------------------------–----------–-----------------–------------------------------------–--------------------------------–--------------------------------–------------------–-----–---------------------------------------------------–-;
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით ნაწილი :
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2016 წლი 27 ივლისს, სა---------–----–--------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–--------– განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ზ----- კ---------ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ხსენებულ საქმეზე, 2016 წლის 27 ივლისს მოწმის სახით გამოიკითხა ზ----- კ---------ს მეუღლე ბ------- ქ-------. ინფორმაციის მიცემამდე ის გააფრთხილეს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ბ------- ქ-------მ განმარტა, რომ 2016 წლის 25 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ ,,ა-------–-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,თ-–--ის“ ორმა თანამშრომელმა მის მეუღლე ზ----- კ--------ეს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბ------- ქ-------მ 2016 წლის 30 ივლისს ჩატარებული პირის ამოცნობისას, გარდა ხსენებული ორი პირისა, მიუთითა რესტორნის მესამე თანამშრომელზეც და განაცხადა, რომ სამივემ მიაყენა ზ----- კ--------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ბ------- ქ-------მ მიუთითა ფ-------- ტ--–--–-–---–ზე, ტ------– ტ--–--–-–---–ზე და გ--–- ქ--------ეზე. გამოძიებისას არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენაში სამივე პირის მონაწილეობა, რის გამოც ტ------– ტ--–--–-–---–ისა და გ--–- ქ--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ფ-------- ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
მოწმე გ--–- ქ--------ის ჩვენებით არის რესტორან ,,თ-–--ის“ დირექტორი. 2016 წლის 25 ივლისს სამსახურში მყოფს შემოესმა ხმაური და რესტორნის დარბაზში მან შეამჩია ორი ნასვამ მდგომარებაში მყოფი მამაკაცი რომლებიც იქცეოდნენ გამომწვევად. მათგან ზ----- კ--------ე რესტორნის თანამშრომელს მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ უკანასკნელთან მივიდა ფ-------- ტ--–--–-–---–ი და უთხრა გარეთ გასულიყო რასაც მოჰყვა ზ----- კ---------ს მხრიდან გინება და უწმაწური სიტყვები. იმავე ადგილზე მის გარდა იყვნენ ასევე დაცვის უფროსი ტ------– ტ--–--–-–---–ი, ფ-------- ტ--–--–-–---–ი, გ------- ა-------–ი და ბ------- ქ-------. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ----- კ--------ეს ხელი დაარტყა მხოლოდ ფ-------- ტ--–--–-–---–მა.
მოწმე ტ------– ტ--–--–-–---–ის ჩვენებით მუშაობს რესტორან „თ-–--ში“ დაცვის უფროსის პოზიაციაზე. იმავე რესტორანში მუშაობს მისი ძმა ფ-------- ტ--–--–-–---–ი. 2016 წლის 25 ივლისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, რესტორანს სტუმრობდნენ ზ----- კ--------ე, გ------- ა-------–ი და ბ------- ქ-------. ზ----- კ--------ეს შელაპარაკება მოუხდა მუსიკოსებთან. ფ-------- ტ--–--–-–---–ს ზ----- კ--------ემ შეაგინა გარდაცვლილი დედა, რის გამოც ფ--------მა ვერ მოითმინა და კ--------ეს ხელი დაარტყა. მოწმემ განმარტა, რომ არ მიუღია მონაწილეობა ზ----- კ---------ს ცემაში და მას როგორც ამ უკანასკნელმა, ასევე, ბ------- ქ-------მ ცრუდ დააბრალეს დანაშაული.
მოწმე ფ-------- ტ--–--–-–---–ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2016 წლის 25 ივლისს რესტორანს სტუმრობდნენ ზ----- კ--------ე, ბ------- ქ------- და გ------- ა-------–ი. ზ----- კ--------ე ჯერ მიმტანს ეჩხუბა, შემდეგ მუსიკოსებს და მიუხედავად მისი მოწოდებისა დამშვიდებულიყო, მან გააგრძელა იქ მყოფთა ლანძღვა. თავი ვერ შეიკავა როცა მას გარდაცვლილი დედა შეაგინა ზ----- კ--------ემ და ხელი დაარტყა, რის შედეგად ეს უკანასკნელი კედელს მიეჯახა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.
მოწმე გ------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს რესტორნის მომმარაგებლად. მოწმის განმარტებით ზ----- კ--------ემ დაცვის თანამშრომელს ფ-------- ტ--–--–-–---–ს შეაგინა. ფ--------მა ვერ მოითმინა და ხელი დაარტყა. მანვე განმარტა, რომ როგორც გ--–- ქ--------ეს ასევე ტ------– ტ--–--–-–---–ს ზ----- კ---------სათვის როგორც ფიზიკური და ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და ისინი ცდილობდნენ მის დამშვიდებას.
მოწმე ზ---- ს----------ემ განმარტა, რომ მუშაობს მუსიკოსად რესტორან ,,თ-–--ში“. 2016 წლის 25 ივლისს, რესტორნის სტუმრებს შორის იყო ზ----- კ--------ე, თანმხლებ ქალთან და მამაკაცთან ერთათ. კ--------ემ მუსიკა შეუკვეთა და მათ უთხრა, რომ თუ არ მოეწონებოდა, თანხას უკან დაიბრუნებდა. ახსოვს, რომ ზ-----ს პრობლემა შეექმნა მიმტანთანაც. რესტორნის დაცვამ სცადა დაძაბულობის განეიტრალება და კ--------ეს მოუწოდა გარეთ გასულიყო. არსებული გარემოების გამო, ზ-----ს უთანხმოება მოუვიდა ფ-------- ტ--–--–-–---–თან და შეაგინა. გაბრაზებულმა ფ--------მა ხელი დაარტყა ამ უკანასკნელს, რის შედეგად ზ-----ი მიეჯახა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს.
მოწმე ქ------- უ--------ოს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს რესტორან ,,თ-–--ში“. 2016 წლის 25 ივლისს, ბ------- ქ------- იმყოფებოდა ზ----- კ--------ესთან და გ------- ა-------–თან ერთად. ცემის ფაქტს არ შესწრებია და თანამშრომლებისაგან გადმოცემით იცის, რომ დაპირისპირება მოხდა ზ----- კ--------ესა და ფ-------- ტ--–--–-–---–ს შორის.
მოწმე ნ-----–- წ-----ის ჩვენებით დაგენილია, რომ რესტორანში ჯერ ზ----- კ--------ე და გ------- ა-------–ი მივიდნენ, ხოლო მათ შემდეგ ბ------- ქ-------ც შეუერთდათ. ზ-----ს პრეტენზია ჰქონდა მუსიკოსებთან და ილანძღებოდა. მივიდა ბ------- ქ-------სთან და სთხოვა მიეხედა მასთან მყოფი კ---------სათვის, მაგრამ ის ურეაქციოდ იდგა და მათ უყურებდა. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი ფ-------- ტ--–--–-–---–ი შემოვიდა და სტუმრებს უთხრა გარეთ გასულიყვნენ. ამავე ჩვენებით, როცა ის გარეთ გავიდა ნახა, რომ ზ----- კ--------ეს სახიდან სისხლი მოსდიოდა.
მოწმე ვ--–------ გ-----–---–ის ჩვენებით, ზ----- კ--------ეს უთანხმოება მოუხდა რესტორნის მუსიკოსებთან, რის გამოც იგინებოდა და ხელებს იქნევდა ბარის მიმართულებით. დაცვის თანამშრომელმა ფ-------- ტ--–--–-–---–მა კ--------ეს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგ ისინი გარეთ გავიდნენ. როცა ჩოჩქოლზე თავადაც გარეთ გავიდა, მას უთხრეს, რომ ფ--------მა ზ-----ს ხელი დაატყა.
იგივე ფატობრივი გარემოებები განმარტეს მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ფ–----–---- ო-–-- მ-----–-–---–მა, მ------ გ-------–---–მა, თ------- მ---------–მა, თ-------- კ-------ემ და თ------ ჩ------–---–მა.
ჯ---- ბ-------–-ას ჩვენებით მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ზ----- კ---------ს ცემის ფაქტზე. გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოაკითხული იქნა ბ------- ქ-------, რომელსაც განემარტა მოწმის უფლება - მოვალეობები. გაფრთხილებული იქნა ცრუ დასმენისათვის, ცრუ ჩვენებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ბრალდებულმა განმარტა, რომ რესტორან „თ-–--ში“ ყოფნისას მის მეუღლეს, გარდა ფ-------- ტ--–--–-–---–ისა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სხვა პიროვნებებმა. იმავე საქმეზე დათვალიერებული იქნა როგორც რესტორნის შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ასევე გარე პერიმეტრის და ბენზინგასამართ „ვ-----–--“ გარე სამეთვალყურეო ვიდეოთავლის ჩანაწერები, რომლითაც არ დადგინდა ბ------- ქ------ს მიერ მითითებული გარემოებები და გაირკვა, რომ ზ----- კ--------ეს ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ ფ-------- ტ--–--–-–---–მა.
რესტორან ,,თ-–--ის“ გარე სამეთვალყურეო კამერის 2----–-–---------–---- ვიდეო ჩანაწერით: - რესტორნის ასასვლელ კიბესთან დგას და კამათობს გ------- ა-------–ი, ზ----- კ--------ე და ფ-------- ტ--–--–-–---–ი. გ------- ა-------–ი ზ----- კ--------ეს კისერზე ადებს ხელს და მიიწევს კიბისკენ ჩასასვლელად; ბ------- ქ------- ჩადის რესტორნის კიბეზე და ბრუნდება გ------- ა-------–ის, ზ----- კ---------ს და გ--–- ქ--------ისკენ; ზ----- კ--------ე მიიწევს რესტორან ,,თ-–--ის“ შესასვლელი კარისკენ, ცდილობს შიგნით შესვლას, მაგრამ გ------- ა-------–ი და ფ-------- ტ--–--–-–---–ი არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის ტ------– ტ--–--–-–---–ი და უახლოვდება ზ----- კ--------ეს და ესაუბრება. ამასობაში კიბეზე ადის ბ------- ქ-------, რომელიც გ------- ა-------–თან ერთად ზ----- კ--------ეს მიუთითებს კიბეზე ჩასვლისკენ, მაგრამ ზ----- კ--------ე უწევს წინააღმდეგობას და არ ემორჩილება. ტ------– ტ--–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში; ზ----- კ--------ე კვლავ ცდილობს რესტორან ,,თ-–--ში“ შესვლას მაგრამ, ფ-------- ტ--–--–-–---–ი არ უშვებს და გრძელდება მათ შორის კამათი. ისევ ჩნდება ტ------– ტ--–--–-–---–ი და მასთან ზ----- კ--------ე აგრძელებს კამათს. შემდეგ ტ------– ტ--–--–-–---–ი, გ------- ა-------–თან ერთად ჩადის რესტორნის კიბეზე, უახლოვდებიან ბ------- ქ-------ს და მასთან აგრძელებენ დიალოგს, ხოლო ფ-------- ტ--–--–-–---–ი, გ--–- ქ--------ე და ზ----- კ--------ე რჩებიან რესტორნის კიბეზე და კამათობენ. ზ----- კ--------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ------– ტ--–--–-–---–ს და გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან, მათ ასევე მიჰყვება ფ-------- ტ--–--–-–---–ი.
რესტორან ,,თ-–--ის“ შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების მიერ 2----–-–---------–---- ვიდეოჩანაწერით: - დარბაზში მარცხენა მხრიდან გამოდიან ზ----- კ--------ე, გ------- ა-------–ი, ბ------- ქ------- და მათ მიჰყვება ფ-------- ტ--–--–-–---–ი. ზ----- კ--------ე და გ------- ა-------–ი მიდიან ბარისკენ. მიახლოებისას, ზ----- კ--------ე და გ------- ა-------–ი ერთმანეთს შორის იწყებენ კამათს. ზ----- კ--------ეს გ------- ა-------–ი გაჰყავს ბარიდან, უკან მიყვება ფ-------- ტ--–--–-–---–ი და ბ------- ქ-------. კარებთან ზ----- კ--------ე გ------- ა-------–ს წელის არეში ჰკიდებს ხელს და იწყებენ ჭიდილს, ეცემიან ჯერ მაგიდაზე შემდეგ იქვე მდგარ სკამზე. დასახელებულ პირებს უახლოვდებიან ფ-------- ტ--–--–-–---–ი და ნ-----–- წ-----ე, რომლებიც მათ მოუწოდებენ. ფ-------- ტ--–--–-–---–ს რესტორნიდან გაჰყავს გ------- ა-------–ი, მას მიჰყვება ბ------- ქ-------, ხოლო ზ----- კ--------ეს კარზე აქვს მოკიდებული ხელი და იყურება ბარის მხარეს. შემდეგ ზ----- კ--------ე გადის კარებიდან. რესტორნის კარებს უახლოვდება გ--–- ქ--------ე, ის გადის გარეთ, ხოლო ნ-----–- წ-----ე რჩება კარებთან. ბ------- ქ------- ჩადის კიბეზე, ბრუნდება ჩასვლისთანავე, სადაც დგანან გ------- ა-------–ი, ზ----- კ--------ე და გ--–- ქ--------ე. ზ----- კ--------ე მიიწევს რესტორნის კარებისაკენ, ფ-------- ტ--–--–-–---–ი და გ------- ა-------–ი არ უშვებენ. რესტორნიდან გამოდის გ--–- ქ--------ე და მოუწოდებს ზ----- კ--------ეს. ის ესაუბრება გ------- ა-------–ს და შედის ისევ რესტორანში. 22:25:00 საათზე რესტორნიდან გამოსული ტ------– ტ--–--–-–---–ი უახლოვდება ზ----- კ--------ეს, რა დროსაც კიბეზე ამოდის ბ------- ქ-------, მოუწოდებენ კიბეზე ჩასვლას, მაგრამ ზ----- კ--------ე არ ემორჩილება. ტ------– ტ--–--–-–---–ი ტოვებს მათ ადგილზე და შედის რესტორანში. გრძელდება კამათი ფ-------- ტ--–--–-–---–სა და ზ----- კ--------ეს შორის. ამ დროს რესტორნიდან გამოდის ისევ ტ------– ტ--–--–-–---–ი და მასთან აგრძელებს კამათს ზ----- კ--------ე. შემდეგ ტ------– ტ--–--–-–---–ი გ------- ა-------–თან ერთად ჩადის რესტორნის კიბეზე. უახლოვდებიან ბ------- ქ-------ს და ესაუბრებიან. ფ-------- ტ--–--–-–---–ი, გ--–- ქ--------ე და ზ----- კ--------ე რჩებიან კიბეზე, რა დროსაც ფ-------- ტ--–--–-–---–ი და ზ----- კ--------ე კამათობენ. ამის შემდეგ ზ----- კ--------ე ჩადის კიბეზე, უახლოვდება ტ------– ტ--–--–-–---–ს და გადიან მარჯვენა მხარეს კამერის თვალთახედვის არედან, მათ ასევე მიჰყვება ფ-------- ტ--–--–-–---–ი.
ბენზინგასამართ სადგურ ,,ვ-----–--“ გარე სამეთვალყურეო კამერების 2----–-–---------–---- ვიდეოჩანაწერით: - 22:39:52 საათზე, რესტორნიდან გამოსული ბ------- ქ------- ბრუნდება სახით რესტორნისკენ. კიბეზე ჩამოდის ტ------– ტ--–--–-–---–ი და ფ-------- ტ--–--–-–---–ი, რომლებიც ესაუბრებიან ზ----- კ--------ეს. ფირზე ჩნდება გ------- ა-------–ი რომელიც უახლოვდება ზ----- კ--------ეს და მიდის ,,ვ-----–--კენ“, მაგრამ ზ----- კ--------ე არ მიჰყვება და ჩაჭიდებულია მოაჯირზე. მათ უახლოვდებათ ფ-------- ტ--–--–-–---–ი, რომელსაც გაჰყავს ზ----- კ--------ე ,,ვ-----–--კენ“ ის კი უძალიანდება. რესტორნიდან გამოდის გ--–- ქ--------ე და გ------- მ---------ე, მიდიან და ზ----- კ--------ე უჭირავთ ხელჩაჭიდებული. 22:41:40 სთ-ზე ფ-------- ტ--–--–-–---–ი ურტყამს ზ----- კ--------ეს ხელს. ამის შემდეგ ზ----- კ--------ე გამოდის ,,ვ-----–--კენ“ და დგება მარტო. 22:42:47 სთ-ზე ზ----- კ--------ეს უახლოვდება ბ------- ქ------- და ესაუბრება. შემდეგ მიდიან და დგებიან კიბის მოაჯირთან. 22:47:27 საათზე ვიდეო ფირზე ჩნდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, მათ უახლოვდება ზ----- კ--------ე და 22:57:44 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა გადის სამეთვალყურეო კამერის ხედვის არეალიდან.
ბრალდებულმა ბ------- ქ-------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
სამოტივაციო ნაწილი :
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე Grădinar v. Moldova, #7170/02, 08/04/2008, §107, განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა. ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, #21522/93, 29/05/1997, §43). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, #184/02, 11/01/2007, §84).
ბ------- ქ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში დადგენილი უნდა იქნეს ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას რადგან ის ფაქტი, რომ ტ------– ტ--–--–-–---–ისა და გ--–- ქ--------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ფ-------- ტ--–--–-–---–ის მიმართ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, a priori არ გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, საღი განსჯისა და ობიექტური გამოკვლევის გარეშე დადგენილად მიიღოს მოცემულობა.
გამოძიების ეტაპზე ბ------- ქ-------ს მიერ ფაქტის აღწერისას, რომელიც ეხებოდა 2016 წლის 25 ივლისს რესტორან ,,თ-–--ში“ მომხდარ მოვლენებს, მიუთითებდა, რომ ზ----- კ--------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე სხვა პირებმაც. გამოძიების პროცესში ბ------- ქ-------ს მონაწილეობით ჩატარებული იქნა იმ პირთა ამოცნობა, რომლებმაც რესტორან ,,თ-–--ში“ მის მეუღლეს ზ----- კ--------ეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, 2016 წლის 30 ივლისის პირის ამოცნობის ოქმებით, ბ------- ქ-------მ ამოიცნო ტ------– ტ--–--–-–---–ი, ფ-------- ტ--–--–-–---–ი და გ--–- ქ--------ე.
იმავე წლის 31 ივლისს, გ--–- ქ--------ესა და ტ------– ტ--–--–-–---–ს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ფ-------- ტ--–--–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით. საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2016 წლის 27 სექტემბერს გ--–- ქ--------ისა და ტ------– ტ--–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება და ორივე პირის მიმართ შეწყდა სისსხლსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო ფ-------- ტ--–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–------------რს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საქმეზე დაკითხულმა გ--–- ქ--------ემ, ტ------– ტ--–-–-–---–მა, ზ---- ს----------ემ, ნ-----–- წ-----ემ, გ------- მ---------ემ, ვ--–------ გ-----–---–მა დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ზ----- კ--------ეს ხელი დაარტყა ფ-------- ტ--–--–-–---–მა. მოწმეთა ჩვენებები თავსებადია არა მარტო ფ-------- ტ--–--–-–---–ის ჩვენებასთან, რომ მან დაარტყა ხელი ზ----- კ--------ეს სახის არეში, ასევე, საჯაროდ გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან და ბ-------------------------–--“ სადგურზე გარე სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებთან. გამოკვლეული მტკიცებულებები გამორიცხავს სხვა პირთა მხრიდან ზ----- კ---------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას და უპირისპირდება ბ------- ქ-------ს მიერ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში მითითებულ ფაქტებს. სხვა მტკიცებულება რაც დაადასტურებდა საწინააღმდეგოს, საქმეზე არ გამოკვლეულა.
სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატება გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში. ქმედება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ერთ- ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან.
ბ------- ქ-------ს ბრალად წარდგენილი აქვს ცრუ ინფორმაციის მიცემა, ე.ი. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში გამოძიების დროს.
ინფორმაცია ცრუ ითვლება თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ განზრახ არის დამახინჯებული ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბ------- ქ-------ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია შემოიფარგლება არა მხოლოდ ფაქტის აღწერით, ასევე მიუთითებს კონკრეტულ პირებზე დანაშაულის ჩადენაში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნენ მიცემული გ--–- ქ--------ე და ტ------– ტ--–--–-–---–ი.
როდესაც სახეზეა არასწორი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ფაქტის შესახებ და გამოძიებაში მითითებული ინფორმაცია არ შეიცავს ცრუ მონაცემებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, მაშინ სახეზე გვაქვს ცრუ ინფორმაციის მიცემა, ხოლო როდესაც ცრუ ინფორმაცია შეიცავს ცრუ მონაცემებს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუნდაც იგი იმავდროულად შეიცავდეს ცრუ მონაცემებს თვით ფაქტის შესახებაც, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ცრუ დასმენად.
სასამართლო თვლის, რომ ბ------- ქ-------ს მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში რადგან, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სსკ-ის 373-ე მუხლის სანქცია არის მკაცრი და სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, პირისათვის გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე საშეღავათო ნორმა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
ბ------- ქ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ არის დადგენილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ------- ქ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ბ------- ქ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 3(სამი) ცალი კომპიუტერული დისკი, მათზე განთავსებული რესტორან ,,თ-–--ის“ გარე და შიდა სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერებით და ბ-----------------------------------–--“ ვიდეო ჩანაწერით, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე
/ლელა ნოზაძე/