განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
330100118002747666
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ლე------------ე,დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ზა---------–---ე

 

ბრალდებული შო------–-------------------ა,დაბადების თარიღი: 1-----–----------–--–--

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,ნასამართლეობა: არ მქონე,განათლება: საშუალო,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის ადგილი: სოხუმი ს-----------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---------------------------------------------------

სისხლის სამართლის საქმე №0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისიწნებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 24 ოქტომბერს შუადღის საათებში ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------ში შო----------მ ნი-------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ხოლო ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, ასევე თმაში მოკიდა ხელი და იატაკზე ათრია. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნი-------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2018 წლის 12 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შო----------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2018 წლის 24 დეკემბერს საქმის არსებითი განხილვის დროს შო----------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შო----------ს მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: გო--------–---–-ს, ნო-----------–---–-ს, გი----------–-–---–ის, მა-------------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა შო----------ს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ შო----------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, არის ოჯახის მარჩენალი, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვნი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს შო----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ასევე იმ გარემოებას, რომ შო---------- შეურიგდა მეუღლეს, რომელსაც მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შო---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად 01 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ შო---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ შო----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შო----------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ბინის ჩხრეკისას ამოღებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტი „E----------” - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე