გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.12.2018
საქმის ნომერი
330310117001958246
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4073-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

 

მოსარჩელე: ირ---–- ხო---------ე (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: ლა-–----–--–---–-;

 

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: მა-- წი–--–-–---–ი;

 

მოპასუხე: ზვ---- ოქ----------ე;

 

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის სახით 58. 000 აშშ დოლარის გადახდა ლარის ექვივალენტში, რომლითაც მოახდენს შსს-ს ქმედებით დაკარგული საცხოვრებელი ქონების გამოსყიდვას.

 

1.2 მოპასუხეებს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზვ---- ოქ----------ეს) დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

(დაზუსტებული სარჩელი იხ. ს.ფ. 122-137; ტ - I)

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილ შესაგებლსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო. დამატებით, განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზვ---- ოქ----------ის მიმართ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით ირ---–- ხო---------ემ მიმართა საქართველოს პროკურატურას. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 აგვისტოს N1------- წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ არ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზვ---- ოქ----------ის მიმართ, სისხლის სამართლის ნიშნების არარსებობის გამო.

 

2.2. მოპასუხე ზვ---- ოქ----------ე წარმოდგენილი შესაგებლსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოები:

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N------14), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ირ---–- ხო---------ის სარჩელი. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 70 000 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა. 2014 წლის 10 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

3.2. საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა---------–----------ს" ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ირ---–- ხო---------ის ანგარიშზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე N------14) საფუძველზე, 2015 წლის 21 იანვარს ჩაირიცხა 80 000 ლარი. დანიშნულება: ჩარიცხვა, გადმომრიცხავი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. დანიშნულება: სპეციალური სამსახური/ამოღებული თანხა/ს.ნ. A1-------/ს.ფ. 3/260-14/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაანგარიშების თარიღი 20.01.2015წ. შემოსული თანხების ჯამი -80100 (21.01.2015 წლის მდგომარეობით) ლარი; გასული თანხების ჯამი - 80100 (07.07.2015 წლის მდგომარეობით) ლარი.

 

3.3. საქმეში წარმოდგენილი სს ,,ვი-----------------------ს" გადახდის ისტორიის მიხედვით (მსესხებელი გო------------), სეხის თანხა გაიცა 03/05/2012 წელს. მსესხებელი სესხის თანხას იხდიდა 15/06/2012-დან 12/11/2012 ჩათვლით. 11/05/2015 წელს გადახდილი იქნა 23415,84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N------14) (იხ. ს.ფ. 27-33; ტ-I);

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 26; ტ-I );

- ანგარიშიდან ამონაწერი (იხ. ს.ფ. 91-93; ტ-I).

- გადახდის ისტორა (იხ. ს.ფ. 94-95; ტ-I).

 

3.4. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 14/2/2012 წელი), რომლის თანახმადაც ქ. თბილისში ც-----------------------ში მდებარე 171,2 კვ.მ. ფართის ბინა 46 საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ირ---–- ხო---------ეს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N---, დამოწმების თარიღი 06/01/2009 წელი, ქ. თბილისის დიდუბეჩუღურეთის გამგეობა). იპოთეკა: 1) იპოთეკარი: შპს მიკროსაფინანსო ორაგანიზაცია - ,,ბი-------", მესაკუთრე: ირ---–- ხო---------ე. განცხადების რეგისტრაციის N ... , თარიღი 27/07/3022წ. საგანი: ბინა N--, ფართით 171,12 კვ.მ. იპოთეკის ხელშეკრულება N--- დამოწმების თარიღი: 27/11/2010 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/12/2010წ. 2) უფლების რეგისტრაციის N ..., თარიღი 26/07/2011წ. იპოთეკის ხელშეკრულება N--- ცვლილება N1, დამოწმების თარიღი 27/07/2011, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 3) იპოთეკარი ან------ რო--------–---–ი პ/ნ ..., ზა---- ქო--–---–ი პ/ნ .., მესაკუთრე ირ---–- ხო---------ე. განცხადების რეგისტრაციის N.., თარიღი 09/02/2012 წელი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეგისტრაციის N.., დამოწმების თარიღი 09/02/2012წ, ნოატრიუსი ... უფლების რეგისტრაციის თარიღი 14/02/2012წ.

 

3.5. საქმეში წარმოდგენილი 04.05.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ირ---–- ხო---------ესა და გო-----------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი ირ---–- ხო---------ის (გამყიდველი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ც------------------------, ფართი 171,12 კვ.მ.; ნასყიდობის ფასი 35 000 აშშ დოლარი.

 

3.6. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 11/05/2012 წელი), რომლის თანახმადაც ქ. თბილისში ც-----------------------ში მდებარე 171,2 კვ.მ. ფართის ბინა 46 საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გო-----------ს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების რეგისტრაციის თარიღი 11/05/2012 წელი. იპოთეკა: იპოთეკარი სს ,,ვი----------------------"; მესაკუთრე: გო------------. საგანი: ბინა N--, ფართით 171,12 კვ.მ.; იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღი: 04/05/2012 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განცხადების რეგისტრაციის N..., თარიღი 03/05/2012.

 

3.7. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 05/05/2015 წელი), რომლის თანახმადაც ქ. თბილისში ც-----------------------ში მდებარე 171,2 კვ.მ. ფართის ბინა 46 საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვი-----------------------ს". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A1--------------- , დამოწმების თარიღი: 28/04/2015, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს. უფლების რეგისტრაციის თარიღი 05/05/2015წელი.

 

3.8. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 27/01./2016 წელი) თანახმად, ქ. თბილისში ც-----------------------ში მდებარე 193.96 კვ.მ. ფართის სხვენი, საკუთრების უფლებით ეკუთვნის სს ,,ვი-----------------------ს". უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება A1--------------1, დამოწმების თარიღი: 12/01/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს. უფლების რეგისტრაციის თარიღი 27/01/2016 წელი.

 

3.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 აპრილის A1--------------- განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გო------------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც----------------------, ბინა N--, ფართი 171.12 კვ.მ. ს/კ 0---------------------- შემძენი 2015 წლის 14 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვი----------------------“ (ს/ნ 2--------). სს „ვი----------------------მ უძრავი ქონება შეიძინა 63750 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვი----------------------ს" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გო-----------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ)

 

3.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის

12 იანვრის A1--------------1 განკარგულებით, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცა განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, რომლის შესაბამისად: მოვალე გო------------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც---------------------- სხვენის ფართი: 193.96 კვ.მ. ს/კ 0----------------------- შემძენი 2016 წლის 05 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვი----------------------“ (ს/ნ 2--------). სს „ვი----------------------მ უძრავი ქონება შეიძინა 31500 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორი ,,ვი----------------------ს" სასარგებლოდ. უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. (მოვალე გო-----------ს 2014 წლის 29 ივლისს გაეგზავნა A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 12-13; ტ-II);

- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 8-9; ტ-II);

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 10-11; ტ-II );

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 160-161; ტ-I);

- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 162-163; ტ-I);

- განკარგულება A1--------------- (იხ. ს.ფ. 88; ტ-I );

- განკარგულება A1--------------1 (იხ.ს.ფ. 87; ტ-I );

- აღამასრულელებლის წინადადებები (იხ.ს.ფ. 84-86; ტ-I ).

 

3.11. სს ,,ვი----------------------ს" 16.08.2017 წლის -0------------- წერილის თანახმად, 2012 წლის 03 მაისს სს ,,ვი----------------------ს" და გო-----------ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა 44670 აშშ დოლარი. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გო------------ს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ც----------------------, ბინა 46 და სხვენი. მიზემოთ მითითებული უძრავი ნვთების შემძენი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე გახდა სს ,,ვი----------------------" . უძრავი ნივთების ყოფილი მეპატრონის გო------------ს მხრიდან ქონების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 142 000 ლარს (ბინა 110000 ლარი და სხვენი 32000 ლარი), დარჩენილი საკრედიტო დავალიანება 801.03 აშშ დოლარი. მესამე პირის მხრიდან უძრავი ნივთების გამოსყიდვის ფასი შეადგენს 144 000 ლარს (ბინა 111000 ლარი და სხვენი 33000 ლარი).

 

3.12. სს ,,ვი----------------------ს" 25.03.2015 წლის 0------------ წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი 2014 წლის 3 დეკემბერს N2------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ სს ,,ვი-----------------------მ" გაითვალისწინა მათი თხოვნა, შეეწყვიტათ გო------------ს საქმეზე მიმდინარე აუქციონი. თუმცა იმ დრომდე ბანკის მიმართ არსებული დავალიანება არ შემცირებულა. ამასთან, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ირ---–- ხო---------ეს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე აუნაზღაურდა 80000 ლარი, მაგრამ არც აღნიშნული თანხიდან არ მომხდარა გო------------ს სესხის დაფარვა. ამასთან, ირ---–- ხო---------ე არ ფიგურირებს მხარედ გო------------ს მიმართ მიმდინარე აღსრულების პროცესში. მათი თხოვნის გათვალისწინებით გამოყენებული იქნა ყველა კანონიერი საშუალება მოვალისათვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, თუმცა მოვალე ნებაყოფლობით არ ახდენს ვალდებულების შესრულებას. აღსრულების გაჭიანურებით ილახებოდა ბანკის, როგორც კრედიტორის უფლებები, ადგებათ ზიანი. ეცნობათ, რომ ბანკი აპირებდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვოს და მოეთხოვა მოვალე გო------------ს მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესის გაგრძელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-16.08.2017 წლის -0------------- წერილი(იხ.ს.ფ. 203; ტ-I );

- 25.03.2015 წლის 0------------ წერილი (იხ. ს.ფ. 242; ტ-I).

 

3.13. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 აგვისტოს N1------- წერილით, მოსარჩელე ირ---–- ხო---------ეს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2014 წლის 10 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ ყოფილა აღსრულების განსაზღვრული წესი და ვადები. და არც მოსარჩელეს მოუთხოვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე გადაწყევეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. განიმარტა, რომ განცხადებაში მითითებული პირების და უწყების წარმომადგენლთა ქმედებები არ შეცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის წამოებაში გახლდათ სისხლის სამართლის საქმე N.. სსსკ-ის 333.1. მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხებოდა 2009 წლის 6 მაისს, ქ. თბიილისის მ---------------------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს. განცხადებაში მითითებული სადავო ქონების საკითხი არ არის შემხებლობაში დასახელებული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, აღნიშნული საქმის გმოძიების ფარგლებში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი ქონების დაყადაღებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 19.08.2016 წლის წერილი. (იხ.ს.ფ. 159; ტ-I ).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.9. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების განმარტებაზე, აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმასთან დაკავშირებით, სახელდობრ:

 

,, ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს. "

(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

 

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის."

(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015(2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №23/630 ,,საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), კერძოდ:

 

,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს.

 

ამ კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამ კოდექსის 1005.1. მუხლით (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

6.6. ამრიგად, ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (მოქმედება ან/და უმოქმედობა) გამოწვეული ზიანი. ამასთან, უნდა დასტურდებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სავალდებულო პირობას და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუციელებელი ელემენტია. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის ქმედების (მოქმედება ან/და უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, ზიანის მიმყენებელს პასუხისმგებლობა ეკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, თუ სახეზეა ამ ვალდებულების წარმოშობის ოთხი ზოგადი პირობა: ზიანი; ქმედების (მოქმედება/უმოქმედობა) არამართლზომიერება; ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას

 

6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების ( საქმეზე №ბს-494-488(2კ-12) განმარტებაზე, სახელდობრ:

 

,, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც შეიძლება გამოიხატოს უფლებამოსილების გადამეტებაში, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე კანონის ფარგლებში განხორციელებული ქმედებებიც წარმოადგენდეს ზიანის წარმომშობ ქმედებებს. ამასთან, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სავალდებულო არ არის ზიანის მიმყენებლის ბრალის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენა, რადგან შესაძლოა ზიანის წარმომშობი ქმედება არ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. უფრო მეტიც, პირს, შესაძლოა, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინაც კი დაეკისროს, როდესაც ამ პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. ამასთან, ბრალის სამოქალაქო და სისხლის-სამართლებრივი გაგება არაიდენტურია."

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე ნორმის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით, კერძოდ: არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

6.9. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა."

 

ამავე საქმეზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:

 

„არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს."

 

6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მოპასუხეთა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ სამინსტროს თანამშრომლის ზვ---- ოქ----------ის - ქმედების შედეგად, დროულად არ მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე N------14; სააღსრულებო ფურცელი გაიცა 10.12.2014წ.) აღსრულება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარის და მორალური ზიანის - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება). დროული ანაზღაურების შემთხვევაში აღნიშნული თანხა ზუსტად ყოფნიდა ბანკს, რომ ბინა გამოეხსნა. ამ პერიოდში ლარი გაუფასურდა, ბანკმა ბინა გაუყიდა, დარჩა უსახლკაროდ. ამასთან, თანხის ანაზღაურებამდე მოპასუხეები პირდებოდნენ, რომ ბანკთან თვითონ მოაგვარებდნენ საკითხს.

 

6.11. ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

6.12. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2014 წლის გადაწყვეტილებით, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით 70 000 ლარის ანაზღაურება.

- 10.12.2014 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

- ირ---–- ხო---------ის ანგარიშზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2014 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (საქმე N------14) საფუძველზე, 2015 წლის 21 იანვარს ჩაირიცხა 80 000 ლარი. დანიშნულება: ჩარიცხვა, გადმომრიცხავი: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო. დანიშნულება: სპეციალური სამსახური/ამოღებული თანხა/ს.ნ. A1-------/ს.ფ. 3/260-14/ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაანგარიშების თარიღი 20.01.2015წ. 21.01.2015 წლის მდგომარეობით, შემოსული თანხების ჯამი - 80100 () ლარი და 07.07.2015 წლის მდგომარეობით, გასული თანხების ჯამი - 80100 () ლარი.

- ამონაწერების საჯარო რეესტრიდან და 04.05.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, 171, 12 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა N-- და 193.96 კვ.მ. ფართის სხვენი, მდებარე ქ. თბილისი, ც------------------, 04.05.2012 წლამდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მოსარჩელე ირ---–- ხო---------ეს. უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით იურიდიული და ფიზიკური პირების სასარგებლოდ. აღნიშნული უძრავი ქონება 04.05.2012 წლიდან -28.04.2015 წლამდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გო-----------ს (მოსარჩელის განმარტებით უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი გახლდათ, იგი, ირ---–- ხო---------ე, ნასყიდობა გააფორმა ბანკის გამო). უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, იპოთეკარი სს ,,ვი----------------------"; მოვალე გო------------. ამასთან, 28.04.2015 წლიდან ამ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა სს ,,ვი---------------------- "- საფუძველი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 აპრილის A1--------------- და 2016 წლის 12 იანვრის A1--------------1 განკარგულებები.

- სს ,,ვი-----------------------ს" და გო-----------ს შორის 2012 წლის 03 მაისს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის საფუძველზე დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა 44670 აშშ დოლარი. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გო------------ს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ც----------------------, ბინა 46 და 193.96 კვ.მ. ფართის სხვენი. სესხის თანხა გაიცა 03/05/2012 წელს, მსესხებელი (გო------------) სესხის თანხას იხდიდა პერიოდულად, 15/06/2012 წლიდან 12/11/2012 წლის ჩათვლით. ამასთან, 11/05/2015 წელს გადახდილი იქნა 23415,84 ლარი. ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებული იქნა აუქციონი გო------------ს საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 14 აპრილს და 2016 წლის 05 იანვრს (მანამდე, აუქციონი შეჩერებული იქნა სს ,,ვი-----------------------ს" მოთხოვნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისი 2014 წლის 03 დეკემბერს N2------ წერილობითი თხოვნის გათვალისწინებით.) აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 28 აპრილის A1--------------- განკარგულებით, მოვალე გო------------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც----------------------, ბინა N--, ფართი 171.12 კვ.მ. ს/კ 0---------------------- შემძენი 2015 წლის 14 აპრილს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვი----------------------“. ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 12 იანვრის A1--------------1 განკარგულებით, მოვალე გო------------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ც---------------------- სხვენის ფართი: 193.96 კვ.მ. ს/კ 0----------------------- შემძენი 2016 წლის 05 იანვარს გამართულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა სს „ვი----------------------“.

 

6.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადსტურდებაოდა, რომ მოსარჩელე ირ---–- ხო---------ეს, 04.05.2012 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდში, საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ქ. თბილისში, ც-------------------ში მდებარე უძრავი ქონება - 171, 12 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა N-- და 193.96 კვ.მ. ფართის სხვენი. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სს ,,ვი-----------------------სა" და გო-----------ს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მონაწილე პირს

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N------14, 10.12.2014 წლის სააღსრულებო ფურცლი) აღსრულება დასრულდა 2015 წლის 21 იანვარს (გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტრომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 80 000 ლარი). ამასთან, ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებული იქნა აუქციონი გო------------ს საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (ქ. თბილისში, ც-------------------ში მდებარე 171, 12 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა N-- და 193.96 კვ.მ. ფართის სხვენი) 2015 წლის 14 აპრილს და 2016 წლის 05 იანვრს.

 

6.14. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის (თანამდებობის პირის) ზიანის (მატერიალური და მორალური) ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს (თანამდებობის პირის) კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, თავისთავად ზიანის არსებობის ფაქტი არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს შორის (მატერიალური და მორალური), რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

6.15. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მის, მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის მასალებით, არ დასტურდება მოპასუხედ დასახელებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირი ზვ---- ოქ----------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. ასევე, არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და მოპასუხე ფიზიკური პირის ქმედების (სასამართლოს კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილების, მოსარჩელის სასარგებლოდ 21.01.2015 წელს აღსრულება) და მოსარჩელესათვის დამდგარ შედეგს (გო------------ს მიერ საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქ. თბილისი, ც-------------------ში მდებარე უძრავი ქონების - 171,12 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა N-- და 193.96 კვ.მ. ფართის სხვენის, აღსრულების ეროვნული ბიუროს 28.04.2015 წლის A1--------------- და 12.01.2016 წლის A1--------------1 განკარგულებებით აუქციონზე გასხვისება ) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ამრიგად, მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზვ---- ოქ----------ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,მ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ირ---–- ხო---------ე განთავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 22-ე; 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ირ---–- ხო---------ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი