განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/297-18 9 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--–- ო---------იძე;
დაცვის მხარე - ც------ ტ--------ა
ბრალდებული - გ--- ნუ-------ს ძე მა-----–---–ი (დაბადებული 1--- წლის 3 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, ს-–----–------–---–----- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, სს ,,თ--–---ს“ დამხმარე მუშა, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ო---, ფაქტობრივად მცხოვრები: დუშეთის რაიონი, სოფელი მ-–-–ე, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ მ-–-–ეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--- მა-----–---–მა მის მეუღლეს თა------- არ---–---–ს გაღვიძებისთანავე დაუწყო სიტყიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო როდესაც შეეპასუხა თა------- არ---–---–ი, მეუღლემ თმებში მოკიდა ხელი და მოქაჩა, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და დაემუქრა, რომ დაამახინჯებდა. ძალადობის შედეგად თა------- არ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ მ-–-–ეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ--- მა-----–---–მა მის მეუღლეს თა------- არ---–---–ს გაღვიძებისთანავე დაუწყო სიტყიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო როდესაც შეეპასუხა თა------- არ---–---–ი, მეუღლემ თმებში მოკიდა ხელი და მოქაჩა, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და დაემუქრა რომ დაამახინჯებდა. მუქარის შედეგად, ვინაიდან გ--- მა-----–---–ი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ, თა------- არ---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების - ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ--- მა-----–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ თა------- არ---–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2015 წლიდან გ--- მა-----–---–თან და ცხოვრობენ დუშეთის რაიონის სოფელ მ-–-–ეში, მშობლებთან და 2 წლის შვილთან ერთად. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, როდესაც გაიღვიძეს, გ--- მა-----–---–ი იყო წინა დღის ნასვამი და არ იყო სრულად გამოფხიზლებული, დაუწყო ლანძღვა იმის შესახებ, რომ შვილი არ ჰყავდა მისგან, რაზეც თა------- არ---–---–ის პასუხზე, რომ ცილს სწამებდა, გ---მ მოქაჩა ხელი თმებზე, რა დროსაც მან იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და შემდეგ ყელში წაუჭირა ხელი, დაემუქრა, რომ დაამახინჯებდა. როდესაც გ--- მა-----–---–მა გაიგო სიდედრის ხმა, გაუშვა ხელი თა------- არ---–---–ს. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან გ--- იყო ძალიან აგრესიული მის მიმართ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.4. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ თა------- არ---–---–ი არის ბრალდებულ გ--- მა-----–---–ის მეუღლე.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ თა------- არ---–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ე------ არ---–---–ის და ი--- იო-----–-ილის გამოკითხვის ოქმი; შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--- მა-----–---–მა 2018 წლის 27 ოქტომბერს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ გ--- მა-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შერიგებულია დაზარალებულთან, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 ა-----–ის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--- მა-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- მა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
2. გ--- მა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ.რედ) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, გ--- მა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. გ--- მა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
5. გ--- მა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
6. გ--- მა-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი