განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2019
საქმის ნომერი
160141318002642224
დავის ტიპი
126 1
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002642224

საქმე #1/246-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ბო-–---ი

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი თამარ სისვაძე, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----ი ძი-------ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნო---რ გე-------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---ი, სოფელი ბა-–--ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდე-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 19 სე-ტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში მდებარე ნო---რ გე-------ის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ნო---რ გე-------ემ საწოლში მყოფ მეუღლეს მა---ა გე-------ეს ხელი დაარტყა სახეში, გადმოაგდო საწოლიდან და დააგდო ძირს, რის შემდეგაც მა---ა გე-------ეს ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფერდის და თეძოს არეში, რომელმაც ხელისა და ფეხის დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის და მოწმეების ჩვენება, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ნო---რ გე-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკმარისია ნო---რ გე-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნო---რ გე-------ის მიერ 2018 წლის 19 სე-ტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში მდებარე ნო---რ გე-------ის საცხოვრებელ სახლში ეჭვიანობის ნიადაგზე მა---ა გე-------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულის - მა---ა გე-------ის, მოწმე სო----ო ლე--–---–-ს, ბე-ა გე-------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ე-სპერტიზის დასკვნები, ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის განჩინების ასლი და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნო---რ გე-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე-სპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სე-ტემბრის N--------- დასკვნა და (ე-სპერტ გი-----ი ოქ-----–---–-ს მოწმის სახით დაკითხვა), არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა მა---ა გე-------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში ოჯახის წევრებთან ერთად, იგი არის ნო---რ გე-------ის მეუღლე. 2018 წლის 19 სე-ტემბრის ღამეს, დაახლოებით 23:00 საათზე სამსახურიდან დაბრუნებულს ეძინა, ოთახში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნო---რ გე-------ე, რომელმაც სახეში ჩაარტყა გაშლილი ხელი, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ტკივილი, ცხვირიდან მოსდიო--- სისხლი. საშველად მის შვილს დაუძახა, რომელსაც სახლის მეორე სართულზე მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ეძინა. სანამ მისი შვილი და რძალი მივიდო--- საშველად, ნო---რ გე-------ემ იგი საწოლიდან გადმოათრია და თეძოს არეში ძლიერად ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც მან კვლავ განიცადა ძლიერი ტკივილი. მისგან ნო---რ გე-------ის მოშორება შეძლო მისმა შვილმა. მან დახმარებისათვის 112-ის ოპერატორს მიმართა, რადგან ნო---რ გე-------ის მხრიდან ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბე-ა გე-------ის განმარტებით, ცხოვრობს ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში ოჯახის წევრებთან ერთად, იგი არის ნო---რ გე-------ის შვილი. 2018 წლის 18 სე-ტემბერს დაახლოებით 24:00 საათზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებო--- მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და ეძინა, დაახლოებით პირველ საათზე შემოესმა მშობლების ყვირილის და ჩხუბის ხმა, ჩავიდა პირველ სართულზე, მეუღლეც უკან გაჰყვა, შევიდა ოთახში სადაც, მისი დედა მა---ა გე-------ე იწვა საწოლში, ხოლო მამა ნო---რ გე-------ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ნო---რ გე-------ემ ფეხი ჩაარტყა მა---ა გე-------ეს გვერდის არეში ორჯერ. მან ნ.გე-------ეს წელზე მოხვია ხელი და ეზოში გამოიყვანა, ხოლო შემდეგ მის საძინებელ ოთახში შეიყვანა. მა---ა გე-------ე გამოვიდა ოთახიდან, რომელსაც ცხვირი ჰქონდა გატეხილი და ცხვირიდან მოსდიო--- სისხლი. ნო---რ გე-------ეს ცუდი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნო---რ გე-------ე აგრესიული ხდება, ხოლო ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი არაფერს არ უშავებს არავის.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სო----ო ლე--–---–-ს განმარტებით, ცხოვრობს ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში ოჯახის წევრებთან ერთად, იგი არის ნო---რ გე-------ის რძალი, 2018 წლის 19 სე-ტემბერს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებო--- მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, მას ესმო--- ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნო---რ გე-------ის ხმამაღალი საუბარი, რომელიც იგინებო---, გარკვეული დროის შემდეგ მოესმა მისი დედამთილის მა---ა გე-------ის ყვირილი. მისი მეუღლე წამოდგა საწოლიდან და შევიდა მშობლების გასაშველებლად, ისიც უკან გაჰყვა, ბე-ა გე-------ე მოეჭიდა მამას, წამოაყენა და დედას გამოარიდა, ამ დროს დაინახა, როგორ დაარტყა ფეხი ნო---რ გე-------ემ მა---ა გე-------ეს მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს.

 

2.8. N2278992 შეტყობინების ოქმის (9.19.2018) მიხედვით, 2018 წლის 19 სე-ტემბერს, 1:05:37 საათზე, კაზრეთის პოლიციის განყოფილებაში მიიღეს 122-ის შეტყობინება, რომლის თანახმადაც მა---ა გე-------ეს მისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.9. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 სე-ტემბერს, 04:35 საათზე,ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში დაკავებული იქნა ნო---რ გე-------ე.

 

2.10. 2018 წლის 19 სე-ტემბრის შემაკავებელი ორდერით #000982 დასტურდება, რომ ნო---რ გე-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი მეუღლის - მა---ა გე-------ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

2.11. 2018 წლის 19 სე-ტემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ბო-–---ის რაიონული სამმართველოს დეტე-ტივის თანაშემწე-გამომძიებელ კახა რეხვიაშვილის მიერ კრიმინალისტ ნიკა ჯაჭვაძის, ირაკლი წვერავას და ბინის მესაკუთრის მა---ა გე-------ის მონაწილეობით ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, იძულების გარეშე, წყნარ, მშვიდ ვითარებაში დათვალიერდა ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში მდებარე ნო---რ გე-------ის საცხოვრებელი სახლი.

 

2.12. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით Ш-ТИN308191 დადგენილია, რომ ნო---რ გე-------ე და მა---ა გე-------ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

2.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ე-სპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 სე-ტემბრის N--------- დასკვნის თანახმად (ე-სპერტი გი-----ი ოქ-----–---–-), პირადი გასინჯვის მონაცემებით 19.09.2018 წელს მა---ა გე-------ეს აღენიშნება სისხლჩაქცევა ცხვირზე, რაც განვითარებულია არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2.14. ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით ნო---რ გე-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნო---რ გე-------ეს დანიშნული სასჯელიდან 1 (ერთი) წლიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ე-ვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6 (ე-ვსი) თვე, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

ნო---რ გე-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან.

 

2.15. ბრალდებულმა ნო---რ გე-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო დაზარალებულ მა---ა გე-------ის მიერ, მასთან ჩხუბის დროს იგი იქნევდა ხელებს და შესაძლოა მა---ა გე-------ეს მოხვედრო--- მისი მოქნეული ხელი.

 

2.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-სის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.19. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.20. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ნო---რ გე-------ის მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.22. ბრალდებულმა ნო---რ გე-------ემ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მისი ბედის გადაწყვეტას სასამართლოს ანდობს.

 

2.23. სასამართლო დაზარალებულის - მა---ა გე-------ის, მოწმებე-ა გე-------ის, სო----ო ლე--–---–-ს ჩვენებებს აფასებს მათი სანდოობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომ შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლოში წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, შესაბამისად, მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ შეიცავს საეჭვო განმარტებებს, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენდა მათ სანდოობასთან დაკავშირებით. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მოწმეების მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ ნო---რ გე-------ის საწინააღმდეგოდ.

 

2.24. მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას.

 

2.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის ყველა მოწმე, რომლებიც ბრალდებულის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას.

 

2.26. ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (3)(დ) მუხლის მოთხოვნები და დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. ჯვარედინი დაკითხვის შედეგად მოწმეების - ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

2.27 მა---ა გე-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიე-ტურ, ასევე სუბიე-ტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიე-ტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ე-სპერტიზის დასკვნით და დაზარალებულ მა---ა გე-------ის ჩვენებებით, რომლის თანახმად ნო---რ გე-------ემ ჯერ გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში. რაც შეეხება სუბიე-ტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ ნო---რ გე-------ის მიერ მიყენებულმა ძალადობამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ე-სპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი მა---ა გე-------ე უჩიო--- თავის ძლიერ ტკივილს.

 

2.28. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნო---რ გე-------ემ, მა---ა გე-------ის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს, წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ნო---რ გე-------ე ნასამართლევი პირია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 19 სე-ტემბრის მდგომარეობით იგი იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და მას ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ამდენად მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობით.

 

2.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპე-ტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.30. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 19 სე-ტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–--ში მდებარე ნო---რ გე-------ის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ნო---რ გე-------ემ საწოლში მყოფ მეუღლეს მა---ა გე-------ეს ხელი დაარტყა სახეში, გადმოაგდო საწოლიდან და დააგდო ძირს, რის შემდეგაც მა---ა გე-------ეს ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფერდის და თეძოს არეში, რომელმაც ხელისა და ფეხის დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-სის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-სის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიე-ტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდე-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიე-ტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიე-ტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი არაერთგზის;

 

4.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნო---რ გე-------ემ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მა---ა გე-------ეს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი დაარტყა სახეში, გადმოაგდო საწოლიდან და დააგდო ძირს, რის შემდეგაც მა---ა გე-------ეს ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფერდის და თეძოს არეში, რომელმაც ხელისა და ფეხის დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდე-სის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი. ამასთან, ნო---რ გე-------ის მიერ ოჯახური ძალადობა ჩადენილია არაერთგზის, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რისთვისაც ნო---რ გე-------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ნო---რ გე-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი ადრე ნასამართლებია ანალოგიური დანაშაულისათვის და იმყოფებო--- პირობითი მსჯავრის ქვეშ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას, არ დადგენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-სის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნო---რ გე-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ნო---რ გე-------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ( 2018 წლის 30 ნოემბრადე არსებული რედაქცია).

 

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მე-ანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფე-ტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

6.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სე-სუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფე-ტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ნო---რ გე-------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ნო---რ გე-------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე. ასევე ვინაიდან ნო---რ გე-------ე დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებო--- პირობითი მსჯავრის ქვეშ - გამოსაცდელ ვადაში, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების გამოყენებით.

 

5. არკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

ნო---რ გე-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდე-სის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, 67-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნო---რ გე-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდე-სის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისს და 3 (სამი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდესბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული მოუხდელი პირობითი სასჯელი 6 (ე-ვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა მოუხდელი სასჯელი 6 (ე-ვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ნო---რ გე-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისს და 3 (სამი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნო---რ გე-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 სე-ტემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი