განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
330100118002450192
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

27 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე,ბრალდების მხარე

 

პროკურორი ნა-----------–---–ი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი ნა--------------ა,ბრალდებული: ირ---–---------ნი,დაბადების თარიღი: 0------------–-------–--–-,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N6-----------

განათლება: საშუალო,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის ადგილი: გუ-–-----–--------------------–--------–--ა,საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, ნ--------–------------

სისხლის სამართლის საქმე 0-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით;

 

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის მიმართ, ჩადენილი სამი პირის მიმართ;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ირ---–---------ნი და ლა-–-----------ია იმყოფებიან ქორწინებაში და ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი ნი------------ი, ბა--------------ი, მა-------------ნი და შა---–----------ი. 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–---------ნი მეუღლის ლა-–-----------იას მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რაც ლა-–-----------იას ფიზიკურ ტანჯვას იწვევდა. ასევე 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–---------ნი არასრულწლოვანი შვილების ნი------------ის და ბა--------------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც ნი------------ის და ბა--------------ის ფიზიკურ ტანჯვას იწვევდა. ანალოგიური ქმედებები ირ---–---------ნმა განახორციელა ასევე 2017 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა მეუღლეს ლა-–-----------იას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულზე ლა-–-----------იამ მეუღლეს მოუწოდა სიმშვიდისკენ, რაზეც ირ---–---------ნი გახდა აგრესიული და ლა-–-----------იას ყელის არეში მოუჭირა ხელები, რა დროსაც ლა-–-----------ია ითხოვდა შველას. აღნიშნულზე გაეღვიძათ სახლში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებს და ზემოხსენებული ფაქტის დანახვის დროს მა----------–----–----------ბმა დაიწყეს ტირილი, ხოლო ბა----- და ნი------------ები შეეცადნენ მშობლების გაშველებას. რის შემდგომაც, ირ---–---------ნმა მეუღლეს ლა-–-----------იას გაუშვა ხელები ყელის არიდან და ბავშვების მიმართ დაიწყო ძალადობა, კერძოდ ბა--------------ს ურტყამდა ფეხებს ფეხის არეში და ხელებს თავის არეში, ხოლო ნი------------ი მოქაჩა თმებიდან. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ, ნი------------მა და ბა--------------მა განიცადეს ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: ბა--------------ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელებს და ფეხებს, რის გამოც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 28 აპრილს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს მოსთხოვა გაეღვიძა და მოეტანა მისთვის მაღაზიიდან არაყი, თუმცა ბა--------------ი ვერ იღვიძებდა, რის გამოც ირ---–---------ნმა მას დაუწყო ფეხების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მეუღლის შეჩერებას, რის გამოც ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას სახის არეში გაარტყა ხელი, აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ირ---–---------ნი არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს ურტყამდა ხელებსა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, ლა-–-----------ია შეეცადა მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 23 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო შემდგომ ხელებზე უჭერდა ხელებს, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის 20 დეკემბერს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, ლა-–-----------იამ ირ---–---------ნს უთხრა, რომ აპირებდა სასწრაფო დახმარების გამოძახებას მათი შვილების შა---–----------ის ავადმყოფობის გამო, აღნიშნულზე ირ---–---------ნი გახდა აგრესიული და სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით ლა-–-----------იას მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, გადაუგრიხა ხელები, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელი. რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2017 წლის დეკემბრის თვეში, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს ლა-–-----------იას თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 22 თებერვალს ღამის საათებში, ქ.თბილისში, ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ირ---–---------ნი არასრულწლოვან შვილებს ნი------------სა და ბა--------------ს აძალებდა საჭმლის ჭამას, რასთან დაკავშირებითაც ლა-–----------ი შეეკამათა, აღნიშნულის გამო ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას პრტყელტუჩა ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის შემდგომ ირ---–---------ნმა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა ფეხებს, ხოლო შემდგომ თავი მიარტყმევინა კარზე, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 04 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა მეუღლის ლა-–-----------იას მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა მუშტი ყბის არეში, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 25 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–---------ნმა არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს უთხრა, რომ მისთვის მოეტანა სკამი, რაც ვერ გაიგო ბა--------------მა, აღნიშნულის გამო ირ---–---------ნმა ბა--------------ს თავის არეში ჩაარტყა ტელეფონი, რის გამოც ბა--------------ი ცდილობდა მამისგან თავის დაღწევას და გაიქცა ეზოში, თუმცა მას დაეწია ირ---–---------ნი და დაუწყო ფეხებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში ცემა, რა დროსაც ბა--------------მა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა წაიქცა და თავი დაარტყა ეზოში განთავსებულ რკინის ჯამს. აღნიშნულის შედეგად ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 01 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–---------ნმა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ ფეხის არეში რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 04 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ირ---–---------ნმა მეუღლე ლა-–-----------ია მოქაჩა თმებიდან, რის შედეგადაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. ასევე, 2018 წლის 08 აპრილს, დღის საათებში, ქ.თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლე ლა-–-----------ია მოქაჩა თმებიდან და დაარტყა მუშტი თავის არეში, ხოლო შემდგომ ურტყამდა ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც ლა-–-----------იამ განიცადა ფიზიკური ტანჯვა. აღნიშნულის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილები ნ---- და ბა--------------ები შეეცადნენ მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–---------ნმა ნი------------ს ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგადაც ნი------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით, ირ---–---------ნი მეუღლეს ლა-–-----------იას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა. ასევე არასრულწლოვან შვილებს ნი------------ს და ბა--------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ანალოგიური ქმედებები ირ---–---------ნმა მათ შორის განახორციელა - 2017 წლის 18 მარტს, 2017 წლის 28 აპრილს, 2017 წლის 28 აგვისტოს, 2017 წლის 23 ნოემბერს, 2017 წლის 20 დეკემბერს, 2018 წლის 22 თებერვალს, 2018 წლის 4 მარტს და 25 მარტს, 2018 წლის 1 აპრილს, 4 აპრილს და 8 აპრილს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ლა-–-----------იამ, ნი------------მა და ბა--------------მა განიცადეს ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლა-–-----------იამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე არის ირ---–---------ნი, მათ ჰყავთ ოთხი შვილი, ნი------------ი, ბა--------------ი, მა-------------ნი და შა---–----------ი. მას 2017 წლიდან სისტემატურად ირ---–---------ნი აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ირ---–---------ნი აგრესიული ხდებოდა, როდესაც იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც უწმაწურ სიტყვებით მიმართავდა მას და მის შვილებსაც. ირ---–---------ნის ქმედებებით, იგი განიცდიდა ტანჯვას და ტკივილს, ასევე ბავშები იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, რომლებიც იტანჯებოდნენ და განიცდიდნენ მომხდარ ფაქტს. მან დაადასტურა 2017 წლიდან 2018 წლის 08 აპრილის ჩათვლით პერიოდში მის მიმართ და მისი შვილების მიმართ ირ---–---------ნის მიერ ჩადენილი ძალადობა, კერძოდ მან დაადასტურა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნულზე მან ირ---–---------ნს მოუწოდა სიმშვიდისკენ, რაზეც ირ---–---------ნი გახდა აგრესიული და მას ყელის არეში მოუჭირა ხელები, რა დროსაც ლა-–-----------ია ითხოვდა შველას. აღნიშნულზე გაეღვიძათ სახლში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებს და ზემოხსენებული ფაქტის დანახვის დროს მა----------–----–----------ბმა დაიწყეს ტირილი, ხოლო ბა----- და ნი------------ები შეეცადნენ მშობლების გაშველებას. რის შემდგომაც, ირ---–---------ნმა მას გაუშვა ხელები ყელის არიდან და ბავშვების მიმართ დაიწყო ძალადობა, კერძოდ ბა--------------ს ურტყამდა ფეხებს ფეხის არეში და ხელებს თავის არეში, ხოლო ნი------------ს თმები მოქაჩა. 2017 წლის 18 მარტს, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ბა--------------ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელებს და ფეხებს. იგი შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ირ---–---------ნმა მას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. 2017 წლის 28 აპრილს, ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს დაუწყო ფეხების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც ბა--------------მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა. იგი შეეცადა მეუღლის შეჩერებას, რის გამოც ირ---–---------ნმა მას სახის არეში გაარტყა ხელი. ასევე მან დაადასტურა, რომ 2017 წლის 28 აგვისტოს, ირ---–---------ნი არასრულწლოვან შვილს ბა--------------ს ურტყამდა ხელებსა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში, იგი კვლავ შეეცადა მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–---------ნმა თავის არეში ორჯერ დაარტყა მას ხელი. 2017 წლის 23 ნოემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა მას თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო შემდგომ ხელებზე უჭერდა ხელებს. მან ასევე ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს, ირ---–---------ნმა მის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ გადაუგრიხა ხელები, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელი. ხოლო 2017 წლის დეკემბრის თვეში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ურთიერთშელაპარაკების დროს მას თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. 2018 წლის 22 თებერვალს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ირ---–---------ნი არასრულწლოვან შვილებს ნი------------სა და ბა--------------ს აძალებდა საჭმლის ჭამას, რასთან დაკავშირებითაც იგი შეეკამათა ირ---–---------ნს, აღნიშნულის გამო ირ---–---------ნმა მას ბრტყელტუჩა ორჯერ ჩაარტყა თავის არეში, ხოლო შემდგომ ირ---–---------ნმა არასრულწლოვანი შვილის ბა--------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა, სხეულის სხვადასხვა მიდამოში ურტყამდა ფეხებს, ხოლო შემდგომ თავი მიარტყმევინა კარზე. 2018 წლის 04 მარტს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა მის მიმართ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, ერთხელ დაარტყა მუშტი ყბის არეში, ხოლო შემდგომ ყელის არეში მოუჭირა ხელები. მან ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 04 აპრილს, ირ---–---------ნმა მას მოქაჩა თმები. ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 08 აპრილს, ალკოჰოლურ ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ურთიერთშელაპარაკების დროს მას მოქაჩა თმები და დაარტყა მუშტი თავის არეში, ხოლო შემდგომ ურტყამდა ფეხებს სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნულის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილები ნ---- და ბა--------------ები შეეცადნენ მათ გაშველებას, რის გამოც ირ---–---------ნმა ნი------------ს ყელის არეში მოუჭირა ხელები. მანვე განმარტა, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში იგი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას. მისივე განმარტებით, მას ირ---–---------ნი მისი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა და ლანძღავდა. ასევე მის არასრულწლოვან შვილებს ნი------------ს და ბა--------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ის და მისი შვილები განიცდიდნენ ტანჯვას. ასეთი ქმედებები (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა) ირ---–---------ნმა მისი და მისი შვილების მიმართ განახორციელა - 2017 წლის 18 მარტს, 2017 წლის 28 აპრილს, 2017 წლის 28 აგვისტოს, 2017 წლის 23 ნოემბერს, 2017 წლის 20 დეკემბერს, 2018 წლის 22 თებერვალს, 2018 წლის 4 მარტს და 25 მარტს, 2018 წლის 1 აპრილს, 4 აპრილს და 8 აპრილს.

 

სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ბა--------------მა განაცხადა, რომ სახლში ცხოვრობდნენ, დედა ლა-–-----------ია, მამა ირ---–---------ნი, ძმა შა---–----------ი და დები ნ---- და მა-------------ნები. მისი მამა - ირ---–---------ნი იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ეჩხუბებოდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი მას, ნი------------ს და ლა-–-----------იას ხშირად სცემდა ირ---–---------ნი და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. ხშირად აიძულებდა ღამის საათებში ქუჩაში გასულიყო და შეეძინა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი. მას ძალიან ეშინოდა მამამისის, ვინაიდან იგი სისტემატურად სცემდა უმიზეზოდ. მის პატარა ძმას ირ---–---------ნი ცუდად ეპყრობოდა, კბენდა და აცხადებდა, რომ არაფერი არ დაუშავდებოდა. ირ---–---------ნის მიერ მის მიმართ, ლა-–-----------იას მიმართ და ნი------------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები, მან დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, კერძოდ მან დაადასტურა, რომ 2018 წლის 08 აპრილს, სახლში იმყოფებოდნენ ყველა ოჯახის წევრი, ირ---–---------ნი იყო წინა დღის ნასვამი, მან მოთხოვა სიგარეტის შეძენა მაღაზიაში, ვინაიდან სააღდგომო დღესასწაულის დღეები იყო მაღაზია დახვდა დაკეტილი და მამამისს ვერ მიუტანა სიგარეტი. აღნიშნულზე ირ---–---------ნი გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს. რამდენიმე ხანში მათ ესტუმრა ირ---–---------ნის მეგობარი კ---- ლა-–-----------იამ გაშალა სუფრა, რომელსაც მიუსხდნენ ირ---–---------ნი და მისი მეგობარი კ---. მან შეიტყო სახლიდან მისი ძმის შა---–---------ის ტირილის ხმა, ის და ნი------------ი შევიდნენ სახლში და დაინახეს, რომ ირ---–---------ნს თმებით ეჭირა ლა-–-----------ია და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო ლა-–-----------ია კიოდა და თხოვდა ირ---–---------ნს თავი დაენებებინა. მან და ნი------------მა მოუწოდეს ირ---–---------ნს რომ თავი დაენებებინა დედისთვის. შემდეგ ლა-–-----------ია შევარდა მეორე ოთახში, სადაც გაჰყვა ირ---–---------ნი, მან ლა-–-----------იას დაუწყო ცემა, გასაშველებლად მისულ ნი------------ს ირ---–---------ნი მიუტრიალდა წააქცია საწოლზე და ყელში მაგრად მოუჭირა ხელები, ასევე უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. მას ირ---–---------ნი უშლიდა ,,ჩი------ს“ თამაშს და უცხადებდა, რომ არ ეთამაშა ეს თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და ციხეში ჩასვამდნენ, სადაც საქათმეში მოხვდებოდა და ნახავდა რაც დაემართებოდა. აღნიშნულის გამო ირ---–---------ნმა იგი სცემა და ეზოში დააგდო ატირებული, შემდეგ სახლში მოუხმო და იატაკის ჯოხი თავში ჩაარტყა, მან განიცადა ტკივილი. მან ასევე დაადასტურა, რომ ირ---–---------ნმა სკამის მასთან მიტანის გამო თავში მობილური ტელეფონი ჩაარტყა. ვინაიდან მან განიცადა ტკივილი იგი გარეთ გაიქცა, მას ეზოში დაეწია მამამისი ირ---–---------ნი, რომელმაც სახის არეში ხელი გაარტყა, იგი წაიქცა და ჯამს თავი დაარტყა, რის შედეგადაც თავი გაუტყდა და თავიდან სისხლი წამოუვიდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ირ---–---------ნმა ძალით აჭამა ცომი და უმი გატარებული ხორცი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურდა მისი ჭამა, იმდენად იყო შეშინებული, რომ ძალით ჭამა. ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ირ---–---------ნმა გარკვეული დროით ჩაკეტა ძაღლის ქოხში. ანალოგიურად მოექცა პატარა შა---–---------ს, რომელიც ძაღლის ქოხში გამოამწყვდია. დედამისს ლა-–-----------იას ეშინოდა ირ---–---------ნის, რის გამოც მას არ მიუმართავს ნათესავებისთვის. ასევე ისიც იყო შეშინებული და მას არ მიუმართავს არც ექიმისთვის და არც სხვა პირისთვის განუცხადებია მომხდარი ფაქტების თაობაზე.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნი------------მა, რომელმაც დაადასტურა, რომ მამამისი ირ---–---------ნი ხშირად სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას, დედამისს ლა-–-----------იას და მის ძმას ბა--------------ს, ისინი განიცდიდნენ ფიზიკურ ტანჯვას და ტკივილს და მათ ეშინოდათ ირ---–---------ნის. სააღდგომო დღესასწაულის დღეებში, ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ყელში მოუჭირა ხელები, შემდეგ კი როდესაც ის გასაშველებლად მივიდა მას მოუჭირა ხელები ყელში. ასევე მის ძმას ირ---–---------ნმა ძალით აჭამა უმი ცომი და უმი ხორცი. იყო შემთხვევა, როდესაც ჯოხით სცემდა მას და ბა--------------ს. ცემის შედეგად, როგორც ბა--------------ს ასევე ლა-–-----------იას აღენიშნებოდათ დაზიანებები. ვინაიდან ოჯახის წევრებს ეშინოდათ ირ---–---------ნის ისინი არ მიმართავდნენ არც ექიმს და არც სხვა პირს დასახმარებლად.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ფა-------–--------მ განაცხადა, რომ ირ---–---------ნის და ლა-–-----------იას სახლიდან ხშირად გამოდიოდა ყვირილის, შეურაცხყოფის და ჩხუბის ხმა. მან აღნიშნა, რომ ნასვამი ირ---–---------ნი თმებში სწვდა ლა-–-----------იას და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას სახის არეში ჩაარტყა მუშტი, ხოლო აღნიშნული ფაქტის შემხედვარე ბავშვები იყვნენ შეშინებულები და კანკალებდნენ. მან ასევე დაადასტურა, რომ ხშირად ირ---–---------ნი შვილებს ღამის საათებში აგზავნიდა სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელის შესაძენად. მან განაცხადა, რომ ლა-–-----------იას და ირ---–---------ნს აქვთ გამუდმებული, სისტემატიური კონფლიქტი, მათი სახლიდან გამუდმებით ისმის ყვირილის, გინების, ლანძღვის, ბავშვების ისტერიული ტირილის ხმები. იგი შესწრებია ფაქტს, როდესაც ირ---–---------ნმა ლა-–-----------იას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2018 წლის 4 მარტს როდესაც ის სტუმრად იმყოფებოდა ლა-–-----------იასთან, ირ---–---------ნი იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც ჯერ ლა-–-----------იას დაუწყო გინება, შემდეგ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ირ---–---------ნი ლა-–-----------იას წვდა თმებში და ყბაში დაარტყა მუშტი, შემდეგ კი ყელში მოუჭირა ხელები. ირ---–---------ნი დაემუქრა ლა-–-----------იას თუ იგი შეატყობინებდა მომხდარს პოლიციას, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოკლავდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---ბე-----------მ დაადასტურა, რომ შეესწრო ირ---–---------ნის და ლა-–-----------იას კონფლიქტს. იგი ჩხუბის დროს შუაში ჩაუდგა ირ---–---------ნს.

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა გი-----------------მ და გი-------------------მ დაადასტურეს, რომ მათ ბრალდებულის სახით დააკავეს ირ---–---------ნი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და აგრესიულად იყო განწყობილი მეუღლის ლა-–-----------იას მიმართ, რომლის მიმართაც საცემად იწევდა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში ნ--------–-------- N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომელთა მიერ გადაღებული იქნა 42 (ორმოცდაორი) ფოტოსურათი.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 1--------- წ. მოქ. ბა--------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები თხემ-კეფის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით თხემ-კეფის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სისხლნაჟღენთი ბარძაყის მიდამოში ხანდაზმულობით დაახლოებით 6-9 დღისაა.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 1--------- წ. მოქ. ნი------------ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 1--------- წ. მოქ. ლა-–-----------იას პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედში და მარცხნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გუ-–--------------–---–--.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ირ---–---------ნმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მან უარყო რაიმე სახის ძალადობის ფაქტი ოჯახის წევრების მიმართ. მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან ლა-–-----------იასთან კონფლიქტური სიტუაციები იშვიათად ჰქონდა, იკამათებდნენ და ამით ამოიწურებოდა ყველაფერი. მან კატეგორიულად უარყო შვილების მიმართ ძალადობის ფაქტები.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ირ---–---------ნის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ირ---–---------ნმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ირ---–---------ნი ნასამართლევია, ასევე მან განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ ძალადობა.

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

ბრალდებულ ირ---–---------ნის მიმართ შერაცხული ბრალდებები განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–---------ნს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ირ---–---------ნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისიწინებული წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირ---–---------ნმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა მას გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 02 მაისს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” 2007 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონით (საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის გადაწყვეტილება). ხოლო ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” 2007 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შედეგად სააღსრულებო წარმოების დასრულება ნიშნავს სასჯელის აღსრულებას. ამდენად, საპრობაციო ვადის შეჩერების ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (როდესაც იგი არ შეჩერებულა), მხოლოდ დანაშაული ითვლება გამოსაცდელ ვადაში ჩადენილად, თუმცა სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით ვერ მოხდება, ვინაიდან ბოლო განაჩენის დადგენის დროს წინა განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრი აღსრულებულია და მისი გაუქმებისა და ბოლო განაჩენზე დამატების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების და ანალიზის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში პრობაციის ბიუროში სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას და კანონმდებლის მიერ არ არის დაწესებული ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერების პროცედურა, საკითხი მოცემულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ და ვინაიდან ირ---–---------ნის მიმართ ბოლო განაჩენის მიღებისას, წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა გასულია - ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტში უკვე აღარარსებულ პირობით მსჯავრს (დასრულებულია გამოსაცდელი ვადა) სასამართლო ვეღარ გააუქმებს და წინა განაჩენით უკვე აღსრულებულ სასჯელს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ვერ დაუმატებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელ - აღუსრულებელ ნაწილს).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ირ---–---------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

ირ---–---------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

ირ---–---------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ირ---–---------ნს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ირ---–---------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ირ---–---------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 08 აპრილის 14:10 საათიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე