განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
180100118002786772
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/316-18 11 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–ი ო----------ძე;

 

დაცვის მხარე - ც----- ცქ-----–-ილი

 

ბრალდებული - ა---------–ი გ-------–-ს ძე ხა---–-–-ილი (დაბადებული 1--- წლის 15 თებერვალს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები მცხეთის რაიონის სოფელ ძ--–--ში, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2--- წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ძ--–--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– ხა---–-–-ილმა მეუღლეს ნ--–ი ხა---–-–-ილს სთხოვა მისთვის მიეცა არყის საყიდლად ფული, რაზეც უარი განუცხადა მეუღლემ. ამის გამო, ა---------– ხა---–-–-ილი გახდა აგრესიული მეუღლის მიმართ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არასრულწლოვანი შვილიშვილების მ------ და დ----- ხა---–-–-ილების თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც ნ--–ი ხა---–-–-ილმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2--- წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ძ--–--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა---------– ხა---–-–-ილმა მეუღლეს სთხოვა ნ--–ი ხა---–-–-ილს მისთვის მიეცა არყის საყიდლად ფული, რაზეც უარი განუცხადა მეუღლემ. ამის გამო, ა---------– ხა---–-–-ილი გახდა აგრესიული მეუღლის მიმართ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და არასრულწლოვანი შვილიშვილების მ------ და დ----- ხა---–-–-ილების თანდასწრებით სახეში დაარყა ხელი. ამის შემდეგ, ა---------– ხა---–-–-ილი შევიდა სამზარაულოში, გამოიტანა დიდი ზომის დანა, მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოუქნია დანა. მ------ და დ----- ხა---–-–-ილები ჩადგნენ მათ შორის, უყვიროდნენ ა---------– ხა---–-–-ილს, რომ მათი ბებიისთვის დაენებებინა თავი, რითაც ისარგებლა ნ--–ი ხა---–-–-ილმა და გაიქცა ეზოში. ვინაიდან ა---------– ხა---–-–-ილი იყო აგრესიული მეუღლის მიმართ და მოუქნია დანა, ნ--–ი ხა---–-–-ილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ა---------– ხა---–-–-ილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ნ--–ი ხა---–-–-ილის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ძ--–--ში მეუღლესთან ა---------– ხა---–-–-ილთან, შვილებთან და არასრულწლოვან შვილიშვილებთან მ------ და დ----- ხა---–-–-ილებთან ერთად. 2--- წლის 16 ოქტომბერს, როდესაც ნ--–ი ხა---–-–-ილი დაბრუნდა სამსახურიდან მეუღლემ მოსთხოვა 5 ლარი არყის საყიდლად, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ხელფასი არ ჰქონდა აღებული და ვერ მისცემდა თანხას, აღნიშნულის გამო ძლიერ გაბრაზდა ა---------– ხა---–-–-ილი, დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი შუბლის არეში, რა დროსაც ნ--–ი ხა---–-–-ილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ყვირილის დროს გამოვიდნენ შვილები და შვილიშვილები და ცდილობდნენ მეუღლის დამშვიდებას. ა---------– ხა---–-–-ილი გახდა უფრო აგრესიული, შევიდა სამზარეულოში და გამოიტანა დიდი ზომის დანა და დაემუქრა, რომ გამოსჭრიდა ყელს, მოუქნია დანა, ხოლო მათ შუაში ჩადგნენ გასაშველებლად მ------ და დ----- ხა---–-–-ილები, რა დროსაც ნ--–ი ხა---–-–-ილი გაიქცა სახლის ეზოში. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რელურად, რადგან მისი მეუღლე ყოველთვის არის აგრესიული.

2.3. 2--- წლის 16 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ მოწმე თ----- მი–--–-–---–-სგან ამოღებული იქნა დიდი ზომის მოყვითალო ფერის ხის ტარიანი დანა.

2.4. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.6. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ნ--–ი ხა---–-–-ილი არის ბრალდებულ ა---------– ხა---–-–-ილის მეუღლე.

2.7. დადგენილია, რომ მ------ ხა---–-–-ილი დაბადებულია 2--- წლის 29 აგვისტოს და დ----- ხა---–-–-ილი დაბადებულია 2--- წლის 17 ივლისს, შესაბამისად ისინი არ არიან 18 წელს მიღწეული პირები და არიან არასრულწლოვნები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; მოწმეების - თ----- მი–--–-–---–-ს, კ---- ხა---–-–-ილის, დ----- წუ--–---იას, ა-–---- და-–---–-ილის გამოკითხვის ოქმები; არასრულწლოვანი მოწმეების - მ------ი და დ----- ხა---–-–-ილების გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; დანის ამოღების ოქმი და ამოღებული დანა; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი; ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი; შემაკავებელი ორდერები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დახასიათება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაზარალებულის განცხადება პრეტენზიის არ ქონის შესახებ და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ხა---–-–-ილმა 2--- წლის 16 ოქტომბერს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ა---------– ხა---–-–-ილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, დაზარალებული ითხოვს, რომ მის მიმართ სასამართლომ გამოიყენოს შეღავათები, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– ხა---–-–-ილს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვან--–ა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------–ი ხა---–-–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. ა---------–ი ხა---–-–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ა---------– ხა---–-–-ილს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

4. ა---------– ხა---–-–-ილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. ა---------– ხა---–-–-ილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 16 ოქტომბრიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

6. ა---------– ხა---–-–-ილის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: დანა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი