გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030210017002190153
№2/1207-2017
გადაწყვეტილება
ს----------–--- სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ს- ,,ს----------–--- ბ----“,წარმომადგენელი: თ----- ბ----–---,მოპასუხე: ნ-----–---- ც------,დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ნ-----–---- ც------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0-- და მოსარჩელე ს- ,,ს----------–--- ბ----“ ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0--, წარმოადგენს ს- „ს----------–--- ბ----ს“ საკუთრებას, რომელიც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის N A15002575-020/001 განკარგულების საფუძველზე. მოპასუხე დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ ფართში, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის საკუთრებით და მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, არ ათავისუფლებს აღნიშნულ ქონებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მისი გამოსახლება უნდა შეწყდეს და მიეცეს შესაძლებლობა დაუწესდეს ახალი გრაფიკი სასესხო ვალდებულების დასაფარად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0--, წარმოადგენს ს- „ს----------–--- ბ----ს“ საკუთრებას, რომელიც მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის N A15002575-020/001 განკარგულების საფუძველზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულება , ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0--, რომელიც მოსარჩელეს საკუთრებას წარმოადგენს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე ნ-----–---- ც------.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვა, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო გარემოებები არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ნ-----–---- ც------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0-- და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს - ს- ,,ს----------–--- ბ----“.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსი, ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით და უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ ნივთი მოსარჩელის საკუთრებაშია, სადაო უძრავ ნივთს ფლობს მოპასუხე, რომლის კანონიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ნ-----–---- ც------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქუჩა 1--, ბინა 49-ში, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.0-- და ის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს - ს- ,,ს----------–--- ბ----“.
7. საპროცესო ხარჯები:
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. მოცემულ შემთხვევაში, ს- „ს----------–--- ბ----“ გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისად, მას თანხა წინასწარ არ აქვს გადახდილი.
ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამოდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- ,,ს----------–--- ბ----ს“ სარჩელი, ნ-----–---- ც------ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. ნ-----–---- ც------ს (პ.ნ.-----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, კ-–----–---–-- ქ. №--, ბინა №49-ში, საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.6--.0-.9-- და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ს- ,,ს----------–--- ბ----“.
3. მოპასუხე ნ-----–---- ც------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა. ბაჟის თანხა ჩაირიცხოს ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, ბ----ს კოდი TRESGE22, ანგარიშის № 200 122 900, სახაზინო კოდი 300 42 31 50.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე